პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი სესიაშვილი: "მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში"
ირაკლი სესიაშვილი: "მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში"

თუკი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მხრი­დან, ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა არ და­დას­ტურ­დე­ბა, ქარ­თუ­ლი მხა­რე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უარ­ყო­ფას მო­ი­თხოვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, თუკი და­ნა­შა­უ­ლი და­დას­ტურ­დე­ბა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის წი­ნა­შე ყვე­ლა პა­სუხს აგებს. "პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის პრინ­ცი­პებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ, მე მაქვს წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა მოხ­და ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში, ამი­ტომ ნუ ვიქ­ნე­ბით მკაცრ­ნი. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ად­გი­ლი ჰქონ­და და­ნა­შა­ულს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პა­სუხს აგე­ბენ, იმი­ტომ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ჩვე­ნი ჯა­რის პრეს­ტიჟ­ზე, რო­მელ­საც აქვს ძა­ლი­ან დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი მსოფ­ლი­ო­ში. ზო­გა­დად სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში, ყვე­ლა ქვეყ­ნის მხრი­დან, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი არის, ამი­ტომ ჩვენ­თვის ეს მწა­რე შემ­თხვე­ვა და გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა იყოს მა­გა­ლი­თი იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ პრე­ვენ­ცი­უ­ლად უფრო მეტი ვი­მუ­შა­ოთ პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას­თან, რად­გან მსგავს რა­ღა­ცას ად­გი­ლი არ ჰქონ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცის მიერ გა­დად­გმუ­ლი არას­წო­რი ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის იმი­ჯის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდეს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გენშტაბს აქვს მი­თი­თე­ბა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იმუ­შა­ონ პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას­თან. შე­კი­თხვა­ზე, ხომ არ გა­ა­ფუ­ჭებს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი პარტნი­ო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას, სე­სი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ასე არ არის. "ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბა პარტნი­ორ­თან, დღის წეს­რიგ­ში ნამ­დვი­ლად არ დგას. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ეჭვი. თუ ეს და­დას­ტურ­და, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით პა­სუ­ხი უნდა აგოს ყვე­ლამ. თუ არ და­დას­ტურ­და, ასე­ვე ადეკ­ვა­ტუ­რად მო­ვი­თხოვთ, ამის უარ­ყო­ფა მოხ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ირაკლი სესიაშვილი: "მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში"

ირაკლი სესიაშვილი: "მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში"

თუკი ქართველი ჯარისკაცების მხრიდან, ცენტრალურ აფრიკაში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა არ დადასტურდება, ქართული მხარე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუკი დანაშაული დადასტურდება, კანონმდებლობის წინაშე ყველა პასუხს აგებს. "პირველ რიგში, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს ვითვალისწინებ, მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში, ამიტომ ნუ ვიქნებით მკაცრნი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს, ეს ადამიანები პასუხს აგებენ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ჩვენი ჯარის პრესტიჟზე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი მსოფლიოში. ზოგადად საერთაშორისო მისიებში, ყველა ქვეყნის მხრიდან, მსგავსი ფაქტები არის, ამიტომ ჩვენთვის ეს მწარე შემთხვევა და გამოცდილება უნდა იყოს მაგალითი იმისათვის, რომ ჩვენ პრევენციულად უფრო მეტი ვიმუშაოთ პირად შემადგენლობასთან, რადგან მსგავს რაღაცას ადგილი არ ჰქონდეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, ნებისმიერი ჩვენი ჯარისკაცის მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯი შეიძლება ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს და ამ მიმართულებით გენშტაბს აქვს მითითება, რომ მაქსიმალურად იმუშაონ პირად შემადგენლობასთან. შეკითხვაზე, ხომ არ გააფუჭებს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოსა და მისი პარტნიორის ურთიერთობას, სესიაშვილმა განაცხადა, რომ ასე არ არის. "ურთიერთობის გაფუჭება პარტნიორთან, დღის წესრიგში ნამდვილად არ დგას. ეს არის ჩვეულებრივი ინდივიდუალური დანაშაულის ეჭვი. თუ ეს დადასტურდა, კანონმდებლობის მიხედვით პასუხი უნდა აგოს ყველამ. თუ არ დადასტურდა, ასევე ადეკვატურად მოვითხოვთ, ამის უარყოფა მოხდეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"