სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაფნის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
დაფნის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

დაფ­ნის ფას­მა წელს ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 კგ ფო­თოლს 4-4,5 ლა­რად იბა­რე­ბენ. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ამ ფა­სად დაფ­ნა არას­დროს გა­ყი­დუ­ლა. მკვეთ­რი მა­ტე­ბა რუ­სეთ­სა და თურ­ქეთ­ში გაზ­რდილ­მა ექ­სპორ­ტმა გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, დაფ­ნის ფო­თოლს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცი­ის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ყო­ველ­თვის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი ეჭი­რა. იგი ახ­ლაც მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტია. "საქსტა­ტის" მო­ნა­ცე­მე­ბით, შარ­შან 4,182 ათა­სი ტონა დაფ­ნა გა­ვი­და ექ­სპორტზე. აქე­დან 36% - რუ­სეთ­ში. სი­დი­დით მე­ო­რე ექ­სპორ­ტი­ო­რი თურ­ქე­თი იყო. 22%-იანი წი­ლით. 2013 წელს მსოფ­ლი­ოს 12 ქვე­ყა­ნა­ში 2 423 188 კგ დაფ­ნის ექ­სპორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, აქე­დან რუ­სეთ­ში 20 ტონა დაფ­ნის ფო­თო­ლი გა­ვი­და. რუ­სეთ­ში ქარ­თუ­ლი დაფ­ნა ებ­მარ­გოს პი­რო­ბებ­შიც გა­დი­ო­და, ოღონდ მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის, ძი­რი­თა­დად, ყა­ზა­ხე­თის, ბე­ლო­რუ­სი­სა და უკ­რა­ი­ნის გავ­ლით. 2015 წლის და­სა­წყის­ში კი ექ­სპორტზე 1,068 ათა­სი ტონა გა­ი­ტა­ნეს, სა­ი­და­ნაც 52,5% თურ­ქეთ­ზე მო­დის. ექ­სპორ­ტი­ორ ქვეყ­ნებს შო­რის არის უკ­რა­ი­ნა, ყა­ზა­ხე­თი, ნი­გე­რია, ფი­ლი­პი­ნე­ბი, უზ­ბე­კე­თი და ა.შ.

საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში დაფ­ნის გა­შე­ნე­ბის ბუმი იყო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­მეგ­რე­ლო­ში. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ ხო­ბის რა­ი­ო­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ მცე­ნა­რით იყო გა­და­ფა­რუ­ლი. სა­მეგ­რე­ლო­დან დაფ­ნა სა­კონ­სერ­ვო მრეწ­ვე­ლო­ბას და სხვა დარ­გებს ამა­რა­გებ­და. მერე მოხ­და ისე, რომ იკლო ფას­მა და მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც მისი წარ­მო­ე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა. ამ­ჟა­მად სა­მეგ­რე­ლოს სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში დაფ­ნის სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბია. ყვე­ლა­ზე კარ­გად იგი ხობ­ში შე­მორ­ჩა. რამ­დე­ნად­მე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია სე­ნაკ­ში, ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­სა და სამ­ტრე­დი­ა­ში.

ხო­ბე­ლი ფერ­მე­რის, გია ჭან­ტუ­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაფ­ნას დიდი ოდე­ნო­ბით ყი­დუ­ლო­ბენ თურ­ქე­ბი. მისი თქმით, პრო­დუქ­ტის გა­და­მუ­შა­ვე­ბა და და­ფა­სო­ე­ბა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის ქარ­ხნებ­ში ხდე­ბა და ექ­სპორტზე ევ­რო­პა­ში გა­დის. საგ­რძნობ­ლად გაზ­რდი­ლია მო­თხოვ­ნა რუ­სე­თი­და­ნაც. "ბა­ზარ­ზე დაფ­ნის მი­მართ მო­თხოვ­ნა დი­დია. ჩვენ ექ­სპორ­ტს, ძი­რი­თა­დად, რუ­სეთ­სა და პოსტსაბ­ჭო­ურ ქვეყ­ნებ­ში ვა­წარ­მო­ებთ, თუმ­ცა მზარ­დია შეკ­ვე­თა თურ­ქე­თის მხრი­დან. მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის მხრივ პრობ­ლე­მა არ გვაქვს. ხო­ბის რა­ი­ონ­ში დაფ­ნა ათა­სო­ბით ჰექ­ტარ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი. ეს ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლია ციტ­რუს­თან ერ­თად. ერთი ძირი დაფ­ნის ხი­დან, სა­შუ­ა­ლოდ, 2-3 კგ იკ­რი­ფე­ბა. როცა ხე არის ძვე­ლი, მო­სა­ვა­ლიც გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. წელს ხა­რის­ხის მხრივ ცოტა პრობ­ლე­მაა, რად­გან გვალ­ვამ ფოთ­ლის ხა­რისხზე იმოქ­მე­და. ფა­სის გამო დაფ­ნის წარ­მო­ე­ბის მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სი აშ­კა­რად გა­ი­ზარ­და, რა­საც დაფ­ნის ნერ­გზე დიდი მო­თხოვ­ნაც ადას­ტუ­რებს," - ამ­ბობს ხო­ბე­ლი გლე­ხი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

დაფნის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

დაფნის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

დაფნის ფასმა წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. დასავლეთ საქართველოში 1 კგ ფოთოლს 4-4,5 ლარად იბარებენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ ფასად დაფნა არასდროს გაყიდულა. მკვეთრი მატება რუსეთსა და თურქეთში გაზრდილმა ექსპორტმა გამოიწვია.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დაფნის ფოთოლს საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში ყოველთვის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა. იგი ახლაც მოთხოვნადი პროდუქტია. "საქსტატის" მონაცემებით, შარშან 4,182 ათასი ტონა დაფნა გავიდა ექსპორტზე. აქედან 36% - რუსეთში. სიდიდით მეორე ექსპორტიორი თურქეთი იყო. 22%-იანი წილით. 2013 წელს მსოფლიოს 12 ქვეყანაში 2 423 188 კგ დაფნის ექსპორტი განხორციელდა, აქედან რუსეთში 20 ტონა დაფნის ფოთოლი გავიდა. რუსეთში ქართული დაფნა ებმარგოს პირობებშიც გადიოდა, ოღონდ მესამე ქვეყნების, ძირითადად, ყაზახეთის, ბელორუსისა და უკრაინის გავლით. 2015 წლის დასაწყისში კი ექსპორტზე 1,068 ათასი ტონა გაიტანეს, საიდანაც 52,5% თურქეთზე მოდის. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის არის უკრაინა, ყაზახეთი, ნიგერია, ფილიპინები, უზბეკეთი და ა.შ.

საბჭოთა პერიოდში დაფნის გაშენების ბუმი იყო დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, სამეგრელოში. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ხობის რაიონი, ფაქტობრივად, ამ მცენარით იყო გადაფარული. სამეგრელოდან დაფნა საკონსერვო მრეწველობას და სხვა დარგებს ამარაგებდა. მერე მოხდა ისე, რომ იკლო ფასმა და მოსახლეობამაც მისი წარმოების მიმართ ინტერესი დაკარგა. ამჟამად სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში დაფნის საკარმიდამო ნაკვეთებია. ყველაზე კარგად იგი ხობში შემორჩა. რამდენადმე შენარჩუნებულია სენაკში, ზუგდიდის რაიონსა და სამტრედიაში.

ხობელი ფერმერის, გია ჭანტურიას ინფორმაციით, დაფნას დიდი ოდენობით ყიდულობენ თურქები. მისი თქმით, პროდუქტის გადამუშავება და დაფასოება მეზობელი ქვეყნის ქარხნებში ხდება და ექსპორტზე ევროპაში გადის. საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნა რუსეთიდანაც. "ბაზარზე დაფნის მიმართ მოთხოვნა დიდია. ჩვენ ექსპორტს, ძირითადად, რუსეთსა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ვაწარმოებთ, თუმცა მზარდია შეკვეთა თურქეთის მხრიდან. მოსავლიანობის მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ხობის რაიონში დაფნა ათასობით ჰექტარზეა გაშენებული. ეს ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალია ციტრუსთან ერთად. ერთი ძირი დაფნის ხიდან, საშუალოდ, 2-3 კგ იკრიფება. როცა ხე არის ძველი, მოსავალიც გაცილებით მეტია. წელს ხარისხის მხრივ ცოტა პრობლემაა, რადგან გვალვამ ფოთლის ხარისხზე იმოქმედა. ფასის გამო დაფნის წარმოების მიმართ მოსახლეობის ინტერესი აშკარად გაიზარდა, რასაც დაფნის ნერგზე დიდი მოთხოვნაც ადასტურებს," - ამბობს ხობელი გლეხი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია