პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაბრაზებული და დანაღვლიანებული პენსიონერები ათლარიან დანამატზე- "ამ პენსიით იცხოვროს ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა"
გაბრაზებული და დანაღვლიანებული პენსიონერები ათლარიან დანამატზე- "ამ პენსიით იცხოვროს ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა"

დღე­ი­დან პენ­სი­ონ­რებ­მა 10 ლა­რით გაზ­რდი­ლი პენ­სია აი­ღეს. "ლი­ბერ­თი ბან­კში" მო­ხუ­ცებს საკ­მა­ოდ დიდ რიგ­ში მო­უ­წი­ათ დგო­მა. გაზ­რდი­ლი და­ნა­მა­ტით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან პენ­სი­ო­ნე­რე­ბი. ზოგი მათ­გა­ნი ამას იუ­მო­რით უყუ­რებს და ამ­ბობს, რომ ჯერ არ იცის, რაში და­ხარ­ჯავს "ამ­ხე­ლა" თან­ხას, თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­როდ­ნენ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ამ ეტაპ­ზე მე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ძა­ლი­ან ბევ­რია და ვე­ღარ დავ­ხარ­ჯავ. 160 ლარი რომ ავი­ღე, 80 კო­მუ­ნა­ლუ­რებ­ში უნდა გა­და­ვი­ხა­დო და დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხით რო­გორ ვი­ცხოვ­რებ?! ეს არის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა", - აცხა­დებს პენ­სი­ო­ნე­რი.

"მა­გა­თი 10 ლა­რის მა­თხო­ვა­რი არა­ვინ არ არის, მაგ­რამ რა უნდა ქნას პენ­სი­ო­ნერ­მა?"

"ამ პენ­სი­ით იცხოვ­როს ივა­ნიშ­ვილ­მა და ჩვენ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა. ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ხომ გა­ა­ხა­რა თა­ვი­სი მამა და დედა? მე არ ვარ გა­ხა­რე­ბუ­ლი, რად­გან ეს თან­ხა წა­მალ­შიც არ მყოფ­ნის, არც საჭ­მელ­ში, არც გა­და­სა­ხად­ში"

"უკე­თე­სია მეტი, მაგ­რამ არ აქვს ალ­ბათ, სა­ხელ­მწი­ფოს მე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა."

"ერთ წუთ­ში დავ­ხარ­ჯავ ამ პენ­სი­ას, რა უნდა ამის და­ხარ­ჯვას."

"76 წლის რომ გახ­დე­ბი, 25 წელი რომ იმუ­შა­ვებ, 40 წელი ექი­მი რომ იქ­ნე­ბი და იმ­სა­ხუ­რებ, მერე პუ­რის ფული რომ არ გყოფ­ნის ადა­მი­ანს და ისე უნდა იცხოვ­რო, ძა­ლი­ან ცუ­დია."

"უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ. მე ვი­მუ­შა­ვე 55 წელი ის გან­სხვა­ვე­ბაც არ მომ­ცეს, რომ ის ვინც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა არ იმუ­შა­ვა, მეც 10 ლარი და­მი­მა­ტეს და იმა­საც. მე რამ­დე­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბი ვუ­ხა­დე სა­ხელ­მწი­ფოს."

სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სექ­ტემ­ბრის თვე­ში პენ­სია 10 ლა­რით გა­ი­ზარ­და. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტეს, რომ ყვე­ლა ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რი მი­ი­ღებს 160 ლა­რის ოდე­ნო­ბის პენ­სი­ას. "რაც შე­ე­ხე­ბა გაზ­რდილ პენ­სი­ებს, ეს შე­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ში 30 მი­ლი­ონ ლარს, რაც უკვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ამ თან­ხე­ბის გა­ცე­მა უპ­რობ­ლე­მოდ მოხ­დე­ბა სექ­ტემ­ბრის თვი­დან", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პენ­სი­ე­ბი ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 50%-ით გა­ი­ზარ­და.

თეა ბი­თა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გაბრაზებული და დანაღვლიანებული პენსიონერები ათლარიან დანამატზე- "ამ პენსიით იცხოვროს ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა"

გაბრაზებული და დანაღვლიანებული პენსიონერები ათლარიან დანამატზე- "ამ პენსიით იცხოვროს ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა"

დღეიდან პენსიონრებმა 10 ლარით გაზრდილი პენსია აიღეს. "ლიბერთი ბანკში" მოხუცებს საკმაოდ დიდ რიგში მოუწიათ დგომა. გაზრდილი დანამატით უკმაყოფილოები არიან პენსიონერები. ზოგი მათგანი ამას იუმორით უყურებს და ამბობს, რომ ჯერ არ იცის, რაში დახარჯავს "ამხელა" თანხას, თუმცა იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქროდნენ, რომ სახელმწიფოს ამ ეტაპზე მეტის საშუალება არ აქვს.

იხილეთ ვიდეო

"ძალიან ბევრია და ვეღარ დავხარჯავ. 160 ლარი რომ ავიღე, 80 კომუნალურებში უნდა გადავიხადო და დარჩენილი თანხით როგორ ვიცხოვრებ?! ეს არის ჩვენი ცხოვრება", - აცხადებს პენსიონერი.

"მაგათი 10 ლარის მათხოვარი არავინ არ არის, მაგრამ რა უნდა ქნას პენსიონერმა?"

"ამ პენსიით იცხოვროს ივანიშვილმა და ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა. ფინანსთა მინისტრმა ხომ გაახარა თავისი მამა და დედა? მე არ ვარ გახარებული, რადგან ეს თანხა წამალშიც არ მყოფნის, არც საჭმელში, არც გადასახადში"

"უკეთესია მეტი, მაგრამ არ აქვს ალბათ, სახელმწიფოს მეტის საშუალება."

"ერთ წუთში დავხარჯავ ამ პენსიას, რა უნდა ამის დახარჯვას."

"76 წლის რომ გახდები, 25 წელი რომ იმუშავებ, 40 წელი ექიმი რომ იქნები და იმსახურებ, მერე პურის ფული რომ არ გყოფნის ადამიანს და ისე უნდა იცხოვრო, ძალიან ცუდია."

"უკმაყოფილო ვარ. მე ვიმუშავე 55 წელი ის განსხვავებაც არ მომცეს, რომ ის ვინც მთელი ცხოვრება არ იმუშავა, მეც 10 ლარი დამიმატეს და იმასაც. მე რამდენი გადასახადები ვუხადე სახელმწიფოს."

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, სექტემბრის თვეში პენსია 10 ლარით გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ ყველა ასაკით პენსიონერი მიიღებს 160 ლარის ოდენობის პენსიას. "რაც შეეხება გაზრდილ პენსიებს, ეს შეადგენს დაახლოებით წელიწადში 30 მილიონ ლარს, რაც უკვე გათვალისწინებულია ქვეყნის ბიუჯეტში და შესაბამისად, ამ თანხების გაცემა უპრობლემოდ მოხდება სექტემბრის თვიდან", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, პენსიები ბოლო ორი წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა.

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"