პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ დამიწერია, რომ ლევან აბაშიძე აფხაზეთში "კაიფისთვის" წავიდა" - დოდონა კიზირიას უცნაური კომენტარი აფხაზეთში დაღუპულ მსახიობზე
"მე არ დამიწერია, რომ ლევან აბაშიძე აფხაზეთში "კაიფისთვის" წავიდა" - დოდონა კიზირიას უცნაური კომენტარი აფხაზეთში დაღუპულ მსახიობზე

"სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს. ომი რომ და­ი­წყო, შეშ­ლი­ლი­ვით ვი­ყა­ვი, მე­გო­ნა, რომ ლე­ვა­ნი ფრონტზე წა­ვი­და. მი­ვე­დი კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში, გა­ვი­გე, რომ ნამ­დვი­ლად გა­და­ღე­ბებ­ზე იყო ბა­თუმ­ში და დავ­მშვიდ­დი. იმ­ხა­ნად სამ ფილმში იღებ­დნენ ერ­თდრო­უ­ლად, მაგ­რამ ვი­ცო­დი, შინ არ გა­ჩერ­დე­ბო­და. 4 სექ­ტემ­ბერს ბა­თუ­მი­დან ჩა­მო­ვი­და და გა­მო­მი­ცხა­და: "დედა, მე მივ­დი­ვარ სო­ხუმ­ში!" გავ­შეშ­დი... იქ ვინც იბ­რძვის, იმათ დე­დე­ბი არ ჰყავ­თო? - მკი­თხა. ვე­რა­ფე­რი ვუ­პა­სუ­ხე, ვი­ცო­დი, ჩემი პრო­ტეს­ტი უშე­დე­გო და უად­გი­ლო იქ­ნე­ბო­და. ჯერ მისი მე­გობ­რე­ბი - გია ნა­დი­რაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და სულ­ხან სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი (სუ­ხია) წა­ვიდ­ნენ სო­ხუმ­ში, მერე - ლე­ვა­ნიც... ოთხი მე­გობ­რი­დან მხო­ლოდ გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გა­დარ­ჩა. ახ­ლაც არ ვიცი, რა მოხ­და ზემო ეშე­რა­ში. მგო­ნი, ნაღ­მი აფეთ­ქდა... ლე­ვა­ნი გულ­მხურ­ვა­ლე ქარ­თვე­ლი იყო, სჯე­რო­და, რომ სამ­შობ­ლოს­თვის იბ­რძო­და, მაგ­რამ ავან­ტი­უ­რას შე­ე­წი­რა... გიო მგე­ლა­ძემ იმ წელს და­ას­რუ­ლა ფილ­მი" "არა, მე­გო­ბა­რო!" ეს ლე­ვა­ნის ბოლო ფილ­მია...". - ეს არის ამო­ნა­რი­დი აფხა­ზე­თის ომში და­ღუ­პუ­ლი უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბის ლე­ვან აბა­ში­ძის დე­დის, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ხი­და­შე­ლის ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" 2014 წლის აპ­რილ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ეს სტა­ტია პოეტ გაგა ნა­ხუც­რიშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუკ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სტა­ტუს­მა გაგ­ვახ­სე­ნა, სა­დაც ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა დო­დო­ნა კი­ზი­რი­ას კო­მენ­ტარს ლე­ვან აბა­ში­ძის თა­ო­ბა­ზე. ის აპ­რო­ტეს­ტებ­და ქალ­ბა­ტო­ნი კი­ზი­რი­ას მი­ნიშ­ნე­ბას, რომ ლე­ვან აბა­ში­ძე თით­ქოს და ნარ­კო­ტი­კებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი და აფხა­ზეთ­შიც "სა­კა­ი­ფოდ" წა­ვი­და. "ფრთხი­ლად თქვენ ჯა­რის­კა­ცის საფ­ლავ­თან დგა­ხართ", - წერ­და ბა­ტო­ნო გაგა, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ფე­ის­ბუ­კგ­ვერ­დი" სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მა. ამ სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სა­გა­ე­რო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და ფი­ლო­სო­ფო­სი ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­თა აზ­რი­თაც, კი­ზი­რი­ას გან­ცხა­დე­ბა ამო­რა­ლუ­რი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხდა: "დო­დო­ნა კი­ზი­რი­ა­ზე კო­მენ­ტარ­საც არ გა­ვა­კე­თებ, რად­გან ამ უნა­მუ­სო ქა­ლის ხსე­ნე­ბაც არ მინ­და..."

ლე­ვან აბა­ში­ძე გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლე­ბის და­სა­წყის­ში უკვე ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო და იმ დროს, რო­დე­საც მან ომში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, ერ­თდრო­უ­ლად სამ ფილმში იღებ­დნენ. ის თა­ვი­სი ეპო­ქის იმ რო­მან­ტი­კულ გმი­რად იქცა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ხან­მოკ­ლე სი­ცო­ცხლი­თაც და გარ­დაც­ვა­ლე­ბი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლის და­ტო­ვე­ბა მო­ას­წრო ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"მე არ დამიწერია, რომ ლევან აბაშიძე აფხაზეთში "კაიფისთვის" წავიდა" - დოდონა კიზირიას უცნაური კომენტარი აფხაზეთში დაღუპულ მსახიობზე

"მე არ დამიწერია, რომ ლევან აბაშიძე აფხაზეთში "კაიფისთვის" წავიდა" - დოდონა კიზირიას უცნაური კომენტარი აფხაზეთში დაღუპულ მსახიობზე

"საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო, შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში და დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი, შინ არ გაჩერდებოდა. 4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა და გამომიცხადა: "დედა, მე მივდივარ სოხუმში!" გავშეშდი... იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - მკითხა. ვერაფერი ვუპასუხე, ვიცოდი, ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა. ჯერ მისი მეგობრები - გია ნადირაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და სულხან სულხანიშვილი (სუხია) წავიდნენ სოხუმში, მერე - ლევანიც... ოთხი მეგობრიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე გადარჩა. ახლაც არ ვიცი, რა მოხდა ზემო ეშერაში. მგონი, ნაღმი აფეთქდა... ლევანი გულმხურვალე ქართველი იყო, სჯეროდა, რომ სამშობლოსთვის იბრძოდა, მაგრამ ავანტიურას შეეწირა... გიო მგელაძემ იმ წელს დაასრულა ფილმი" "არა, მეგობარო!" ეს ლევანის ბოლო ფილმია...". - ეს არის ამონარიდი აფხაზეთის ომში დაღუპული უნიჭიერესი მსახიობის ლევან აბაშიძის დედის, ქალბატონი მანანა ხიდაშელის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრაში" 2014 წლის აპრილში გამოქვეყნდა.

ეს სტატია პოეტ გაგა ნახუცრიშვილის "ფეისბუკზე" გამოქვეყნებულმა სტატუსმა გაგვახსენა, სადაც ის გამოეხმაურა დოდონა კიზირიას კომენტარს ლევან აბაშიძის თაობაზე. ის აპროტესტებდა ქალბატონი კიზირიას მინიშნებას, რომ ლევან აბაშიძე თითქოს და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული და აფხაზეთშიც "საკაიფოდ" წავიდა. "ფრთხილად თქვენ ჯარისკაცის საფლავთან დგახართ", - წერდა ბატონო გაგა, რომელმაც მოგვიანებით "ფეისბუკგვერდი" საერთოდ გააუქმა. ამ საკითხს გამოეხმაურა არაერთი ადამიანი, მათ შორის საგაერო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელთა აზრითაც, კიზირიას განცხადება ამორალური იყო. მოგვიანებით ჩვენ ქალბატონ სალომეს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხდა: "დოდონა კიზირიაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ, რადგან ამ უნამუსო ქალის ხსენებაც არ მინდა..."

ლევან აბაშიძე გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში უკვე ძალიან წარმატებული მსახიობი იყო და იმ დროს, როდესაც მან ომში წასვლა გადაწყვიტა, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. ის თავისი ეპოქის იმ რომანტიკულ გმირად იქცა, რომელმაც თავისი ხანმოკლე სიცოცხლითაც და გარდაცვალებითაც მნიშვნელოვანი კვალის დატოვება მოასწრო ქვეყნის ცხოვრებაში.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"