მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგმაძემ ირმა ინაშვილი საჯაროდ შეურაცხყო: "საყოფაცხოვრებო ჭუჭყის ეს კონკრემენტი მეტყველებს და თანაც ამას ვიღაც ზომბები უსმენენ"
გივი თარგმაძემ ირმა ინაშვილი საჯაროდ შეურაცხყო: "საყოფაცხოვრებო ჭუჭყის ეს კონკრემენტი მეტყველებს და თანაც ამას ვიღაც ზომბები უსმენენ"

"რუს­თა­ვი 2"-ის დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით ქი­ბარ ხალ­ვა­შის სა­სა­მარ­თლო სარ­ჩელს ტე­ლე­ვი­ზი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი პო­ლიტ­კურ კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს კერ­ძო სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვაა და მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ას­თან ბრძო­ლად არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

მათ შო­რის, ვინც ტე­ლე­ვი­ზი­ის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, ირმა ინაშ­ვი­ლი­ცაა. მე­ტიც, ის წერს, რომ არხი მის­გან სო­ლი­და­რო­ბას არ უნდა ელო­დეს, რად­გან "არ ეკუთ­ვნით".

ირმა ინაშ­ვი­ლი: 2005 წელს "ობი­ექ­ტივს" ტე­ლე­ვი­ზია წა­არ­თვეს. სა­ა­კაშ­ვი­ლის, ადე­იშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო და­ვა­ლე­ბი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით. დი­მიტ­რი ქი­ტოშ­ვი­ლის და სხვა დი­ტო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით... 9 წელი დამ­ჭირ­და იმი­სათ­ვის, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­მდგა­რი­ყო. სხვა სიხ­ში­რე მხო­ლოდ 2014 წელს მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ 9 წელი ცოტა დროა?! მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა.

ქუ­ჩის ტე­ლე­ვი­ზი­ის მო­დე­ლი შევ­ქმე­ნით და შე­ნო­ბე­ბის კედ­ლებ­ზე ვუშ­ვებ­დით დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს. ვერ ვიხ­სე­ნებ, რომ ერთხელ მა­ინც რუს­თა­ვი 2-მა სო­ლი­და­რო­ბა გა­მოგ­ვი­ცხა­და... ან გაგ­ვა­შუ­ქა მა­ინც... ამი­ტომ ნუ მო­ი­თხოვთ ჩემ­გან სო­ლი­და­რო­ბას. არ გე­კუთ­ვნით! რუს­თა­ვი 2-ის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს არ ვხე­დავ, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის ხელ­ყო­ფას, ან შე­ტე­ვას მე­დი­ა­ზე. წამ­რთმე­ვე­ბი და "წარ­თმე­უ­ლე­ბი" საქ­მეს ერ­თმა­ნეთ­თან არ­კვე­ვენ. ჰოდა, გა­არ­კვი­ონ. არხი არა­ვის გა­მო­ურ­თავს. სამი წე­ლია "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი რეკ­ლა­მაც მი­აქვს და მი­აქვს... ესაა ზე­წო­ლა?! ტე­ლე­ვი­ზია მა­უ­წყებ­ლობს:

კონ­ცერ­ტიც გა­დის, სე­რი­ა­ლიც და კვე­სი­ტა­ძის "ენ­ვე­რი-5"-იც ამ არ­ხის ეთერ­ში გა­ვი­და, რო­გორც მახ­სოვს. ეს ე.წ. გა­და­ცე­მა თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის ნი­მუ­ში იყო, მა­შინ კვე­სი­ტა­ძე ყო­ფი­ლა ვა­ლენ­ტი­ნა ტე­რეშ­კო­ვა... ამი­ტომ... ვის- ვის და რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი­თა და უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი სნა­ი­პე­რე­ბით ჩვენ ნუ­რა­ვინ გვა­ში­ნებს, რა...

ირმა ინაშ­ვი­ლის მიერ, "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ამ პოსტს სა­კუ­თარ გვერ­დზე პა­სუ­ხობს გივი თარ­გა­მა­ძე. თარ­გა­მა­ძე ირმა ინაშ­ვილს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფრა­ზით მო­იხ­სე­ნი­ებს და სი­ნა­ნულს გა­მოთ­ქვამს, რომ მას "ვი­ღაც ზომ­ბე­ბი" უს­მე­ნენ.

გივი თარ­გა­მა­ძე: ირმა ინაშ­ვი­ლი რ2-ს მი­მარ­თავს, ჩემ­გან მხარ­და­ჭე­რას ნუ ითხოვ­თო. დიაღ, ჩვენ ვცხოვ­რობთ იმ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­დაც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ჭუ­ჭყის ეს კონ­კრე­მენ­ტი მე­ტყვე­ლებს და თა­ნაც ამას ვი­ღაც ზომ­ბე­ბი უს­მე­ნენ. გა­მო­ბი­ძი­ნე­ბუ­ლი კა­ხე­ლი გლე­ხე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ნე­ბის­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბით ატ­მის გა­სა­ღე­ბის ყვე­ლა­ზე ნაღ­დი ბა­ზა­რი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ყუ­რის ძირ­ში აქვთ და რუს­პოტ­რებ­ნად­ზო­რის არა­სა­ი­მე­დო ჩი­ნოვ­ნი­კის უკა­ნა­ლის ლოღვნის პერ­სპექ­ტი­ვით არი­ან აღ­ტკი­ნე­ბულ­ნი. მეღ­ვი­ნე­ებს, რო­მელ­თაც მსოფ­ლიო ბაზ­რე­ბი შე­ღა­ვა­თებს სთა­ვა­ზო­ბენ, მხო­ლოდ ესა­უ­ლე­ბის წი­ნა­შე კუ­დის ქი­ცი­ნი სურთ. ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წილს, რო­მელ­თაც ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ, ძენ პა­ბე­დი­ზე პი­ტე­კანტროპ ერ­თმორ­წმუ­ნე­თა წი­ნა­შე მო­ცახ­ცა­ხე სხე­უ­ლე­ბით ცირ­კის ტრი­უ­კე­ბის გა­კე­თე­ბა ხიბ­ლავთ. ესაა დღეს ჩემი სამ­შობ­ლოს რე­ა­ლო­ბა, რომ­ლის შემ­ხედ­ვა­რეც ჭორ­ვი­ლე­ლი ტი­კი­ნა და­ძი­ნე­ბამ­დე ხე­ლებს იფ­შვნეტს და სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან ცქმუ­ტავს.

მე ვარ გივი ვა­სი­ლის ძე თარ­გა­მა­ძე, მე­ო­რე. მე­ო­რე, რად­გა­ნაც პირ­ვე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­პი­რან­ტი, 1942 წელს 27 წლის ასაკ­ში, კი­დევ 20 თა­ნა­მო­აზ­რეს­თან ერ­თად, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის გამო პუ­წი­ნის­ნა­ი­რე­ბის და­ვა­ლე­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლის­ნა­ი­რე­ბის ბრძა­ნე­ბით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­ნა­ი­რებ­მა დახ­ვრი­ტეს. მე მის­გან დამ­რჩა იგი­ვე­ნომ­რი­ა­ნი სათ­ვა­ლე და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ან­თე­ბუ­ლი გული. მე ვიმ­ყო­ფე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და ესენ­გეს ძებ­ნა­ში.

ბა­ბუ­ა­ჩე­მის, რო­მელ­ზეც უკვე თით­ქის ორ­ჯერ დიდი ვარ, ხსოვ­ნის წი­ნა­შე ვფი­ცავ, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, ჩემს სამ­შობ­ლოს რუ­სე­ბი ვერ და­ი­მო­ნე­ბენ!

ხიხო, აქ და­ი­ნა­ხე - STOP!

ფრთხი­ლად, უკან და­ხე­ვის დე­დაც!

Fb.com-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სტა­ტუ­სე­ბი

"რუს­თა­ვი 2"-ის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხი, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბი იხი­ლეთ თეგ­ზე #რუს­თა­ვი2

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გივი თარგმაძემ ირმა ინაშვილი საჯაროდ შეურაცხყო: "საყოფაცხოვრებო ჭუჭყის ეს კონკრემენტი მეტყველებს და თანაც ამას ვიღაც ზომბები უსმენენ"

გივი თარგმაძემ ირმა ინაშვილი საჯაროდ შეურაცხყო: "საყოფაცხოვრებო ჭუჭყის ეს კონკრემენტი მეტყველებს და თანაც ამას ვიღაც ზომბები უსმენენ"

"რუსთავი 2"-ის დაბრუნების მოთხოვნით ქიბარ ხალვაშის სასამართლო სარჩელს ტელევიზიის მხარდამჭერები პოლიტკურ კონტექსტში განიხილავენ, ხოლო საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კერძო სამართლებრივი დავაა და მას ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლად არ განიხილავენ.

მათ შორის, ვინც ტელევიზიის მხარდამჭერი განცხადებებით არ გამოირჩევა, ირმა ინაშვილიცაა. მეტიც, ის წერს, რომ არხი მისგან სოლიდარობას არ უნდა ელოდეს, რადგან "არ ეკუთვნით".

ირმა ინაშვილი: 2005 წელს "ობიექტივს" ტელევიზია წაართვეს. სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ორგანიზებით. დიმიტრი ქიტოშვილის და სხვა დიტოების მონაწილეობით... 9 წელი დამჭირდა იმისათვის, რომ სამართლიანობა აღმდგარიყო. სხვა სიხშირე მხოლოდ 2014 წელს მივიღეთ, მაგრამ 9 წელი ცოტა დროა?! მთელი ცხოვრებაა.

ქუჩის ტელევიზიის მოდელი შევქმენით და შენობების კედლებზე ვუშვებდით დოკუმენტურ ფილმებს. ვერ ვიხსენებ, რომ ერთხელ მაინც რუსთავი 2-მა სოლიდარობა გამოგვიცხადა... ან გაგვაშუქა მაინც... ამიტომ ნუ მოითხოვთ ჩემგან სოლიდარობას. არ გეკუთვნით! რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს არ ვხედავ, როგორც თავისუფალი სიტყვის ხელყოფას, ან შეტევას მედიაზე. წამრთმევები და "წართმეულები" საქმეს ერთმანეთთან არკვევენ. ჰოდა, გაარკვიონ. არხი არავის გამოურთავს. სამი წელია "ოცნების" ხელისუფლებას მრავალმილიონიანი რეკლამაც მიაქვს და მიაქვს... ესაა ზეწოლა?! ტელევიზია მაუწყებლობს:

კონცერტიც გადის, სერიალიც და კვესიტაძის "ენვერი-5"-იც ამ არხის ეთერში გავიდა, როგორც მახსოვს. ეს ე.წ. გადაცემა თუ თავისუფალი მედიის ნიმუში იყო, მაშინ კვესიტაძე ყოფილა ვალენტინა ტერეშკოვა... ამიტომ... ვის- ვის და რევოლუციებითა და უკრაინაში მებრძოლი ქართველი სნაიპერებით ჩვენ ნურავინ გვაშინებს, რა...

ირმა ინაშვილის მიერ, "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ამ პოსტს საკუთარ გვერდზე პასუხობს გივი თარგამაძე. თარგამაძე ირმა ინაშვილს შეურაცხმყოფელი ფრაზით მოიხსენიებს და სინანულს გამოთქვამს, რომ მას "ვიღაც ზომბები" უსმენენ.

გივი თარგამაძე: ირმა ინაშვილი რ2-ს მიმართავს, ჩემგან მხარდაჭერას ნუ ითხოვთო. დიაღ, ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც საყოფაცხოვრებო ჭუჭყის ეს კონკრემენტი მეტყველებს და თანაც ამას ვიღაც ზომბები უსმენენ. გამობიძინებული კახელი გლეხები ვერ ხვდებიან, რომ ნებისმიერი რაოდენობით ატმის გასაღების ყველაზე ნაღდი ბაზარი, აზერბაიჯანი, ყურის ძირში აქვთ და რუსპოტრებნადზორის არასაიმედო ჩინოვნიკის უკანალის ლოღვნის პერსპექტივით არიან აღტკინებულნი. მეღვინეებს, რომელთაც მსოფლიო ბაზრები შეღავათებს სთავაზობენ, მხოლოდ ესაულების წინაშე კუდის ქიცინი სურთ. ამ ქვეყნის მოქალაქეების ნაწილს, რომელთაც ღირსეული ცხოვრება შეუძლიათ, ძენ პაბედიზე პიტეკანტროპ ერთმორწმუნეთა წინაშე მოცახცახე სხეულებით ცირკის ტრიუკების გაკეთება ხიბლავთ. ესაა დღეს ჩემი სამშობლოს რეალობა, რომლის შემხედვარეც ჭორვილელი ტიკინა დაძინებამდე ხელებს იფშვნეტს და სიამოვნებისგან ცქმუტავს.

მე ვარ გივი ვასილის ძე თარგამაძე, მეორე. მეორე, რადგანაც პირველი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, 1942 წელს 27 წლის ასაკში, კიდევ 20 თანამოაზრესთან ერთად, სამშობლოს სიყვარულის გამო პუწინისნაირების დავალებით, ივანიშვილისნაირების ბრძანებით, ღარიბაშვილისნაირებმა დახვრიტეს. მე მისგან დამრჩა იგივენომრიანი სათვალე და საქართველოსთვის ანთებული გული. მე ვიმყოფები რუსეთის ფედერაციისა და ესენგეს ძებნაში.

ბაბუაჩემის, რომელზეც უკვე თითქის ორჯერ დიდი ვარ, ხსოვნის წინაშე ვფიცავ, სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს სამშობლოს რუსები ვერ დაიმონებენ!

ხიხო, აქ დაინახე - STOP!

ფრთხილად, უკან დახევის დედაც!

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსები

"რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე ყველა სამართლებრივი საკითხი, პოლიტიკური შეფასებები და საზოგადოების რეაქციები იხილეთ თეგზე #რუსთავი2

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია