კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გაულამაზა ცხელი ზაფხული თიკო მოსემღვდლიშვილს
ვინ გაულამაზა ცხელი ზაფხული თიკო მოსემღვდლიშვილს

მსა­ხი­ობ­სა და მომ­ღე­რალს - თიკო მო­სემღვდლიშ­ვილს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა მოს­წონს, მაგ­რამ ამ­ბობს, - ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბაც არ ვარ­გაო.

ყო­ველ­თვის ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ მათი რი­ცხვი ზა­ფხულ­ში კი­დევ უფრო მე­ტად გაზ­რდი­ლა. ჰოდა, ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა შეძ­ლო, თი­კოს­თვის დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი გა­ე­ლა­მა­ზე­ბი­ნა.

- ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვა­ტა­რე. როცა დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი იწყე­ბა, პირ­ველ ეტაპ­ზე, ქა­ლაქ­გა­რეთ შვი­ლი მიმ­ყავს. ტრა­დი­ცი­ას წელ­საც არ ვუ­ღა­ლა­ტე და ურეკ­ში წა­ვე­დით. შვილ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა იმ­დენ ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს, რომ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულს გან­ტვირ­თვა ჰა­ე­რი­ვით მჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, ცოტა ხან­ში მე­გო­ბარ­თან ერ­თად, ბა­თუმ­ში წა­ვე­დი. შემ­დეგ და­უ­გეგ­მა­ვად, სუ­რამ­ში ამოვ­ყა­ვი თავი, სა­დაც მთე­ლი ჩემი სა­მე­გობ­რო, შვი­ლებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და. პა­ტა­რებ­მა ლა­მის გაგ­ვა­გი­ჟეს და რო­გორც კი ისი­ნი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, უფ­რო­სე­ბი ისევ ბა­თუმ­ში წა­ვე­დით.

- კუ­რორტზე ყოფ­ნი­სას კარ­გად გა­მო­ძი­ნე­ბას კარ­გად გარ­თო­ბა გირ­ჩევ­ნია?

- ჩემს დას­ვე­ნე­ბა­ში ძილი არ შე­დის. გა­მო­ძი­ნე­ბას ყო­ველ­თვის მო­ვას­წრებ. კუ­რორტზე ყოფ­ნი­სას ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი, აქ­ტი­უ­რი ვარ. მხო­ლოდ პლაჟ­ზე თუ ვა­ხერ­ხებ­დი ძილს. ყვე­ლა წუთ­სა და წამს მაქ­სი­მა­ლუ­რად, გა­სარ­თო­ბად ვი­ყე­ნებ­დი.

- შენ­თვის იდე­ა­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბა რო­გო­რია?

- ჩემ­თვის იდე­ა­ლუ­რია დას­ვე­ნე­ბაა, როცა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვარ. წელს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ბა­თუ­მი სა­ბა­ნი­ვით გა­და­ვი­ფა­რე. სა­ერ­თოდ, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვას­წრო. ჩემი აზ­რით, ადა­მი­ან­მა არ უნდა და­ი­ზა­როს იმის გა­კე­თე­ბა, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას, სი­ხა­რულ­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას მი­ა­ნი­ჭებს. ცხოვ­რე­ბა ხომ ისე­დაც ხან­მოკ­ლეა.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, წე­ლი­წა­დის რო­მე­ლი დრო გიყ­ვარს?

- ზა­ფხუ­ლი ჩემ­თვის იდე­ა­ლუ­რი პე­რი­ო­დია. ეს წე­ლი­წა­დის ის დროა, როცა ვის­ვე­ნებ რო­გორც სუ­ლი­ე­რად, ისე - ფი­ზი­კუ­რად. მზე და ზღვა ჩემი მა­ცო­ცხლე­ბე­ლი ძა­ლაა.

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბი დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, წი­ნას­წარ იქ­მნი გან­წყო­ბას?

- გან­წყო­ბა თა­ვის­თა­ვად, ერ­თი­ო­რად მაღ­ლდე­ბა, როცა იცი, რომ და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დი­ხარ ანუ წი­ნას­წარ გან­წყო­ბას არ ვიქ­მნი, ეს ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა. ორი დღით ადრე უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი მაქვს ბარ­გი და წას­ვლამ­დე ჩან­თა­ში კი­დევ იმ­დე­ნი რა­მის ჩა­მა­ტე­ბას ვცდი­ლობ, რომ და­მა­ტე­ბი­თი ბარ­გის წა­ღე­ბაც მი­წევს.

- კოს­მე­ტი­კაც მი­გაქვს, თუ ზღვა­ზე ყოფ­ნი­სას მა­კი­აჟს არ იყე­ნებ?

- ყვე­ლა­ფე­რი მი­მაქვს, რაც კი შე­იძ­ლე­ბა, დამ­ჭირ­დეს. 4-5 ფეხ­საც­მე­ლი მა­ინც მი­მაქვს, სა­მოს­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა და რა თქმა უნდა, თა­ვის მოვ­ლის უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაც. მსუ­ბუქ მა­კი­აჟს მხო­ლოდ სა­ღა­მო­ო­ბით ვი­კე­თებ. ვი­ყე­ნებ თვა­ლის ფან­ქარს და ტუჩ­სა­ცხს. GzaPress

- "X ფაქ­ტორ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი. კუ­რორტზე ყოფ­ნი­სას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბამ დის­კომ­ფორ­ტი ხომ არ შე­გიქ­მნა?

- მარ­თლაც, ქუ­ჩა­ში ყვე­ლა მცნობს და კუ­რორტზე ყოფ­ნი­სას უფრო მძაფ­რად შე­ვიგ­რძე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბის გემო. მა­გა­ლი­თად, მა­ღა­ზი­ა­ში შე­სულს, რა­ღა­ცებ­ზე ფასს მიკ­ლებ­დნენ. ზოგი ზღვა­ში "შე­მო­მი­ცურ­დე­ბო­და" ხოლ­მე და მო­ახ­ლო­ე­ბი­სას მის­ვამ­და კი­თხვას: "უკაც­რა­ვად, თქვენ თიკო ხართ?" კლუ­ბებ­შიც უფა­სოდ შევ­დი­ო­დი... ერთი ბიჭი მო­ვი­და და ისე ჩა­მე­ხუ­ტა, მე­გო­ნა, ნაც­ნო­ბი იყო, რო­მე­ლიც ვერ გა­ვიხ­სე­ნე... ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, პი­რი­ქით - მომ­წონ­და და მსი­ა­მოვ­ნებ­და კი­დეც.

- სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მის შერ­ჩე­ვი­სას პრე­ტენ­ზი­უ­ლი ხარ? ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ვინ გაულამაზა ცხელი ზაფხული თიკო მოსემღვდლიშვილს

ვინ გაულამაზა ცხელი ზაფხული თიკო მოსემღვდლიშვილს

მსახიობსა და მომღერალს - თიკო მოსემღვდლიშვილს ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს, მაგრამ ამბობს, - ზედმეტი ყურადღებაც არ ვარგაო.

ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მათი რიცხვი ზაფხულში კიდევ უფრო მეტად გაზრდილა. ჰოდა, ერთ-ერთმა მათგანმა შეძლო, თიკოსთვის დასვენების დღეები გაელამაზებინა.

- ზაფხული საქართველოში გავატარე. როცა დასვენების სეზონი იწყება, პირველ ეტაპზე, ქალაქგარეთ შვილი მიმყავს. ტრადიციას წელსაც არ ვუღალატე და ურეკში წავედით. შვილთან ერთად დასვენება იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ თბილისში დაბრუნებულს განტვირთვა ჰაერივით მჭირდება. ამიტომ, ცოტა ხანში მეგობართან ერთად, ბათუმში წავედი. შემდეგ დაუგეგმავად, სურამში ამოვყავი თავი, სადაც მთელი ჩემი სამეგობრო, შვილებთან ერთად ისვენებდა. პატარებმა ლამის გაგვაგიჟეს და როგორც კი ისინი თბილისში ჩამოვიყვანეთ, უფროსები ისევ ბათუმში წავედით.

- კურორტზე ყოფნისას კარგად გამოძინებას კარგად გართობა გირჩევნია?

- ჩემს დასვენებაში ძილი არ შედის. გამოძინებას ყოველთვის მოვასწრებ. კურორტზე ყოფნისას ბოლომდე ვიხარჯები, აქტიური ვარ. მხოლოდ პლაჟზე თუ ვახერხებდი ძილს. ყველა წუთსა და წამს მაქსიმალურად, გასართობად ვიყენებდი.

- შენთვის იდეალური დასვენება როგორია?

- ჩემთვის იდეალურია დასვენებაა, როცა საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვარ. წელს მეგობრებთან ერთად, ბათუმი საბანივით გადავიფარე. საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო. ჩემი აზრით, ადამიანმა არ უნდა დაიზაროს იმის გაკეთება, რაც სიამოვნებას, სიხარულსა და ბედნიერებას მიანიჭებს. ცხოვრება ხომ ისედაც ხანმოკლეა.

- ყველაზე მეტად, წელიწადის რომელი დრო გიყვარს?

- ზაფხული ჩემთვის იდეალური პერიოდია. ეს წელიწადის ის დროა, როცა ვისვენებ როგორც სულიერად, ისე - ფიზიკურად. მზე და ზღვა ჩემი მაცოცხლებელი ძალაა.

- როგორ ემზადები დასვენების დღეების გასატარებლად, წინასწარ იქმნი განწყობას?

- განწყობა თავისთავად, ერთიორად მაღლდება, როცა იცი, რომ დასასვენებლად მიდიხარ ანუ წინასწარ განწყობას არ ვიქმნი, ეს ბუნებრივად ხდება. ორი დღით ადრე უკვე გამზადებული მაქვს ბარგი და წასვლამდე ჩანთაში კიდევ იმდენი რამის ჩამატებას ვცდილობ, რომ დამატებითი ბარგის წაღებაც მიწევს.

- კოსმეტიკაც მიგაქვს, თუ ზღვაზე ყოფნისას მაკიაჟს არ იყენებ?

- ყველაფერი მიმაქვს, რაც კი შეიძლება, დამჭირდეს. 4-5 ფეხსაცმელი მაინც მიმაქვს, სამოსზე რომ აღარაფერი ვთქვა და რა თქმა უნდა, თავის მოვლის უამრავი საშუალებაც. მსუბუქ მაკიაჟს მხოლოდ საღამოობით ვიკეთებ. ვიყენებ თვალის ფანქარს და ტუჩსაცხს. GzaPress

- "X ფაქტორში" მონაწილეობის შემდეგ საკმაოდ პოპულარული გახდი. კურორტზე ყოფნისას, საზოგადოების ყურადღებამ დისკომფორტი ხომ არ შეგიქმნა?

- მართლაც, ქუჩაში ყველა მცნობს და კურორტზე ყოფნისას უფრო მძაფრად შევიგრძენი პოპულარობის გემო. მაგალითად, მაღაზიაში შესულს, რაღაცებზე ფასს მიკლებდნენ. ზოგი ზღვაში "შემომიცურდებოდა" ხოლმე და მოახლოებისას მისვამდა კითხვას: "უკაცრავად, თქვენ თიკო ხართ?" კლუბებშიც უფასოდ შევდიოდი... ერთი ბიჭი მოვიდა და ისე ჩამეხუტა, მეგონა, ნაცნობი იყო, რომელიც ვერ გავიხსენე... ეს ყველაფერი არ მაღიზიანებდა, პირიქით - მომწონდა და მსიამოვნებდა კიდეც.

- საცურაო კოსტიუმის შერჩევისას პრეტენზიული ხარ? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება