პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლე სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება
მოსამართლე სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება

მო­სა­მარ­თლე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მო­უ­წო­დებს პა­ტიმ­რის უსაფრ­თხო­ე­ბა და სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოს, - აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წო­დე­ბა მო­სა­მარ­თლე ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის გან­ხილ­ვი­სას გა­ა­კე­თა. მო­სა­მარ­თლის გან­ცხა­დე­ბას წინ უძღო­და ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ლე­ვან ბე­რო­ძის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა­სა და გი­ორ­გი ცა­ა­ძის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, რომ ბოლო სა­სა­მარ­თლო სხდო­მის შემ­დეგ იგი არა ე.წ. მტრო­სო­ვის ცი­ხე­ში, არა­მედ გლ­და­ნის #8 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნა­თავ­სეს, სა­დაც, რო­გორც ფირ­ცხა­ლა­ვა ამ­ბობს, იქ მო­თავ­სე­ბულ­მა პა­ტიმ­რებ­მა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

"მი­მიყ­ვა­ნეს გლ­და­ნის ცი­ხე­ში, სა­დაც ად­ვო­კატ­თან შე­სახ­ვედ­რად უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. გა­მო­ვი­ა­რე ეზო­ში რამ­დე­ნი­მე კორ­პუ­სი. ატყდა ერთი ამ­ბა­ვი. ათა­სამ­დე კაც­მა მო­მი­კი­თხა ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ყვე­ლა კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლი. ხმა არ გა­მი­ცია. უკა­ნა გზა­ზეც იგი­ვე მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ თუკი კვლავ ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში არ გა­და­იყ­ვა­ნენ, იგი მომ­დევ­ნო პრო­ცე­სი­დან, ორ­შა­ბა­თი­დან სა­სა­მარ­თლო სხდო­მებს აღარ და­ეს­წრე­ბა და ად­ვო­კატ­ზეც უარს იტყვის.

ბოლო სხდო­მის შემ­დეგ პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე ისა­უბ­რა კი­დევ ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი ცა­ა­ძემ. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბოლო სა­სა­მარ­თლო სხდო­მის შემ­დეგ ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში და­აბ­რუ­ნეს, სა­დაც 4 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბის სა­კან­ში მო­ა­თავ­სეს. ცა­ა­ძის თქმით, მას გა­და­ად­გი­ლე­ბის და მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ფარ­თის არარ­სე­ბო­ბის გამო არ გა­აჩ­ნია. ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა.

"პა­ტიმ­რე­ბის გან­თავ­სე­ბის სა­კითხს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა წყვეტს. სა­სა­მარ­თლო ამ სა­კი­თხში არ ერე­ვა, მაგ­რამ სა­ჭი­როდ ვთვლი მივ­მარ­თო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, რომ იგი ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას ყვე­ლა პა­ტიმ­რის უსაფრ­თხო­ე­ბა და შე­უქ­მნას თი­თო­ე­ულ პა­ტი­მარს სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი. მივ­მარ­თავ სა­მი­ნის­ტროს ყუ­რად იღოს თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყოს სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა", - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლე ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა.

კი­დევ ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა, ლე­ვან ბე­რო­ძემ დღეს მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა, რომ მომ­დევ­ნო პრო­ცე­სი­დან სა­სა­მარ­თლო სხდო­მას აღარ და­ეს­წრე­ბა. ამის მო­ტი­ვად ბე­რო­ძემ მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

"სა­ერ­თოდ აღარ მო­ვალ პრო­ცე­სებ­ზე. რაც რამე უბე­დუ­რე­ბა არ­სე­ბობ­და ყვე­ლა­ფერ­მა ჩემ­ზე გა­და­ი­ა­რა. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ყვე­ლა პრო­ცესს და მოგ­მარ­თავთ, რომ აღარ მინ­და და­ვეს­წრო სა­სა­მარ­თლო სხდო­მებს. ვე­ღარ ვუძ­ლებ. სა­კან­ში 6 თვეა მარ­ტო ვარ. არც რა­დიო მაქვს, არც ტე­ლე­ვი­ზო­რი. რთუ­ლია ძა­ლი­ან ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბე­რო­ძემ.

მო­სა­მარ­თლის შე­კი­თხვა­ზე, მო­ვი­დო­და თუ არა იგი სა­სა­მარ­თლო­ზე მისი და­კი­თხვის დროს, ბე­რო­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ამას ად­ვო­კატ­თან შე­ა­თან­ხმებს. სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ წუ­თებ­ში სა­სა­მარ­თლო ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ რი­გით სპეც­რაზ­მელს, სოსო ჩაკ­ვე­ტა­ი­ას ჰკი­თხავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მოსამართლე სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება

მოსამართლე სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება

მოსამართლე სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს პატიმრის უსაფრთხოება და სათანადო პირობები უზრუნველყოს, - აღნიშნული მოწოდება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის განხილვისას გააკეთა. მოსამართლის განცხადებას წინ უძღოდა ამ საქმეზე ბრალდებული ლევან ბეროძის, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიერ გაკეთებული განცხადებები.

ირაკლი ფირცხალავამ აღნიშნა, რომ ბოლო სასამართლო სხდომის შემდეგ იგი არა ე.წ. მტროსოვის ციხეში, არამედ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განათავსეს, სადაც, როგორც ფირცხალავა ამბობს, იქ მოთავსებულმა პატიმრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"მიმიყვანეს გლდანის ციხეში, სადაც ადვოკატთან შესახვედრად უნდა გამოვსულიყავი. გამოვიარე ეზოში რამდენიმე კორპუსი. ატყდა ერთი ამბავი. ათასამდე კაცმა მომიკითხა ოჯახის წევრები და ყველა კეთილისმსურველი. ხმა არ გამიცია. უკანა გზაზეც იგივე მოხდა", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ამბობს, რომ თუკი კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში არ გადაიყვანენ, იგი მომდევნო პროცესიდან, ორშაბათიდან სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება და ადვოკატზეც უარს იტყვის.

ბოლო სხდომის შემდეგ პირობების გაუარესებაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ბრალდებულმა გიორგი ცააძემ. როგორც მან აღნიშნა, ბოლო სასამართლო სხდომის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს, სადაც 4 კვადრატული მეტრის ფართობის საკანში მოათავსეს. ცააძის თქმით, მას გადაადგილების და მოძრაობის საშუალება ფართის არარსებობის გამო არ გააჩნია. ამ განცხადებების შემდეგ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართა.

"პატიმრების განთავსების საკითხს პენიტენციური სისტემა წყვეტს. სასამართლო ამ საკითხში არ ერევა, მაგრამ საჭიროდ ვთვლი მივმართო სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომ იგი ვალდებულია დაიცვას ყველა პატიმრის უსაფრთხოება და შეუქმნას თითოეულ პატიმარს სათანადო პირობები. მივმართავ სამინისტროს ყურად იღოს თქვენი განცხადება და უზრუნველყოს სათანადო პირობების შექმნა", - განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ლევან ბეროძემ დღეს მოსამართლეს მიმართა, რომ მომდევნო პროცესიდან სასამართლო სხდომას აღარ დაესწრება. ამის მოტივად ბეროძემ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაასახელა.

"საერთოდ აღარ მოვალ პროცესებზე. რაც რამე უბედურება არსებობდა ყველაფერმა ჩემზე გადაიარა. ძალიან განვიცდი ყველა პროცესს და მოგმართავთ, რომ აღარ მინდა დავესწრო სასამართლო სხდომებს. ვეღარ ვუძლებ. საკანში 6 თვეა მარტო ვარ. არც რადიო მაქვს, არც ტელევიზორი. რთულია ძალიან ჩემი მდგომარეობა", - განაცხადა ლევან ბეროძემ.

მოსამართლის შეკითხვაზე, მოვიდოდა თუ არა იგი სასამართლოზე მისი დაკითხვის დროს, ბეროძემ აღნიშნა, რომ ამას ადვოკატთან შეათანხმებს. სხდომა მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ რიგით სპეცრაზმელს, სოსო ჩაკვეტაიას ჰკითხავს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"