სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა ხელფასს 57 მილიონით იზრდის
მთავრობა ხელფასს 57 მილიონით იზრდის

"2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა 389 მი­ლი­ო­ნი ლა­რით არის გაზ­რდი­ლი, რაც დიდ კი­თხვის ნი­შანს აჩენს - რამ­დე­ნად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია ამ­ხე­ლა და­ნა­ხარ­ჯი ჩვე­ნის­თა­ნა პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის?"

2016 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, გა­ი­სად მთავ­რო­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 57 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­იზ­რდე­ბა. სხვა­თა შო­რის, გა­სუ­ლი წლე­ბის სტა­ტის­ტი­კას თუ გა­დავ­ხე­დავთ, გა­ცხა­დე­ბუ­ლი "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რის" პო­ლი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, ბი­უ­ჯეტ­ში, რო­მე­ლიც გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ­თა ჯი­ბი­დან ივ­სე­ბა, მთავ­რო­ბის ხელ­ფა­სე­ბის­თვის სულ უფრო მეტი თან­ხა გა­მო­ი­ყო­ფა. მა­გა­ლი­თად, 2015 წელს ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის აპა­რა­ტის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა, 2014 წელ­თან შე­და­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 85 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ი­ზარ­და, ხოლო 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტი­დან მო­ხე­ლე­თა ხელ­ფა­სე­ბის­თვის 389 მი­ლი­ო­ნი ლა­რით მე­ტის გა­დახ­და მოგ­ვი­წევს. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 900 სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, სა­დაც 116 ათას­ზე მეტი კა­ცია და­საქ­მე­ბუ­ლი და მათი ხელ­ფა­სე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 მი­ლი­არ­დი ლარი იხარ­ჯე­ბა. ეს იმ ფონ­ზე, როცა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი სულ და­ახ­ლო­ე­ბით 9 მი­ლი­არ­დი ლა­რია და თა­ნაც 700 ათა­სი პენ­სი­ო­ნე­რის­თვი­საც წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით იმ­დე­ნი­ვე იხარ­ჯე­ბა, რამ­დე­ნიც სა­ჯა­რო მუ­შაკ­თა ხელ­ფა­სე­ბის­თვის. სჭირ­დე­ბა თუ არა ქვე­ყა­ნას ასე­თი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რამ­დე­ნად დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იზ­რდი­ან ხელ­ფა­სებს ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი? - ეს მხო­ლოდ შე­კი­თხვე­ბის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ და­კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას, სა­ნამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გან­კარ­გვა მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლედ არ მოხ­დე­ბა.

მი­ხე­ილ კუ­კა­ვა, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ანა­ლი­ტი­კო­სი: 2016 წლის ბი­უ­ჯე­ტი ეკო­ნო­მი­კის 3%-იან ზრდა­ზეა გათ­ვლი­ლი, ხარ­ჯე­ბი კი და­ახ­ლო­ე­ბით 356 მი­ლი­ო­ნი ლა­რით იზ­რდე­ბა 2015 წლის ხარ­ჯებ­თან შე­და­რე­ბით, რაც 4,45%-ით მე­ტია. ასე­ვე და­გეგ­მი­ლია სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­მო­სავ­ლე­ბის 404 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გაზ­რდა, რაც 2015 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს 5,08%-ით აღე­მა­ტე­ბა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ წლე­ულს სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას შე­ე­ცა­და - ლა­რის კურ­სზე და­მა­ტე­ბი­თი ზე­წო­ლის ასა­ცი­ლებ­ლად, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ხდე­ბა და­მა­ტე­ბით ხარ­ჯე­ბის გაზ­რდა. ამა­ში შე­დის რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, ისე პროგ­რა­მუ­ლი ხარ­ჯე­ბი. იზ­რდე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბაც - 57 მი­ლი­ო­ნი ლა­რით 2015 წელ­თან შე­და­რე­ბით და და­ახ­ლო­ე­ბით 389 მი­ლი­ო­ნი ლა­რით - 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ხარ­ჯებს­, სამ­წუ­ხა­როდ, არა გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ერ­თმა­ნე­თის­გან გავ­მიჯ­ნოთ, რა თან­ხა იხარ­ჯე­ბა ბი­უ­ჯე­ტი­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის და რა - ამა თუ იმ პროგ­რა­მე­ბის­თვის. არა­და, ამ ხარ­ჯე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა ვი­ცო­დეთ, სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი რამ­დე­ნად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბა.

ვრცე­ლი წე­რი­ლე­ბი გა­ვუგ­ზავ­ნეთ რამ­დე­ნი­მე სა­მი­ნის­ტროს, მათ შო­რის ჯან­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებს, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად გან­ვმარ­ტეთ, რო­გორ უნდა გა­ე­ფილტრათ ერ­თმა­ნე­თის­გან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და პროგ­რა­მუ­ლი ხარ­ჯე­ბი, მაგ­რამ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ვი­ღეთ. რა თქმა უნდა, არის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რომ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც შე­უძ­ლე­ბე­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯი პროგ­რა­მუ­ლის­გან გა­ნას­ხვაო, მაგ­რამ სხვა შემ­თხვე­ვა­ში ეს პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პროგ­რა­მუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­რე­ბის ამ ეტაპ­ზე, ფაქ­ტია, ვერ ვა­ხერ­ხებთ ერთ-ერთი მთა­ვა­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვას, რა­საც სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბა ჰქვია.

- და­ვა­ზუს­ტოთ, რა კა­ტე­გო­რი­ის ხარ­ჯე­ბია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და პროგ­რა­მუ­ლი?

- ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯი არის რო­გორც შტატ­ში მყო­ფი, ისე შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა, აგ­რეთ­ვე სა­კან­ცე­ლა­რიო პრო­დუქ­ცი­ა­ში, მივ­ლი­ნე­ბებ­ში და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბი და სხვ. მა­გა­ლი­თად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რომ ინ­ვენ­ტა­რი სჭირ­დე­ბა, პროგ­რა­მუ­ლი ხარ­ჯია, ხოლო ბუ­ღალ­ტერს რაც ამ პროგ­რა­მის ან­გა­რიშ­გე­ბის­თვის რე­სურ­სი ან ინ­ვენ­ტა­რი სჭირ­დე­ბა - ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი. ამ ხარ­ჯე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბა გვაჩ­ვე­ნებ­და, რამ­დენს ხარ­ჯავს ბი­უ­როკ­რა­ტია ლო­ჯის­ტი­კა­ზე გა­ცხა­დე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, ხოლო, როცა ხელ­ფასს, მივ­ლი­ნე­ბის თან­ხებს, კო­მუ­ნა­ლურ, ინ­ვენ­ტარ­ზე გა­წე­ულ ხარჯსა და პროგ­რა­მულ ხარ­ჯებს­ ერთ ქვაბ­ში ხარ­შავ, ძა­ლი­ან ძნე­ლია გარ­კვე­ვა, ბევ­რს ხარ­ჯავს მთავ­რო­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის­თვის, თუ ცო­ტას პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. დღეს ნამ­დვი­ლად არ ვი­ცით, რამ­დე­ნია ესა თუ ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში. ჩვენ კი არ უნდა ვწერ­დეთ ვრცელ წე­რი­ლებს სა­მი­ნის­ტრო­ებს და ვუხ­სნი­დეთ, რო­გორ უნდა გა­მიჯ­ნონ, არა­მედ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, მე­თო­დო­ლო­გია უნდა არ­სე­ბობ­დეს, რომ­ლი­თაც სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს­ ექ­ნე­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ყვე­ლა ხარ­ჯი დე­ტა­ლუ­რად გა­წე­რონ. ეს არის პროგ­რა­მუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­რე­ბა. თუ სა­ჯა­რო ფი­ნან­სე­ბის მარ­თვის შენი სის­ტე­მა ამ შე­დეგს არ გაძ­ლევს, მა­შინ ყო­ველ­თვის იარ­სე­ბებს­ რის­კი, რომ ბი­უ­როკ­რა­ტი­ამ ისარ­გებ­ლოს და პროგ­რა­მუ­ლი ხარ­ჯის სა­ბა­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და­ხარ­ჯოს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მთავრობა ხელფასს 57 მილიონით იზრდის

მთავრობა ხელფასს 57 მილიონით იზრდის

"2012 წელთან შედარებით, ცენტრალური ხელისუფლების შრომის ანაზღაურება 389 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც დიდ კითხვის ნიშანს აჩენს - რამდენად რაციონალურია ამხელა დანახარჯი ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის?"

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაისად მთავრობის შრომის ანაზღაურება დაახლოებით 57 მილიონი ლარით გაიზრდება. სხვათა შორის, გასული წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გაცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის მიუხედავად, ბიუჯეტში, რომელიც გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან ივსება, მთავრობის ხელფასებისთვის სულ უფრო მეტი თანხა გამოიყოფა. მაგალითად, 2015 წელს ცენტრალური მთავრობის აპარატის შრომის ანაზღაურება, 2014 წელთან შედარებით, დაახლოებით 85 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან მოხელეთა ხელფასებისთვის 389 მილიონი ლარით მეტის გადახდა მოგვიწევს. საქართველოში დაახლოებით 900 საბიუჯეტო ორგანიზაციაა, სადაც 116 ათასზე მეტი კაცია დასაქმებული და მათი ხელფასებისთვის ბიუჯეტიდან წლიურად დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარი იხარჯება. ეს იმ ფონზე, როცა ქვეყნის ბიუჯეტი სულ დაახლოებით 9 მილიარდი ლარია და თანაც 700 ათასი პენსიონერისთვისაც წელიწადში დაახლოებით იმდენივე იხარჯება, რამდენიც საჯარო მუშაკთა ხელფასებისთვის. სჭირდება თუ არა ქვეყანას ასეთი მრავალრიცხოვანი ხელისუფლება და რამდენად დამსახურებულად იზრდიან ხელფასებს ბიუჯეტის ხარჯზე საჯარო მოხელეები? - ეს მხოლოდ შეკითხვების ნაწილია, რომელიც მანამდე არ დაკარგავს აქტუალურობას, სანამ ქვეყანაში საბიუჯეტო სახსრების განკარგვა მაქსიმალურად გამჭვირვალედ არ მოხდება.

მიხეილ კუკავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი: 2016 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 3%-იან ზრდაზეა გათვლილი, ხარჯები კი დაახლოებით 356 მილიონი ლარით იზრდება 2015 წლის ხარჯებთან შედარებით, რაც 4,45%-ით მეტია. ასევე დაგეგმილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 404 მილიონი ლარით გაზრდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 5,08%-ით აღემატება. თუ გავითვალისწინებთ, რომ წლეულს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას შეეცადა - ლარის კურსზე დამატებითი ზეწოლის ასაცილებლად, გაუგებარია, რატომ ხდება დამატებით ხარჯების გაზრდა. ამაში შედის როგორც ადმინისტრაციული, ისე პროგრამული ხარჯები. იზრდება ცენტრალური მთავრობის შრომის ანაზღაურებაც - 57 მილიონი ლარით 2015 წელთან შედარებით და დაახლოებით 389 მილიონი ლარით - 2012 წელთან შედარებით. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარ­ჯებს­, სამწუხაროდ, არა გვაქვს შესაძლებლობა, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან ადმინისტრაციული საჭიროებებისთვის და რა - ამა თუ იმ პროგრამებისთვის. არადა, ამ ხარჯების განცალკევება მნიშვნელოვანია, რათა ვიცოდეთ, საბიუჯეტო სახსრები რამდენად რაციონალურად იხარჯება.

ვრცელი წერილები გავუგზავნეთ რამდენიმე სამინისტროს, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, სადაც დეტალურად განვმარტეთ, როგორ უნდა გაეფილტრათ ერთმანეთისგან ადმინისტრაციული და პროგრამული ხარჯები, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მივიღეთ. რა თქმა უნდა, არის სახელმწიფო უწყებები, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის შემთხვევაშიც შეუძლებელია ადმინისტრაციული ხარჯი პროგრამულისგან განასხვაო, მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, პროგრამული ბიუჯეტირების ამ ეტაპზე, ფაქტია, ვერ ვახერხებთ ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევას, რასაც საბიუჯეტო ხარჯების გამჭვირვალობა ჰქვია.

- დავაზუსტოთ, რა კატეგორიის ხარჯებია ადმინისტრაციული და პროგრამული?

- ადმინისტრაციული ხარჯი არის როგორც შტატში მყოფი, ისე შტატგარეშე თანამშრომლის შრომის ანაზღაურება, აგრეთვე საკანცელარიო პროდუქციაში, მივლინებებში დახარჯული თანხები და სხვ. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებას რომ ინვენტარი სჭირდება, პროგრამული ხარჯია, ხოლო ბუღალტერს რაც ამ პროგრამის ანგარიშგებისთვის რესურსი ან ინვენტარი სჭირდება - ადმინისტრაციული. ამ ხარჯების განცალკევება გვაჩვენებდა, რამდენს ხარჯავს ბიუროკრატია ლოჯისტიკაზე გაცხადებული მიზნების მისაღწევად, ხოლო, როცა ხელფასს, მივლინების თანხებს, კომუნალურ, ინვენტარზე გაწეულ ხარჯსა და პროგრამულ ხარჯებს­ ერთ ქვაბში ხარშავ, ძალიან ძნელია გარკვევა, ბევრს ხარჯავს მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, თუ ცოტას პროგრამების განხორციელებისთვის. დღეს ნამდვილად არ ვიცით, რამდენია ესა თუ ის ადმინისტრაციული ხარჯი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში. ჩვენ კი არ უნდა ვწერდეთ ვრცელ წერილებს სამინისტროებს და ვუხსნიდეთ, როგორ უნდა გამიჯნონ, არამედ რეგულაციები, მეთოდოლოგია უნდა არსებობდეს, რომლითაც საბიუჯეტო ორგანიზაციებს­ ექნებათ ვალდებულება, ყველა ხარჯი დეტალურად გაწერონ. ეს არის პროგრამული ბიუჯეტირება. თუ საჯარო ფინანსების მართვის შენი სისტემა ამ შედეგს არ გაძლევს, მაშინ ყოველთვის იარსებებს­ რისკი, რომ ბიუროკრატიამ ისარგებლოს და პროგრამული ხარჯის საბაბით საბიუჯეტო სახსრები არარაციონალურად დახარჯოს.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."