სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაბრიელ ბერი ბოლო ჟამის შესახებ: "მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას..."
გაბრიელ ბერი ბოლო ჟამის შესახებ: "მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას..."

გაბ­რი­ელ ბერი ამ­ბობ­და ხოლ­მე: "ახლა უკვე ბოლო ჟა­მია! რო­გორც გამ­ზა­დე­ბულ სა­დილს სჭირ­დე­ბა წა­მო­სა­დუ­ღებ­ლად მცი­რე დრო, ისეა მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი..." მამა გაბ­რი­ელს თა­ვი­სი მრევ­ლის­თვის ან­ტიქ­რის­ტეს სა­ხე­ბაც უჩ­ვე­ნე­ბია - და­ბა­დე­ბუ­ლი­საც და გაზ­რდი­ლი­საც, რო­მელ­საც უკვე თაყ­ვან­საც სცემ­დნენ. ამ­ბობ­და: "რა არ ვე­ცა­დე, მაგ­რამ ვე­რა­ნა­ი­რად ამოვხსე­ნი მისი სა­ხე­ლი. ღვთის წყა­ლო­ბით, უფ­ლის ან­გე­ლო­სი ვი­ხი­ლე, გა­მო­მე­ცხა­და და მი­თხრა: ვერა კაცი ვერ ამოხ­სნის ამ სა­ი­დუმ­ლოს. მოდი, გაბ­რი­ელ, მე და­გი­წერ მის სა­ხელს. და მა­უ­წყა უფ­ლის ან­გე­ლოს­მა მისი სა­ხე­ლი... ეს კი თქვენ არ გე­ხე­ბათ - კაც­თათ­ვის ჯერ და­ფა­რუ­ლია! ...იმის­თვის მო­დის, ვინც ელო­დე­ბა. ნიშ­ნის მი­ღე­ბი­სას ძა­ლა­საც არ გა­მო­ი­ყე­ნებს ადა­მი­ან­თა მი­მართ - ყო­ვე­ლი­ვე ნე­ბით იქ­ნე­ბა და აღ­სა­რე­ბა აღარ უშ­ვე­ლის! გაფრ­თხილ­დით, ისე­თი დრო მო­დის, მი­წას შე­ჭამთ! წმი­და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის ენუ­ქი­სა და ელი­ას ბრძო­ლას ან­ტიქ­რის­ტეს­თან ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­დას­ცე­მენ. ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხატი ათო­ნის მთის და­ტო­ვე­ბას რომ და­ა­პი­რებს, ზა­რე­ბის რეკ­ვა ატყდე­ბა. ტაძ­რე­ბი ხი­ლუ­ლად მო­იხ­რე­ბი­ან ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის გა­სა­ცი­ლებ­ლად და ყვე­ლა­ფერს ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­დას­ცე­მენ. ეს იქ­ნე­ბა ღვთის დიდი წყა­ლო­ბა იმი­სათ­ვის, რომ მსოფ­ლი­ომ ნა­ხოს და გა­და­სარ­ჩე­ნი სუ­ლე­ბი აქ ჩა­მო­ვიდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში... ან­ტიქ­რის­ტეს დროს ბო­როტს 666 მახე ექ­ნე­ბა და­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი მახე ის იქ­ნე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი ხსნას კოს­მო­სი­დან და­ე­ლო­დე­ბა, ეგო­ნე­ბათ, იქი­დან მო­ევ­ლი­ნე­ბი­ან მხსნე­ლე­ბი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს იქ­ნე­ბა სა­ხეც­ვლი­ლი ბო­რო­ტე­ბის კი­დევ ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ან­ტიქ­რის­ტეს დროს გა­ჭირ­ვე­ბა იქ­ნე­ბა, საჭ­მელს თუ მო­ი­პა­რავ, ათი მცნე­ბა ირ­ღვე­ვა და ვინც ამის მოქ­მე­დია, მის ბე­ჭედს მი­ი­ღებს. მორ­წმუ­ნე ღმერ­თის იმე­დად იქ­ნე­ბა და ბოლო ჟამს უფა­ლი ისეთ სას­წა­უ­ლებს მო­უვ­ლენს თა­ვის ხალ­ხს, რომ ერთი ფოთ­ლის შეჭ­მაც კი ერთ თვეს ეყო­ფათ. მი­წაც ხომ არ და­ლე­უ­ლა? გა­და­სა­ხავ ჯვარს და პუ­რად შე­გერ­გე­ბა..."

ვი­ღა­ცამ ჰკი­თხა: - თუ ან­ტიქ­რის­ტეს ბეჭ­დით ძა­ლით დაგ­ვბეჭ­დეს, მა­შინ რაღა გვეშ­ვე­ლე­ბაო. გაბ­რი­ელ ბერს უპა­სუ­ხია: - მა­გა­ლი­თად, ქალ­წუ­ლი თუ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს ისე, რომ მას არ უნ­დო­და, ღვთის წი­ნა­შე ის მა­ინც ქალ­წუ­ლად რჩე­ბა. ან­ტიქ­რის­ტეს ბეჭ­დის დრო­საც ასე იქ­ნე­ბა. ან­ტიქ­რის­ტე სა­ქარ­თვე­ლო­ში ტახტს ვერ და­იდ­გამს. სხვებ­თან შე­და­რე­ბით აქ მცი­რე დევ­ნა იქ­ნე­ბა. სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, რომ ყველ­გან იქ­ნე­ბა დევ­ნა და ვაი მას, ვინც ცვლის სა­ხა­რე­ბას. მოვა დრო, მთებ­ში მო­გი­წევთ გას­ვლა, ოღონდ მარ­ტო არ წახ­ვი­დეთ, თო­რემ ბო­რო­ტი კლდი­დან გა­დაგ­ჩე­ხავთ. ჯგუფ-ჯგუ­ფად უნდა გახ­ვი­დეთ ტყე­ში, მთებ­ში. - რო­დის უნდა გა­ვი­დეთ? - რა­ტომ ფიქ­რობთ მა­გა­ზე? სუ­ლიწ­მი­და თვი­თონ გა­გიყ­ვანთ. ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ტან­ჯვე­ლი ის იქ­ნე­ბა, თვი­თონ ტყე­ში რომ გავ­ლენ, მათი ახ­ლობ­ლე­ბი კი ან­ტიქ­რის­ტეს ბე­ჭედს მი­ი­ღე­ბენ. ბოლო დროს ან­ტიქ­რის­ტეს მომ­ხრე­ე­ბიც გა­მო­ი­სა­ხა­ვენ პირ­ჯვარს, ეკ­ლე­სი­ა­ში შე­მოვ­ლენ და სა­ხა­რე­ბის მცნე­ბებ­ზე იქა­და­გე­ბენ, მაგ­რამ ვი­საც კე­თი­ლი საქ­მე არ ექ­ნე­ბა, არ და­უ­ჯე­როთ! საქ­მით იც­ნობთ ღვთის მორ­წმუ­ნეს.

დედა პა­რას­კე­ვას უკი­თხავს: მამა გაბ­რი­ელ, ყვე­ლა გა­დარ­ჩე­ბაო? - ყვე­ლა ვერა, შვი­ლო, მხო­ლოდ ის, ვინც თა­ვად ისურ­ვებს ამას, - მერე და­ა­მა­ტა: - ვერც უფალ­მა შეგ­ვი­წყა­ლოს, ვერც მე შე­გი­წყა­ლო, შენი თავი შენ თვი­თონ თუ არ შე­ი­წყა­ლე. ვინც სულს გა­და­ირ­ჩენს და სხვა­საც შე­ე­წე­ვა სი­ტყვი­თა და საქ­მით, ეს არის ქრის­ტეს მცნე­ბა. "რა­ჟამს გა­მოსჩნდი, ქრის­ტე მე­უ­ფეო, და დაჰსჯ­დე გან­სჯად საყ­დარ­თა მათ სა­ში­ნელ­თა და მდი­ნა­რე ცე­ცხლი­სა თხრი­დეს წი­ნა­შე შენ­სა და ცოდ­ვილ­ნი სტი­როდ­ნენ და ჰგო­დებ­დნენ, ხოლო მარ­თალ­ნი მხი­ა­რულ იყ­ვნენ, მა­შინ, სა­ხი­ერ, შე­მი­წყა­ლე მე და ნუ გან­მაგ­დებ მე პი­რი­სა­გან შე­ნი­სა!" ერთ ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებ­და, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნის სული რა სა­ფე­ხუ­რებს გა­ივ­ლი­და. ვა­სი­ლი ახ­ლის ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ წიგნ­ში წა­ე­კი­თხა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მე­სა­მე დღეს სული საზ­ვე­რე­ებს ანუ ბო­როტ­თა სა­ცა­ვებს გა­დი­ო­და, რომ არ­სე­ბობ­და ოც­და­ერ­თი საზ­ვე­რე და რო­მე­ლი­მეს ვერ­გა­და­ლახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში სული ჯო­ჯო­ხეთს მი­იქ­ცე­ო­და. ამა­ვე წიგნ­ში აღ­წე­რი­ლი იყო თე­ო­დო­რას სიზ­მა­რიც. რო­დე­საც ეს მორ­წმუ­ნე მამა გაბ­რი­ელ­თან მი­ვი­და, ამ უკა­ნას­კნელ­მა შე­კი­თხვის დას­მა არც კი აცა­ლა, თა­ვად­ვე უპა­სუ­ხა: "რა საზ­ვე­რე, რის საზ­ვე­რე?! ვინ მო­ი­გო­ნა ეგ?!"

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გაბრიელ ბერი ბოლო ჟამის შესახებ: "მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას..."

გაბრიელ ბერი ბოლო ჟამის შესახებ: "მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას..."

გაბრიელ ბერი ამბობდა ხოლმე: "ახლა უკვე ბოლო ჟამია! როგორც გამზადებულ სადილს სჭირდება წამოსადუღებლად მცირე დრო, ისეა მოახლოებული..." მამა გაბრიელს თავისი მრევლისთვის ანტიქრისტეს სახებაც უჩვენებია - დაბადებულისაც და გაზრდილისაც, რომელსაც უკვე თაყვანსაც სცემდნენ. ამბობდა: "რა არ ვეცადე, მაგრამ ვერანაირად ამოვხსენი მისი სახელი. ღვთის წყალობით, უფლის ანგელოსი ვიხილე, გამომეცხადა და მითხრა: ვერა კაცი ვერ ამოხსნის ამ საიდუმლოს. მოდი, გაბრიელ, მე დაგიწერ მის სახელს. და მაუწყა უფლის ანგელოსმა მისი სახელი... ეს კი თქვენ არ გეხებათ - კაცთათვის ჯერ დაფარულია! ...იმისთვის მოდის, ვინც ელოდება. ნიშნის მიღებისას ძალასაც არ გამოიყენებს ადამიანთა მიმართ - ყოველივე ნებით იქნება და აღსარება აღარ უშველის! გაფრთხილდით, ისეთი დრო მოდის, მიწას შეჭამთ! წმიდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის დატოვებას რომ დააპირებს, ზარების რეკვა ატყდება. ტაძრები ხილულად მოიხრებიან ღვთისმშობლის ხატის გასაცილებლად და ყველაფერს ტელევიზიით გადასცემენ. ეს იქნება ღვთის დიდი წყალობა იმისათვის, რომ მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში... ანტიქრისტეს დროს ბოროტს 666 მახე ექნება დაგებული ადამიანებისთვის და მათ შორის ყველაზე დიდი მახე ის იქნება, რომ ადამიანი ხსნას კოსმოსიდან დაელოდება, ეგონებათ, იქიდან მოევლინებიან მხსნელები, მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება სახეცვლილი ბოროტების კიდევ ერთი გამოვლინება. ანტიქრისტეს დროს გაჭირვება იქნება, საჭმელს თუ მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ვინც ამის მოქმედია, მის ბეჭედს მიიღებს. მორწმუნე ღმერთის იმედად იქნება და ბოლო ჟამს უფალი ისეთ სასწაულებს მოუვლენს თავის ხალხს, რომ ერთი ფოთლის შეჭმაც კი ერთ თვეს ეყოფათ. მიწაც ხომ არ დალეულა? გადასახავ ჯვარს და პურად შეგერგება..."

ვიღაცამ ჰკითხა: - თუ ანტიქრისტეს ბეჭდით ძალით დაგვბეჭდეს, მაშინ რაღა გვეშველებაო. გაბრიელ ბერს უპასუხია: - მაგალითად, ქალწული თუ გააუპატიურეს ისე, რომ მას არ უნდოდა, ღვთის წინაშე ის მაინც ქალწულად რჩება. ანტიქრისტეს ბეჭდის დროსაც ასე იქნება. ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს. სხვებთან შედარებით აქ მცირე დევნა იქნება. სახარებაში წერია, რომ ყველგან იქნება დევნა და ვაი მას, ვინც ცვლის სახარებას. მოვა დრო, მთებში მოგიწევთ გასვლა, ოღონდ მარტო არ წახვიდეთ, თორემ ბოროტი კლდიდან გადაგჩეხავთ. ჯგუფ-ჯგუფად უნდა გახვიდეთ ტყეში, მთებში. - როდის უნდა გავიდეთ? - რატომ ფიქრობთ მაგაზე? სულიწმიდა თვითონ გაგიყვანთ. ქრისტიანებისთვის ყველაზე დიდი სატანჯველი ის იქნება, თვითონ ტყეში რომ გავლენ, მათი ახლობლები კი ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებენ. ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც გამოისახავენ პირჯვარს, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვისაც კეთილი საქმე არ ექნება, არ დაუჯეროთ! საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს.

დედა პარასკევას უკითხავს: მამა გაბრიელ, ყველა გადარჩებაო? - ყველა ვერა, შვილო, მხოლოდ ის, ვინც თავად ისურვებს ამას, - მერე დაამატა: - ვერც უფალმა შეგვიწყალოს, ვერც მე შეგიწყალო, შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვითა და საქმით, ეს არის ქრისტეს მცნება. "რაჟამს გამოსჩნდი, ქრისტე მეუფეო, და დაჰსჯდე განსჯად საყდართა მათ საშინელთა და მდინარე ცეცხლისა თხრიდეს წინაშე შენსა და ცოდვილნი სტიროდნენ და ჰგოდებდნენ, ხოლო მართალნი მხიარულ იყვნენ, მაშინ, სახიერ, შემიწყალე მე და ნუ განმაგდებ მე პირისაგან შენისა!" ერთ ადამიანს აინტერესებდა, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული რა საფეხურებს გაივლიდა. ვასილი ახლის ცხოვრების ამსახველ წიგნში წაეკითხა, რომ გარდაცვალებიდან მესამე დღეს სული საზვერეებს ანუ ბოროტთა საცავებს გადიოდა, რომ არსებობდა ოცდაერთი საზვერე და რომელიმეს ვერგადალახვის შემთხვევაში სული ჯოჯოხეთს მიიქცეოდა. ამავე წიგნში აღწერილი იყო თეოდორას სიზმარიც. როდესაც ეს მორწმუნე მამა გაბრიელთან მივიდა, ამ უკანასკნელმა შეკითხვის დასმა არც კი აცალა, თავადვე უპასუხა: "რა საზვერე, რის საზვერე?! ვინ მოიგონა ეგ?!"

გაგრძელება

"ბულდოზერებით გადათხარეს სოფლები, ვხედავდი საფლავებიდან გამოჩენილ მიცვალებულების ძვლებს" - საინტერესო ფაქტები სიონის ტბაზე

"მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს" - როგორ ემზადება აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში ჩამოსასვლელად

BTU AI-ს მხარდაჭერას გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი უცხადებს