მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს
ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ისი­ნი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ცხოვ­რობ­დნენ ან ცხოვ­რო­ბენ, სხვა­დას­ხვა დროს და­ი­ბად­ნენ და სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­ში წარ­მო­ა­ჩი­ნეს თავი. ისი­ნი სუს­ტი სქე­სის ძლი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან და სა­კუ­თა­რი მოღ­ვა­წე­ო­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, მსოფ­ლიო შეც­ვა­ლეს.

"გუ­ლე­ბის დე­დო­ფა­ლი"

ლედი და­ი­ა­ნას "მსოფ­ლიო პრინ­ცე­სა­საც" უწო­დებ­დნენ, რად­გან სი­კე­თი­სა და ქველ­მოქ­მე­დე­ბის სიმ­ბო­ლოდ ქცე­უ­ლი ქალი ყველ­გან უყ­ვარ­დათ. მისი ცხოვ­რე­ბა ზღა­პა­რი­ვით აე­წყო - სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდე­ლი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რი გახ­და. მათი ქორ­წი­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის ფარ­გლებს გაც­და, რად­გან ცე­რე­მო­ნი­ალს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან 750 მი­ლი­ო­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი ადევ­ნებ­და თვალს. ამ­ბო­ბენ, რომ და­ი­ა­ნას ხალ­ხის მოს­მე­ნი­სა და მათი გა­გე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი ჰქონ­და. მას შე­ეძ­ლო ესა­უბ­რა, რო­გორც თა­ნას­წორ­თან, ყვე­ლა რა­სი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან. მო­ნა­წი­ლე­ობ­და შიდსით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად გა­მარ­თულ თუ სხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ებ­ში. ერთ-ერთი უკა­ნას­კნე­ლი მი­სი­ის დროს, მან შე­მო­ი­ა­რა ბევ­რი ქვე­ყა­ნა ან­გო­ლი­დან ბოს­ნი­ამ­დე, რათა თა­ვად ენა­ხა ქვე­ით­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნაღ­მე­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გე­ბი და მო­უ­წო­დებ­და მსოფ­ლი­ოს უარი ეთ­ქვა ამ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

პრინც ჩარლზს და­ი­ა­ნამ სა­მე­ფო გვირ­გვი­ნის ორი მემ­კვიდ­რე, უი­ლი­ა­მი და ჰარი გა­უ­ჩი­ნა, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა­ში უიღ­ბლო გა­მოდ­გა. ჩარლზ­მა კა­მი­ლა პარ­კე­რის და­ვი­წყე­ბა ვერ შეძ­ლო და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ბზა­რი გაჩ­ნდა. და­ი­ა­ნა დეპ­რე­სი­ა­ში იყო და ბუ­ლი­მი­აც კი აწუ­ხებ­და... ჩარლზ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ლედი და­ი­ა­ნას ცხოვ­რე­ბა­ში არა­ბი მი­ლი­ო­ნე­რის, მუ­ხა­მედ ალ-ფა­ი­ე­დის შვი­ლი დოდი ალ-ფა­ი­ე­დი გა­მოჩ­ნდა. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ხან­მოკ­ლე გა­მოდ­გა, 36 წლის და­ი­ა­ნას სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა გახ­და, რომ­ლის მი­ზე­ზე­ბი დღემ­დე ამო­უხ­სნე­ლია.

მსოფ­ლიო მო­დის მო­კარ­ნა­ხე ენამ­წა­რე კოკო

"თუ ქალი 30 წლის ასაკ­ში ჯერ კი­დევ ულა­მა­ზოა, გა­მო­დის რომ სუ­ლე­ლი ყო­ფი­ლა", - დარ­წმუ­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­და დი­დე­ბუ­ლი მად­მუ­ა­ზე­ლი. გამ­ხდა­რი ტა­ნის, ხის­ტი ხა­სი­ა­თის, მახ­ვი­ლი გო­ნე­ბი­სა და "მწა­რე ენის" ქალ­მა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა მო­დის მიმ­დე­ვა­რი მსოფ­ლიო. "პუ­ლო­ვე­რი­თა და ათი ას­ხმა მარ­გა­ლი­ტით" კოკო შა­ნელ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა მო­და­ში. სწო­რედ მან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ქა­ლე­ბი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი კორ­სე­ტე­ბის­გან, ფაშ­ფა­შა კა­ბე­ბი­სა და რთუ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბის­გან. სა­მა­გი­ე­როდ კი შავი ფე­რის სა­მო­სი, მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა, შარ­ვა­ლი, შა­ნე­ლი #5-ის არო­მა­ტი და მოკ­ლე შავი ქვე­და­კა­ბე­ბი შეგ­ვაყ­ვა­რა. სხვა­თა შო­რის, მისი შთა­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ. ამ­ბობ­დნენ, რომ კოკო შა­ნე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი საყ­ვარ­ლის გამო დარ­დობ­და, მაგ­რამ ძა­ძე­ბის ჩაც­მა არ შე­ეძ­ლო, რად­გან მას­თან ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. ფიქ­რობ­დნენ, რომ სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა შა­ნელ­მა ყვე­ლა ქალი შავ სა­მოს­ში გა­მო­ე­წყო. თუმ­ცა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი კოკო შა­ნელს არას­დროს მოჰ­კლე­ბია. მის გვერ­დით იყ­ვნენ არის­ტოკ­რა­ტე­ბი, მი­ლი­ო­ნე­რე­ბი, სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მაგ­რამ ცო­ლად არა­ვის გაჰ­ყო­ლია. ვეს­ტმინ­სტე­რის ჰერ­ცო­გის წი­ნა­და­დე­ბა­ზე, გამ­ხდა­რი­ყო მისი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი, მან ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა: "ჰერ­ცო­გის ცოლი ბევ­რია, მად­მუ­ა­ზე­ლი კი მხო­ლოდ ერთი".

სი­ცო­ცხლე­ში­ვე წმინ­და­ნი

მას მთე­ლი მსოფ­ლიო დედა ტე­რე­ზას სა­ხე­ლით იც­ნობს, ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლია აგ­ნეს გონ­ჯა ბო­ი­ა­ჯუ. ალ­ბა­ნე­ლი მემ­წვა­ნი­ლის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბულ დედა ტე­რე­ზას სი­ცო­ცხლე­ში­ვე უწო­დეს წმინ­და­ნი, მაგ­რამ თვი­თონ ამ­ბობ­და, რომ მხო­ლოდ "ფან­ქა­რი იყო ღმერ­თის ხელ­ში". 18 წლი­სა მშობ­ლე­ბის სახ­ლი­დან წა­მო­ვი­და და მო­ნაზვნად აღიკ­ვე­ცა მი­სი­ო­ნე­რულ ორ­დენ "ლო­რე­ტის დებ­ში", რათა სი­ცო­ცხლე გა­ჭირ­ვე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის­თვის მი­ე­ძღვნა. 36 წლის იყო, როცა მო­წყა­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა შექ­მნა, რო­მე­ლიც ღა­ტა­კე­ბი­სა და გა­ჭირ­ვე­ბულ­თათ­ვის სკო­ლე­ბის, თავ­შე­საფ­რე­ბის და

სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის და­არ­სე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი სახე სი­კე­თის, იმე­დი­სა და მო­წყა­ლე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა. ის ყვე­ლა "ცხე­ლი წერ­ტი­ლის" სტუ­მა­რი იყო და სის­ხლისმღვრე­ლი ომის შე­ჩე­რე­ბას ცდი­ლობ­და. 87 წლის მო­მაკ­ვდა­ვი დედა ტე­რე­ზას­თვის უკი­თხავთ: "ოდეს­მე დღე­სას­წა­ულ­ზე ან უქ­მე­ებ­ზე თუ და­გის­ვე­ნი­ა­თო". რა­ზეც მას უთ­ქვამს: "ჩემ­თვის ყო­ვე­ლი დღე დღე­სას­წა­უ­ლი­აო!"

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ, სხვადასხვა დროს დაიბადნენ და სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარმოაჩინეს თავი. ისინი სუსტი სქესის ძლიერი წარმომადგენლები არიან და საკუთარი მოღვაწეობით, ფაქტობრივად, მსოფლიო შეცვალეს.

"გულების დედოფალი"

ლედი დაიანას "მსოფლიო პრინცესასაც" უწოდებდნენ, რადგან სიკეთისა და ქველმოქმედების სიმბოლოდ ქცეული ქალი ყველგან უყვარდათ. მისი ცხოვრება ზღაპარივით აეწყო - საბავშვო ბაღის აღმზრდელი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდა. მათი ქორწილი ბრიტანული დღესასწაულის ფარგლებს გაცდა, რადგან ცერემონიალს სხვადასხვა ქვეყნებში ტელეეკრანიდან 750 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ამბობენ, რომ დაიანას ხალხის მოსმენისა და მათი გაგების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო ესაუბრა, როგორც თანასწორთან, ყველა რასისა და სოციალური სტატუსის წარმომადგენელთან. მონაწილეობდა შიდსით ინფიცირებულთა დასახმარებლად გამართულ თუ სხვა საქველმოქმედო აქციებში. ერთ-ერთი უკანასკნელი მისიის დროს, მან შემოიარა ბევრი ქვეყანა ანგოლიდან ბოსნიამდე, რათა თავად ენახა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აფეთქების შედეგები და მოუწოდებდა მსოფლიოს უარი ეთქვა ამ იარაღის გამოყენებაზე.

პრინც ჩარლზს დაიანამ სამეფო გვირგვინის ორი მემკვიდრე, უილიამი და ჰარი გაუჩინა, მაგრამ ქორწინებაში უიღბლო გამოდგა. ჩარლზმა კამილა პარკერის დავიწყება ვერ შეძლო და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წყვილის ცხოვრებაში ბზარი გაჩნდა. დაიანა დეპრესიაში იყო და ბულიმიაც კი აწუხებდა... ჩარლზთან დაშორების შემდეგ ლედი დაიანას ცხოვრებაში არაბი მილიონერის, მუხამედ ალ-ფაიედის შვილი დოდი ალ-ფაიედი გამოჩნდა. მათი ურთიერთობა ხანმოკლე გამოდგა, 36 წლის დაიანას სიკვდილის მიზეზი ავტოკატასტროფა გახდა, რომლის მიზეზები დღემდე ამოუხსნელია.

მსოფლიო მოდის მოკარნახე ენამწარე კოკო

"თუ ქალი 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ ულამაზოა, გამოდის რომ სულელი ყოფილა", - დარწმუნებით ამტკიცებდა დიდებული მადმუაზელი. გამხდარი ტანის, ხისტი ხასიათის, მახვილი გონებისა და "მწარე ენის" ქალმა თავდაყირა დააყენა მოდის მიმდევარი მსოფლიო. "პულოვერითა და ათი ასხმა მარგალიტით" კოკო შანელმა ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მოდაში. სწორედ მან გაათავისუფლა ქალები შემაწუხებელი კორსეტებისგან, ფაშფაშა კაბებისა და რთული ვარცხნილობებისგან. სამაგიეროდ კი შავი ფერის სამოსი, მოკლე ვარცხნილობა, შარვალი, შანელი #5-ის არომატი და მოკლე შავი ქვედაკაბები შეგვაყვარა. სხვათა შორის, მისი შთაგონების შესახებ ბევრს ჭორაობდნენ. ამბობდნენ, რომ კოკო შანელი გარდაცვლილი საყვარლის გამო დარდობდა, მაგრამ ძაძების ჩაცმა არ შეეძლო, რადგან მასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. ფიქრობდნენ, რომ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა შანელმა ყველა ქალი შავ სამოსში გამოეწყო. თუმცა თაყვანისმცემლები კოკო შანელს არასდროს მოჰკლებია. მის გვერდით იყვნენ არისტოკრატები, მილიონერები, სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, მაგრამ ცოლად არავის გაჰყოლია. ვესტმინსტერის ჰერცოგის წინადადებაზე, გამხდარიყო მისი ცხოვრების თანამგზავრი, მან ასეთი პასუხი გასცა: "ჰერცოგის ცოლი ბევრია, მადმუაზელი კი მხოლოდ ერთი".

სიცოცხლეშივე წმინდანი

მას მთელი მსოფლიო დედა ტერეზას სახელით იცნობს, ნამდვილი სახელია აგნეს გონჯა ბოიაჯუ. ალბანელი მემწვანილის ოჯახში დაბადებულ დედა ტერეზას სიცოცხლეშივე უწოდეს წმინდანი, მაგრამ თვითონ ამბობდა, რომ მხოლოდ "ფანქარი იყო ღმერთის ხელში". 18 წლისა მშობლების სახლიდან წამოვიდა და მონაზვნად აღიკვეცა მისიონერულ ორდენ "ლორეტის დებში", რათა სიცოცხლე გაჭირვებულთა დახმარებისთვის მიეძღვნა. 36 წლის იყო, როცა მოწყალების საზოგადოება შექმნა, რომელიც ღატაკებისა და გაჭირვებულთათვის სკოლების, თავშესაფრების და

საავადმყოფოების დაარსებით იყო დაკავებული. მისი სახე სიკეთის, იმედისა და მოწყალების სიმბოლოდ იქცა. ის ყველა "ცხელი წერტილის" სტუმარი იყო და სისხლისმღვრელი ომის შეჩერებას ცდილობდა. 87 წლის მომაკვდავი დედა ტერეზასთვის უკითხავთ: "ოდესმე დღესასწაულზე ან უქმეებზე თუ დაგისვენიათო". რაზეც მას უთქვამს: "ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულიაო!"

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს