კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარგველაშვილი საკუთარი ნებით შენობის დატოვებას არ აპირებს" - როგორ გამოასახლებენ პრეზიდენტს?!
"მარგველაშვილი საკუთარი ნებით შენობის დატოვებას არ აპირებს" - როგორ გამოასახლებენ პრეზიდენტს?!

"პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის ხარ­ჯებ­მა წე­ლი­წად­ში 10 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი...… მისი ჯი­უ­ტო­ბა უკვე ცი­ნიზ­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. ეს უნდა დას­რულ­დეს და დას­რულ­დე­ბა იმის მი­უ­ხე­და­ვად, მას სურს ეს თუ არა", - ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, ამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან პრე­ზი­დენ­ტის გა­მო­სახ­ლე­ბა­ზე თით­ქმის ორ­წლი­ა­ნი კა­მა­თი მთავ­რო­ბა­შიც ახალ ძა­ლას იკ­რებს. უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბიც დარ­წმუ­ნე­ბით აცხა­დე­ბენ, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს, "კი­ნა­ღამ თეთრ სახლზე დიდი" პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის და­ტო­ვე­ბა და ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე გა­დას­ვლა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს.

რო­გორც ჩანს, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია, თუმ­ცა აძ­ლევს თუ არა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს­ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან იძუ­ლე­ბით გა­მოყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და რა მე­ქა­ნიზ­მი აქვს პრო­ცე­სის შე­სა­ჩე­რებ­ლად თა­ვად ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­დალს, ამ დე­ტა­ლებ­ში გარ­კვე­ვა სა­მარ­თალმცოდ­ნე­ებ­თან ვცა­დეთ. სხვა­თა შო­რის, 2013 წლის 4 ნო­ემ­ბერს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე ახა­ლარ­ჩე­ულ­მა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის რან­გში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ახ­მა­უ­რა და ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლე­ში ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი­ უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­თავ­სე­ბა­ზე ისა­უბ­რა: "პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე წა­მო­ვა­ყე­ნე წი­ნა­და­დე­ბა, რომ შე­ნო­ბა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი გან­თავ­სდეს. ამის შემ­დეგ მი­ნისტრს, ქალ­ბა­ტონ თა­მარს ვე­სა­უბ­რე და ერ­თად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით, რომ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი უნდა ამოქ­მედ­დეს, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვა­ლი წლი­დან გა­იხ­სნე­ბა... მი­ხა­რია, რომ ფული, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ი­ხარ­ჯა აი, ასეთ ფე­შე­ნე­ბე­ლურ შე­ნო­ბა­ზე, ქარ­თველ სტუ­დენ­ტო­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბას მოხ­მარ­დე­ბა".

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე, კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი: "სა­ქარ­თვე­ლოს­ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხე­ლმწი­ფო ქო­ნე­ბას მთავ­რო­ბა გან­კარ­გავს. ამი­ტომ შე­საძ­ლოა, პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან გა­მოყ­ვა­ნის მიზ­ნით მმარ­თველ­მა გუნ­დმა ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლე ბიბ­ლი­ოთე­კას, უნი­ვერ­სი­ტეტ­სა თუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად მსგავ­სი ტი­პის სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სიმ­ბო­ლურ ფა­სად გა­დას­ცეს. არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, ეკო­ნო­მი­კურ­მა გუნ­დმა­ ის სო­ლი­დურ თან­ხა­დაც გა­ყი­დოს. ალ­ბათ, მსგავ­სი სცე­ნა­რის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი შე­ნო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის ყოფ­ნის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ცხა­დე­ბა იქ­ნე­ბა, თუმ­ცა აქ სხვა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტო­რე­ბიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბუ­ლება, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პრე­ზი­დენ­ტის ად­გილ­სამ­ყოფ­ლად ავ­ლა­ბარ­ში მდე­ბა­რე რე­ზი­დენ­ცია გა­ნი­სა­ზღვრა. ვერ გე­ტყვით, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­მარ­თვას რო­მე­ლი მხა­რე­ უფრო სრულ­ყო­ფი­ლად მო­ა­ხერ­ხებს, თუმ­ცა ერთი რამ ნა­თე­ლია - ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კურ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"მარგველაშვილი საკუთარი ნებით შენობის დატოვებას არ აპირებს" - როგორ გამოასახლებენ პრეზიდენტს?!

"მარგველაშვილი საკუთარი ნებით შენობის დატოვებას არ აპირებს" - როგორ გამოასახლებენ პრეზიდენტს?!

"პრეზიდენტის სასახლის ხარჯებმა წელიწადში 10 მილიონს გადააჭარბა, ყველაფერს აქვს საზღვარი...… მისი ჯიუტობა უკვე ცინიზმის გამოხატულებაა. ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება იმის მიუხედავად, მას სურს ეს თუ არა", - ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, ამ კატეგორიული განცხადების პარალელურად, ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტის გამოსახლებაზე თითქმის ორწლიანი კამათი მთავრობაშიც ახალ ძალას იკრებს. უმრავლესობის წევრებიც დარწმუნებით აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილს, "კინაღამ თეთრ სახლზე დიდი" პრეზიდენტის სასახლის დატოვება და ათონელის ქუჩაზე გადასვლა უახლოეს მომავალში აუცილებლად მოუწევს.

როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა აძლევს თუ არა კანონმდებლობა დაინტერესებულ პირებს­ პრეზიდენტის რეზიდენციიდან იძულებით გამოყვანის შესაძლებლობას და რა მექანიზმი აქვს პროცესის შესაჩერებლად თავად ქვეყნის მთავარსარდალს, ამ დეტალებში გარკვევა სამართალმცოდნეებთან ვცადეთ. სხვათა შორის, 2013 წლის 4 ნოემბერს პრეზიდენტის პოსტზე ახალარჩეულმა მარგველაშვილმა ქვეყნის პირველი პირის რანგში ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება გაახმაურა და ავლაბრის სასახლეში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური­ უნივერსიტეტის განთავსებაზე ისაუბ­რა: "პოლიტსაბჭოზე წამოვაყენე წინადადება, რომ შენობაში უნივერსიტეტი განთავსდეს. ამის შემდეგ მინისტრს, ქალბატონ თამარს ვესაუბრე და ერთად ჩამოვყალიბდით, რომ რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი უნდა ამოქმედდეს, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან გაიხსნება... მიხარია, რომ ფული, რომელიც ბიუჯეტიდან დაიხარჯა აი, ასეთ ფეშენებელურ შენობაზე, ქართველ სტუდენტობასა და განათლებას მოხმარდება".

ვახტანგ ძაბირაძე, კონსტიტუციონალისტი: "საქართველოს­ კანონმდებლობის მიხედვით, სა­ხე­ლმწიფო ქონებას მთავრობა განკარგავს. ამიტომ შესაძლოა, პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოყვანის მიზნით მმართველმა გუნდმა ავლაბრის სასახლე ბიბ­ლი­ოთეკას, უნივერსიტეტსა თუ შინაარსობრივად მსგავსი ტიპის სხვა ორგანიზაციას სიმბოლურ ფასად გადასცეს. არც იმას გამოვრიცხავ, ეკონომიკურმა გუნდმა­ ის სოლიდურ თანხადაც გაყიდოს. ალბათ, მსგავსი სცენარის საბოლოო მიზანი შენობაში პრეზიდენტის ყოფნის უკანონოდ გამოცხადება იქნება, თუმცა აქ სხვა სამარ­თ­ლებრივი ფაქტორებიც უნდა გა­ვითვალისწინოთ - გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანე­ბუ­ლება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადგილსამყოფლად ავლაბარში მდებარე რეზიდენცია განისაზღვრა. ვერ გეტყვით, საკუთარი ინტერესების სამართლებ­რი­ვად გამართვას რომელი მხარე­ უფრო სრულყოფილად მოახერხებს, თუმცა ერთი რამ ნათელია - ყველაფერი მთავრობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."