სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბინები, აგარაკები და 156 000-ლარიანი შემოსავალი - რა ქონებას ფლობს დავით საგანელიძე
ბინები, აგარაკები და 156 000-ლარიანი შემოსავალი - რა ქონებას ფლობს დავით საგანელიძე

5 ბინა, 3 მი­წის ნაკ­ვე­თი, 3 ავ­ტო­ფა­რე­ხი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, აგა­რა­კი და ნა­ხევ­რადსარ­და­ფი - სს სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ყო­ფი­ლი ლი­დე­რის, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბაა.

კერ­ძოდ, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ 2016 წლის 13 იან­ვარს შე­ავ­სო, ის ფლობს ბი­ნებს - თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე (200.00 კვ.მ და 300კვ.მ.-ის ფარ­თო­ბის); ბა­თუმ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე (65.00 კვ.მ) და თურ­ქეთ­ში, კარ­ჩი­ჯაკ­ში (65.00კვ.მ-ის ფარ­თო­ბის); ხოლო დე­დის, ლალი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია ბინა თბი­ლის­ში, ატე­ნის ქუ­ჩა­ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბი - 71.10 კვ.მ-ია.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­წის ნაკ­ვე­თებს, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­გა­ნე­ლი­ძის სა­კუთ­რე­ბა­შია ონის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ წმენ­და­ურ­ში მდე­ბა­რე 8792.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბი­სა და მცხე­თა­ში, არ­მაზ­ში, მდე­ბა­რე 1500.00 კვ.მ -ის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი. სა­გა­ნე­ლი­ძის დედა, ლილი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი კი ფლობს მი­წის ნაკ­ვე­თის 25%-იან წილს, თბი­ლის­ში, ბო­ჭორ­მის ქუ­ჩა­ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბიც 4142.00 კვ.მ-ია. ამა­ვე მი­წის ნაკ­ვე­თის 25%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია სა­გა­ნე­ლი­ძის მე­უღ­ლე სო­ფიო ფარ­ცხა­ლა­ძე, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი წი­ლის მე­სა­კუთ­რე მა­ნა­ნა გვა­სა­ლი­აა.

და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის სა­კუთ­რე­ბა­შია ონში, წმენ­და­ურ­ში, მდე­ბა­რე 160.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და მცხე­თა­ში, არ­მაზ­ში მდე­ბა­რე 300.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის აგა­რა­კი.

ასე­ვე, თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ორი 14.00 -14.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბი­სა და ასე­ვე თბი­ლის­ში, ატე­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 79.88 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბი.

გარ­და ამი­სა, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­გა­ნე­ლი­ძის დედა, ლილი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ფლობს, ნა­ხევ­რადსარ­დაფს ატე­ნის ქუ­ჩა­ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბიც 9.50 კვ.მ-ია.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქო­ნე­ბას, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე ფლობს ორ მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს, 2003 წელს გა­მოშ­ვე­ბულ "ლინ­კოლნ-ნა­ვი­გა­ტორს" და 1986 წელს გა­მოშ­ვე­ბულ "ნი­სანს".

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­გა­ნე­ლი­ძის წლი­ურ­მა შე­მო­სა­ვალ­მა 156 634.89 ლარი შე­ად­გი­ნა. კერ­ძოდ, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის­თვის 49 634.89 ლარი, ხოლო სს-სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 84 000.00 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. ხოლო შ.პ.ს "ოფის სუ­ი­თი­დან", რომ­ლის პარტნი­ო­რიც 1996 წლი­დან არის, 23000.00 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში კი, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის "ლი­ბერ­თი ბან­კის" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 16 000.00 ლარი; საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" 3700.00 ლარი; "ბა­ზის ბან­კის" ანა­ბარ­ზე 9000.00 ლარი; ხოლო მე­ო­რე ანა­ბარ­ზე 1000.00 ლარი იყო.

გარ­და ამი­სა, სა­გა­ნე­ლი­ძეს ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით ჰქონ­და 19 000 ლარი და 23 000 დო­ლა­რი. მის მე­უღ­ლეს, სო­ფიო ფარ­ცხა­ლა­ძეს - 8000.00 ლარი და 36000.00 დო­ლა­რი; ხოლო დე­დას, ლილი ბო­ჭო­რიშ­ვილს - 9 000 ლარი და 57 000 დო­ლა­რი.

გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ბინები, აგარაკები და 156 000-ლარიანი შემოსავალი - რა ქონებას ფლობს დავით საგანელიძე

ბინები, აგარაკები და 156 000-ლარიანი შემოსავალი - რა ქონებას ფლობს დავით საგანელიძე

5 ბინა, 3 მიწის ნაკვეთი, 3 ავტოფარეხი, საცხოვრებელი სახლი, აგარაკი და ნახევრადსარდაფი - სს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, დავით საგანელიძის ოჯახის საკუთრებაა.

კერძოდ, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც დავით საგანელიძემ 2016 წლის 13 იანვარს შეავსო, ის ფლობს ბინებს - თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (200.00 კვ.მ და 300კვ.მ.-ის ფართობის); ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე (65.00 კვ.მ) და თურქეთში, კარჩიჯაკში (65.00კვ.მ-ის ფართობის); ხოლო დედის, ლალი ბოჭორიშვილის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ატენის ქუჩაზე, რომლის ფართობი - 71.10 კვ.მ-ია.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, დეკლარაციის მიხედვით, საგანელიძის საკუთრებაშია ონის რაიონში, სოფელ წმენდაურში მდებარე 8792.00 კვ.მ-ის ფართობისა და მცხეთაში, არმაზში, მდებარე 1500.00 კვ.მ -ის მიწის ნაკვეთები. საგანელიძის დედა, ლილი ბოჭორიშვილი კი ფლობს მიწის ნაკვეთის 25%-იან წილს, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 4142.00 კვ.მ-ია. ამავე მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილის მფლობელია საგანელიძის მეუღლე სოფიო ფარცხალაძე, ხოლო დანარჩენი წილის მესაკუთრე მანანა გვასალიაა.

დავით საგანელიძის საკუთრებაშია ონში, წმენდაურში, მდებარე 160.00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და მცხეთაში, არმაზში მდებარე 300.00 კვ.მ-ის ფართობის აგარაკი.

ასევე, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ორი 14.00 -14.00 კვ.მ-ის ფართობისა და ასევე თბილისში, ატენის ქუჩაზე მდებარე 79.88 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხები.

გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საგანელიძის დედა, ლილი ბოჭორიშვილი ფლობს, ნახევრადსარდაფს ატენის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 9.50 კვ.მ-ია.

რაც შეეხება სხვა ქონებას, დავით საგანელიძე ფლობს ორ მსუბუქ ავტომობილს, 2003 წელს გამოშვებულ "ლინკოლნ-ნავიგატორს" და 1986 წელს გამოშვებულ "ნისანს".

დეკლარაციის მიხედვით, საგანელიძის წლიურმა შემოსავალმა 156 634.89 ლარი შეადგინა. კერძოდ, დავით საგანელიძემ საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის 49 634.89 ლარი, ხოლო სს-საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან 84 000.00 ლარის შემოსავალი მიიღო. ხოლო შ.პ.ს "ოფის სუითიდან", რომლის პარტნიორიც 1996 წლიდან არის, 23000.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში კი, დავით საგანელიძის "ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 16 000.00 ლარი; საკრედიტო ანგარიშზე "საქართველოს ბანკში" 3700.00 ლარი; "ბაზის ბანკის" ანაბარზე 9000.00 ლარი; ხოლო მეორე ანაბარზე 1000.00 ლარი იყო.

გარდა ამისა, საგანელიძეს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 19 000 ლარი და 23 000 დოლარი. მის მეუღლეს, სოფიო ფარცხალაძეს - 8000.00 ლარი და 36000.00 დოლარი; ხოლო დედას, ლილი ბოჭორიშვილს - 9 000 ლარი და 57 000 დოლარი.

გაგრძელება

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გენდერული კვოტები; მზადება არჩევნებისთვის; ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

გადის თუ არა "ვიზეარი" საქართველოდან? - ნათია თურნავა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს