პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეწყვიტა - როგორ აისახება ეს საქართველოზე
რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეწყვიტა - როგორ აისახება ეს საქართველოზე

ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დო­ლარ­თან შე­და­რე­ბით თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნის ვა­ლუ­ტა გა­უ­ფა­სურ­და, თუმ­ცა რუ­სუ­ლი რუბ­ლი ამ მხრივ ლი­დე­რო­ბას არა­ვის უთ­მობს.

რუსი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი შეშ­ფო­თე­ბით ადევ­ნე­ბენ თვალს თა­ვი­ან­თი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას და ყვე­ლა­ფერს და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ე­ბით და ნავ­თო­ბის ფა­სის ვარ­დნით ხსნი­ან, ბიზ­ნე­სი კი, ვა­ლუ­ტის ცვა­ლე­ბა­დო­ბის გამო სე­რი­ო­ზულ წნეხს გა­ნიც­დის. სწო­რედ ამი­ტომ ხორ­ბლის მწარ­მო­ებ­ლებ­მა რუ­სეთ­ში გა­და­წყვი­ტეს, რომ პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი დრო­ე­ბით შე­წყვი­ტონ. ამ დღე­ებ­ში უკვე გა­ცხად­და, რომ ახა­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა რუბ­ლის კურ­სის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ამ­დე უნდა შე­ჩერ­დეს. რო­გორ იმოქ­მე­დებს ეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე? ხომ არ უნდა ვე­ლო­დეთ ახლო მო­მა­ვალ­ში ფქვი­ლის, ან პუ­რის გაძ­ვი­რე­ბას? - ამ შე­კი­თხვებს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხორ­ბლე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლე­ვან სი­ლა­გა­ვა უპა­სუ­ხებს, რო­მე­ლიც bpn-ის შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს:

- რუ­სულ ხორ­ბალს ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან რუ­სე­თი ამ სფე­რო­ში ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რია: ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ბლის 90 პრო­ცენ­ტი სწო­რედ რუ­სე­თი­დან შე­მოგვქონ­და, ეს იმი­ტომ, რომ რუ­სულ ხორ­ბალს კარ­გი ფასი ჰქონ­და. დღე­საც ასეა, უბ­რა­ლოდ, რუსი მე­წარ­მე­ე­ბი თა­ვი­ანთ პრო­დუქ­ცი­ას დრო­ე­ბით არ ჰყი­დი­ან.

- რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა?

- საქ­მე ის არის, რომ რუ­სეთს ხორ­ბალ­ზე ე.წ. მცუ­რა­ვი ბაჟი აქვს და­წე­სე­ბუ­ლი, რაც ნიშ­ნავს, რომ ხორ­ბლის ფასი დო­ლა­რის კურ­სით მიბ­მუ­ლია რუ­სუ­ლი რუბ­ლის კურ­სზე და რად­გა­ნაც რუბ­ლის კურ­სი ბოლო ხა­ნებ­ში მკვეთ­რად გა­უ­ფა­სურ­და, ექ­სპორ­ტი­ო­რებს ხორ­ბალ­ზე ბაჟი გა­ე­ზარ­დათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუ­სუ­ლი ხორ­ბა­ლი გაძ­ვირ­და. ამა­ვე დროს, რუ­სეთ­ში წელს ხორ­ბლის უხვი მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღეს და ამ მო­სავ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცია სჭირ­დე­ბათ. რუ­სეთ­ში სა­ექ­სპორ­ტო გა­და­სა­ხა­დის შემ­დე­გი სქე­მა მოქ­მე­დებს: გამ­ყიდ­ვე­ლი ხორ­ბლის დეკ­ლა­რი­რე­ბას ახ­დენს, მაგ­რამ სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხადს ით­ვლი­ან მა­შინ, როცა გემი უკვე დატ­ვირ­თუ­ლია. ამას კი 3-4 დღე მა­ინც სჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მე დღეს დეკ­ლა­რი­რე­ბას ვა­კე­თებ და დო­ლა­რი ღირს 70 რუბ­ლი, ხვალ შე­იძ­ლე­ბა იყოს 75, ან სუ­ლაც - 80. ამი­ტომ, ბიზ­ნე­სის­თვის ეს სე­რი­ო­ზულ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს. კონ­ტრაქ­ტი დეკ­ლა­რი­რე­ბის დროს იწე­რე­ბა, მაგ­რამ მხა­რე­ებ­მა არ იცი­ან სამი-ოთხი დღის შემ­დეგ ვა­ლუ­ტის კურ­სი რო­გო­რი იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გამ­ყიდ­ვე­ლი მყიდ­ველს ზუსტ ფასს ვერ ეუბ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ექპორ­ტი­ო­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს შე­ა­ჩე­რონ ექ­სპორ­ტი, ვიდ­რე რუბ­ლის კურ­სი არ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა და ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რი კურ­სი არ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

- ხომ არ იმოქ­მე­დებს ეს ხორ­ბლის მსოფ­ლიო ფას­ზე?

- თუ რუ­სე­თის კონ­კუ­რენ­ტებ­მა - საფ­რან­გეთ­მა, უკ­რა­ი­ნამ და სხვებ­მა მსოფ­ლიო ბა­ზარს უკე­თე­სი ფასი შეს­თა­ვა­ზეს, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ რუ­სუ­ლი ხორ­ბა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ გა­უძ­ლებს. ამი­ტომ, ან ბაჟი უნდა შეც­ვა­ლონ, ან რა­ღაც უნდა იღო­ნონ, რომ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე პო­ზი­ცი­ე­ბი არ და­კარ­გონ. ეს უკვე რუ­სე­თის მთავ­რო­ბის გა­და­სა­წყვე­ტი თე­მაა. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­დე­ბი­თი ფაქ­ტო­რია ის, რომ რუ­სეთს წელს ხორ­ბლის ძა­ლი­ან კარ­გი მო­სა­ვა­ლი აქვს, რო­მე­ლიც უნდა გა­ი­ყი­დოს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეწყვიტა - როგორ აისახება ეს საქართველოზე

რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეწყვიტა - როგორ აისახება ეს საქართველოზე

ბოლო თვეების განმავლობაში დოლართან შედარებით თითქმის ყველა ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა, თუმცა რუსული რუბლი ამ მხრივ ლიდერობას არავის უთმობს.

რუსი ანალიტიკოსები შეშფოთებით ადევნებენ თვალს თავიანთი ვალუტის გაუფასურებას და ყველაფერს დასავლეთის სანქციებით და ნავთობის ფასის ვარდნით ხსნიან, ბიზნესი კი, ვალუტის ცვალებადობის გამო სერიოზულ წნეხს განიცდის. სწორედ ამიტომ ხორბლის მწარმოებლებმა რუსეთში გადაწყვიტეს, რომ პროდუქციის ექსპორტი დროებით შეწყვიტონ. ამ დღეებში უკვე გაცხადდა, რომ ახალი კონტრაქტების გაფორმება რუბლის კურსის სტაბილიზაციამდე უნდა შეჩერდეს. როგორ იმოქმედებს ეს ქართულ ბაზარზე? ხომ არ უნდა ველოდეთ ახლო მომავალში ფქვილის, ან პურის გაძვირებას? - ამ შეკითხვებს საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა უპასუხებს, რომელიც bpn-ის შეკითხვებს პასუხობს:

- რუსულ ხორბალს ქართული ბაზრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთი ამ სფეროში ჩვენი ძირითადი პარტნიორია: ბოლო სამი წლის განმავლობაში ხორბლის 90 პროცენტი სწორედ რუსეთიდან შემოგვქონდა, ეს იმიტომ, რომ რუსულ ხორბალს კარგი ფასი ჰქონდა. დღესაც ასეა, უბრალოდ, რუსი მეწარმეები თავიანთ პროდუქციას დროებით არ ჰყიდიან.

- რატომ გახდა საჭირო ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა?

- საქმე ის არის, რომ რუსეთს ხორბალზე ე.წ. მცურავი ბაჟი აქვს დაწესებული, რაც ნიშნავს, რომ ხორბლის ფასი დოლარის კურსით მიბმულია რუსული რუბლის კურსზე და რადგანაც რუბლის კურსი ბოლო ხანებში მკვეთრად გაუფასურდა, ექსპორტიორებს ხორბალზე ბაჟი გაეზარდათ. აქედან გამომდინარე, რუსული ხორბალი გაძვირდა. ამავე დროს, რუსეთში წელს ხორბლის უხვი მოსავალი მიიღეს და ამ მოსავლის რეალიზაცია სჭირდებათ. რუსეთში საექსპორტო გადასახადის შემდეგი სქემა მოქმედებს: გამყიდველი ხორბლის დეკლარირებას ახდენს, მაგრამ საბაჟო გადასახადს ითვლიან მაშინ, როცა გემი უკვე დატვირთულია. ამას კი 3-4 დღე მაინც სჭირდება. შესაბამისად, თუ მე დღეს დეკლარირებას ვაკეთებ და დოლარი ღირს 70 რუბლი, ხვალ შეიძლება იყოს 75, ან სულაც - 80. ამიტომ, ბიზნესისთვის ეს სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს. კონტრაქტი დეკლარირების დროს იწერება, მაგრამ მხარეებმა არ იციან სამი-ოთხი დღის შემდეგ ვალუტის კურსი როგორი იქნება. აქედან გამომდინარე, გამყიდველი მყიდველს ზუსტ ფასს ვერ ეუბნება. სწორედ ამიტომ, ექპორტიორებმა გადაწყვიტეს შეაჩერონ ექსპორტი, ვიდრე რუბლის კურსი არ დარეგულირდება და ვიდრე ქვეყანაში სტაბილური კურსი არ ჩამოყალიბდება.

- ხომ არ იმოქმედებს ეს ხორბლის მსოფლიო ფასზე?

- თუ რუსეთის კონკურენტებმა - საფრანგეთმა, უკრაინამ და სხვებმა მსოფლიო ბაზარს უკეთესი ფასი შესთავაზეს, თავისთავად ცხადია, რომ რუსული ხორბალი კონკურენციას ვერ გაუძლებს. ამიტომ, ან ბაჟი უნდა შეცვალონ, ან რაღაც უნდა იღონონ, რომ მსოფლიო ბაზარზე პოზიციები არ დაკარგონ. ეს უკვე რუსეთის მთავრობის გადასაწყვეტი თემაა. ამ სიტუაციაში დადებითი ფაქტორია ის, რომ რუსეთს წელს ხორბლის ძალიან კარგი მოსავალი აქვს, რომელიც უნდა გაიყიდოს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია