სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამადას ყველა ქართველის ჯიგარზე ამოკაწრული ყველა სადღეგრძელო მოხდილი ჰქონდა და კლასგარეშეს ეძებდა, ჭიქა ტურისტზე გაასწორა და დაჰყვირა: ევროპა!" - დაჩი გრძელიშვილი
"თამადას ყველა ქართველის ჯიგარზე ამოკაწრული ყველა სადღეგრძელო მოხდილი ჰქონდა და კლასგარეშეს ეძებდა, ჭიქა ტურისტზე გაასწორა და დაჰყვირა: ევროპა!" - დაჩი გრძელიშვილი

ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი ახალ­ცი­ხე­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ წერს და ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და ტუ­რის­ტებს შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას:

"ეს რამ­დე­ნი­მე დღე ახალ­ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი. ძა­ა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტია, თან ტუ­რის­ტუ­ლი ტუ­რის­ტი - პო­ლო­ნე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბი... მეც­ნი­ე­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ვას­კვე­ნი რომ ეს ტუ­რიზ­მი არა მარ­ტო ეკო­ნო­მი­კის­თვის არა­მედ კულ­ტუ­რის, ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და ქსე­ნო­ფი­ლი­ის (ქსე­ნო­ფო­ბი­ის ან­ტო­ნი­მია, მგო­ნი მე მო­ვი­გო­ნე ეხლა) გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან კარ­გი რა­მეა. რა­ტომ: ეს ტუ­რის­ტე­ბი - ხო და­ბო­ჟი­ა­ლო­ბენ ახალ­ცი­ხე­სა და მი­და­მო­ებ­ში. ფულს ხარ­ჯა­ვენ - ად­გი­ლობ­რი­ვებს შე­მო­სა­ვა­ლი უჩ­ნდე­ბათ, შრო­მის მო­ტი­ვი და სი­სუ­ლე­ლე­ბის­თვის დრო აღარ რჩე­ბათ. სა­დაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კაა, იქ ეროვ­ნუ­ლი ავად­მყო­ფო­ბე­ბი არ აწუ­ხებთ (არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნუ­რი ავად­მყო­ფო­ბა - გრი­პი, ფა­ღა­რა­თი, აპენ­დი­ცი­ტი... და არ­სე­ბობს ეროვ­ნუ­ლი ავად­მყო­ფო­ბა- ქსე­ნო­ფო­ბია, ურა­პატ­რი­ო­ტიზ­მი, ნარ­კო­მა­ნია, ლო­თო­ბა...) თან, ტუ­რის­ტე­ბი ხო ათას­ნა­ი­რე­ბი არი­ან, ჭრე­ლა-ჭრუ­ლე­ბი - რჯუ­ლით გინ­და, რა­სით, სქე­სით თუ ჩაც­მუ­ლო­ბით. და მო­სახ­ლე­ო­ბა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში მათ­თან მშვი­დო­ბი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას ეჩ­ვე­ვა.

მა­გა­ლი­თად, ხე­დავს, რომ ევ­რო­პე­ლი, ამე­რი­კე­ლი თუ ჩი­ნე­ლი ტუ­რის­ტი, მი­უ­ხე­და­ვად კა­ნის ფე­რი­სა და კა­ცუ­რი თუ ქა­ლუ­რი მა­ნე­რე­ბი­სა, სა­ოც­რად თა­ვა­ზი­ა­ნია, არ გე­ქა­ჩე­ბა მე­ო­ბა­ზე (არ გარ­თმევს) და არ ანაგ­ვი­ა­ნებს ქუ­ჩას. სა­ღა­მო ჟამს, ერთ-ერთ დუ­ქან­ში ასეთ სცე­ნას შე­ვეს­წა­რი: აქით მა­გი­და­ზე, სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი ფე­ნის ქარ­თვე­ლე­ბი ლხი­ნობ­დნენ. იქეთ მა­გი­დას ტუ­რის­ტე­ბი მის­ხდო­მოდ­ნენ. ქარ­თვე­ლე­ბი რომ შტო­ფი­დან ჭი­ქა­ში ის­ხამ­დნენ, ზუს­ტად ისე­თი ედ­გათ ტუ­რის­ტებს შუ­ა­ში და ღვი­ნოს პა­ტა­რა ჭი­ქუ­ნებ­ში უმარ­ჯვებ­დნენ. თან ქარ­თულ სუფ­რას ისე­თი მა­ლუ­ლო­ბით უყუ­რებ­დნენ, უბი­ლე­თოდ რომ სპექ­ტაკლზე შე­ი­პა­რე­ბი. ჰოდა სად იყო და სად არა, თა­მა­დამ ისე მი­მო­ი­ხე­და, მივ­ხვდი - დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი, სამ­შო­ბო­ლო და ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ჯი­გარ­ზე ამო­კაწ­რუ­ლი ყვე­ლა სა­დღეგ­რძე­ლო მოხ­დი­ლი ჰქონ­და და ახლა კლას­გა­რე­შეს ეძებ­და. ჭიქა ტუ­რისტზე გა­ას­წო­რა და დაჰ­ყვი­რა: ევ­რო­პა! ამათ ხო პა­ტა­რე­ბი ეჭი­რათ და ლა­მის ჭი­ქი­ა­ნა გა­დაც­და სას­მე­ლი. - ევ­რო­პა. უბი­ლე­თოს ში­შით და­უ­დას­ტუ­რა მშვი­დო­ბი­ან­მა ტუ­რის­ტმა. რა და­გი­მა­ლოთ და კი და­ვი­ძა­ბე...

- ევ­რო­პა ხა­რა­შო! რი­ხით გა­აგ­რძე­ლა თა­მა­დამ. - ფრან­ცია ხა­რა­შო, გერ­მა­ნია ხა­რა­შო! (რატო ჰგო­ნია ბრეჟნე­ვის თა­ო­ბას რუ­სუ­ლი ჯა­დოს­ნუ­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო ენა?) ერთ-ერ­თმა ტუ­რის­ტმა შვე­ბით მი­ა­ყო­ლა - ჰო­ლან­დია! და თა­ვი­სი მა­გი­დას პა­ტა­რა ჭი­ქი­ა­ნი ხელი მო­ა­ტა­რა.

- ჰო­ლან­დი­აც ტოჟე ხა­რა­შო. რა­სია პლო­ხა! - არ და­იბ­ნა თა­მა­და. ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბიც არ იყ­ვნენ ჯა­ბან­ნი. თან­ხმო­ბის ნიშ­ნად ერ­თხმად გა­მო­ცა­ლეს ჭი­ქე­ბი. იმ წუ­თი­დან, ჰა­ე­რი გა­ნი­მუხ­ტა და ჩვენ ყვე­ლა­ნი, უკვე შე­თან­ხმე­ბუ­ლი ევ­რო­პე­ლე­ბი ფიქ­რით ისევ ჩვენ ჩვენ მა­გი­დებ­თან დავ­ბრუნ­დით. მოკ­ლედ, კაი რა­მეა ტუ­რიზ­მი" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"თამადას ყველა ქართველის ჯიგარზე ამოკაწრული ყველა სადღეგრძელო მოხდილი ჰქონდა და კლასგარეშეს ეძებდა, ჭიქა ტურისტზე გაასწორა და დაჰყვირა: ევროპა!" - დაჩი გრძელიშვილი

"თამადას ყველა ქართველის ჯიგარზე ამოკაწრული ყველა სადღეგრძელო მოხდილი ჰქონდა და კლასგარეშეს ეძებდა, ჭიქა ტურისტზე გაასწორა და დაჰყვირა: ევროპა!" - დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ახალციხეში მოგზაურობის შესახებ წერს და ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის არსებულ ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ეს რამდენიმე დღე ახალციხეში ვიყავი. ძაალიან ბევრი ტურისტია, თან ტურისტული ტურისტი - პოლონელები, გერმანელები, ჰოლანდიელები... მეცნიერული დაკვირვების საფუძველზე დავასკვენი რომ ეს ტურიზმი არა მარტო ეკონომიკისთვის არამედ კულტურის, ტოლერანტობისა და ქსენოფილიის (ქსენოფობიის ანტონიმია, მგონი მე მოვიგონე ეხლა) განვითარებისთვისაც ძალიან კარგი რამეა. რატომ: ეს ტურისტები - ხო დაბოჟიალობენ ახალციხესა და მიდამოებში. ფულს ხარჯავენ - ადგილობრივებს შემოსავალი უჩნდებათ, შრომის მოტივი და სისულელებისთვის დრო აღარ რჩებათ. სადაც განვითარებული ეკონომიკაა, იქ ეროვნული ავადმყოფობები არ აწუხებთ (არსებობს ადამიანური ავადმყოფობა - გრიპი, ფაღარათი, აპენდიციტი... და არსებობს ეროვნული ავადმყოფობა- ქსენოფობია, ურაპატრიოტიზმი, ნარკომანია, ლოთობა...) თან, ტურისტები ხო ათასნაირები არიან, ჭრელა-ჭრულები - რჯულით გინდა, რასით, სქესით თუ ჩაცმულობით. და მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მათთან მშვიდობიან თანაცხოვრებას ეჩვევა.

მაგალითად, ხედავს, რომ ევროპელი, ამერიკელი თუ ჩინელი ტურისტი, მიუხედავად კანის ფერისა და კაცური თუ ქალური მანერებისა, საოცრად თავაზიანია, არ გექაჩება მეობაზე (არ გართმევს) და არ ანაგვიანებს ქუჩას. საღამო ჟამს, ერთ-ერთ დუქანში ასეთ სცენას შევესწარი: აქით მაგიდაზე, საშუალოზე დაბალი ფენის ქართველები ლხინობდნენ. იქეთ მაგიდას ტურისტები მისხდომოდნენ. ქართველები რომ შტოფიდან ჭიქაში ისხამდნენ, ზუსტად ისეთი ედგათ ტურისტებს შუაში და ღვინოს პატარა ჭიქუნებში უმარჯვებდნენ. თან ქართულ სუფრას ისეთი მალულობით უყურებდნენ, უბილეთოდ რომ სპექტაკლზე შეიპარები. ჰოდა სად იყო და სად არა, თამადამ ისე მიმოიხედა, მივხვდი - დედმამიშვილები, მშობლები, სამშობოლო და ყველა ქართველის ჯიგარზე ამოკაწრული ყველა სადღეგრძელო მოხდილი ჰქონდა და ახლა კლასგარეშეს ეძებდა. ჭიქა ტურისტზე გაასწორა და დაჰყვირა: ევროპა! ამათ ხო პატარები ეჭირათ და ლამის ჭიქიანა გადაცდა სასმელი. - ევროპა. უბილეთოს შიშით დაუდასტურა მშვიდობიანმა ტურისტმა. რა დაგიმალოთ და კი დავიძაბე...

- ევროპა ხარაშო! რიხით გააგრძელა თამადამ. - ფრანცია ხარაშო, გერმანია ხარაშო! (რატო ჰგონია ბრეჟნევის თაობას რუსული ჯადოსნურად საერთაშორისო ენა?) ერთ-ერთმა ტურისტმა შვებით მიაყოლა - ჰოლანდია! და თავისი მაგიდას პატარა ჭიქიანი ხელი მოატარა.

- ჰოლანდიაც ტოჟე ხარაშო. რასია პლოხა! - არ დაიბნა თამადა. ჰოლანდიელებიც არ იყვნენ ჯაბანნი. თანხმობის ნიშნად ერთხმად გამოცალეს ჭიქები. იმ წუთიდან, ჰაერი განიმუხტა და ჩვენ ყველანი, უკვე შეთანხმებული ევროპელები ფიქრით ისევ ჩვენ ჩვენ მაგიდებთან დავბრუნდით. მოკლედ, კაი რამეა ტურიზმი" - წერს ჟურნალისტი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს