მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლის მავნე ზემოქმედება
როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლის მავნე ზემოქმედება

სა­დღე­ი­სოდ, პლასტმა­სის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ძლი­ე­რა­დაა შე­მოჭ­რი­ლი. ვსარ­გებ­ლობთ პლასტმა­სის ჭურ­ჭლით, მი­ნე­რა­ლურ წყალს ვსვამთ პლასტმა­სის ბოთ­ლი­დან, ფან­ჯრის ჩარ­ჩო­ე­ბი და რა­ფე­ბიც კი ამ მა­სა­ლი­საა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა უნი­კა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს. ისი­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ პლასტმა­სი არა მარ­ტო მავ­ნეა, არა­მედ რთუ­ლად გა­მო­დის ორ­გა­ნიზ­მი­დან. ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს მავ­ნე პრო­დუქ­ცი­ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია პლასტმა­სის ფან­ჯრე­ბი, ავე­ჯი და ჭურ­ჭე­ლი. ამ უკა­ნას­კნე­ლი­დან პლასტმა­სის მავ­ნე ნა­წი­ლა­კე­ბი საკ­ვებ­თან კონ­ტაქ­ტით და­უბ­რკო­ლებ­ლად ხვდე­ბა ორ­გა­ნიზ­მში.

რო­გორ შე­ვამ­ცი­როთ პლასტმა­სის ჭურ­ჭლი­დან მი­ღე­ბუ­ლი ზი­ა­ნი?

თა­ვად პო­ლი­მე­რე­ბი ინერ­ტუ­ლია და არა­ტოქ­სი­უ­რი. ორ­გა­ნიზ­მის­თვის მავ­ნეა შუ­ა­ლე­დუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბი, რო­მელ­თაც მი­ე­კუთ­ვნე­ბა მა­გა­ლი­თად, გამ­ხსნე­ლე­ბი. ამ უკა­ნას­კნე­ლის გა­რე­შე კი პლასტმა­სის დამ­ზა­დე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, ქი­მი­უ­რი დაშ­ლის ზო­გი­ერ­თი ნივ­თი­ე­რე­ბა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს საკ­ვებ­სა და ორ­გა­ნიზ­მში.

სასრგებ­ლო რჩე­ვე­ბი:

პლასტმა­სის ბოთ­ლი მავ­ნე მა­სა­ლის­გა­ნაა თუ არა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­მოწ­მოთ პა­ტა­რა ექ­სპე­რი­მენ­ტით: გა­და­ღუ­ნეთ ბოთ­ლი, თუ მოხ­რის ად­გილ­ზე დარ­ჩა თეთ­რი ხაზი, თქვენს წი­ნა­შე პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ში­ში პრო­დუქ­ტია. შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო ბოთლზე გა­დახ­რის ად­გი­ლი გამჭვირ­ვა­ლე რჩე­ბა.

ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ მხო­ლოდ წყლის­თვის. მჟა­ვე წვე­ნე­ბი, გა­ზი­ა­ნი, ცხე­ლი და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი სჯობს პლასტმა­სის ჭი­ქე­ბით არ დავ­ლი­ოთ. ყვე­ლა ეს პრო­დუქ­ტი რე­აქ­ცი­ა­ში შე­დის პლასტმა­სის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ქი­მი­ურ ნა­ერ­თებ­თან და წარ­მოქ­მნის შხა­მი­ან ნივ­თი­ე­რე­ბებს.

  • არარ­ე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ერთჯე­რად თეფ­შებ­სა და კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში მო­ვა­თავ­სოთ ცხე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი.
  • არ მო­ი­მა­რა­გოთ პლასტმა­სის ჭურ­ჭე­ლი. რაც უფრო დიდი ხნი­საა იგი, მით ტოქ­სი­უ­რია.
  • სხვა­დას­ხვა მარ­კის საკ­ვებ პლას­ტიკს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნია. ერთი მარ­კა გან­კუთ­ვნი­ლია წყლის ბოთ­ლე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის, მე­ო­რე გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის­თვის. იო­გურ­ტის ჭი­ქე­ბი მზად­დე­ბა ისე­თი მარ­კის პლასტმა­სის­გან, რო­მე­ლიც რძის ცხი­მი­სა და მჟა­ვი­სად­მი ნე­იტ­რა­ლუ­რია. ამი­ტომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ პლასტმა­სის შე­ფუთ­ვა რო­გორც საკ­ვე­ბის შე­სა­ნა­ხი კონ­ტე­ი­ნე­რი, ხოლო ერთჯე­რა­დი ჭურ­ჭე­ლი მრა­ვალ­ჯე­რა­დად.
  • წყლის ბოთ­ლში გან­მე­ო­რე­ბით მხო­ლოდ წყლის ჩას­ხმა შე­იძ­ლე­ბა.
  • ერთჯე­რა­დი ჭურ­ჭე­ლი გა­რე­ცხვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.
  • საკ­ვე­ბი კონ­ტე­ი­ნერ­ში მო­თავ­სე­ბამ­დე გა­ა­ცი­ვეთ.
  • მიკ­რო­ტალ­ღუ­რი ღუ­მე­ლის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ჭურ­ჭე­ლი.

 

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლის მავნე ზემოქმედება

როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლის მავნე ზემოქმედება

სადღეისოდ, პლასტმასისგან დამზადებული პროდუქცია ჩვენს ცხოვრებაში ძლიერადაა შემოჭრილი. ვსარგებლობთ პლასტმასის ჭურჭლით, მინერალურ წყალს ვსვამთ პლასტმასის ბოთლიდან, ფანჯრის ჩარჩოები და რაფებიც კი ამ მასალისაა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამერიკელმა მეცნიერებმა უნიკალური კვლევების შედეგები წარმოადგინეს. ისინი ამტკიცებენ, რომ პლასტმასი არა მარტო მავნეა, არამედ რთულად გამოდის ორგანიზმიდან. ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მავნე პროდუქციის ჩამონათვალი, სადაც აღნიშნულია პლასტმასის ფანჯრები, ავეჯი და ჭურჭელი. ამ უკანასკნელიდან პლასტმასის მავნე ნაწილაკები საკვებთან კონტაქტით დაუბრკოლებლად ხვდება ორგანიზმში.

როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლიდან მიღებული ზიანი?

თავად პოლიმერები ინერტულია და არატოქსიური. ორგანიზმისთვის მავნეა შუალედური ნივთიერებები და ტექნოლოგიური დანამატები, რომელთაც მიეკუთვნება მაგალითად, გამხსნელები. ამ უკანასკნელის გარეშე კი პლასტმასის დამზადება შეუძლებელია. გარდა ამისა, ქიმიური დაშლის ზოგიერთი ნივთიერება ასევე შეიძლება მოხვდეს საკვებსა და ორგანიზმში.

სასრგებლო რჩევები:

პლასტმასის ბოთლი მავნე მასალისგანაა თუ არა დამზადებული, შეიძლება შევამოწმოთ პატარა ექსპერიმენტით: გადაღუნეთ ბოთლი, თუ მოხრის ადგილზე დარჩა თეთრი ხაზი, თქვენს წინაშე პოტენციურად საშიში პროდუქტია. შედარებით უსაფრთხო ბოთლზე გადახრის ადგილი გამჭვირვალე რჩება.

ერთჯერადი ჭიქები შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ წყლისთვის. მჟავე წვენები, გაზიანი, ცხელი და ალკოჰოლური სასმელები სჯობს პლასტმასის ჭიქებით არ დავლიოთ. ყველა ეს პროდუქტი რეაქციაში შედის პლასტმასის შემადგენლობაში არსებულ ქიმიურ ნაერთებთან და წარმოქმნის შხამიან ნივთიერებებს.

  • არარეკომენდებულია ერთჯერად თეფშებსა და კონტეინერებში მოვათავსოთ ცხელი პროდუქტები.
  • არ მოიმარაგოთ პლასტმასის ჭურჭელი. რაც უფრო დიდი ხნისაა იგი, მით ტოქსიურია.
  • სხვადასხვა მარკის საკვებ პლასტიკს განსხვავებული თვისებები გააჩნია. ერთი მარკა განკუთვნილია წყლის ბოთლების წარმოებისთვის, მეორე გაზიანი სასმელებისთვის. იოგურტის ჭიქები მზადდება ისეთი მარკის პლასტმასისგან, რომელიც რძის ცხიმისა და მჟავისადმი ნეიტრალურია. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოვიყენოთ პლასტმასის შეფუთვა როგორც საკვების შესანახი კონტეინერი, ხოლო ერთჯერადი ჭურჭელი მრავალჯერადად.
  • წყლის ბოთლში განმეორებით მხოლოდ წყლის ჩასხმა შეიძლება.
  • ერთჯერადი ჭურჭელი გარეცხვას არ ექვემდებარება.
  • საკვები კონტეინერში მოთავსებამდე გააცივეთ.
  • მიკროტალღური ღუმელისთვის გამოიყენეთ სპეციალური ჭურჭელი.

 

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს