პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი საფრთხე საქართველოსთვის... ამჯერად შავი ზღვის სიღრმიდან
ახალი საფრთხე საქართველოსთვის... ამჯერად შავი ზღვის სიღრმიდან

მალე შავი ზღვის სიღ­რმი­დან რუ­სუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ მთელ შავ ზღვას, მათ შო­რის - ფო­თი­სა და ბა­თუ­მის პორ­ტე­ბის აკ­ვა­ტო­რი­ა­საც...

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბის ფონ­ზე თით­ქმის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩა ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, შავი ზღვის რე­გი­ონ­ში სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ლან­სი შეც­ვა­ლოს და რაც ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოა, სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ ბლო­კა­და­ში მო­აქ­ცი­ოს.

საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თის შავი ზღვის ფლოტ­მა და­ი­წყო წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის შე­ნა­ერ­თის აღ­დგე­ნა და მათ­თვის ნო­ვო­რო­სი­ის­კის პორ­ტში სპე­ცი­ა­ლუ­რი ნავ­სა­ყუ­დე­ლი აიგო.

საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში შავი ზღვის ფლო­ტის წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი ფოთ­შიც ბა­ზი­რებ­და. 1991 წლის­თვის, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის წინ, შავი ზღვის ფლო­ტის მე-14 დი­ვი­ზია 40-მდე სხვა­დას­ხვა ტი­პის წყალ­ქვე­შა ნავს ით­ვლი­და, თუმ­ცა, ისი­ნი უკვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იყო, ამი­ტომ რუ­სე­თის შავი ზღვის ფლოტ­ში მა­ლე­ვე ჩა­მო­წე­რეს და ჯარ­თად ჩა­ა­ბა­რეს.

ბოლო პე­რი­ო­დამ­დე რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მხო­ლოდ ორი წყალ­ქვე­შა ნავი ირი­ცხე­ბო­და. მათ­გან ერთი - Б-380, 1991 წლი­დან რე­მონტდე­ბა და რო­გორც საბ­რძო­ლო ერ­თე­უ­ლი, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­სა­ღე­ბი არ არის. მე­ო­რე - Б-871 Алроса დღემ­დე ერ­თა­დერ­თი მეტ-ნაკ­ლე­ბად ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი რუ­სუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვია შავ ზღვა­ში.

2014 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ანექ­სი­ის დროს, რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა სე­ვას­ტო­პო­ლის ნავ­სად­გურ­ში ხელ­ში ჩა­იგ­დეს ერ­თა­დერ­თი უკ­რა­ი­ნუ­ლი წყალ­ქვე­შა ნავი Б-435 Запорожье, რომ­ლის გა­მარ­თუ­ლო­ბაც სა­ეჭ­ვოა.

პოსტსაბ­ჭო­ურ პე­რი­ოდ­ში შავ ზღვა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი წყალ­ქვე­შა ფლო­ტი თურ­ქეთს ჰყავ­და, მაგ­რამ ამა წლის 21 სექ­ტემ­ბრი­დან ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, რად­გან ნო­ვო­რო­სი­ის­კის პორ­ტში ახა­ლი რუ­სუ­ლი წყალ­ქვე­შა ნავი Б-261 Новороссийск-ი­ შე­ცურ­და.

"ნო­ვო­რო­სი­ის­კი" პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლია და მას 2016 წლის ბო­ლომ­დე ანა­ლო­გი­უ­რი, 636.3 პრო­ექ­ტის კი­დევ ხუთი წყალ­ქვე­შა ნავი მოჰ­ყვე­ბა, რის შემ­დეგ შავი ზღვის აუზ­ში რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის წყალ­ქვე­შა ძა­ლე­ბი გა­ბა­ტონ­დე­ბა, რაც პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის NATO-ს შა­ვი­ზღვის­პი­რა წევრ ქვეყ­ნებს - რუ­მი­ნეთს, ბულ­გა­რეთ­სა და თურ­ქეთს.

ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შავ ზღვა­ში რუ­სე­თის გა­ბა­ტო­ნე­ბის სურ­ვი­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დრო­საც უნდა შე­ე­ნიშ­ნა, რო­დე­საც მოს­კოვ­მა, აფხა­ზე­თის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და­ი­წყო.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ახალი საფრთხე საქართველოსთვის... ამჯერად შავი ზღვის სიღრმიდან

ახალი საფრთხე საქართველოსთვის... ამჯერად შავი ზღვის სიღრმიდან

მალე შავი ზღვის სიღრმიდან რუსული წყალქვეშა ნავები გააკონტროლებენ მთელ შავ ზღვას, მათ შორის - ფოთისა და ბათუმის პორტების აკვატორიასაც...

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური თამაშების ფონზე თითქმის შეუმჩნეველი დარჩა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც შეუძლია, შავი ზღვის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ბალანსი შეცვალოს და რაც ჩვენთვის ყველაზე სახიფათოა, საქართველო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციოს.

საქმე ის არის, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაიწყო წყალქვეშა ნავების შენაერთის აღდგენა და მათთვის ნოვოროსიისკის პორტში სპეციალური ნავსაყუდელი აიგო.

საბჭოთა პერიოდში შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავები ფოთშიც ბაზირებდა. 1991 წლისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, შავი ზღვის ფლოტის მე-14 დივიზია 40-მდე სხვადასხვა ტიპის წყალქვეშა ნავს ითვლიდა, თუმცა, ისინი უკვე მოძველებული იყო, ამიტომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტში მალევე ჩამოწერეს და ჯართად ჩააბარეს.

ბოლო პერიოდამდე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებაში მხოლოდ ორი წყალქვეშა ნავი ირიცხებოდა. მათგან ერთი - Б-380, 1991 წლიდან რემონტდება და როგორც საბრძოლო ერთეული, მხედველობაში მისაღები არ არის. მეორე - Б-871 Алроса დღემდე ერთადერთი მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანი რუსული წყალ­ქვეშა ნავია შავ ზღვაში.

2014 წლის გაზაფხულზე, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის დროს, რუსმა სამხედროებმა სევასტოპოლის ნავსადგურში ხელში ჩაიგდეს ერთადერთი უკრაინული წყალქვეშა ნავი Б-435 Запорожье, რომლის გამართულობაც საეჭვოა.

პოსტსაბჭოურ პერიოდში შავ ზღვაში ყველაზე ძლიერი წყალქვეშა ფლოტი თურქეთს ჰყავდა, მაგრამ ამა წლის 21 სექტემბრიდან ყველაფერი შეიცვალა, რადგან ნოვოროსიისკის პორტში ახალი რუსული წყალქვეშა ნავი Б-261 Новороссийск-ი­ შეცურდა.

"ნოვოროსიისკი" პირველი მერცხალია და მას 2016 წლის ბოლომდე ანალოგიური, 636.3 პროექტის კიდევ ხუთი წყალ­ქვეშა ნავი მოჰყვება, რის შემდეგ შავი ზღვის აუზში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ძალები გაბატონდება, რაც პრობლემებს შეუქმნის NATO-ს შავიზღვისპირა წევრ ქვეყნებს - რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობას შავ ზღვაში რუსეთის გაბატონების სურვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც უნდა შეენიშნა, როდესაც მოსკოვმა, აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, შავი ზღვის აკვატორიის დიდი ნაწილის გაკონტროლება დაიწყო.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია