მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაიბრუნებს თუ არა ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ს: ნიკა გვარამიას კომენტარი ხალვაშის სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით
დაიბრუნებს თუ არა ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ს: ნიკა გვარამიას კომენტარი ხალვაშის სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მტა­ცე­ბე­ლი ქი­ბარ ხალ­ვა­ში სხვას რომ რა­მის მი­ტა­ცე­ბა­ში ედა­ვე­ბა, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო და ცი­ნი­კუ­რია, - ამის შე­სა­ხებ "რუს­თა­ვი 2"-ს დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ ქი­ბარ ხალ­ვა­შის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, რო­მელ­მაც "რუს­თა­ვი2"-ს წი­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა.

რო­გორც გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, "რუს­თა­ვი 2"-ს დღე­ვან­დე­ლი მფლო­ბე­ლე­ბის წი­ნა­ა­ღამ­დეგ რა­ი­მეს მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მტა­ცე­ბე­ლი ქი­ბარ ხალ­ვა­ში სხვას რომ რა­მის მი­ტა­ცე­ბა­ში ედა­ვე­ბა, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო და ცი­ნი­კუ­რია. სა­მარ­თლებ­რი­ვად რა­ი­მეს მიღ­წე­ვა "რუს­თა­ვი2"-ს დღე­ვან­დე­ლი მფლო­ბე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამის შან­სი არის ნუ­ლო­ვა­ნი, რად­გან ისი­ნი არი­ან კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შემ­ძე­ნე­ბი. მაქ­სი­მუ­მი, რა­საც ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წი­ოს, ეს არის კომ­პენ­სა­ცია, რო­მე­ლიც უნდა გა­და­უ­ხა­დოს მას სა­ხელ­მწი­ფომ ან იმ პირ­მა, ვინც რამე წა­არ­თვა, რა­შიც ძა­ლი­ან ღრმად შე­მაქვს ეჭვი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორ მო­იქ­ცე­ვა სა­სა­მარ­თლო. მე იმე­დი მაქვს, რომ ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის­კენ მი­მა­ვა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ის არ გა­ნიზ­რა­ხავს და არ წა­უც­დე­ბა ხელი უკა­ნო­ნო­ბის­კენ. ეს არ არის ქი­ბარ ხალ­ვა­შის თა­მა­ში. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­მა­ში, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში შე­პყრო­ბი­ლია ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­ით და ბოლო "კო­ზი­რი" რო­გორც ჩანს არის ქი­ბარ ხალ­ვა­ში. რო­გორც სხვა მხა­რე­ე­ბი­დან არ გა­მო­ვი­და, ისე ამ მხა­რი­დან არ გა­მო­ვა, მაღ­ლა მზე იქ­ნე­ბა და" რუს­თა­ვი 2" იქ­ნე­ბა იქ, სა­დაც არის", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ბიზ­ნეს­მენ­მა ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა "რუს­თა­ვი 2"-ს წი­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და სარ­ჩე­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, "რუს­თა­ვი 2"-ს პარტნი­ორ­თა წი­ლე­ბის და­ყა­და­ღე­ბა მო­ი­თხო­ვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

დაიბრუნებს თუ არა ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ს: ნიკა გვარამიას კომენტარი ხალვაშის სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით

დაიბრუნებს თუ არა ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ს: ნიკა გვარამიას კომენტარი ხალვაშის სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით

ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქიბარ ხალვაში სხვას რომ რამის მიტაცებაში ედავება, ძალიან სასაცილო და ცინიკურია, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც "რუსთავი2"-ს წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც გვარამიამ განაცხადა, "რუსთავი 2"-ს დღევანდელი მფლობელების წინააღამდეგ რაიმეს მიღწევა შეუძლებელია.

"ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქიბარ ხალვაში სხვას რომ რამის მიტაცებაში ედავება, ძალიან სასაცილო და ცინიკურია. სამართლებრივად რაიმეს მიღწევა "რუსთავი2"-ს დღევანდელი მფლობელების წინააღმდეგ შეუძლებელია, ამის შანსი არის ნულოვანი, რადგან ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები. მაქსიმუმი, რასაც ქიბარ ხალვაშმა შეიძლება მიაღწიოს, ეს არის კომპენსაცია, რომელიც უნდა გადაუხადოს მას სახელმწიფომ ან იმ პირმა, ვინც რამე წაართვა, რაშიც ძალიან ღრმად შემაქვს ეჭვი. ძალიან საინტერესოა როგორ მოიქცევა სასამართლო. მე იმედი მაქვს, რომ ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ხელისუფლების თანამონაწილეობას ის არ განიზრახავს და არ წაუცდება ხელი უკანონობისკენ. ეს არ არის ქიბარ ხალვაშის თამაში. თავისთავად ცხადია ეს არის ხელისუფლების თამაში, რომელიც ბოლო პერიოდში შეპყრობილია ტოტალიტარული შიზოფრენიით და ბოლო "კოზირი" როგორც ჩანს არის ქიბარ ხალვაში. როგორც სხვა მხარეებიდან არ გამოვიდა, ისე ამ მხარიდან არ გამოვა, მაღლა მზე იქნება და" რუსთავი 2" იქნება იქ, სადაც არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ს წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ს პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია