პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის წისქვილზე ასხამს წყალს ფარული ჩანაწერების გავრცელება და შეიტანს თუ არა ძირეულ გარდატეხას ქართულ პოლიტიკაში
ვის წისქვილზე ასხამს წყალს ფარული ჩანაწერების გავრცელება და შეიტანს თუ არა ძირეულ გარდატეხას ქართულ პოლიტიკაში

მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნულ­მა ვებ-გვერდმა ორი კვი­რის წინ სა­ვა­რუ­დოდ, სა­მეგ­რე­ლო­ში სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისევ უკ­რა­ი­ნულ­მა პორ­ტალ­მა წა­მე­ბის ახა­ლი კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა. ამას და­ე­მა­ტა ორი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი [თეგი], რო­მელ­შიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ნიკა გვა­რა­მი­ას, ასე­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გიგა ბო­კე­რი­ას სა­უბ­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, და რომ­ლის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ისევ უკ­რა­ი­ნუ­ლი პორ­ტა­ლი იყო.

აღ­ნიშ­ნულ კად­რებ­სა და ჩა­ნა­წე­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პრე­ზი­დენ­ტის და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მხრი­დან, ისე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის, მათ შო­რის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­და­ნაც.

აღ­ნიშ­ნულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ბევ­რი და­ა­ფიქ­რა იმა­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ამით ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, ხომ არ არის ეს დარ­ტყმა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" ან პი­რი­ქით, ხომ არ არის ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და­გე­ბუ­ლი მახე, რო­მელ­შიც ვინ გა­ებ­მე­ვა, ჯერ უც­ნო­ბია.

პო­ლი­ტო­ლო­გი ნიკა ჩი­ტა­ძე ფიქ­რობს, რომ წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს რო­გორც "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე", ისე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე".

"ეს მოვ­ლე­ნე­ბი არც ერთ მხა­რე­ზე და­დე­ბი­თად არ აი­სა­ხე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნა "ნაც­მოძ­რა­ო­ბის­თვის", რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი უშუ­ა­ლოდ მათი მმარ­თვე­ლო­ბის დროს ხდე­ბო­და. დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ არის, რომ წა­მე­ბა­ში უშუ­ა­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ან უკ­ვე­თავ­დნენ, მაგ­რამ ხალ­ხში ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინგზეც ნე­გა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს, რად­გან ხალ­ხი ფიქ­რობს, რომ წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი და­უს­ჯე­ლად და­დი­ან. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრო­ტესტს იწ­ვევს ის ფაქ­ტი, რომ ხომ არ ჰქონ­და ად­გი­ლი გარ­კვე­ულ გა­რი­გე­ბას და ხომ არ გა­და­ი­ღეს კად­რე­ბი ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ? გა­მო­დის, რომ ვერც ერთი მხა­რე მო­გე­ბას ვერ ნა­ხუ­ლობს", - ამ­ბობს ნიკა ჩი­ტა­ძე.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უ­წერს ქუ­ლებს, რად­გან მისი თქმით, ხალ­ხში გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა.

ჩი­ტა­ძის თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­ტი­ვით, მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ში შე­ვი­დეს, "თუმ­ცა ეს მხო­ლოდ ერთ-ერთი სცე­ნა­რია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს".

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვს ექ­სპერტ არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ას. მისი თქმით, გავ­რცე­ლე­ბულ­მა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­მა გა­ა­ჩი­ნა ვა­რა­უ­დი, რომ გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­ის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი ჯგუ­ფია.

"ბოლო დღე­ებ­ში მკვეთ­რად და­ვი­ნა­ხეთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის ერთი ნა­წი­ლი მკვეთ­რად ცდი­ლობს მე­ო­რეს და­უ­პი­რის­პირ­დეს, მა­გა­ლი­თად, სერ­გი კა­პა­ნა­ძე, ნინო ხოშ­ტა­რია, ნინო გი­გა­უ­რი, ნინო ლომ­ჯა­რია, მათ საკ­მა­ოდ მკვეთ­რი და უარ­ყო­ფი­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს წა­მე­ბის ჩამ­დენ პირ­თა მი­მართ, თუმ­ცა მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

მთელ ამ კად­რებს სა­ფუძ­ვლად უდევს ის, რომ მკაც­რად ამ­ხი­ლონ სა­ა­კაშ­ვი­ლის სის­ტე­მა და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი, ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ბო­კე­რია-გვა­რა­მი­ამ პირ­და­პირ თქვეს, ეს ჩა­ნა­წე­რი ნამ­დვი­ლი­აო, რაც ასე­ვე და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი გახ­და, რა­ტომ და­თან­ხმდე­ნენ ასე მარ­ტი­ვად? ე.ი შე­იძ­ლე­ბა ეს მათი სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლი იყოს.

ამი­ტომ თე­ო­რი­უ­ლი ვა­რა­უ­დი შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს, რომ შე­საძ­ლოა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყოს არა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ, თუნ­დაც ირი­ბად, რა­ზეც ზო­გი­ერ­თი სა­უბ­რობს, არა­მედ თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთი ნა­წი­ლის მხრი­დან. ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა ის იყოს, რომ რო­მე­ლი­ღა­ცა მე­ო­რე ჯგუფ­მა მო­ი­პო­ვოს დო­მი­ნან­ტო­ბა, სი­ტყვა­ზე ბო­კე­რი­ას ჯგუფ­მა, ჩა­მო­ი­შო­როს ერთი ნა­წი­ლი, და ამ ხმრივ მი­ე­ცეთ მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი პერ­სპექ­ტი­ვებს გზა გა­უხ­სნან", - ამ­ბობს გამ­ზარ­დია.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან "რუს­თა­ვი 2"-ის მი­მართ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია და ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, "რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და აღ­სრუ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა".

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

ვის წისქვილზე ასხამს წყალს ფარული ჩანაწერების გავრცელება და შეიტანს თუ არა ძირეულ გარდატეხას ქართულ პოლიტიკაში

ვის წისქვილზე ასხამს წყალს ფარული ჩანაწერების გავრცელება და შეიტანს თუ არა ძირეულ გარდატეხას ქართულ პოლიტიკაში

მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ვებ-გვერდმა ორი კვირის წინ სავარუდოდ, სამეგრელოში სამართალდამცავ უწყებაში გადაღებული წამების ამსახველი მასალა გამოაქვეყნა, მოგვიანებით ისევ უკრაინულმა პორტალმა წამების ახალი კადრები გაავრცელა. ამას დაემატა ორი აუდიოჩანაწერი [თეგი], რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის აუდიოჩანაწერებია წარმოდგენილი, და რომლის გამავრცელებელი ისევ უკრაინული პორტალი იყო.

აღნიშნულ კადრებსა და ჩანაწერებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. განცხადებები გაკეთდა როგორც პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და მთავრობის წევრების მხრიდან, ისე ოპოზიციური პარტიების, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდანაც.

აღნიშნულმა მოვლენებმა ბევრი დააფიქრა იმაზე, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ამით ქართულ პოლიტიკაში, ხომ არ არის ეს დარტყმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" ან პირიქით, ხომ არ არის ეს ხელისუფლებისთვის დაგებული მახე, რომელშიც ვინ გაებმევა, ჯერ უცნობია.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ წამების ამსახველი კადრები და წინა ხელისუფლების წარმომადგენლების აუდიოჩანაწერები ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც "ქართულ ოცნებაზე", ისე "ნაციონალურ მოძრაობაზე".

"ეს მოვლენები არც ერთ მხარეზე დადებითად არ აისახება. ეს იქნება ნეგატიური მოვლენა "ნაცმოძრაობისთვის", რადგან ეს ყველაფერი უშუალოდ მათი მმართველობის დროს ხდებოდა. დამტკიცებული არ არის, რომ წამებაში უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ან უკვეთავდნენ, მაგრამ ხალხში ასეთი შთაბეჭდილება იქმნება.

"ქართული ოცნების" რეიტინგზეც ნეგატიურად იმოქმედებს, რადგან ხალხი ფიქრობს, რომ წამებაში მონაწილე ადამიანები დაუსჯელად დადიან. საზოგადოებაში პროტესტს იწვევს ის ფაქტი, რომ ხომ არ ჰქონდა ადგილი გარკვეულ გარიგებას და ხომ არ გადაიღეს კადრები ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ? გამოდის, რომ ვერც ერთი მხარე მოგებას ვერ ნახულობს", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

პოლიტოლოგის თქმით, გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერები არც ხელისუფლებას დაუწერს ქულებს, რადგან მისი თქმით, ხალხში გაჩნდა მოსაზრება, რომ ფარული მოსმენები კვლავ გრძელდება.

ჩიტაძის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოტივით, მოქმედი ხელისუფლება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში შევიდეს, "თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი სცენარია, რომელიც შეიძლება განვითარდეს".

განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ არჩილ გამზარდიას. მისი თქმით, გავრცელებულმა აუდიოჩანაწერებმა გააჩინა ვარაუდი, რომ გამავრცელებელი თავად "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის შიგნით არსებული ერთ-ერთი ჯგუფია.

"ბოლო დღეებში მკვეთრად დავინახეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან დაახლოებული პირების ერთი ნაწილი მკვეთრად ცდილობს მეორეს დაუპირისპირდეს, მაგალითად, სერგი კაპანაძე, ნინო ხოშტარია, ნინო გიგაური, ნინო ლომჯარია, მათ საკმაოდ მკვეთრი და უარყოფითი განცხადებები გააკეთეს წამების ჩამდენ პირთა მიმართ, თუმცა მათი უმრავლესობა წინა ხელისუფლებაში მუშაობდა.

მთელ ამ კადრებს საფუძვლად უდევს ის, რომ მკაცრად ამხილონ სააკაშვილის სისტემა და მასთან დაახლოებული პირები, ამას ემატება ისიც, რომ ბოკერია-გვარამიამ პირდაპირ თქვეს, ეს ჩანაწერი ნამდვილიაო, რაც ასევე დამაფიქრებელი გახდა, რატომ დათანხმდენენ ასე მარტივად? ე.ი შეიძლება ეს მათი სტრატეგიის ნაწილი იყოს.

ამიტომ თეორიული ვარაუდი შეიძლება გაჩნდეს, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი გავრცელებული იყოს არა ამ ხელისუფლების მიერ, თუნდაც ირიბად, რაზეც ზოგიერთი საუბრობს, არამედ თავად "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილის მხრიდან. ამ ყველაფრის მიზანი შეიძლება ის იყოს, რომ რომელიღაცა მეორე ჯგუფმა მოიპოვოს დომინანტობა, სიტყვაზე ბოკერიას ჯგუფმა, ჩამოიშოროს ერთი ნაწილი, და ამ ხმრივ მიეცეთ მეტი შესაძლებლობა საკუთარი პერსპექტივებს გზა გაუხსნან", - ამბობს გამზარდია.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან "რუსთავი 2"-ის მიმართ ძალის გამოყენება გამორიცხულია და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, "როდესაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და აღსრულების საჭიროება იქნება".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."