მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უწევს ორგანიზებას ბავშვების მათხოვრობას საქართველოში
ვინ უწევს ორგანიზებას ბავშვების მათხოვრობას საქართველოში

"სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა და შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც გა­და­უგ­ზავ­ნა. რო­გორც ომ­ბუდსმე­ნის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა ბელ­თა­ძე ამ­ბობს, რე­კო­მენ­და­ცია მო­ი­ცავს ბავ­შვთა ძა­ლა­დო­ბი­სა და უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის­გან დაც­ვას. მისი თქმით, არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი მო­ნა­ცე­მი, რამ­დე­ნი ბავ­შვი ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს ქუ­ჩა­ში, რაც კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით "ვინ უწევს ორ­გა­ნი­ზე­ბას ბავ­შვე­ბის მა­თხოვ­რო­ბას / არის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ასეთ ბავ­შვებს, გან­სა­ზღვრა­ვენ მათ ად­გილს, თუ სად უნდა იდ­გნენ და იმა­თხოვ­რონ".

"ბავ­შვთა ფსი­ქო­ლოგ მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­ით. მათ პრობ­ლე­მა ყვე­ლა სფე­რო­ში ექ­მნე­ბათ, ისი­ნი ვერ იღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ ვი­თარ­დე­ბი­ან გო­ნებ­რი­ვად. პრობ­ლე­მე­ბი აქვთ რო­გორც ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლურ, ასე­ვე ფი­ზი­კურ და გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არის ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი - არის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ასეთ ბავ­შვებს, გან­სა­ზღვრა­ვენ მათ ად­გილს - თუ სად უნდა იდ­გნენ და იმა­თხოვ­რონ. ტე­რი­ტო­რი­ის და­კა­ვე­ბა და ე.წ. სარ­ფი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი ერ­გე­ბათ იმ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ლიდ­რე­ბი არი­ან და სხვებ ჩაგ­რა­ვენ", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"არის ფაქ­ტე­ბი, როცა ბავ­შვებს სხვა­დას­ხვა პი­რე­ბი და ჯგუ­ფე­ბი აი­ძუ­ლე­ბენ მა­თხოვ­რო­ბას. და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მსგავ­სი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას ბავ­შვს ოჯა­ხი აი­ძუ­ლებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უნდა მის­ცენ ეს პი­რე­ბი და აღ­ძრან მათ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან აუ­ცი­ლე­ბე­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია და ურ­თი­ერ­თო­ბა ამ ბავ­შვებ­თან, რათა გა­მოვ­ლინ­დეს მათ­ზე ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, გა­ეც­ნონ მათ პრობ­ლე­მებს და გან­ხორ­ცი­ელ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. არის ინ­ცი­დენ­ტე­ბი, როცა თავ­შე­სა­ფარ­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბი მა­თხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თავ­შე­სა­ფარს ვერ და­ვა­კის­რებთ, რად­გან არას­რულ­წლოვ­ნებს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ თავ­შე­საფ­რი­დან გა­მოს­ვლა და გა­და­ად­გი­ლე­ბა, თავ­შე­სა­ფა­რი მათ მხო­ლოდ ღა­მის გა­სა­თევ ად­გილ­სა და საკ­ვებს სთა­ვა­ზობს", - აცხა­დებს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას პა­ა­ტა ბელ­თა­ძე.

"სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას. სა­პატ­რუ­ლოს მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 4 ფაქ­ტი, როცა ქუ­ჩა­ში სა­მო­წყა­ლოდ მყო­ფი ბავ­შვი აიყ­ვა­ნეს, გა­მო­ძი­ე­ბა ბავ­შვთა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე მხო­ლოდ 2 მათ­გან­ზე და­ი­წყო, რაც ძა­ლი­ან მცი­რეა, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში ამ მხრივ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია სა­გან­გა­შოა. და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ასე­ვე ბავ­შვე­ბის მიერ სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თის ფაქ­ტე­ბიც, როცა ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მა­თხოვ­როდ მო­დი­ან. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია და მო­ი­თხოვს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას", - გა­ნაგ­რძობს რეს­პონ­დენ­ტი.

"დღეს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლია. არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი არ ხდე­ბა ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შვე­ბის მი­მართ. არ არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც ზუს­ტად აღ­წერს იმ სი­ტუ­ა­ცი­ას, რაც დღეს არის. სწო­რედ ამი­ტომ მივ­მარ­თავთ შს სა­მი­ნის­ტროს, მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ ქუ­ჩა­ში მყოფ ბავ­შვებს და აქ­ტი­უ­რად და­ი­წყონ ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა. რე­კო­მენ­და­ცია გა­დაგ­ზავ­ნი­ლია და 10 სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შს სა­მი­ნის­ტროს­გან ვე­ლო­დე­ბით წე­რი­ლო­ბით პა­სუხს", - დას­ძენს პა­ა­ტა ბელ­თა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ვინ უწევს ორგანიზებას ბავშვების მათხოვრობას საქართველოში

ვინ უწევს ორგანიზებას ბავშვების მათხოვრობას საქართველოში

"სახალხო დამცველმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და შესაბამისი რეკომენდაციებიც გადაუგზავნა. როგორც ომბუდსმენის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე ამბობს, რეკომენდაცია მოიცავს ბავშვთა ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვას. მისი თქმით, არ არსებობს ერთიანი მონაცემი, რამდენი ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ პრობლემის მოგვარებას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ვინ უწევს ორგანიზებას ბავშვების მათხოვრობას / არის ჯგუფები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ასეთ ბავშვებს, განსაზღვრავენ მათ ადგილს, თუ სად უნდა იდგნენ და იმათხოვრონ".

"ბავშვთა ფსიქოლოგ მანანა მელიქიშვილის განმარტებით, ქუჩაში მცხოვრები ბავშვები გამოირჩევიან საზოგადოების მიმართ აგრესიით. მათ პრობლემა ყველა სფეროში ექმნებათ, ისინი ვერ იღებენ განათლებას, შესაბამისად, ვერ ვითარდებიან გონებრივად. პრობლემები აქვთ როგორც ფსიქო-სოციალურ, ასევე ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში. რასაკვირველია, არის ძალადობის ფაქტები - არის ჯგუფები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ასეთ ბავშვებს, განსაზღვრავენ მათ ადგილს - თუ სად უნდა იდგნენ და იმათხოვრონ. ტერიტორიის დაკავება და ე.წ. სარფიანი ადგილები ერგებათ იმ ბავშვებს, რომლებიც ლიდრები არიან და სხვებ ჩაგრავენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"არის ფაქტები, როცა ბავშვებს სხვადასხვა პირები და ჯგუფები აიძულებენ მათხოვრობას. დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა მსგავსი ქმედების ჩადენას ბავშვს ოჯახი აიძულებს. ამ შემთხვევაში სამართალდამცავმა ორგანოებმა პასუხისგებაში უნდა მისცენ ეს პირები და აღძრან მათზე სისხლის სამართლის საქმე. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აუცილებელია კომუნიკაცია და ურთიერთობა ამ ბავშვებთან, რათა გამოვლინდეს მათზე ძალადობის შემთხვევები, გაეცნონ მათ პრობლემებს და განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები. არის ინციდენტები, როცა თავშესაფარში მყოფი ბავშვები მათხოვრობენ, თუმცა პასუხისმგებლობას თავშესაფარს ვერ დავაკისრებთ, რადგან არასრულწლოვნებს თავისუფლად შეუძლიათ თავშესაფრიდან გამოსვლა და გადაადგილება, თავშესაფარი მათ მხოლოდ ღამის გასათევ ადგილსა და საკვებს სთავაზობს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბელთაძე.

"სტატისტიკური მონაცემები არ შეესაბამება რეალურად არსებულ სიტუაციას. საპატრულოს მიერ გამოვლენილია დაახლოებით 4 ფაქტი, როცა ქუჩაში სამოწყალოდ მყოფი ბავშვი აიყვანეს, გამოძიება ბავშვთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე მხოლოდ 2 მათგანზე დაიწყო, რაც ძალიან მცირეა, რადგან ქვეყანაში ამ მხრივ არსებული სიტუაცია საგანგაშოა. დაფიქსირებულია ასევე ბავშვების მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტებიც, როცა ისინი საქართველოში სამათხოვროდ მოდიან. ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიერ გამოსაძიებელია და მოითხოვს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას", - განაგრძობს რესპონდენტი.

"დღეს არსებული ვითარება კატასტროფულია. არანაირი კონტროლი არ ხდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ. არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ზუსტად აღწერს იმ სიტუაციას, რაც დღეს არის. სწორედ ამიტომ მივმართავთ შს სამინისტროს, მეტი ყურადღება მიაქციონ ქუჩაში მყოფ ბავშვებს და აქტიურად დაიწყონ ამ საკითხზე მუშაობა. რეკომენდაცია გადაგზავნილია და 10 სამუშაო დღის განმავლობაში შს სამინისტროსგან ველოდებით წერილობით პასუხს", - დასძენს პაატა ბელთაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია