პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციტრუსის მოსავალი რეკორდული და ხარისხიანია
ციტრუსის მოსავალი რეკორდული და ხარისხიანია

წელს ციტ­რუ­სის მო­სა­ვა­ლი 135 ათას ტო­ნას გა­და­ა­ჭარ­ბებს. აქე­დან 105 ათას ტო­ნას მხო­ლოდ აჭა­რის რე­გი­ონ­ში ელო­დე­ბი­ან. ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, ციტ­რუ­სის რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია და ხა­რის­ხი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. მო­სავ­ლის ზრდა, რო­გორც წესი, სე­ზო­ნუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. შარ­შან ციტ­რუ­სის მო­სა­ვა­ლი მცი­რე იყო და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 75-80 ათას ტო­ნამ­დე და­იკ­რი­ფა.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის ზაურ ფუტ­კა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, წლე­ვან­დე­ლი მო­სა­ვა­ლი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა. მა­ღა­ლი ხა­რის­ხი კი ექ­სპორ­ტის­თვის მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ციტ­რუ­სის კრე­ფა აჭა­რა­ში ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში და­ი­წყე­ბა და თვის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა. უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­უ­ბა­რი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე. ძი­რი­თად ბაზ­რე­ბად კვლავ რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა და შუა აზი­ის ქვეყ­ნე­ბი მი­იჩ­ნე­ვა. მოხ­დე­ბა თუ არა ციტ­რუ­სის მო­სავ­ლის სუბ­სი­დი­რე­ბა, მთავ­რო­ბა­ში ამ დრომ­დე არ გა­და­უ­წყვე­ტი­ათ, თუმ­ცა გაზ­რდი­ლი მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის ფონ­ზე "ნა­რინ­ჯის­ფე­რი რთვე­ლის" წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბის იმე­დი აქვთ.

ზაურ ფუტ­კა­რა­ძე შე­საძ­ლო პრობ­ლე­მებ­ზეც სა­უბ­რობს, თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფონ­ზე, ქარ­თუ­ლი მან­და­რი­ნი გა­უ­ყი­და­ვი არ დარ­ჩე­ბა. "წელს ციტ­რუ­სის მო­სა­ვა­ლი, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, ორ­ჯერ მეტი იქ­ნე­ბა. აჭა­რა­ში სულ 105-106 ათა­სი ტონა ციტ­რუ­სის მო­სა­ვალს ვე­ლო­დე­ბით, მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის მას­შტა­ბით კი 130-135 ათას ტონა ციტ­რუ­სის მო­სავ­ლის პროგ­ნო­ზია", - აცხა­დებს ფუტ­კა­რა­ძე და ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს მო­სა­ლოდ­ნელ პრობ­ლე­მა­ზეც, რაც შე­იძ­ლე­ბა ციტ­რუ­სის ექ­სპორ­ტს შე­ექ­მნას. "უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე ინფლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლეს შეგ­ვიქ­მნის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წელს გვინ­და, რომ შუა აზი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაქ­ტი­ურ­დეთ. რა თქმა უნდა, აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ბაზ­რე­ბი, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თი, ბე­ლო­რუ­სი, მოლ­დო­ვა, სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სა­თა­ნა­დოდ მო­ვამ­ზა­დოთ ად­გი­ლობ­რი­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რომ მიმ­ღებ­მა პუნ­ქტებ­მა კარ­გად იმუ­შა­ონ. ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შევა რამ­დე­ნი­მე სა­წარ­მო, რო­მე­ლიც ციტ­რუ­სის გა­სან­თვლა­ზე იმუ­შა­ვებს, რაც, თა­ვის მხრივ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვით გაზ­რდის შე­ნახ­ვის ვა­დას. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, სე­ზო­ნი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ტა­როთ", - აცხა­დებს ზაურ ფუტ­კა­რა­ძე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ციტრუსის მოსავალი რეკორდული და ხარისხიანია

ციტრუსის მოსავალი რეკორდული და ხარისხიანია

წელს ციტრუსის მოსავალი 135 ათას ტონას გადააჭარბებს. აქედან 105 ათას ტონას მხოლოდ აჭარის რეგიონში ელოდებიან. ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, ციტრუსის რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია და ხარისხითაც გამოირჩევა. მოსავლის ზრდა, როგორც წესი, სეზონური ცვლილებებითაა გამოწვეული. შარშან ციტრუსის მოსავალი მცირე იყო და ქვეყნის მასშტაბით 75-80 ათას ტონამდე დაიკრიფა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის განმარტებით, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა. მაღალი ხარისხი კი ექსპორტისთვის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ციტრუსის კრეფა აჭარაში ნოემბრის დასაწყისში დაიწყება და თვის ბოლომდე დასრულდება. უკვე მიმდინარეობს საუბარი პროდუქტის რეალიზაციაზე. ძირითად ბაზრებად კვლავ რუსეთი, უკრაინა და შუა აზიის ქვეყნები მიიჩნევა. მოხდება თუ არა ციტრუსის მოსავლის სუბსიდირება, მთავრობაში ამ დრომდე არ გადაუწყვეტიათ, თუმცა გაზრდილი მოსავლიანობის ფონზე "ნარინჯისფერი რთველის" წარმატებით ჩატარების იმედი აქვთ.

ზაურ ფუტკარაძე შესაძლო პრობლემებზეც საუბრობს, თუმცა მიაჩნია, რომ გაწეული სამუშაოების ფონზე, ქართული მანდარინი გაუყიდავი არ დარჩება. "წელს ციტრუსის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტი იქნება. აჭარაში სულ 105-106 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალს ველოდებით, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი 130-135 ათას ტონა ციტრუსის მოსავლის პროგნოზია", - აცხადებს ფუტკარაძე და ყურადღებას ამახვილებს მოსალოდნელ პრობლემაზეც, რაც შეიძლება ციტრუსის ექსპორტს შეექმნას. "უკრაინასა და რუსეთში არსებული ვითარება, ასევე ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხები, გარკვეულ სირთულეს შეგვიქმნის. აქედან გამომდინარე, წელს გვინდა, რომ შუა აზიის მიმართულებით გავაქტიურდეთ. რა თქმა უნდა, აქტუალური იქნება ტრადიციული ბაზრები, მხედველობაში მაქვს უკრაინა, რუსეთი, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი. ჩვენი მიზანია, სათანადოდ მოვამზადოთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, რომ მიმღებმა პუნქტებმა კარგად იმუშაონ. ექსპლუატაციაში შევა რამდენიმე საწარმო, რომელიც ციტრუსის გასანთვლაზე იმუშავებს, რაც, თავის მხრივ, დაახლოებით ერთი თვით გაზრდის შენახვის ვადას. მაქსიმალურად ვცდილობთ, სეზონი წარმატებით ჩავატაროთ", - აცხადებს ზაურ ფუტკარაძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია