სოციალურ ქსელში დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებას ეხმაურებიან. დეპუტატის განცხადებით, საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი უხარისხოა.
"აიპრესის" კითხვაზე შეუწყობს თუ არა იმპორტის შემცირება ხელს სავაჭრო დეფიციტის დაბალანსებას, თოფაძემ უპასუხა: "5 მილიონ ნახევარი ვიყავით რამდენიმე წლის წინ საქართველოში და რამე გვაკლდა? ბოსტნეული, ხილი ან საკონსერვო ნაწარმი? რატომ უნდა შემოდიოდეს თურქული წიწილა, რომელზეც გვაფრთხილებენ მამაკაცებს, რომ იმპოტენციას იწვევს? უამრავი მიწა გავყიდეთ, ჩინელებზე, თურქებზე ინდოელებზე და ირანელებზე.. ჩვენ გლეხი გავაგდეთ",- განაცხადა თოფაძემ.
ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:
"ჩიტი, ახალ ავტორად აიყვანეთ გოგი თოფაძე?"
თურქული წიწილა ნაყვარება გოგის. ხოდა, უმწარებს ახლა სიბერეს :)))
ps გოგი პარლამენტის წევრია, ამასობაში.
ირინა სარიშვილი, პარტია "იმედის" თავმჯდომარე:
"გოგი თოფაძე აცხადებს, თურქულ წიწილაზე გვაფრთხილებენ მამაკაცებს, რომ იმპოტენციას იწვევსო.
მგონი პირველი შემთხვევაა, რომ რაღაცა მიშას კი არა, თურქულ წიწილას ბრალდება
აი ძაან ცუდად ვარ, მეტი რო არ შეილება ისე
სტატუსი: თოფაძის ლუდი შველისო, ბიჭებო და დააყოლეთ თურქულ წიწილებს"
თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:
Why God, why?
"რატომ უნდა შემოდიოდეს თურქული წიწილა, რომელზეც გვაფრთხილებენ მამაკაცებს, რომ იმპოტენციას იწვევს?"
ნათია კობერიძე, ჟურნალისტი:
ეგრეა. როგორც კი ტანში შეუშვებ, ტესტიკულები გძვრება. ოღონდ მარტო ქოცებს.
ეკა ეკიზაშვილი, პროდუსერი:
ამას აღარ უდგება და წიწილებს აბრალებს
ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
წლის "ჰალალ კაცად" გამომიცხადებია
გოგა ხაჩიძე, დეპუტატი:
"თუ ვიაგრას ზედოზირება მოგივიდათ, თურქული წიწილა მიაყოლეთ"
(ხალხური)
ზურაბ ჭიაბერაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის წევრი:
"მიდი, გოგი!"