სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერაქტი, რომელიც 43 წლის წინ ბათუმი-სოხუმის ავიარეისზე მოხდა
ტერაქტი, რომელიც 43 წლის წინ ბათუმი-სოხუმის ავიარეისზე მოხდა

დი­ლით ადრე ადგა. თავი მო­ი­წეს­რი­გა და ბარ­გის ჩა­ლა­გე­ბას შე­უდ­გა. ბა­თუმს უნდა დამ­შვი­დო­ბე­ბო­და და მშობ­ლი­ურ სო­ხუმ­ში გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო.

შვილს წი­თე­ლი კაბა, პალ­ტო, კოლ­ჰო­ტი და ფეხ­საც­მე­ლი ჩა­აც­ვა. ბაბ­თაც წი­თე­ლი და­აბ­ნია თმა­ზე და იქვე, ეზო­ში მდგარ ბი­ძას გას­ძა­ხა, - წა­ვე­დით, დროა უკვე! რა იცო­და ლია მა­მარ­დაშ­ვილ­მა, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ის და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, ლო­ლი­ტა მი­ლო­რა­ვა სა­ში­ნე­ლი ამ­ბის თვითმხილ­ვე­ლე­ბი თუ გახ­დე­ბოდ­ნენ... და­ახ­ლო­ე­ბით 43 წლის შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი ლია ცდი­ლობს, გა­იხ­სე­ნოს, თუ რა მოხ­და ბა­თუ­მი­დან, სო­ხუმ­ში მი­მა­ვა­ლი თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე, შე­მოდ­გო­მის ერთ თით­ქოს­და ჩვე­უ­ლებ­რივ დღეს:

1970 წლის 10 ოქ­ტომ­ბე­რი იდგა. მე, ჩემი მე­უღ­ლე და მისი მე­გობ­რე­ბი, ჩვენს შვილ­თან - ლო­ლი­ტას­თან ერ­თად, ბა­თუმ­ში ჩა­ვე­დით. ბი­ჭებს სა­ვაჭ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბა გა­ნეზ­რა­ხათ. ბი­ძა­ჩემ­თან დავ­ბი­ნავ­დით. ჩა­ბა­რე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე, სო­ხუმ­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად მო­ვემ­ზა­დეთ, მაგ­რამ სას­ტიკ უარ­ზე დავ­დე­ქი. მე­უღ­ლე­სა და მის მე­გობ­რებ­თან, ერთი მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბას მერ­ჩივ­ნა, ცალ­კე, თვითმფრი­ნა­ვით გამვფრე­ნი­ლი­ყა­ვი, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ გზად რამ­დე­ნი რეს­ტო­რა­ნიც შეხ­ვდე­ბო­დათ, ყველ­გან გა­ა­ჩე­რებ­დნენ. ეს კი, მე და ბავ­შვს, დის­კომ­ფორ­ტს შეგ­ვიქ­მნი­და. მე­ო­რე დღეს, დი­ლით, 12 სა­ათ­ზე, მე და ჩემი შვი­ლი, ბი­ძა­ჩემ­მა, ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტში წაგ­ვიყ­ვა­ნა. იმ დროს ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი იქ ად­მი­ნის­ტრა­ტო­რად მუ­შა­ობ­და და ბი­ლე­თე­ბის სა­კი­თხიც უმალ მოგ­ვიგ­ვა­რა. დღე ღრუბ­ლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა და ფრე­ნა დრო­ე­ბით გა­და­ი­დო. 15 წუთ­ში კი გა­მო­ა­ცხა­დეს, სო­ხუ­მის­კენ მი­მა­ვა­ლი მგზავ­რე­ბი, თვითმფრი­ნავ­ში ჩა­სას­ხდო­მად მო­ემ­ზა­დე­თო. ყვე­ლა­ნი ტრა­პის­კენ და­ვი­ძა­რით, მაგ­რამ ისევ შეგ­ვა­ყოვ­ნეს. იმ დროს ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, შუ­ახ­ნის მა­მა­კაც­მა და მის­მა თან­მხლებ­მა, ასე 13-14 წლის ბიჭ­მა მი­იქ­ცია, რომ­ლე­ბიც ტრაპ­ზე პირ­ვე­ლე­ბი ავიდ­ნენ და პი­ლო­ტის კა­ბი­ნის უკან წინა ად­გი­ლე­ბი და­ი­კა­ვეს.

- ესე იგი, ეჭვი ტრაპ­ზე ას­ვლამ­დე გა­გიჩ­ნდათ?

- იმ დროს არა­ნა­ი­რი ეჭვი არ გამ­ჩე­ნია. მა­შინ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს, კი­ნო­ში თუ ნა­ხავ­დი და ისიც იშ­ვი­ა­თად. უბ­რა­ლოდ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბამ და ფა­ცი­ფუც­მა გა­მა­ო­ცა. პირ­ვე­ლე­ბი ავიდ­ნენ. პირ­ველ სკამ­ზე დას­ხდნენ. თან, ქარ­თვე­ლე­ბი არ იყ­ვნენ, არც აფხა­ზე­ბი, არც რუ­სე­ბი... ეჭვი უკვე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა. ტე­რაქ­ტი რა­ტომ­ღაც, წი­ნას­წარ კარ­გად და­გეგ­მი­ლი მო­მეჩ­ვე­ნა. თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ მათ თვითმფრი­ნავ­ში ია­რა­ღი აი­ტა­ნეს, დიდ ეჭვს იწ­ვევ­და. მო­კავ­ში­რე­ე­ბი ხომ არ ჰყავ­დათ აე­რო­პორ­ტში ან თვითმფრი­ნავ­ში? ან მარ­ტო სო­ხუ­მის თვითმფრი­ნა­ვი რა­ტომ და­უშ­ვეს გა­საფ­რე­ნად? აფ­რე­ნი­დან 5 წუთ­ში, კაც­მა ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი მო­იხ­მო. ალ­ბათ ცუ­დად გახ­და და ცე­ლო­ფა­ნის პარკს ითხოვს-მეთ­ქი, - გა­ვი­ფიქ­რე. ხან­მოკ­ლე სა­უბ­რის შემ­დეგ, ბორტგამ­ცი­ლე­ბელს სა­ხე­ზე შეშ­ფო­თე­ბა შე­ვა­ტყვე, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თავი და­ვარ­წმუ­ნე, რომ ეს ჩემი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი იყო. მან მგზავ­რებს კან­ფე­ტე­ბი და­უ­რი­გა და პი­ლო­ტის კა­ბი­ნა­ში შე­ვი­და. ამის და­ნახ­ვა­ზე მა­მა­კა­ცი ფეხ­ზე წა­მოხ­ტა და უკან გაჰ­ყვა. ცოტა ხან­ში, გას­რო­ლის ხმა გა­ის­მა. რო­გორც მერე გა­ვი­გე, ბორტგამ­ცი­ლე­ბელს, ხომლდის ეკი­პა­ჟი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ გა­უფრ­თხი­ლე­ბია. პირ­ველ­მა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა ის. აფო­რი­აქ­და ხალ­ხი, ვი­ღაც პი­ლო­ტის კა­ბი­ნა­ში შეს­ვლას შე­ე­ცა­და. იმ დროს იმ კა­ცის შვი­ლი წა­მოხ­ტა. მას ხელ­ში ორი ყუმ­ბა­რა ეკა­ვა და ხალ­ხს, პა­ნი­კის შემ­თხვე­ვა­ში მათი აფეთ­ქე­ბით და­ე­მუქ­რა. ჩემს შვილს შე­ე­შინ­და და კან­ფე­ტი ყელ­ში გა­ე­ჩხი­რა. დღემ­დე

ვერ ამიხ­სნია, რა ძა­ლამ გა­ნა­პი­რო­ბა, ბავ­შვს ჩემი მღელ­ვა­რე­ბა არ და­ვა­ნახ­ვე და მის და­წყნა­რე­ბას შე­ვუ­დე­ქი. ზუს­ტად არ მახ­სოვს რამ­დენ­ჯერ, მაგ­რამ კი­დევ გა­ის­რო­ლეს. ეს­რო­ლეს რა­დისტს, ინ­ფორ­მა­ცია რომ არ გა­და­ე­ცა ცენ­ტრის­თვის. არ გა­უ­მარ­თლა პი­ლოტ გი­ორ­გი ჭახ­რა­კი­ას. ტყვია ხერ­ხე­მალ­ში მოხ­ვდა და სა­მუ­და­მოდ მი­ე­ჯაჭ­ვა ინ­ვა­ლი­დის ეტლს. მე­ო­რე პი­ლო­ტი, რომ­ლის სა­ხე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ არ მახ­სოვს, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. მის­კენ გას­რო­ლი­ლი ტყვია, სა­ვარ­ძლის სა­ზურ­გის რკი­ნის დე­ტალს მოხ­ვდა. და­იჭრ­ნენ ბორ­ტმე­ქა­ნი­კო­სი და რა­დის­ტი. ამ­ბო­ბენ, მა­მა­კა­ცი დაჭ­რი­ლებს, ფე­ხი­თაც უს­წორ­დე­ბო­დაო. თა­ვი­დან ისი­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მძარ­ცვე­ლე­ბი მე­გო­ნა. ამი­ტო­მაც ყვე­ლა სამ­კა­უ­ლი მო­ვიხ­სე­ნი და ფეხ­საც­მელ­ში ჩავ­დე. ტე­რო­რის­ტმა მამა-შვილ­მა, გა­დარ­ჩე­ნილ პი­ლოტს თვითმფრი­ნა­ვის თურ­ქეთ­ში დას­მა უბ­რძა­ნა. ჩვენ დაშ­ვე­ბულ ზოლ­ზე დაბ­ლა მივფრი­ნავ­დით, ფან­ჯრი­დან გა­ვი­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე, რამ­დე­ნად ახ­ლოს ვი­ყა­ვით მი­წას­თან, შე­მე­შინ­და. მერე ამიხ­სნეს, ასე იმი­ტომ ვიქ­ცე­ო­დით, ბა­ზას, რომ არ და­ვე­ფიქ­სი­რე­ბი­ნეთ, თო­რემ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუ­ფალ­ნი მა­შინ­ვე ჩა­მოგ­ვაგ­დებ­დნე­ნო, სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია რომ არ გა­და­სუ­ლი­ყო "რკი­ნის ფარ­დის" მიღ­მა. რო­გორც იქნა, ტრაბ­ზონ­ში ჩავფრინ­დით. უნდა გე­ნა­ხათ, იქ რა ხდე­ბო­და. პა­ნი­კა­ში მყო­ფი ხალ­ხი, ტრა­პის მიდ­გმას არც ელო­დე­ბო­და, პირ­და­პირ ღია კა­რი­დან ხტე­ბო­და.

- რა ბედი ეწი­ათ ტე­რო­რის­ტებს?

- ტრა­პის მიდ­გმის­თა­ნა­ვე, პირ­ვე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი ჩა­მო­ას­ვე­ნეს. მას უკან მამა-შვი­ლი მიჰ­ყვა. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას ტე­რო­რის­ტი მა­მა­კა­ცის უზარ­მა­ზა­რი, ოქ­როს­დის­კო­ი­ა­ნი ჯაჭ­ვი, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ღილ გულ­მკერ­დზე უბ­ზი­ნავ­და. რო­გორც გა­ვი­გე, მე­ო­რე პი­ლოტს, სოს სიგ­ნა­ლის გა­და­ცე­მა მო­უს­წრია და ტე­რო­რის­ტე­ბი ტრა­პი­დან ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე აიყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ამ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ტერაქტი, რომელიც 43 წლის წინ ბათუმი-სოხუმის ავიარეისზე მოხდა

ტერაქტი, რომელიც 43 წლის წინ ბათუმი-სოხუმის ავიარეისზე მოხდა

დილით ადრე ადგა. თავი მოიწესრიგა და ბარგის ჩალაგებას შეუდგა. ბათუმს უნდა დამშვიდობებოდა და მშობლიურ სოხუმში გამგზავრებულიყო.

შვილს წითელი კაბა, პალტო, კოლჰოტი და ფეხსაცმელი ჩააცვა. ბაბთაც წითელი დააბნია თმაზე და იქვე, ეზოში მდგარ ბიძას გასძახა, - წავედით, დროა უკვე! რა იცოდა ლია მამარდაშვილმა, რომ რამდენიმე საათში ის და მისი მცირეწლოვანი შვილი, ლოლიტა მილორავა საშინელი ამბის თვითმხილველები თუ გახდებოდნენ... დაახლოებით 43 წლის შემდეგ ქალბატონი ლია ცდილობს, გაიხსენოს, თუ რა მოხდა ბათუმიდან, სოხუმში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე, შემოდგომის ერთ თითქოსდა ჩვეულებრივ დღეს:

1970 წლის 10 ოქტომბერი იდგა. მე, ჩემი მეუღლე და მისი მეგობრები, ჩვენს შვილთან - ლოლიტასთან ერთად, ბათუმში ჩავედით. ბიჭებს სავაჭრო სასწავლებელში ჩაბარება განეზრახათ. ბიძაჩემთან დავბინავდით. ჩაბარებიდან მეორე დღესვე, სოხუმში დასაბრუნებლად მოვემზადეთ, მაგრამ სასტიკ უარზე დავდექი. მეუღლესა და მის მეგობრებთან, ერთი მანქანით მგზავრობას მერჩივნა, ცალკე, თვითმფრინავით გამვფრენილიყავი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გზად რამდენი რესტორანიც შეხვდებოდათ, ყველგან გააჩერებდნენ. ეს კი, მე და ბავშვს, დისკომფორტს შეგვიქმნიდა. მეორე დღეს, დილით, 12 საათზე, მე და ჩემი შვილი, ბიძაჩემმა, ბათუმის აეროპორტში წაგვიყვანა. იმ დროს ჩემი ბიძაშვილი იქ ადმინისტრატორად მუშაობდა და ბილეთების საკითხიც უმალ მოგვიგვარა. დღე ღრუბლიანი აღმოჩნდა და ფრენა დროებით გადაიდო. 15 წუთში კი გამოაცხადეს, სოხუმისკენ მიმავალი მგზავრები, თვითმფრინავში ჩასასხდომად მოემზადეთო. ყველანი ტრაპისკენ დავიძარით, მაგრამ ისევ შეგვაყოვნეს. იმ დროს ჩემი ყურადღება, შუახნის მამაკაცმა და მისმა თანმხლებმა, ასე 13-14 წლის ბიჭმა მიიქცია, რომლებიც ტრაპზე პირველები ავიდნენ და პილოტის კაბინის უკან წინა ადგილები დაიკავეს.

- ესე იგი, ეჭვი ტრაპზე ასვლამდე გაგიჩნდათ?

- იმ დროს არანაირი ეჭვი არ გამჩენია. მაშინ ტერორისტულ აქტებს, კინოში თუ ნახავდი და ისიც იშვიათად. უბრალოდ, იმ ადამიანების აქტიურობამ და ფაციფუცმა გამაოცა. პირველები ავიდნენ. პირველ სკამზე დასხდნენ. თან, ქართველები არ იყვნენ, არც აფხაზები, არც რუსები... ეჭვი უკვე ტერორისტული აქტის შემდეგ გამიჩნდა. ტერაქტი რატომღაც, წინასწარ კარგად დაგეგმილი მომეჩვენა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ თვითმფრინავში იარაღი აიტანეს, დიდ ეჭვს იწვევდა. მოკავშირეები ხომ არ ჰყავდათ აეროპორტში ან თვითმფრინავში? ან მარტო სოხუმის თვითმფრინავი რატომ დაუშვეს გასაფრენად? აფრენიდან 5 წუთში, კაცმა ბორტგამცილებელი მოიხმო. ალბათ ცუდად გახდა და ცელოფანის პარკს ითხოვს-მეთქი, - გავიფიქრე. ხანმოკლე საუბრის შემდეგ, ბორტგამცილებელს სახეზე შეშფოთება შევატყვე, მაგრამ საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მან მგზავრებს კანფეტები დაურიგა და პილოტის კაბინაში შევიდა. ამის დანახვაზე მამაკაცი ფეხზე წამოხტა და უკან გაჰყვა. ცოტა ხანში, გასროლის ხმა გაისმა. როგორც მერე გავიგე, ბორტგამცილებელს, ხომლდის ეკიპაჟი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ გაუფრთხილებია. პირველმა ტყვიამ იმსხვერპლა ის. აფორიაქდა ხალხი, ვიღაც პილოტის კაბინაში შესვლას შეეცადა. იმ დროს იმ კაცის შვილი წამოხტა. მას ხელში ორი ყუმბარა ეკავა და ხალხს, პანიკის შემთხვევაში მათი აფეთქებით დაემუქრა. ჩემს შვილს შეეშინდა და კანფეტი ყელში გაეჩხირა. დღემდე

ვერ ამიხსნია, რა ძალამ განაპირობა, ბავშვს ჩემი მღელვარება არ დავანახვე და მის დაწყნარებას შევუდექი. ზუსტად არ მახსოვს რამდენჯერ, მაგრამ კიდევ გაისროლეს. ესროლეს რადისტს, ინფორმაცია რომ არ გადაეცა ცენტრისთვის. არ გაუმართლა პილოტ გიორგი ჭახრაკიას. ტყვია ხერხემალში მოხვდა და სამუდამოდ მიეჯაჭვა ინვალიდის ეტლს. მეორე პილოტი, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ მახსოვს, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მისკენ გასროლილი ტყვია, სავარძლის საზურგის რკინის დეტალს მოხვდა. დაიჭრნენ ბორტმექანიკოსი და რადისტი. ამბობენ, მამაკაცი დაჭრილებს, ფეხითაც უსწორდებოდაო. თავიდან ისინი, ჩვეულებრივი მძარცველები მეგონა. ამიტომაც ყველა სამკაული მოვიხსენი და ფეხსაცმელში ჩავდე. ტერორისტმა მამა-შვილმა, გადარჩენილ პილოტს თვითმფრინავის თურქეთში დასმა უბრძანა. ჩვენ დაშვებულ ზოლზე დაბლა მივფრინავდით, ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე, რამდენად ახლოს ვიყავით მიწასთან, შემეშინდა. მერე ამიხსნეს, ასე იმიტომ ვიქცეოდით, ბაზას, რომ არ დავეფიქსირებინეთ, თორემ საბჭოთა ხელისუფალნი მაშინვე ჩამოგვაგდებდნენო, საიდუმლო ინფორმაცია რომ არ გადასულიყო "რკინის ფარდის" მიღმა. როგორც იქნა, ტრაბზონში ჩავფრინდით. უნდა გენახათ, იქ რა ხდებოდა. პანიკაში მყოფი ხალხი, ტრაპის მიდგმას არც ელოდებოდა, პირდაპირ ღია კარიდან ხტებოდა.

- რა ბედი ეწიათ ტერორისტებს?

- ტრაპის მიდგმისთანავე, პირველი გარდაცვლილი ბორტგამცილებელი ჩამოასვენეს. მას უკან მამა-შვილი მიჰყვა. ახლაც თვალწინ მიდგას ტერორისტი მამაკაცის უზარმაზარი, ოქროსდისკოიანი ჯაჭვი, რომელიც გადაღეღილ გულმკერდზე უბზინავდა. როგორც გავიგე, მეორე პილოტს, სოს სიგნალის გადაცემა მოუსწრია და ტერორისტები ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე აიყვანა პოლიციამ.

იხილეთ გაგრძელება

„ოდაჰაუსი“ – სიყვარულით შექმნილი საოჯახო ბიზნესი, რომელიც ბეტონის ჯუნგლებისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ

რა არის ლიმფომა? მისი გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

კოვიდსასტუმროში მოთავსებული პაციენტებისთვის ე.წ. D დიმერისა და სისხლის საერთო ანალიზების ჩატარება დაიწყო