პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დაიწყო
„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დაიწყო

"ჰით ბა­თუ­მი 2015" პრო­ექ­ტი გრძელ­დე­ბა და ყო­ველ­თვის მზა­დაა დას­ვე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­უ­კე­თე­სო და გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. ავ­ტო­რებ­მა უფ­რო­სე­ბის გარ­და, პა­ტა­რებ­ზეც იზ­რუ­ნეს და 27 ივ­ლი­სი­დან 2 აგ­ვის­ტომ­დე ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში "სა­ბავ­შვო დღე­ე­ბი" გა­ი­მარ­თე­ბა. ბა­თუ­მის კო­ლო­ნა­დე­ბი, ბულ­ვა­რი და ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი სა­ბავ­შვო სპექ­ტაკ­ლებს, თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნებ­სა და სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­ეთ­მო­ბა.

"ჰით ბა­თუ­მი 2015" -ის ფარ­გლებ­ში "სა­ბავ­შვო დღე­ე­ბი" და­ი­წყო. იმ­დე­ნი ზღაპ­რი­სა თუ მულ­ტფილ­მის გმი­რი შე­მოგ­ვეხ­ვია გარს, რომ გუ­შინ ყვე­ლა­ნი სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში აღ­მოვ­ჩნდით. ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა, თა­მა­ში, ვიქ­ტო­რი­ნა... პა­ტა­რებს წინ და­უ­ვი­წყა­რი დღე­ე­ბი ელით! აქ ყო­ველ­დღე რა­ღაც ხდე­ბა!

სა­ბავ­შვო პროგ­რა­მა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო წარ­მოდ­გე­ნებ­სა და კონ­ცერ­ტებს მო­ი­ცავს: ბას­ტი ბუ­ბუს, სტუ­დია ლი­პო­პო­სა და ჯაზ ბენ­დის კონ­ცერ­ტი, მი­უ­ზიკ­ლე­ბი: "ზე­ი­მი ჯა­დოს­ნურ სა­სახ­ლე­ში", "ბუ­რა­ტი­ნოს თავ­გა­და­სა­ვა­ლი" და "მა­უ­გლი", თი­თე­ბის თე­ატ­რი გა­მარ­თავს სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რას "ქეი და ჰერ­დას თავ­გა­და­სა­ვა­ლი". მოხ­დე­ბა ქუ­ჩებ­ში ყველ­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ზღაპ­რის გმი­რე­ბის მსვლე­ლო­ბა, მო­ე­წყო­ბა ცე­ცხლო­ვა­ნი, ფე­ერ­ვერკ და ნეონ შო­უ­ე­ბი, სა­ბავ­შვო დღე­ე­ბი სა­ბავ­შვო დღე­ე­ბი ასე­ვე მო­ი­ცავს დის­ნეი ლენ­დის პროგ­რა­მას, იქ­ნე­ბა კონ­კურ­სე­ბი, ვიქ­ტო­რი­ნა: რა? სად? რო­დის?

გარ­და ამი­სა, 28 ივ­ლისს კოკა-კო­ლას ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­იხ­სნე­ბა "ფან­ტა ლავ ლენ­დი", რო­მე­ლიც 2 აგ­ვის­ტომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა მო­ცუ­ლო­ბი­თი ერ­თკვი­რი­ა­ნი აქ­ტი­ვო­ბა, უამ­რა­ვი სა­ჩუქ­რე­ბით, ფრა­ნე­ბი­თა და შოუ პროგ­რა­მით.

პრო­ექ­ტი "ჰით ბა­თუ­მი" 11 კვი­რის­გან შედ­გე­ბა და თო­თო­ე­უ­ლი კვი­რა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის არტს მო­ი­ცავს. მრავლფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მა გათ­ვლი­ლია ყვე­ლა თა­ო­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, დამ­სვე­ნებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­გეგ­მონ ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის დღე­ე­ბი.

"ჰით ბა­თუ­მის" ფარ­გლებ­ში, 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლია 200-ზე მეტი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუმს 20-მდექ­ვეყ­ნი­დან 259 უცხო­ე­ლი არ­ტის­ტი სტუმ­რობს. ღო­ნის­ძე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია 50 ორ­გა­ნი­ზა­ცია და 2000-მდე მო­ნა­წი­ლე.

"ჰით ბა­თუ­მი 2015" წარ­მო­ად­გენს ბა­თუ­მის სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნის სპე­ცი­ა­ლურ პრო­ექტს, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს 2 თვი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­სა და გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას უწყვეტ რე­ჟიმ­ში. 6 ივ­ლი­სი­დან 15 სექ­ტემ­ბრამ­დე, ყო­ველ კვი­რას, ბა­თუმ­ში ჩა­ტარ­დე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ივენ­თე­ბი, რომ­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­აც მოხ­დე­ბა ერ­თი­ა­ნი ქოლ­გის ქვეშ, სა­ხელ­წო­დე­ბით "ჰით ბა­თუ­მი".

პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია ბა­თუ­მის მე­რია და საკ­რე­ბუ­ლო, ასე­ვე მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და მისი სსი­პი "კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი", ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი. პრო­ექ­ტი "ჰით ბა­თუ­მი" სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექტს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის მი­ზა­ნია ერ­თის მხრივ აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის, ხოლო მე­ო­რეს მხრივ მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის პრო­მო­უ­შე­ნი გარე და შიდა აუ­დი­ტო­რი­ა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დაიწყო

„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დაიწყო

”ჰით ბათუმი 2015” პროექტი გრძელდება და ყოველთვის მზადაა დასვენების პარალელურად საუკეთესო და გასართობი ღონისძიებები შემოგთავაზოთ. ავტორებმა უფროსების გარდა, პატარებზეც იზრუნეს და 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე ზღვისპირა ქალაქში „საბავშვო დღეები“ გაიმართება. ბათუმის კოლონადები, ბულვარი და ქალაქის ქუჩები საბავშვო სპექტაკლებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს დაეთმობა.

„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დაიწყო. იმდენი ზღაპრისა თუ მულტფილმის გმირი შემოგვეხვია გარს, რომ გუშინ ყველანი საოცრებათა ქვეყანაში აღმოვჩნდით. ცეკვა, სიმღერა, თამაში, ვიქტორინა... პატარებს წინ დაუვიწყარი დღეები ელით! აქ ყოველდღე რაღაც ხდება!

საბავშვო პროგრამა მრავალფეროვანია და საკმაოდ საინტერესო წარმოდგენებსა და კონცერტებს მოიცავს: ბასტი ბუბუს, სტუდია ლიპოპოსა და ჯაზ ბენდის კონცერტი, მიუზიკლები: „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“, „ბურატინოს თავგადასავალი“ და „მაუგლი“, თითების თეატრი გამართავს სპექტაკლის პრემიერას „ქეი და ჰერდას თავგადასავალი“. მოხდება ქუჩებში ყველსათვის საყვარელი ზღაპრის გმირების მსვლელობა, მოეწყობა ცეცხლოვანი, ფეერვერკ და ნეონ შოუები, საბავშვო დღეები საბავშვო დღეები ასევე მოიცავს დისნეი ლენდის პროგრამას, იქნება კონკურსები, ვიქტორინა: რა? სად? როდის?

გარდა ამისა, 28 ივლისს კოკა-კოლას ორგანიზებით გაიხსნება „ფანტა ლავ ლენდი“, რომელიც 2 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს იქნება მოცულობითი ერთკვირიანი აქტივობა, უამრავი საჩუქრებით, ფრანებითა და შოუ პროგრამით.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი