მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში ემუქრება საქართველოს H1N1 ვირუსის ეპიდემია
რა შემთხვევაში ემუქრება საქართველოს H1N1 ვირუსის ეპიდემია

სას­წრა­ფოს დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ვით სერ­გე­ენ­კოს სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გის შემ­დეგ მი­ი­ღეს. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის თათ­ბირს უწყე­ბის სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის, ასე­ვე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. და­ვით სერ­გე­ენ­კო შეხ­ვედ­რა­ზე ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და და სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს მო­უ­წო­და, თა­ვი­ან­თი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გახ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ.

რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი, ე.წ. ღო­რის გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორ უნდა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან და რა შემ­თხვე­ვა­ში ემუქ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს H1N1 ვირუ­სის ეპი­დე­მია, ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რა.

- როცა ვირუ­სი ინ­ტენ­სი­ურ ფა­ზა­ში შე­დის, შე­სა­ბა­მის მო­ნი­ტო­რინგს ვა­წარ­მო­ებთ, მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ დღეს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რის, სას­წრა­ფოს და სხვა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი მო­ის­მი­ნა და მი­ღე­ბუ­ლი იქნა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მან ბრი­ფინგზე გა­აჟ­ღე­რა. ე.წ. ღო­რის გრი­პის მხრივ, ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია, სა­შუ­ა­ლო დო­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო 2010-2011 წლის სე­ზო­ნი. დღეს 100 000 მო­სახ­ლი­დან 240 ადა­მი­ანს აქვს ეს ვირუ­სი, ეპი­დე­მი­ის ზღვა­რი კი იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ცხად­დე­ბა, როცა რა­ო­დე­ნო­ბა 100 000 მო­სახ­ლე­ზე 500 ადა­მი­ანს გა­და­ა­ჭარ­ბებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის სე­ზო­ნი დე­კემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან იკ­რებს და პიკს აღ­წევს თე­ბე­ვალ­ში.

- რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი ამ ვირუ­სის­გან?

- ამ სე­ზონ­ზე ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია A ტი­პის H1N1 ვირუ­სის ქვე­ტი­პი, რომ­ლის ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნეა ახალ­გაზ­რდა მო­სახ­ლე­ო­ბა, კერ­ძოდ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი - ორ­სუ­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვაფრ­თხი­ლებთ ფეხ­მძი­მე ქალ­ბა­ტო­ნებს, მო­ე­რი­დონ თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ას ვაძ­ლევთ ასე­ვე პა­ტა­რებს. მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, ხში­რად გა­ა­ნი­ა­ვონ სა­მუ­შაო თუ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი. და­იც­ვან სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი. H1N1 ვირუსს ახა­სი­ა­თებს თა­ვის, ყე­ლის და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა და ა.შ. ბავ­შვებ­ში თან ერ­თვის გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბა ან ღე­ბი­ნე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რა შემთხვევაში ემუქრება საქართველოს H1N1 ვირუსის ეპიდემია

რა შემთხვევაში ემუქრება საქართველოს H1N1 ვირუსის ეპიდემია

სასწრაფოს დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ეს გადაწყვეტილება დავით სერგეენკოს საგანგებო ბრიფინგის შემდეგ მიიღეს. ჯანდაცვის მინისტრის თათბირს უწყების სხვადასხვა სამსახურებისა და დეპარტამენტების, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. დავით სერგეენკო შეხვედრაზე ინიციატივით გამოვიდა და სამსახურების ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილები გახშირებული გამოძახებებისთვის გამოიყენონ.

რა მდგომარეობაა ქვეყანაში შექმნილი, ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან და რა შემთხვევაში ემუქრება საქართველოს H1N1 ვირუსის ეპიდემია, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გვესაუბრა.

- როცა ვირუსი ინტენსიურ ფაზაში შედის, შესაბამის მონიტორინგს ვაწარმოებთ, მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ეპიდემიოლოგიურის, სასწრაფოს და სხვა შესაბამისი სამსახურების მონაცემები მოისმინა და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც მან ბრიფინგზე გააჟღერა. ე.წ. ღორის გრიპის მხრივ, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია, საშუალო დონის მაჩვენებელი გვაქვს. ყველაზე რთული პერიოდი იყო 2010-2011 წლის სეზონი. დღეს 100 000 მოსახლიდან 240 ადამიანს აქვს ეს ვირუსი, ეპიდემიის ზღვარი კი იმ შემთხვევაში გამოცხადდება, როცა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 500 ადამიანს გადააჭარბებს. საქართველოში გრიპის სეზონი დეკემბრის მეორე ნახევრიდან იკრებს და პიკს აღწევს თებევალში.

- როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ვირუსისგან?

- ამ სეზონზე ძირითადად გავრცელებულია A ტიპის H1N1 ვირუსის ქვეტიპი, რომლის ძირითადი სამიზნეა ახალგაზრდა მოსახლეობა, კერძოდ ქალბატონები - ორსულები. განსაკუთრებულად ვაფრთხილებთ ფეხმძიმე ქალბატონებს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებულ რეკომენდაციას ვაძლევთ ასევე პატარებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ხშირად გაანიავონ სამუშაო თუ საცხოვრებელი ოთახები. დაიცვან სანიტარული ნორმები. H1N1 ვირუსს ახასიათებს თავის, ყელის და სახსრების ტკივილი, ხველა და ა.შ. ბავშვებში თან ერთვის გულის რევის შეგრძნება ან ღებინება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია