მსახიობი რუსკა მაყაშვილი გათხოვდა. სოციალურ ქსელში მსახიობის და სანდრო ნიჟარაძის ფოტოებს მათი მეგობრები ავრცელებენ. რუსკას მეუღლე მორაგბეა. წყვილმა ხელი დღეს, 26 დეკემბერს მოაეწერა.
ფოტოებიდან ჩანს, რომ ხელის მოწერისას რუსკამ და სანდრომ ბევრი იმხიარულეს. პოზიტიური წყვილის განწყობა, შეუძლებელია, სხვებსაც არ გადაედოს. რუსკას და სანდროს ვულოცავთ დაოჯახებას და ძალიან დიდ ბედნიერებას ვუსურვებთ.