მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ს პროფესორი - გრაკლიანის გორაზე ახალი აღმოჩენა მთლიანად შეცვლის მსოფლიო დამწერლობის ისტორიის ერთ-ერთ მონაკვეთს
თსუ-ს პროფესორი - გრაკლიანის გორაზე ახალი აღმოჩენა მთლიანად შეცვლის მსოფლიო დამწერლობის ისტორიის ერთ-ერთ მონაკვეთს

კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ ან­თი­ძე გრაკ­ლი­ან გო­რას ეწ­ვივ­ნენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან აც­ნო­ბეს, მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, გრაკ­ლი­ან გო­რა­ზე (კას­პის რა­ი­ო­ნი) აღ­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი არ­ტე­ფაქ­ტი შეც­ვლის არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მსოფ­ლიო დამ­წერ­ლო­ბის ის­ტო­რი­ის გარ­კვე­ულ ეტაპს.

თსუ-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი წარ­წე­რა სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­ულ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დამ­წერ­ლო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ აქვს. გრაკ­ლი­ან გო­რას სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ ან­თი­ძე ეწ­ვივ­ნენ. გრაკ­ლი­ა­ნი გო­რის გა­თხრე­ბის შე­დე­გად და­ფიქ­სირ­და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ღვთა­ე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ძვ.წ. VII სა­უ­კუ­ნის ტა­ძა­რი ორი სა­კურ­თხევ­ლით. სა­კურ­თხევ­ლის ორი­ვე პოს­ტა­მენტზე იკი­თხე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბი დამ­წერ­ლო­ბის ტექ­სტე­ბი. ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნით დას­ტურ­დე­ბა, რომ 2700 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დამ­წერ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ამ ფაქ­ტმა და ადრე აღ­მო­ჩე­ნილ­მა მა­სა­ლებ­მა, შე­საძ­ლოა, ძვ.წ. VII-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, კერ­ძოდ, ქარ­თლის ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბიც შეც­ვა­ლოს.

კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის, მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "გრაკ­ლი­ა­ნი გო­რის კვლე­ვის პროცს­ში ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა და­ფიქ­სირ­და. ეს არის ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის მე-7 სა­უ­კუ­ნის ტა­ძა­რი, ორი სა­კურ­თხე­ვე­ლი და სა­კურ­თხევ­ლის პოს­ტა­მენტზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რა"

"ეს უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნაა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­წერ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის 2700-წლი­ან ის­ტო­რი­ას ცხად­ყოფს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ფაქ­ტი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უდი­დეს ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევს. აქ ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა - ნა­ხევ­რად ღია მუ­ზე­უ­მი ეწყო­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ყვე­ლა მსურ­ველს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­როს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გა­ძემ.

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თსუ-ის არ­ქე­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი ახა­ლაღ­მო­ჩე­ნილ არ­ტე­ფაქ­ტებს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს.

მისი თქმით, "წარ­წე­რა, რო­მე­ლიც თსუ-ის ექპე­დი­ცი­ამ აღ­მო­ა­ჩი­ნა გრაკ­ლი­ან გო­რა­ზე, არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის, მას ანა­ლო­გი არ მო­ე­პო­ვე­ბა.

"რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ის გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის მეშ­ვი­დე სა­უ­კუ­ნეს, ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­წერ­ლო­ბის ის­ტო­რია უკვე ით­ვლის 2700 წელს. ამ აღ­მო­ჩე­ნით სა­ქარ­თვე­ლო შე­ვი­და იმ უზარ­მა­ზარ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის ელი­ტა­ში, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი დამ­წერ­ლო­ბა ჰქონ­დათ ათას­წლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე. ეს დამ­წერ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა ტა­ძარ­ში, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ კარ­გად არის შე­მო­ნა­ხუ­ლი, ამ ტა­ძარ­ში გა­მარ­თუ­ლია 2 სა­კურ­თხე­ვე­ლი და ორი­ვე სა­კურ­თხე­ველ­ზე არის წარ­წე­რა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ერთ მათ­გან­ზე, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თი­თაა, არის რა­მო­დე­ნი­მე ასო გა­მოყ­ვა­ნი­ლი თი­ხით და მე­ო­რე სა­კურ­თხევ­ლის პოს­ტა­მენ­ტი მთლი­ა­ნად არის და­ფა­რუ­ლი წარ­წე­რით", - გა­ნა­ცხა­და ლი­ჩელ­მა.

თსუ-ის პრო­ფე­სო­რის გან­ცხა­დე­ბით, "წარ­წე­რა იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ცდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლის ფარ­გლებს და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის სა­გა­ნი გახ­დე­ბა. ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა მთლი­ა­ნად შეც­ვლის მსოფ­ლიო დამ­წერ­ლო­ბის ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ მო­ნაკ­ვეთს."

"გრაკ­ლი­ან გო­რა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად ქვის ხა­ნი­დან ან­ტი­კურ პე­რი­ო­დამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის 300 000-წლი­ა­ნი უწყვე­ტი ციკ­ლი და­დას­ტურ­და. სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დის 10 ფე­ნის გა­თხრის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი - პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­მუ­შაო ია­რა­ღე­ბი, გვი­ან­დე­ლი პე­რი­ო­დის სა­კულ­ტო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნივ­თე­ბი და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ხელ­სა­წყო - ე.წ. სპა­ტუ­ლა, რო­მე­ლიც წამ­ლე­ბის, ხსნა­რე­ბის შე­სა­რე­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­ცე­მია. არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სუ­რა­თი მი­ი­ღეს: იმ პე­რი­ო­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერ­თმა­ნეთ­ზე მი­ჯრით მიდ­გმუ­ლი შე­ნო­ბე­ბის ერთი კვარ­ტა­ლი. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი აღ­მო­ჩე­ნაა ძვ. წ. IV ათას­წლე­უ­ლის სა­ბეჭ­და­ვე­ბი, რომ­ლის ანა­ლო­გი სამ­ხრეთ მე­სო­პო­ტა­მი­ა­ში, ურუქ­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი; ძვ.წ. V-IV სა­უ­კუ­ნე­ე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ოქ­როს დის­კო, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი ანა­ლო­გი არ­სე­ბობს ქ. სუ­ზა­ში (ირა­ნი).

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა აღ­მო­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­კულ­ტო ოთა­ხი. მათ შო­რის სა­კულ­ტო წის­ქვი­ლი - 3 კონ­სტრუქ­ცი­ის ხელ­საფ­ქვა­ვი, რო­მელ­შიც წმინ­და ფქვი­ლი იფ­ქვე­ბო­და. წმინ­და ფქვი­ლით ღმერ­თე­ბის­თვის შე­სა­წირ პურს აცხობ­დნენ. მსოფ­ლი­ო­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა გრაკ­ლი­ან გო­რა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ტაძ­რის სა­კურ­თხევ­ლის ბაქ­ნის ანა­ლო­გი, რო­მე­ლიც დიდი დე­დის კულტთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დიდი დედა, იგი­ვე ღმერ­თე­ბის დედა სა­კურ­თხე­ველ­თა­ნაა გა­მო­სა­ხუ­ლი", - ნათ­ქვა­მია თსუ-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გრაკ­ლი­ან გო­რა­ზე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გებ­მა გა­თხრე­ბი 2007 წელს და­ი­წყეს, სა­დაც თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­მეც­ნი­ე­რო-სა­ვე­ლე პრაქ­ტი­კის ბაზა ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

თან­ხე­ბის უქონ­ლო­ბის გამო ხვა­ლი­დან გრაკ­ლი­ან­ზე გა­თხრე­ბი შე­ჩერ­დე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

თსუ-ს პროფესორი - გრაკლიანის გორაზე ახალი აღმოჩენა მთლიანად შეცვლის მსოფლიო დამწერლობის ისტორიის ერთ-ერთ მონაკვეთს

თსუ-ს პროფესორი - გრაკლიანის გორაზე ახალი აღმოჩენა მთლიანად შეცვლის მსოფლიო დამწერლობის ისტორიის ერთ-ერთ მონაკვეთს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გრაკლიან გორას ეწვივნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, მეცნიერთა აზრით, გრაკლიან გორაზე (კასპის რაიონი) აღმოჩენილი ახალი არტეფაქტი შეცვლის არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს.

თსუ-ის ინფორმაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გრაკლიან გორას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ეწვივნენ. გრაკლიანი გორის გათხრების შედეგად დაფიქსირდა ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი ძვ.წ. VII საუკუნის ტაძარი ორი საკურთხევლით. საკურთხევლის ორივე პოსტამენტზე იკითხება ჯერჯერობით უცნობი დამწერლობის ტექსტები. ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ 2700 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა გამოიყენებოდა. ამ ფაქტმა და ადრე აღმოჩენილმა მასალებმა, შესაძლოა, ძვ.წ. VII-VI საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, ქართლის ისტორიული ცნობებიც შეცვალოს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, "გრაკლიანი გორის კვლევის პროცსში ახალი აღმოჩენა დაფიქსირდა. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე გაკეთებული წარწერა"

"ეს უნიკალური აღმოჩენაა, რადგან საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700-წლიან ისტორიას ცხადყოფს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს ინტერესს გამოიწვევს. აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა - ნახევრად ღია მუზეუმი ეწყობა, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მსურველს ძალიან საინტერესო არქეოლოგიური გათხრები დაათვალიეროს", - განაცხადა გიორგაძემ.

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, თსუ-ის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ახალაღმოჩენილ არტეფაქტებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მისი თქმით, "წარწერა, რომელიც თსუ-ის ექპედიციამ აღმოაჩინა გრაკლიან გორაზე, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, მას ანალოგი არ მოეპოვება.

"რაც ყველაზე მთავარია, ის განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნეს, ანუ საქართველოში დამწერლობის ისტორია უკვე ითვლის 2700 წელს. ამ აღმოჩენით საქართველო შევიდა იმ უზარმაზარ ცივილიზაციების ელიტაში, რომელთაც საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ ათასწლეულების მანძილზე. ეს დამწერლობა აღმოჩნდა ტაძარში, რომელიც საკმაოდ კარგად არის შემონახული, ამ ტაძარში გამართულია 2 საკურთხეველი და ორივე საკურთხეველზე არის წარწერა აღმოჩენილი. ერთ მათგანზე, რომელიც დასავლეთითაა, არის რამოდენიმე ასო გამოყვანილი თიხით და მეორე საკურთხევლის პოსტამენტი მთლიანად არის დაფარული წარწერით", - განაცხადა ლიჩელმა.

თსუ-ის პროფესორის განცხადებით, "წარწერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ცდება საქართველოს მეცნიერების შესწავლის ფარგლებს და საერთაშორისო კვლევის საგანი გახდება. ახალი აღმოჩენა მთლიანად შეცვლის მსოფლიო დამწერლობის ისტორიის ერთ-ერთ მონაკვეთს."

"გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების 300 000-წლიანი უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო - ე.წ. სპატულა, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ძვ. წ. IV ათასწლეულის საბეჭდავები, რომლის ანალოგი სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია აღმოჩენილი; ძვ.წ. V-IV საუკუნეებით დათარიღებული ოქროს დისკო, რომლის ერთადერთი ანალოგი არსებობს ქ. სუზაში (ირანი).

მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენილი რამდენიმე საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ. მსოფლიოში არ მოიპოვება გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის ბაქნის ანალოგი, რომელიც დიდი დედის კულტთან არის დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა საკურთხეველთანაა გამოსახული", - ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გრაკლიან გორაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გათხრები 2007 წელს დაიწყეს, სადაც თსუ-ის სტუდენტებისთვის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა.

თანხების უქონლობის გამო ხვალიდან გრაკლიანზე გათხრები შეჩერდება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია