პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ველოსიპედის შექმნა - როგორ შერაცხეს დრეიზინის გამომგონებელი შეშლილად
ველოსიპედის შექმნა - როგორ შერაცხეს დრეიზინის გამომგონებელი შეშლილად

რამ­დე­ნი­მე წლის წინ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად, კა­ცობ­რი­ო­ბის უდი­დეს ტექ­ნი­კურ გა­მო­გო­ნე­ბად, რო­მე­ლიც 1800 წლის შემ­დეგ შე­იქ­მნა, ვე­ლო­სი­პე­დი და­სა­ხელ­და. მას ხმა გა­მო­კი­თხულ­თა იმა­ზე დიდ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ მის­ცა, ვიდ­რე ერ­თად აღე­ბულ სხვა და­ნარ­ჩენს. მარ­თლაც, დღეს მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­არ­დზე მეტი ვე­ლო­სი­პე­დია და ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ასე­თად კი ის შე­და­რე­ბით და­ბალ­მა ფას­მა, მცი­რე ზო­მებ­მა და სიმ­სუ­ბუ­ქემ, საწ­ვა­ვის სა­ჭი­რო­ე­ბის არარ­სე­ბო­ბამ, უსაფრ­თხო­ე­ბამ და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბამ აქ­ცია.

ფე­ხებ­ზე მიბ­მუ­ლი ბორ­ბლე­ბი

ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი­სა არ იყოს, ვე­ლო­სი­პე­დის ხე­ლახ­ლა გა­მო­გო­ნე­ბა დღეს სა­ჭი­რო ნამ­დვი­ლად არ არის, თუმ­ცა ვინ და რო­დის გა­მო­ი­გო­ნა სი­ნამ­დვი­ლე­ში ის, ამა­ზე ზუს­ტი პა­სუ­ხი ექ­სპერ­ტებს აქამ­დე არ აქვთ. საქ­მეს ის არ­თუ­ლებს, რომ იმას, რაც დღე­ვან­დე­ლი გა­გე­ბით ვე­ლო­სი­პე­დია, წინ არა­ერ­თი გა­მო­გო­ნე­ბა უს­წრებ­და, რო­მე­ლიც მისი კონ­სტრუქ­ცი­ის ამა თუ იმ ელე­მენტს შე­ი­ცავ­და. თუ მა­ინც ღრმად ჩა­ვე­ძი­ე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის ამ ორ­თვა­ლა სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რი­ას, ათას­წლე­უ­ლე­ბით წინ, ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტის ეპო­ქა­ში მოგ­ვი­წევს მოგ­ზა­უ­რო­ბა. მკვლევ­რებს აქვთ მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ ეგ­ვიპ­ტე­ლებს მარ­თლაც ჰქონ­დათ ორ­ბორ­ბლი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მელ­საც მძღო­ლი ფე­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ამოძ­რა­ვებ­და. ადა­მი­ა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ორ­თვა­ლა XV სა­უ­კუ­ნის წყა­რო­ებ­შიც გვხვდე­ბა. მა­გა­ლი­თად, 1447 წლით და­თა­რი­ღე­ბულ მა­ი­ნინ­გე­ნის ქრო­ნი­კებ­ში ნახ­სე­ნე­ბია მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც მოძ­რა­ო­ბა­ში ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვით მოჰ­ყავს. ერ­თნი პირ­ვე­ლი ვე­ლო­სი­პე­დის შექ­მნას დიდ იტა­ლი­ელ მხატ­ვარ­სა და გა­მომ­გო­ნე­ბელ ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის, სხვე­ბი კი მის მოს­წავ­ლე ჯა­კო­მო კაპ­რო­ტის მი­ა­წე­რენ, თუმ­ცა 1493 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ნა­ხა­ტი, სა­დაც გა­მო­სა­ხუ­ლია ორ­თვლი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მი, სა­ჭი­თა და ჯაჭ­ვუ­რი გა­და­ცე­მით, ბევ­რის აზ­რით, ფალ­სი­ფი­კა­ცი­აა. ასე­ვე შე­თხზუ­ლია ვინ­მე გრაფ დე სივ­რა­კის მიერ 1791 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი თვითმგო­რა­ვის შექ­მნის ამ­ბა­ვიც, რო­მე­ლიც ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტის, ლუი ბოდ­რის ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია.

სხვა ლე­გენ­და გერ­მა­ნელ მე­ურ­მე მი­ხა­ელ კას­ლერ­ზე გვი­ამ­ბობს, რო­მელ­საც ერთი სოფ­ლი­დან მე­ო­რემ­დე მი­სას­ვლე­ლად 2 კი­ლო­მეტ­რი ორ­თვა­ლა­თი თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში და­უ­ფა­რავს. კას­ლე­რის "მან­ქა­ნას" ლი­თო­ნის სალ­ტე­ე­ბი­ა­ნი ხის ბორ­ბლე­ბი ჰქონ­და, რომ­ლე­ბით სა­ვარ­ძლით ყო­ფი­ლა ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, მისი წონა და­ახ­ლო­ე­ბით 125 კი­ლოგ­რა­მი უნდა ყო­ფი­ლი­ყო... გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, მე­ურ­მე გა­მომ­გო­ნებ­ლად მთლად სა­კუ­თა­რი ნე­ბით არ ქცე­უ­ლა. თურ­მე ერთ დღეს, რო­დე­საც კას­ლერს სა­მუ­შა­ო­ზე კვლავ და­უგ­ვი­ა­ნია, გაბ­რა­ზე­ბულ უფ­როსს შე­უ­ძა­ხია: "ბე­დოვ­ლა­თო, ეგებ ფე­ხებ­ზე ბორ­ბლე­ბი მი­გე­ბა?!" ჰოდა, რო­გორც ჩანს, კას­ლერ­მა შე­ნიშ­ვნა პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით გა­ი­გო...

გა­მო­გო­ნე­ბა და სას­ჯე­ლი

ვე­ლო­სი­პე­დის და­სა­ბა­მი მა­ინც 1817 წლით უნდა და­ვა­თა­რი­ღოთ და ის გერ­მა­ნელ გა­მომ­გო­ნე­ბელს, კარლ ფონ დრე­იზს (1785-1851) და­ვუ­კავ­ში­როთ. დრე­ი­ზი გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ კარსლრუ­ეს მკვიდ­რი იყო და მე­ტყე­ვედ მუ­შა­ობ­და. რად­გა­ნაც არ­ცთუ ური­გოდ ერ­კვე­ო­და მე­ქა­ნი­კა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში და თან მუდ­მი­ვად უწევ­და ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულს ვე­ე­ბერ­თე­ლა ტე­რი­ტო­რი­ის შე­მოვ­ლა, ერთ დღე­საც თავ­ში ისე­თი მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნის იდეა მოს­ვლია, რო­მე­ლიც დიდი მან­ძი­ლის და­ფარ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და. მახ­ვილ­გო­ნი­ერ­მა მე­ტყე­ვემ თა­ვი­სი ორ­მეტრ-ნა­ხევ­რი­ა­ნი თვითმგო­რა­ვის, რო­მელ­საც 30-დუ­ი­მი­ა­ნი ბორ­ბლე­ბი ჰქო­ნია, მო­დერ­ნი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა და წინა თვა­ლი მარ­თვა­დად გარ­და­უქ­მნა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ველოსიპედის შექმნა - როგორ შერაცხეს დრეიზინის გამომგონებელი შეშლილად

ველოსიპედის შექმნა - როგორ შერაცხეს დრეიზინის გამომგონებელი შეშლილად

რამდენიმე წლის წინ დიდ ბრიტანეთში, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, კაცობრიობის უდიდეს ტექნიკურ გამოგონებად, რომელიც 1800 წლის შემდეგ შეიქმნა, ველოსიპედი დასახელდა. მას ხმა გამოკითხულთა იმაზე დიდმა რაოდენობამ მისცა, ვიდრე ერთად აღებულ სხვა დანარჩენს. მართლაც, დღეს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ველოსიპედია და ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა. ასეთად კი ის შედარებით დაბალმა ფასმა, მცირე ზომებმა და სიმსუბუქემ, საწვავის საჭიროების არარსებობამ, უსაფრთხოებამ და მოხერხებულობამ აქცია.

ფეხებზე მიბმული ბორბლები

ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, ველოსიპედის ხელახლა გამოგონება დღეს საჭირო ნამდვილად არ არის, თუმცა ვინ და როდის გამოიგონა სინამდვილეში ის, ამაზე ზუსტი პასუხი ექსპერტებს აქამდე არ აქვთ. საქმეს ის ართულებს, რომ იმას, რაც დღევანდელი გაგებით ველოსიპედია, წინ არაერთი გამოგონება უსწრებდა, რომელიც მისი კონსტრუქციის ამა თუ იმ ელემენტს შეიცავდა. თუ მაინც ღრმად ჩავეძიებით გადაადგილების ამ ორთვალა საშუალების წარმოშობის ისტორიას, ათასწლეულებით წინ, ძველი ეგვიპტის ეპოქაში მოგვიწევს მოგზაურობა. მკვლევრებს აქვთ მონაცემები, რომ ეგვიპტელებს მართლაც ჰქონდათ ორბორბლიანი მექანიზმი, რომელსაც მძღოლი ფეხების საშუალებით ამოძრავებდა. ადამიანის დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის განკუთვნილი ორთვალა XV საუკუნის წყაროებშიც გვხვდება. მაგალითად, 1447 წლით დათარიღებულ მაინინგენის ქრონიკებში ნახსენებია მექანიზმი, რომელიც მოძრაობაში ადამიანს საკუთარი ძალისხმევით მოჰყავს. ერთნი პირველი ველოსიპედის შექმნას დიდ იტალიელ მხატვარსა და გამომგონებელ ლეონარდო და ვინჩის, სხვები კი მის მოსწავლე ჯაკომო კაპროტის მიაწერენ, თუმცა 1493 წლით დათარიღებული ნახატი, სადაც გამოსახულია ორთვლიანი მექანიზმი, საჭითა და ჯაჭვური გადაცემით, ბევრის აზრით, ფალსიფიკაციაა. ასევე შეთხზულია ვინმე გრაფ დე სივრაკის მიერ 1791 წლით დათარიღებული თვითმგორავის შექმნის ამბავიც, რომელიც ფრანგი ჟურნალისტის, ლუი ბოდრის ფანტაზიის ნაყოფია.

სხვა ლეგენდა გერმანელ მეურმე მიხაელ კასლერზე გვიამბობს, რომელსაც ერთი სოფლიდან მეორემდე მისასვლელად 2 კილომეტრი ორთვალათი თვალის დახამხამებაში დაუფარავს. კასლერის “მანქანას” ლითონის სალტეებიანი ხის ბორბლები ჰქონდა, რომლებით სავარძლით ყოფილა ერთმანეთთან დაკავშირებული. როგორც ვარაუდობენ, მისი წონა დაახლოებით 125 კილოგრამი უნდა ყოფილიყო... გადმოცემის თანახმად, მეურმე გამომგონებლად მთლად საკუთარი ნებით არ ქცეულა. თურმე ერთ დღეს, როდესაც კასლერს სამუშაოზე კვლავ დაუგვიანია, გაბრაზებულ უფროსს შეუძახია: “ბედოვლათო, ეგებ ფეხებზე ბორბლები მიგება?!” ჰოდა, როგორც ჩანს, კასლერმა შენიშვნა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო...

გამოგონება და სასჯელი

ველოსიპედის დასაბამი მაინც 1817 წლით უნდა დავათარიღოთ და ის გერმანელ გამომგონებელს, კარლ ფონ დრეიზს (1785-1851) დავუკავშიროთ. დრეიზი გერმანიის ქალაქ კარსლრუეს მკვიდრი იყო და მეტყევედ მუშაობდა. რადგანაც არცთუ ურიგოდ ერკვეოდა მექანიკასა და მათემატიკაში და თან მუდმივად უწევდა ცხენზე ამხედრებულს ვეებერთელა ტერიტორიის შემოვლა, ერთ დღესაც თავში ისეთი მექანიზმის შექმნის იდეა მოსვლია, რომელიც დიდი მანძილის დაფარვაში დაეხმარებოდა. მახვილგონიერმა მეტყევემ თავისი ორმეტრ-ნახევრიანი თვითმგორავის, რომელსაც 30-დუიმიანი ბორბლები ჰქონია, მოდერნიზება მოახდინა და წინა თვალი მართვადად გარდაუქმნა.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს