მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბიშვილი და ადეიშვილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ - რა სქემით მოქმედებდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები
მერაბიშვილი და ადეიშვილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ - რა სქემით მოქმედებდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ ში­ნა­გან საქ­მე­თა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრებს – ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ადე­იშ­ვი­ლი ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ვის ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის ხელ­ყო­ფის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით ჩა­მორ­თმე­ვის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლია 2004 წელს მომ­ხდა­რი სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, მი­მარ­თუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით ჩა­მო­სარ­თმე­ვად, რო­მელ­შიც ერ­თობ­ლი­ვად და წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი სქე­მით მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო, ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია, აჭა­რის ა/რ უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი.

მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით ჩა­მორ­თმე­ვის კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პრო­ცესს კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრი ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

გა­გაც­ნობთ გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნილ იმ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მას, რი­თაც მოქ­მე­დებ­დნენ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით ჩა­მორ­თმე­ვი­სას, რის შე­დე­გა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს თე­ი­მუ­რაზ მეგ­რე­ლიშ­ვილს და ნო­დარ მო­დე­ბა­ძეს იძუ­ლე­ბით ჩა­მო­არ­თვეს თე­ლავ­ში მდე­ბა­რე აკუ­რას ღვი­ნის ქარ­ხა­ნა. კერ­ძოდ, 2004 წლის ივ­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ქ. ბა­თუმ­ში, იმ­დრო­ინ­დე­ლი აჭა­რის ა.რ. უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში შედ­გა თათ­ბი­რი, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, მათ შო­რის აჭა­რის ა.რ უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრი აკა­კი ცინ­ცა­ძე და აჭა­რის ა.რ. პრო­კუ­რო­რი გივი პა­პუ­აშ­ვი­ლი. თათ­ბირ­ზე ასე­ვე მოწ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და აჭა­რის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის თა­ნაშ­რომ­ლე­ბი.

თათ­ბირ­ზე, მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ადე­იშ­ვი­ლი ის­მენ­დნენ თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სს "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ბან­კის" ლიკ­ვი­და­ცი­ის პრო­ცე­სი, მათ მი­აჩ­ნდათ, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ბან­კი და ამ ბან­კის აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ აჭა­რის წი­ნა­მორ­ბე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან, რის გა­მოც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ბან­კის მიერ ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლი კრე­დი­ტე­ბი მოკ­ლე ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რათა სწრა­ფად მომ­ხდა­რი­ყო ბან­კის ლიკ­ვი­და­ცია, ეს თან­ხე­ბი გა­და­რი­ცხუ­ლი­ყო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და ადე­იშ­ვი­ლის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ ან­გა­რი­შებ­ზე და მათ­ზე წვდო­მა არ ჰქო­ნო­დათ ბან­კის აქ­ცი­ო­ნე­რებს.

ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის და ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის თა­ნახ­მად, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­სა და აჭა­რის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის თა­ნაშ­რომ­ლებს და "სა­ზღვაო ბან­კის" ლიკ­ვი­და­ტო­რებს უნდა შე­ედ­გი­ნათ სი­ე­ბი კრე­დი­ტო­რე­ბის და მათ მიერ და­სა­ფა­რი თან­ხე­ბის თა­ო­ბა­ზე, აჭა­რის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურს უნდა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ცნო­ბე­ბი მსეს­ხებ­ლე­ბის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ეგ­ზავ­ნათ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, მათ შო­რის პი­რა­დად ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რის და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს კი სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ში უნდა და­ე­ბა­რე­ბი­ნათ სს "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ბან­კის" მსეს­ხებ­ლე­ბი და ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით მათ­გან მო­ე­თხო­ვათ ბან­კი­დან აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთელ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით დად­გე­ნი­ლი კრე­დი­ტის და­ფარ­ვის ვადა არ იყო ამო­წუ­რუ­ლი. ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე მსეს­ხე­ბე­ლი ვერ შეძ­ლებ­და კრე­დი­ტის უკან დაბ­რუ­ნე­ბას, მა­შინ მათ­გან უნდა მო­ე­თხო­ვათ სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ იმ უძ­რავ/მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის დათ­მო­ბა, რომ­ლის შე­სა­ძე­ნა­დაც გა­ხარ­ჯუ­ლი ჰქონ­დათ ბან­კი­დან აღე­ბუ­ლი სეს­ხი.

ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის თა­ნახ­მად, 2004 წლის ზა­ფხულ­ში, აჭა­რის ა/რ პრო­კუ­რორს გივი პა­პუ­აშ­ვილს უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან მი­ა­წო­დეს ცნო­ბე­ბი და სია და­სა­ბა­რე­ბე­ლი კრე­დი­ტო­რე­ბის და ჩა­მო­სარ­თმე­ვი ქო­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მელ­თა შო­რის შე­დი­ო­და თე­ლავ­ში მდე­ბა­რე აკუ­რას ღვი­ნის ქარ­ხა­ნაც.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გივი პა­პუ­აშ­ვილ­მა, აჭა­რის ა.რ. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­ბა­რა აკუ­რას ღვი­ნის ქარ­ხნის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, შპს "რთვე­ლი XXI"-ს დამ­ფუძვნებ­ლე­ბი თე­ი­მუ­რაზ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ნო­დარ მო­დე­ბა­ძე და დი­რექ­ტო­რი ვახ­ტანგ ჩახ­ვა­ძე, რო­მელ­თაც სს "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ბან­კი"-დან აღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ 2 600 000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბის სეს­ხი, რი­თაც შე­ი­ძი­ნეს ხსე­ნე­ბუ­ლი ღვი­ნის ქარ­ხნის აქ­ცი­ე­ბის 89.060 %, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში ინსვეს­ტი­ცია, გა­ა­შე­ნეს ვაზი და ახ­დენ­დნენ ყუ­რძნის წარ­მო­ე­ბას, გა­და­მუ­შა­ვე­ბას, ღვი­ნის დამ­ზა­დე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

პრო­კუ­რორ­მა გივი პა­პუ­აშ­ვილ­მა მათ გა­დას­ცა ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა, რომ 2 თვე­ში და­ე­ფა­რათ სს "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ბან­კი"-დან აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტი, ხოლო თუ ამას ვერ შეძ­ლებ­დნენ, მა­შინ უსას­ყიდ­ლოდ და­ეთ­მოთ აკუ­რას ღვი­ნის ქარ­ხა­ნა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თვე­ვა­ში მათ შე­ექ­მნე­ბო­დათ პრობ­ლე­მე­ბი. ანა­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის მუ­ქა­რა მათ შე­უთ­ვა­ლეს ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ი­და­ნაც, რა­მაც სის­ტე­მა­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო.

აღ­ნიშ­ნულ­ზე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ქვეშ მყოფ­მა თე­ი­მუ­რაზ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა და ნო­დარ მო­დე­ბა­ძემ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, გა­და­წყვი­ტეს და­ეთ­მოთ ღვი­ნის ქარ­ხა­ნა და ამის შე­სა­ხებ გივი პა­პუ­აშ­ვილს აც­ნო­ბეს. ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბის მიზ­ნით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, შუა ღა­მით, სახ­ლი­დან სა­გან­გე­ბოდ გა­მო­იყ­ვა­ნეს ნო­ტა­რი­უ­სი და 2004 წლის 7 სექ­ტემ­ბერს ნო­ტა­რი­უ­ლი წე­სით გა­ა­ფორ­მეს ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც შპს "რთვე­ლი XXI"-ის 100%-იანი წილი, რომ­ლი­თაც მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი და მო­დე­ბა­ძე ფლობ­დნენ თე­ლავ­ში მდე­ბა­რე აკუ­რას ღვი­ნის ქარ­ხა­ნას, აჩუ­ქეს სა­ხელ­მწი­ფოს.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­დე­გად, თე­ი­მუ­რაზ მეგ­რე­ლიშ­ვილს და ნო­დარ მო­დე­ბა­ძეს მი­ად­გათ დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნი.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის და ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 333-ე მუხ­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 3 დან 5 წლამ­დე ვა­დით.

ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გახ­სნი­ლი ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტის შე­დე­გად, აღ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს, რო­მე­ლიც და­ი­წყებს შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რებს, რათა და­ზა­რა­ლე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს თე­ი­მუ­რაზ მეგ­რე­ლიშ­ვილს და ნო­დარ მო­დე­ბა­ძეს და­უბ­რუნ­დეთ რა­მო­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი თე­ლავ­ში მდე­ბა­რე აკუ­რას ღვი­ნის ქარ­ხა­ნა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მერაბიშვილი და ადეიშვილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ - რა სქემით მოქმედებდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები

მერაბიშვილი და ადეიშვილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ - რა სქემით მოქმედებდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები

საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს – ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი დაუმძიმდათ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მერაბიშვილი და ადეიშვილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ, კერძო საკუთრების ხელყოფის და მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილია 2004 წელს მომხდარი სისტემური დანაშაული, მიმართული მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამოსართმევად, რომელშიც ერთობლივად და წინასწარ შეთანხმებული სქემით მონაწილეობდა საქართველოს გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, ფინანსური პოლიცია, აჭარის ა/რ უშიშროების სამსახური და ეროვნული ბანკი.

მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ პროცესს კი ხელმძღვანელობდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ივანე მერაბიშვილი.

გაგაცნობთ გამოძიებით დადგენილ იმ დანაშაულებრივ სქემას, რითაც მოქმედებდნენ ზურაბ ადეიშვილი და ივანე მერაბიშვილი მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევისას, რის შედეგადაც დაზარალებულებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა. კერძოდ, 2004 წლის ივლისში, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ქ. ბათუმში, იმდროინდელი აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, მათ შორის აჭარის ა.რ უშიშროების მინისტრი აკაკი ცინცაძე და აჭარის ა.რ. პროკურორი გივი პაპუაშვილი. თათბირზე ასევე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის და აჭარის ცენტრალური ბანკის თანაშრომლები.

თათბირზე, მერაბიშვილი და ადეიშვილი ისმენდნენ თუ როგორ მიმდინარეობდა სს "საქართველოს საზღვაო ბანკის" ლიკვიდაციის პროცესი, მათ მიაჩნდათ, რომ ხსენებული ბანკი და ამ ბანკის აქციონერები დაკავშირებული იყვნენ აჭარის წინამორბედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, რის გამოც აუცილებელი იყო ბანკის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტები მოკლე ვადიან პერიოდში უკან დაბრუნებულიყო, რათა სწრაფად მომხდარიყო ბანკის ლიკვიდაცია, ეს თანხები გადარიცხულიყო მერაბიშვილის და ადეიშვილის მიერ დასახელებულ ანგარიშებზე და მათზე წვდომა არ ჰქონოდათ ბანკის აქციონერებს.

ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ეროვნული ბანკისა და აჭარის ცენტრალური ბანკის თანაშრომლებს და ,,საზღვაო ბანკის" ლიკვიდატორებს უნდა შეედგინათ სიები კრედიტორების და მათ მიერ დასაფარი თანხების თაობაზე, აჭარის უშიშროების სამსახურს უნდა მოეპოვებინა ცნობები მსესხებლების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და ეს ინფორმაცია გადაეგზავნათ პროკურატურაში, მათ შორის პირადად ზურაბ ადეიშვილთან, პროკურატურის და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებს კი სამართალდამცავ ორგანოში უნდა დაებარებინათ სს "საქართველოს საზღვაო ბანკის" მსესხებლები და ნებისმიერი ფორმით მათგან მოეთხოვათ ბანკიდან აღებული კრედიტების უკან დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებებით დადგენილი კრედიტის დაფარვის ვადა არ იყო ამოწურული. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი ვერ შეძლებდა კრედიტის უკან დაბრუნებას, მაშინ მათგან უნდა მოეთხოვათ სახელმწიფოს სასარგებლოდ იმ უძრავ/მოძრავი ქონების დათმობა, რომლის შესაძენადაც გახარჯული ჰქონდათ ბანკიდან აღებული სესხი.

ხსენებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2004 წლის ზაფხულში, აჭარის ა/რ პროკურორს გივი პაპუაშვილს უშიშროების სამსახურიდან და ეროვნული ბანკიდან მიაწოდეს ცნობები და სია დასაბარებელი კრედიტორების და ჩამოსართმევი ქონების თაობაზე, რომელთა შორის შედიოდა თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანაც.

აქედან გამომდინარე, გივი პაპუაშვილმა, აჭარის ა.რ. პროკურატურაში დაიბარა აკურას ღვინის ქარხნის მეპატრონეები, შპს "რთველი XXI"-ს დამფუძვნებლები თეიმურაზ მეგრელიშვილი, ნოდარ მოდებაძე და დირექტორი ვახტანგ ჩახვაძე, რომელთაც სს "საქართველოს საზღვაო ბანკი"-დან აღებული ჰქონდათ 2 600 000 ლარამდე ოდენობის სესხი, რითაც შეიძინეს ხსენებული ღვინის ქარხნის აქციების 89.060 %, განახორციელეს ღვინის ქარხანაში ინსვესტიცია, გააშენეს ვაზი და ახდენდნენ ყურძნის წარმოებას, გადამუშავებას, ღვინის დამზადებასა და რეალიზაციას.

პროკურორმა გივი პაპუაშვილმა მათ გადასცა ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რომ 2 თვეში დაეფარათ სს "საქართველოს საზღვაო ბანკი"-დან აღებული კრედიტი, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებდნენ, მაშინ უსასყიდლოდ დაეთმოთ აკურას ღვინის ქარხანა, წინააღმდეგ შემთვევაში მათ შეექმნებოდათ პრობლემები. ანალოგიური ხასიათის მუქარა მათ შეუთვალეს ფინანსური პოლიციიდანაც, რამაც სისტემატიური ხასიათი მიიღო.

აღნიშნულზე, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა თეიმურაზ მეგრელიშვილმა და ნოდარ მოდებაძემ სამართალდამცავებისგან მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტეს დაეთმოთ ღვინის ქარხანა და ამის შესახებ გივი პაპუაშვილს აცნობეს. ქონების ჩამორთმევის პროცესის დაჩქარების მიზნით, სამართალდამცავების ორგანიზებით, შუა ღამით, სახლიდან საგანგებოდ გამოიყვანეს ნოტარიუსი და 2004 წლის 7 სექტემბერს ნოტარიული წესით გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს "რთველი XXI"-ის 100%-იანი წილი, რომლითაც მეგრელიშვილი და მოდებაძე ფლობდნენ თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანას, აჩუქეს სახელმწიფოს.

ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით.

ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ამ დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად, აღდგენილი იქნება დაზარალებულთა დარღვეული უფლება. პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაეგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც დაიწყებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს დაუბრუნდეთ რამოდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ