სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრუზვინპრომი" 31 მილიონად გაიყიდა - რა კავშირი აქვს მყიდველს ქიბარ ხალვაშთან?
"გრუზვინპრომი" 31 მილიონად გაიყიდა - რა კავშირი აქვს მყიდველს ქიბარ ხალვაშთან?

ღვი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო "გრუზ­ვინპ­რო­მი" აუქ­ცი­ონ­ზე 31 105 000 ლა­რად გა­ი­ყი­და. სა­წარ­მო შპს Bolero & Company-მ შე­ი­ძი­ნა, რომ­ლის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ენი­სელ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მა­მუ­კა ფო­თო­ლაშ­ვი­ლია. მა­მუ­კა ფო­თო­ლაშ­ვი­ლი წილს კი­დევ ორ სა­წარ­მო­ში ფლობს და თა­მაზ ბე­რი­აშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რია, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, ქი­ბარ ხალ­ვაშ­თან ერ­თად ფლობს წი­ლებს ოთხ ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ა­ში.

შპს "გრუზ­ვინპ­რო­მი" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ საპ­რი­ვა­ტი­ზე­ბო ობი­ექ­ტე­ბის ნუს­ხა­ში 2015 წლის თე­ბერ­ვალ­ში შე­ი­ტა­ნა, ლა­რის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის მიზ­ნით.

"გრუზ­ვინპ­რო­მის" სა­წყი­სი გა­სა­ყი­დი ფასი 11,6 მი­ლი­ო­ნი ლარი იყო. "გრუზ­ვინპ­რო­მის" ძი­რი­თა­დი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბაა: ქა­ლაქ გურ­ჯა­ან­ში, კოს­ტა­ვას ქუჩა N1-ში მდე­ბა­რე 46906.00 კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი 26 ერ­თე­უ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა (სა­კა­დას­ტრო კოდი N51.01.57.274).

სა­წარ­მოს აქვს დე­ბი­ტო­რუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა (2015 წლის 1 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით) 5 375 839.01 ლარი; შპს "გრუზ­ვინპ­რო­მის" ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი (2015 წლის 1 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით) - 15 107 866.6 ლარი; სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლი (2015 წლის 1 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით) - 67 740 281.62 ლარი; საპ­რი­ვა­ტი­ზე­ბო შპს-ს მოძ­რავ ნივ­თებ­ზე ვრცელ­დე­ბა სს "ბან­კი ქარ­თუს" გი­რავ­ნო­ბა-ლი­ზინ­გის, ხოლო უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე - იპო­თე­კის უფ­ლე­ბა.

აუქ­ცი­ო­ნის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მყიდ­ველ­მა საპ­რი­ვა­ტი­ზე­ბო სა­ფა­სუ­რი უნდა გა­და­ი­ხა­დოს შემ­დეგ­ნა­ი­რად: ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან 1 თვის ვა­და­ში, არა­ნაკ­ლებ 3 მი­ლი­ო­ნი ლარი; 2017 წლის 01 იან­ვრამ­დე, არა­ნაკ­ლებ 6 მი­ლი­ო­ნი ლარი; 2018 წლის 01 სექ­ტემ­ბრამ­დე, დარ­ჩე­ნი­ლი საპ­რი­ვა­ტი­ზე­ბო სა­ფა­სუ­რი.

მყიდ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან არა­უ­მე­ტეს 24 თვის ვა­და­ში, შპს "გრუზ­ვინპ­რო­მის" სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე სპირ­ტის და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი სა­წარ­მოს მშე­ნებ­ლო­ბა-რე­კონ­სტრუქ­ცი­ის და აღ­ჭურ­ვის მიზ­ნით, არა­ნაკ­ლებ 1 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს; 2016 წლი­დან 2019 წლის ჩათ­ვლით კი, ყო­ველ­წლი­უ­რად, არა­ნაკ­ლებ 3000 ტონა ყუ­რძე­ნი შე­ი­ძი­ნოს და გა­და­ა­მუ­შა­ოს.

ამას­თან, მყიდ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, 2015 წლის 27 აგ­ვის­ტომ­დე შპს "გრუზ­ვინპ­რო­მის" არ­სე­ბუ­ლი კრე­დი­ტო­რუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის, მათ შო­რის, ამა­ვე კრე­დი­ტო­რუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი ფუ­ლა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სრუ­ლად და­ფა­როს კრე­დი­ტო­რებ­თან შე­თან­ხმე­ბულ ვა­და­ში, არა­უგ­ვი­ა­ნეს 2020 წლის 1 იან­ვრამ­დე;

ასე­ვე, მყიდ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სი ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან ერთი თვის ვა­და­ში, შპს "გრუზ­ვინპ­რომ­ში" და­საქ­მე­ბულ 40 პირ­თან შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ან გა­აგ­რძე­ლოს, არა­ნაკ­ლებ 4 წლის ვა­დით.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"გრუზვინპრომი" 31 მილიონად გაიყიდა - რა კავშირი აქვს მყიდველს ქიბარ ხალვაშთან?

"გრუზვინპრომი" 31 მილიონად გაიყიდა - რა კავშირი აქვს მყიდველს ქიბარ ხალვაშთან?

ღვინის სახელმწიფო საწარმო "გრუზვინპრომი" აუქციონზე 31 105 000 ლარად გაიყიდა. საწარმო შპს Bolero & Company-მ შეიძინა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში რეგისტრირებული მამუკა ფოთოლაშვილია. მამუკა ფოთოლაშვილი წილს კიდევ ორ საწარმოში ფლობს და თამაზ ბერიაშვილის ბიზნესპარტნიორია, რომელიც თავის მხრივ, ქიბარ ხალვაშთან ერთად ფლობს წილებს ოთხ ბიზნესკომპანიაში.

შპს "გრუზვინპრომი" საქართველოს მთავრობამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში 2015 წლის თებერვალში შეიტანა, ლარის დასტაბილურების მიზნით.

"გრუზვინპრომის" საწყისი გასაყიდი ფასი 11,6 მილიონი ლარი იყო. "გრუზვინპრომის" ძირითადი უძრავი ქონებაა: ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩა N1-ში მდებარე 46906.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 26 ერთეული შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი N51.01.57.274).

საწარმოს აქვს დებიტორული დავალიანება (2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით) 5 375 839.01 ლარი; შპს "გრუზვინპრომის" ვალდებულებები (2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით) - 15 107 866.6 ლარი; საწესდებო კაპიტალი (2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით) - 67 740 281.62 ლარი; საპრივატიზებო შპს-ს მოძრავ ნივთებზე ვრცელდება სს "ბანკი ქართუს" გირავნობა-ლიზინგის, ხოლო უძრავ ქონებაზე - იპოთეკის უფლება.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს შემდეგნაირად: ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში, არანაკლებ 3 მილიონი ლარი; 2017 წლის 01 იანვრამდე, არანაკლებ 6 მილიონი ლარი; 2018 წლის 01 სექტემბრამდე, დარჩენილი საპრივატიზებო საფასური.

მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში, შპს "გრუზვინპრომის" საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სპირტის და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა-რეკონსტრუქციის და აღჭურვის მიზნით, არანაკლებ 1 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს; 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით კი, ყოველწლიურად, არანაკლებ 3000 ტონა ყურძენი შეიძინოს და გადაამუშაოს.

ამასთან, მყიდველი ვალდებულია, 2015 წლის 27 აგვისტომდე შპს "გრუზვინპრომის" არსებული კრედიტორული დავალიანების, მათ შორის, ამავე კრედიტორული დავალიანების საფუძველზე წარმოქმნილი ფულადი ვალდებულებები სრულად დაფაროს კრედიტორებთან შეთანხმებულ ვადაში, არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრამდე;

ასევე, მყიდველი ვალდებულია, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში, შპს "გრუზვინპრომში" დასაქმებულ 40 პირთან შრომითი ხელშეკრულება შეინარჩუნოს ან გააგრძელოს, არანაკლებ 4 წლის ვადით.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია