მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითხრა, პრობლემა მაქვს და ქვეყნიდან უნდა წავიდეო" - რას ყვება კუჭავას გარდაცვალების საქმის მოწმე ბიზნესმენზე
"მითხრა, პრობლემა მაქვს და ქვეყნიდან უნდა წავიდეო" - რას ყვება კუჭავას გარდაცვალების საქმის მოწმე ბიზნესმენზე

ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის მოწ­მე და­ვით პო­პო­ვი 17 იან­ვრის ღა­მეს იხ­სე­ნებს. რო­გორც და­ვით პო­პოვ­მა "მა­ესტროს" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, პირ­ვე­ლად ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას 30 დე­კემ­ბერს შეხ­ვდა. მისი თქმით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოფ­რინ­და თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის რე­ი­სით 28 დე­კე­მე­ბერს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"მე მოს­კოვ­ში მყავს მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ უნდა შევ­ხვედ­რო­დი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას. ბი­ძი­ნას ჰქონ­და ბიზ­ნესპრო­ექ­ტი შე­სა­თა­ვა­ზე­ბე­ლი და უნდა გა­მერ­კვია რა ბიზ­ნესპრო­ექ­ტი ჰქონ­და. 30-ში შევ­ხვდი ბი­ძი­ნას, დათ­ქმულ ად­გი­ლას გლ­დან­ში, მო­ვუს­მი­ნე. მას ჰქონ­და ბიზ­ნესპრო­ექ­ტი აფ­რი­კა­ში, რის­თვი­საც სა­ჭი­რო იყო დი­დძა­ლი თან­ხა, 780 ათას დო­ლა­რამ­დე. ჩემ­თვის და ჩემი მე­გობ­რის­თვის ეს პრო­ექ­ტი მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და უარი ვუ­თხა­რი", - გა­ნა­ცხა­და პო­პოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამის შემ­დეგ, 16 იან­ვარს, ღა­მის თორ­მე­ტი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, და­უ­რე­კა მე­გო­ბარ­მა გოჩა კუ­ჭა­ვამ მოს­კო­ვი­დან, უთხრა, რომ მას და­უ­რე­კა ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

"ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მთხო­ვა, შეხ­ვდი და გა­ი­გე რა პრობ­ლე­მა აქვს და თუ შე­გეძ­ლე­ბა და­ეხ­მა­რეო. ნო­მე­რიც მომ­ცა. გა­დავ­რე­კე ბი­ძი­ნას­თან და მი­თხრა ნა­ხე­ვარ სათ­ში შევ­ხვდე­თო გლ­დან­ში. შევ­ხვდით ისევ იმ ად­გი­ლას გლ­დან­ში, სა­დაც ადრე. გად­მო­ვი­და ტაქ­სი­დან და ჩა­მიჯ­და მან­ქა­ნა­ში. წა­ვიყ­ვა­ნე სახ­ლში. სახ­ლში რომ მი­ვიყ­ვა­ნე, ვკი­თხე რა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მი­თხრა, რომ მაქვს პრობ­ლე­მა და ერთი დღე მაქვს დრო და ქვეყ­ნი­დან უნდა წა­ვი­დეო", - გა­ნა­ცხა­და პო­პოვ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ბი­ლე­თი არ ჰქონ­და და მას სთხო­ვა თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თის ფული. რო­გორც პო­პოვ­მა აღ­ნიშ­ნა, კუ­ჭა­ვას ჰქონ­და 160 ლარი, თვი­თონ პო­პოვს 250 ლარი, და­ნარ­ჩე­ნი სა­ჭი­რო თან­ხა კი გა­მო­ი­ტა­ნა "ევ­რო­პა­ბე­თი­დან", რო­მე­ლიც ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან მდე­ბა­რე­ობს.

რო­გორც პო­პოვ­მა აღ­ნიშ­ნა, "მერ­სე­დე­სის" თეთ­რი "ჯიპი" მე­უღ­ლე­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი და მე­უღ­ლეც წა­იყ­ვა­ნა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ გზე­ბი არ იცო­და. მი­სი­ვე თქმით, კუ­ჭა­ვა მან­ქა­ნის უკა­ნა მხა­რეს ჩაჯ­და და წა­ვიდ­ნენ აე­რო­პორ­ტის­კენ, თუმ­ცა სა­ნა­პი­რო­ზე ისი­ნი პატ­რულ­მა გა­ა­ჩე­რა.

"მო­ვი­და ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და მომ­თხო­ვა სა­ბუ­თე­ბი, რაც მი­ვა­წო­დე. 2 წუთ­ში უკან დაბ­რუნ­და მე­ო­რე თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად და მომ­თხო­ვეს მან­ქან­ში მსხდო­მე­ბის სა­ბუ­თე­ბი. რო­დე­საც ვუ­თხა­რი ბი­ძი­ნა სა­ბუ­თებს ითხო­ვენ, მი­ე­ცი­მეთ­ქი, მან უკა­ნა შუშა ჩას­წია და მი­ა­წო­და. რო­გორც კი გაც­დნენ მან­ქა­ნას პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, შავი "ჯი­პე­ბით" მოც­ვივ­დნენ, გად­მო­ვიდ­ნენ შე­ი­არ­ღე­ბუ­ლი ხალ­ხი, რომ­ლებ­მაც და­ი­წყეს ყვი­რი­ლი, რომ ვართ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ხე­ლე­ბი აწი­ეთ და გად­მო­დით მან­ქა­ნი­და­ნო. ამ აურ­ზა­ურ­ში ჩემს მან­ქა­ნა­ში გა­ის­მა გას­რო­ლის ხმა. გა­ვი­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე სის­ხლი­ა­ნი კა­ცის თავი. 5 წუთ­ში უკვე ვი­ყა­ვი პატ­რუ­ლის მან­ქა­ნა­ში. ერ­თა­დერ­თი და­ვი­ნა­ხე, რომ მე­უღ­ლე ცალ­კე გა­დაჰ­ყავ­დათ", - გა­ნა­ცხა­და პო­პოვ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"მითხრა, პრობლემა მაქვს და ქვეყნიდან უნდა წავიდეო" - რას ყვება კუჭავას გარდაცვალების საქმის მოწმე ბიზნესმენზე

"მითხრა, პრობლემა მაქვს და ქვეყნიდან უნდა წავიდეო" - რას ყვება კუჭავას გარდაცვალების საქმის მოწმე ბიზნესმენზე

ბიძინა კუჭავას გარდაცვალების საქმის მოწმე დავით პოპოვი 17 იანვრის ღამეს იხსენებს. როგორც დავით პოპოვმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა, პირველად ბიძინა კუჭავას 30 დეკემბერს შეხვდა. მისი თქმით, ის საქართველოში ჩამოფრინდა თბილისი-მოსკოვის რეისით 28 დეკემებერს.

იხილეთ ვიდეო

"მე მოსკოვში მყავს მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ უნდა შევხვედროდი ბიძინა კუჭავას. ბიძინას ჰქონდა ბიზნესპროექტი შესათავაზებელი და უნდა გამერკვია რა ბიზნესპროექტი ჰქონდა. 30-ში შევხვდი ბიძინას, დათქმულ ადგილას გლდანში, მოვუსმინე. მას ჰქონდა ბიზნესპროექტი აფრიკაში, რისთვისაც საჭირო იყო დიდძალი თანხა, 780 ათას დოლარამდე. ჩემთვის და ჩემი მეგობრისთვის ეს პროექტი მიუღებელი იყო და უარი ვუთხარი", - განაცხადა პოპოვმა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ, 16 იანვარს, ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, დაურეკა მეგობარმა გოჩა კუჭავამ მოსკოვიდან, უთხრა, რომ მას დაურეკა ბიძინა კუჭავამ და დახმარება სთხოვა.

"ჩემმა მეგობარმა მთხოვა, შეხვდი და გაიგე რა პრობლემა აქვს და თუ შეგეძლება დაეხმარეო. ნომერიც მომცა. გადავრეკე ბიძინასთან და მითხრა ნახევარ სათში შევხვდეთო გლდანში. შევხვდით ისევ იმ ადგილას გლდანში, სადაც ადრე. გადმოვიდა ტაქსიდან და ჩამიჯდა მანქანაში. წავიყვანე სახლში. სახლში რომ მივიყვანე, ვკითხე რა პრობლემები ჰქონდა. მითხრა, რომ მაქვს პრობლემა და ერთი დღე მაქვს დრო და ქვეყნიდან უნდა წავიდეო", - განაცხადა პოპოვმა.

მისივე განმარტებით, ბიძინა კუჭავას ბილეთი არ ჰქონდა და მას სთხოვა თვითმფრინავის ბილეთის ფული. როგორც პოპოვმა აღნიშნა, კუჭავას ჰქონდა 160 ლარი, თვითონ პოპოვს 250 ლარი, დანარჩენი საჭირო თანხა კი გამოიტანა "ევროპაბეთიდან", რომელიც ფილარმონიასთან მდებარეობს.

როგორც პოპოვმა აღნიშნა, "მერსედესის" თეთრი "ჯიპი" მეუღლეზეა გაფორმებული და მეუღლეც წაიყვანა, გამომდინარე იქიდან, რომ გზები არ იცოდა. მისივე თქმით, კუჭავა მანქანის უკანა მხარეს ჩაჯდა და წავიდნენ აეროპორტისკენ, თუმცა სანაპიროზე ისინი პატრულმა გააჩერა.

"მოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი და მომთხოვა საბუთები, რაც მივაწოდე. 2 წუთში უკან დაბრუნდა მეორე თანამშრომელთან ერთად და მომთხოვეს მანქანში მსხდომების საბუთები. როდესაც ვუთხარი ბიძინა საბუთებს ითხოვენ, მიეციმეთქი, მან უკანა შუშა ჩასწია და მიაწოდა. როგორც კი გაცდნენ მანქანას პატრულის თანამშრომლები, შავი "ჯიპებით" მოცვივდნენ, გადმოვიდნენ შეიარღებული ხალხი, რომლებმაც დაიწყეს ყვირილი, რომ ვართ პოლიციის თანამშრომლები, ხელები აწიეთ და გადმოდით მანქანიდანო. ამ აურზაურში ჩემს მანქანაში გაისმა გასროლის ხმა. გავიხედე და დავინახე სისხლიანი კაცის თავი. 5 წუთში უკვე ვიყავი პატრულის მანქანაში. ერთადერთი დავინახე, რომ მეუღლე ცალკე გადაჰყავდათ", - განაცხადა პოპოვმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ