კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ბავშვობა არ მქონია..." - ეტლს მიჯა­ჭვულ მშობლებზე მზრუნველი ბიჭის დახმარების სურვილი ათობით ადამიანმა გამოთქვა
"მე ბავშვობა არ მქონია..." - ეტლს მიჯა­ჭვულ მშობლებზე მზრუნველი ბიჭის დახმარების სურვილი ათობით ადამიანმა გამოთქვა

15 წლის გი­ორ­გი ცხა­დი­აშ­ვი­ლის ბავ­შვუ­რი ოც­ნე­ბე­ბი წლე­ბია ყო­ველ­დღი­ურ­მა სირ­თუ­ლე­ებ­მა შეც­ვა­ლა. თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას­ზე მშობ­ლე­ბი არ ზრუ­ნა­ვენ, პი­რი­ქით, მო­ზარ­დი თა­ვად ზრუ­ნავს და ინა­ხავს დედ-მა­მას. გი­ორ­გი სო­ფელ დი­ღომ­ში ეტლს მიჯა­ჭვულ მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ოჯა­ხი უფა­სო სა­სა­დი­ლო­დან გი­ორ­გის მო­ტა­ნი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი ულუ­ფით იკ­ვე­ბე­ბა. თა­ვად მო­ზარ­დი სკო­ლა­ში სი­ა­რულს ვერ ახერ­ხებს მშობ­ლებ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბის გამო და ქუ­ჩა­ში მო­წყა­ლე­ბას ითხოვს. "PALITRANEWS"-ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში, გი­ორ­გიმ გა­დამ­ღებ ჯგუფს თა­ვი­სი სამი ოც­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­უმ­ხი­ლა: მშობ­ლე­ბის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა, სკო­ლის ატეს­ტა­ტის აღე­ბა და სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა...

ცხა­დი­აშ­ვი­ლე­ბი ნა­თე­სა­ვის ბი­ნა­ში, საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. ოჯა­ხის ტრა­გე­დია 2008 წელს და­ი­წყო, როცა გი­ორ­გის დედა სა­რე­ცხის გა­ფე­ნის დროს აივ­ნი­დან გა­და­ვარ­და. მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მის გამო უკვე წლე­ბია, 40 წლის ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი ეტლსაა მი­ჯაჭ­ვუ­ლი. გა­სულ წელს მის მე­უღ­ლეს, რო­ბერტ ცხა­დი­აშ­ვილს ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა, რა­მაც სა­უბ­რი­სა და მოძ­რა­ო­ბის უნა­რი შე­უ­ზღუ­და.

იხი­ლეთ "PALITRANEWS"-ის სი­უ­ჟე­ტი ცხა­დი­აშ­ვი­ლე­ბის ტრა­გე­დი­ა­ზე

ცხა­დი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ზე რე­პორ­ტა­ჟი "PALITRANEWS"-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვილ­მა მო­ამ­ზა­და, რო­მე­ლიც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მო­ზარ­დის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი უკვე ათო­ბით ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა: "გი­ორ­გის მა­მაც და დე­დაც უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ისი­ნი თავს დამ­ტყდარ ტრა­გე­დი­ას არ გა­უ­ბო­რო­ტე­ბია, გა­ნიც­დი­ან, რომ მათი შვი­ლი სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას ვერ ახერ­ხებს და მშობ­ლე­ბის ავად­მყო­ფო­ბის გამო, ბავ­შვო­ბა და­კარ­გა. დამ­ხმა­რე არა­ვინ ჰყავთ, ნა­თე­სა­ვე­ბიც იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბი­ან მათ­თან სახ­ლში. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა და ინ­ვა­ლი­დო­ბის პენ­სია კი ძვი­რა­დღი­რე­ბულ წამ­ლებ­სა და საკ­ვებ­ზეც არ ჰყოფ­ნით.

სი­უ­ჟეტს ასო­ბით კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა "ფე­ის­ბუქ­ზე" და სა­იტ­ზე. რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხა­დი­აშ­ვი­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტებს ითხოვ­დნენ და მათი დახ­მა­რე­ბის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამ­დნენ. ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს პი­რა­დად ვე­სა­უბ­რე და ისი­ნი ოჯახს პრო­დუქ­ტე­ბით და­ეხ­მა­რე­ბი­ან. დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შო­რის არი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი, ისე სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი. ემიგ­რან­ტე­ბი ან­გა­რი­შის ნო­მერს ითხო­ვენ, რომ ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უგ­ზავ­ნონ ცხა­დი­აშ­ვი­ლებს.

ვფიქ­რობ, რომ მთა­ვარ მი­ზანს, მიგ­ვეწვდი­ნა ხმა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ მცი­რე­დით მა­ინც და­ეხ­მა­რონ ცხა­დი­აშ­ვი­ლებს, მი­ვაღ­წი­ეთ. სო­ცი­ა­ლურ თე­მას "PALITRANEWS"-ის ეთე­რით ხში­რად ვა­შუ­ქებთ და მო­მა­ვალ­შიც გან­ვაგ­რძობთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ტა­ნას, ვინც გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხე­ბის დახ­მა­რე­ბას შეძ­ლებს", - გვი­თხრა თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვილ­მა.

სი­უ­ჟეტს გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­და­ნაც. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხა­დი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან სა­ა­გენ­ტო 2014 წლის წლი­დან მუ­შა­ობს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯახს შეს­თა­ვა­ზეს სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­დაყ­ვა­ნა ქა­ლაქ სიღ­ნაღ­ში და გი­ორ­გის გან­თავ­სე­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლად ახლო მდე­ბა­რე მიმ­ღებ ოჯახ­ში, სა­დაც დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რო­გორც ბავ­შვის, ასე­ვე მშობ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. თუმ­ცა, ცხა­დი­აშ­ვი­ლებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს სა­ა­გენ­ტოს ამ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად, გი­ორ­გი ირი­ცხე­ბა დღის ცენ­ტრში, სა­დაც ბავ­შვე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან ორ­ჯე­რა­დი კვე­ბით, შე­მეც­ნე­ბი­თი და სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბით. თუმ­ცა, ბავ­შვი არც აღ­ნიშ­ნუ­ლი დღის ცენ­ტრის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლობს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ზარ­დი დიდი ხნით მშობ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბას ვერ ახერ­ხებს.

ამას­თან, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო იუ­წყე­ბა, რომ აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს ოჯახ­თან მუ­შა­ო­ბას და იმე­დოვ­ნებს, რომ ბავ­შვი მო­წყდე­ბა ქუ­ჩას და ჩა­ერ­თვე­ბა მისი ასა­კი­სათ­ვის შე­სა­ფერ აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

PALITRANEWS და AMBEBI.GE მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა გი­ორ­გის და მისი მშობ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით.

ცხა­დი­აშ­ვი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს, ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ნო­მერ­ზე: 551 09 52 80

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"მე ბავშვობა არ მქონია..." - ეტლს მიჯა­ჭვულ მშობლებზე მზრუნველი ბიჭის დახმარების სურვილი ათობით ადამიანმა გამოთქვა

"მე ბავშვობა არ მქონია..." - ეტლს მიჯა­ჭვულ მშობლებზე მზრუნველი ბიჭის დახმარების სურვილი ათობით ადამიანმა გამოთქვა

15 წლის გიორგი ცხადიაშვილის ბავშვური ოცნებები წლებია ყოველდღიურმა სირთულეებმა შეცვალა. თანატოლებისგან განსხვავებით, მასზე მშობლები არ ზრუნავენ, პირიქით, მოზარდი თავად ზრუნავს და ინახავს დედ-მამას. გიორგი სოფელ დიღომში ეტლს მიჯა­ჭვულ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი უფასო სასადილოდან გიორგის მოტანილი ყოველდღიური ულუფით იკვებება. თავად მოზარდი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს მშობლებზე მზრუნველობის გამო და ქუჩაში მოწყალებას ითხოვს. "PALITRANEWS"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, გიორგიმ გადამღებ ჯგუფს თავისი სამი ოცნების შესახებ გაუმხილა: მშობლების გამოჯანმრთელება, სკოლის ატესტატის აღება და სამსახურის დაწყება...

ცხადიაშვილები ნათესავის ბინაში, საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ოჯახის ტრაგედია 2008 წელს დაიწყო, როცა გიორგის დედა სარეცხის გაფენის დროს აივნიდან გადავარდა. მიღებული ტრავმის გამო უკვე წლებია, 40 წლის ნინო მჭედლიშვილი ეტლსაა მიჯაჭვული. გასულ წელს მის მეუღლეს, რობერტ ცხადიაშვილს ინსულტი დაემართა, რამაც საუბრისა და მოძრაობის უნარი შეუზღუდა.

იხილეთ "PALITRANEWS"-ის სიუჟეტი ცხადიაშვილების ტრაგედიაზე

ცხადიაშვილების ოჯახზე რეპორტაჟი "PALITRANEWS"-ის ჟურნალისტმა თორნიკე ყაჯრიშვილმა მოამზადა, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მოზარდის დახმარების სურვილი უკვე ათობით ადამიანმა გამოთქვა: "გიორგის მამაც და დედაც უკეთილშობილესი ადამიანები არიან. ისინი თავს დამტყდარ ტრაგედიას არ გაუბოროტებია, განიცდიან, რომ მათი შვილი სრულფასოვანი განათლების მიღებას ვერ ახერხებს და მშობლების ავადმყოფობის გამო, ბავშვობა დაკარგა. დამხმარე არავინ ჰყავთ, ნათესავებიც იშვიათად ჩნდებიან მათთან სახლში. სოციალური დახმარება და ინვალიდობის პენსია კი ძვირადღირებულ წამლებსა და საკვებზეც არ ჰყოფნით.

სიუჟეტს ასობით კომენტარი მოჰყვა "ფეისბუქზე" და საიტზე. რიგითი ადამიანები ცხადიაშვილების კოორდინატებს ითხოვდნენ და მათი დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ. ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის წარმომადგენელს პირადად ვესაუბრე და ისინი ოჯახს პროდუქტებით დაეხმარებიან. დახმარების მსურველებს შორის არიან როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ მყოფი ქართველები. ემიგრანტები ანგარიშის ნომერს ითხოვენ, რომ ფულადი დახმარება გაუგზავნონ ცხადიაშვილებს.

ვფიქრობ, რომ მთავარ მიზანს, მიგვეწვდინა ხმა ადამიანებისთვის, რომელთაც შეუძლიათ მცირედით მაინც დაეხმარონ ცხადიაშვილებს, მივაღწიეთ. სოციალურ თემას "PALITRANEWS"-ის ეთერით ხშირად ვაშუქებთ და მომავალშიც განვაგრძობთ იმ ადამიანებამდე ინფორმაციის მიტანას, ვინც გაჭირვებულ ოჯახების დახმარებას შეძლებს", - გვითხრა თორნიკე ყაჯრიშვილმა.

სიუჟეტს გამოეხმაურნენ სოციალური მომსახურების სააგენტოდანაც. მათი ინფორმაციით, ცხადიაშვილების ოჯახთან სააგენტო 2014 წლის წლიდან მუშაობს. მათი ინფორმაციით, ოჯახს შესთავაზეს სათემო ორგანიზაციაში გადაყვანა ქალაქ სიღნაღში და გიორგის განთავსება ტერიტორიულად ახლო მდებარე მიმღებ ოჯახში, სადაც დაკმაყოფილებული იქნებოდა, როგორც ბავშვის, ასევე მშობლების საჭიროებები. თუმცა, ცხადიაშვილებმა უარი განაცხადეს სააგენტოს ამ შეთავაზებაზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად, გიორგი ირიცხება დღის ცენტრში, სადაც ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით, შემეცნებითი და სპორტული აქტივობებით, ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით. თუმცა, ბავშვი არც აღნიშნული დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობს. სავარაუდოდ, მოზარდი დიდი ხნით მშობლების დატოვებას ვერ ახერხებს.

ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტო იუწყება, რომ აქტიურად აგრძელებს ოჯახთან მუშაობას და იმედოვნებს, რომ ბავშვი მოწყდება ქუჩას და ჩაერთვება მისი ასაკისათვის შესაფერ აქტივობებში.

PALITRANEWS და AMBEBI.GE მომავალში აუცილებლად დაინტერესდება გიორგის და მისი მშობლების მდგომარეობით.

ცხადიაშვილების დახმარების მსურველებს, ოჯახთან დაკავშირება შეგიძლიათ ნომერზე: 551 09 52 80

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია