მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი ტასოევი - ჰააგის სასამართლო გვერდს ვერ აუვლის სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას
დიმიტრი ტასოევი - ჰააგის სასამართლო გვერდს ვერ აუვლის სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას

ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მიერ 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი ტა­სო­ე­ვი აცხა­დებს, რომ ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო გა­მო­ძი­ე­ბი­სას გვერდს ვერ აუვ­ლის ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მიერ "სამ­ხრეთ ოსეთ­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ ათა­სო­ბით ჩვე­ნე­ბას".

"ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ სამ­ხრეთ ოსეთ­ში ჩა­დე­ნილ სი­სას­ტი­კეს, შეგ­როვ­და და გა­და­ე­ცა ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­სა და სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ბა­ზა­ში დე­ფი­ცი­ტი არ არის. სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ვერ შეძ­ლე­ბენ გვერ­დი აუ­ა­რონ ამ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და ტა­სო­ევ­მა.

მა­ნამ­დე რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მინ­სიტ­რო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მოს­კოვს ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის იმე­დი აქვს.

ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რორ ფატუ ბენ­სუ­დას სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის ნება დარ­თო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გუ­შინ გავ­რცელ­და.

საქ­მე ეხე­ბა 2008 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე ე.წ სამ­ხრეთ ოსეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო კო­ლე­გი­ის დას­კვნით, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს იუ­რის­დიქ­ცი­ა­შია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

დიმიტრი ტასოევი - ჰააგის სასამართლო გვერდს ვერ აუვლის სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას

დიმიტრი ტასოევი - ჰააგის სასამართლო გვერდს ვერ აუვლის სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

რუსული მედიის ცნობით, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ტასოევი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლო გამოძიებისას გვერდს ვერ აუვლის ქართველი ჯარისკაცების მიერ ”სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას”.

"ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ქართველი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილ სისასტიკეს, შეგროვდა და გადაეცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მტკიცებულებების ბაზაში დეფიციტი არ არის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები მინიმალური მიუკერძოებლობის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ გვერდი აუარონ ამ მრავალრიცხოვან მტკიცებულებებს", - განაცხადა ტასოევმა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროში განაცხადეს, რომ მოსკოვს ჰააგის სასამართლოს მიერ სამართლიანი გამოძიების ჩატარების იმედი აქვს.

ჰააგის სასამართლომ პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნება დართო. აღნიშნული ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუშინ გავრცელდა.

საქმე ეხება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?