პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი კი არ გადადგა, არამედ იგი ბიძინა ივანიშვილმა მოხსნა - მაია ფანჯიკიძე
პრემიერი კი არ გადადგა, არამედ იგი ბიძინა ივანიშვილმა მოხსნა - მაია ფანჯიკიძე

მე ვფიქ­რობ, პრე­მი­ე­რი კი არ გა­დად­გა, არა­მედ იგი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მოხ­სნა, - ამის შე­სა­ხებ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მაია ფან­ჯი­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც ცენ­ტრა­ლურ­მა, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ვერც ერთი და­პი­რე­ბა ვერ შე­ას­რუ­ლა, მათი რე­ი­ტინ­გი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად ეცე­მა. ფან­ჯი­კი­ძის მო­საზ­რე­ბით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ამომ­რჩე­ვე­ლი შე­მო­ე­ფან­ტა და ამი­ტომ არის სა­ჭი­რო კოს­მე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი.

"მე ვფიქ­რობ, პრე­მი­ე­რი კი არ გა­დად­გა, არა­მედ იგი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მოხ­სნა. მოხ­სნის მი­ზე­ზად კი ის მი­მაჩ­ნია, რომ 2016 წელი, სა­არ­ჩევ­ნო წელი არის რთუ­ლი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინ­გი ეცე­მა, არა­ნა­ი­რი იმე­დი, რომ ისი­ნი არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვე­ბენ არ არის და ეს არის ახლა მცდე­ლო­ბა, რომ რა­ღაც გა­მო­ას­წო­რონ", - აღ­ნიშ­ნა მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვა­ზე, მი­სა­ღე­ბია თუ არა პრე­მი­ე­რის პოსტზე გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა, ფან­ჯი­კი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცემს.

"იგი იყო ჩემი ძა­ლი­ან კარ­გი კო­ლე­გა, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მი­წყვე­ტია, მას შემ­დეგ რაც წა­მო­ვე­დი მთავ­რო­ბი­დან. მე მას მინ­და ვუ­სურ­ვო, რომ წელი მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ა­ტა­როს, თუ იგი იქ­ნე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ქვე­ყა­ნა მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში მი­იყ­ვა­ნოს. რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, იქ­ნე­ბა ბა­ტო­ნი გი­ორ­გი, თუ ვინ­მე სხვა, მე ამა­ში ეჭვი მე­პა­რე­ბა, რად­გან მთა­ვა­რია, ის რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა არა­ვის მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში ეს უნდა გა­მოს­წორ­დეს და შემ­დეგ უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე", - აღ­ნიშ­ნა მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის და­ვით ნარ­მა­ნი­ას მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­საძ­ლო და­ტო­ვე­ბა­ზეც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი და აღ­ნიშ­ნა, რომ ქა­ლაქ­ში კი­დევ უფრო მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, ვიდ­რე ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში.

"ვფიქ­რობ, აქაც რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ეს არის არ­ჩე­ვი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა, ეს ნიშ­ნავს ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს ქა­ლაქ­ში, ეს არის ალ­ბათ ის ერ­თა­დერ­თი გზა, ისე­ვე რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რომ ამ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მო­ვი­დეს ხალ­ხი, ვი­საც აქვს კომ­პე­ტენ­ცია, უნა­რი, რომ გა­დაჭ­რას ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც არის ქვეყ­ნის წი­ნა­შე", - აღ­ნიშ­ნა მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

პრემიერი კი არ გადადგა, არამედ იგი ბიძინა ივანიშვილმა მოხსნა - მაია ფანჯიკიძე

პრემიერი კი არ გადადგა, არამედ იგი ბიძინა ივანიშვილმა მოხსნა - მაია ფანჯიკიძე

მე ვფიქრობ, პრემიერი კი არ გადადგა, არამედ იგი ბიძინა ივანიშვილმა მოხსნა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ცენტრალურმა, ასევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის მიცემული ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა, მათი რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. ფანჯიკიძის მოსაზრებით, "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველი შემოეფანტა და ამიტომ არის საჭირო კოსმეტიკური ცვლილებები.

"მე ვფიქრობ, პრემიერი კი არ გადადგა, არამედ იგი ბიძინა ივანიშვილმა მოხსნა. მოხსნის მიზეზად კი ის მიმაჩნია, რომ 2016 წელი, საარჩევნო წელი არის რთული. "ქართული ოცნების" რეიტინგი ეცემა, არანაირი იმედი, რომ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებენ არ არის და ეს არის ახლა მცდელობა, რომ რაღაც გამოასწორონ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა, ფანჯიკიძემ უპასუხა, რომ გიორგი კვირიკაშვილს ძალიან დიდ პატივს სცემს.

"იგი იყო ჩემი ძალიან კარგი კოლეგა, მასთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია, მას შემდეგ რაც წამოვედი მთავრობიდან. მე მას მინდა ვუსურვო, რომ წელი მშვიდობიანად ჩაატაროს, თუ იგი იქნება პრემიერ-მინისტრი და არჩევნებამდე ქვეყანა მშვიდობიან გარემოში მიიყვანოს. რამდენად წარმატებული იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი, იქნება ბატონი გიორგი, თუ ვინმე სხვა, მე ამაში ეჭვი მეპარება, რადგან მთავარია, ის რომ არაფორმალური მმართველობის სისტემა არავის მისცემს საშუალებას, იყოს წარმატებული. პირველ რიგში ეს უნდა გამოსწორდეს და შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ სხვადასხვა ადამიანებზე", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქალაქში კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა, ვიდრე ზოგადად ქვეყანაში.

"ვფიქრობ, აქაც რადიკალური ცვლილებებია გასატარებელი. ეს არის არჩევითი თანამდებობა, ეს ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს ქალაქში, ეს არის ალბათ ის ერთადერთი გზა, ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნები, რომ ამ ქვეყნის სათავეში მოვიდეს ხალხი, ვისაც აქვს კომპეტენცია, უნარი, რომ გადაჭრას ის გამოწვევები, რომელიც არის ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."