პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთადერთი, რაც იუსტიციის მინისტრს ამოძრავებს, ზიზღია" - გიორგი კანდელაკი
"ერთადერთი, რაც იუსტიციის მინისტრს ამოძრავებს, ზიზღია" - გიორგი კანდელაკი

ერ­თა­დერ­თი რაც იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს ამოძ­რა­ვებს, ზი­ზღია, - ამ გან­ცხა­დე­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა თეა წუ­ლუ­კი­ანს მი­მარ­თა. კან­დე­ლაკ­მა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი დე­პუ­ტა­ტე­ბის მი­მართ არა­ე­თი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და გა­ნა­ცხა­და, დას­მულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო.

"ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მკა­ფიო პო­ზი­ცი­აა, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბის არ­ჩე­ვა ორი მე­სა­მე­დის უმ­რავ­ლე­სო­ბით მოხ­დეს. თქვენ იც­რუ­ეთ როცა თქვით, რომ საბ­ჭო­ში ერთი ად­გი­ლის შევ­სე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გამო ვერ ხდე­ბა. ამ კვო­ტა­ზე წარ­დგე­ნილ კან­დი­და­ტუ­რას თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად აგ­დე­ბენ. რო­გორც ხალ­ხუ­რი სიბ­რძნე ამ­ბობს, ტყუ­ილს მოკ­ლე ფეხი აქვს. დღეს ჩვენ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის დარ­ბაზ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის სის­ტე­მის დროს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სის­ტე­მა არ­სე­ბობ­და, ის ბოლ­შე­ვი­კებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ გა­ა­უქ­მეს და თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით ვიმ­სჯე­ლებთ, იდე­უ­რად და მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვად, ზუს­ტად მათ­თან ხართ ახ­ლოს", - მი­მარ­თა თეა წუ­ლუ­კი­ანს გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა.

კან­დე­ლა­კის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხად დე­პუ­ტატ ოთარ ჩრდი­ლე­ლის რეპ­ლი­კა მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც დე­პუ­ტატს ნე­ო­ბოლ­შე­ვი­კი უწო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ერთადერთი, რაც იუსტიციის მინისტრს ამოძრავებს, ზიზღია" - გიორგი კანდელაკი

"ერთადერთი, რაც იუსტიციის მინისტრს ამოძრავებს, ზიზღია" - გიორგი კანდელაკი

ერთადერთი რაც იუსტიციის მინისტრს ამოძრავებს, ზიზღია, - ამ განცხადებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა თეა წულუკიანს მიმართა. კანდელაკმა თეა წულუკიანი დეპუტატების მიმართ არაეთიკურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და განაცხადა, დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.

"ვენეციის კომისიის მკაფიო პოზიციაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა ორი მესამედის უმრავლესობით მოხდეს. თქვენ იცრუეთ როცა თქვით, რომ საბჭოში ერთი ადგილის შევსება "ნაციონალური მოძრაობის" გამო ვერ ხდება. ამ კვოტაზე წარდგენილ კანდიდატურას თქვენი მეგობრები სისტემატურად აგდებენ. როგორც ხალხური სიბრძნე ამბობს, ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დღეს ჩვენ პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში ვიმყოფებით. პირველი რესპუბლიკის სისტემის დროს ნაფიც მსაჯულთა სისტემა არსებობდა, ის ბოლშევიკებმა საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გააუქმეს და თუ თქვენი საქმიანობით ვიმსჯელებთ, იდეურად და მსოფლმხედველობრივად, ზუსტად მათთან ხართ ახლოს", - მიმართა თეა წულუკიანს გიორგი კანდელაკმა.

კანდელაკის განცხადებას პასუხად დეპუტატ ოთარ ჩრდილელის რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც დეპუტატს ნეობოლშევიკი უწოდა.

გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას აცხადებენ პარტიაში

"ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს... მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"