სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ყიფშიძე ''X ფაქტორის'' სექსსიმბოლოს კომპლიმენტებს კულისებშიც ეუბნება - ''გაშიშვლებას არ დავთანხმდები''
გიორგი ყიფშიძე ''X ფაქტორის'' სექსსიმბოლოს კომპლიმენტებს კულისებშიც ეუბნება - ''გაშიშვლებას არ დავთანხმდები''

თიკო მო­სემღვდლიშ­ვი­ლი "X ფაქ­ტო­რის" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი მო­ნა­წი­ლეა. მის­და­მი კომ­პლი-მენ­ტებს არც წამ­ყვა­ნე­ბი იშუ­რე­ბენ და არც მა­ყუ­რე-ბლე­ბი, თუმ­ცა კონ­კურ­სის სექსსიმ­ბო­ლოს გა­რეგ­ნო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი არ სი­ა­მოვ­ნებს.

- საკ­მა­ოდ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა ვიყო და ვარ კი­დეც, მით უმე­ტეს, ფი­ნა­ლამ­დე ძა­ლი­ან ცოტა დრო დარ­ჩა. ერთი სა­კი­თხია, მა­ყუ­რე­ბელს რა მო­ე­წო­ნე­ბა და რა - არა, მაგ­რამ ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ვიყო რო­გორც რე­პერ­ტუ­ა­რის, ასე­ვე ვი­ზუ­ა­ლის კუ­თხით. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რეგ­ნო­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ­ღაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ თუკი ვი­ზუ­ა­ლი ასე თუ ისე ხელს გი­წყობს, ან ვერ მღე­რი, ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბი არ ხარ და გა­რეგ­ნო­ბის ხარ­ჯზე გა­დი­ხარ ფონს. არაფ­რის მტკი­ცე­ბას არ და­ვი­წყებ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ამ­დე­ნი ტური მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლის ხარ­ჯზე არ გა­მივ­ლია.

მე ვიცი ჩემი ვო­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ვიცი, რა კუ­თხით უნდა წა­ვი­დე ცხოვ­რე­ბა­ში, რა ჟან­რი შე­ვას­რუ­ლო. მეტ-ნაკ­ლე­ბად უკვე მაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა ამ სფე­რო­ში, საკ­მა­ოდ ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მყავს და ნაკ­ლე­ბად მტკენს გულს ვი­ღა­ცის მიერ აკ­რე­ფი­ლი სი­ტყვე­ბი, მაგ­რამ მო­ნა­წი­ლე ბავ­შვებს ასა­კის გამო ბევ­რი რამ გულ­ზე ხვდე­ბათ და ცოტა თავი შე­ი­კა­ვონ. ცხოვ­რე­ბა­ში არ­ცთუ ცოტა რამ გა-ვი­ა­რე, მე­უღ­ლეს დავ­შორ­დი, იმ­დე­ნად მაქვს გული გა­ცი­ვე­ბუ­ლი, რა უნდა მი­თხრან, რომ გული მეტ­კი­ნოს, არც ვიცი. ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რად უა­რე­სი რა­ღა­ცე­ბიც ხდე­ბა, სი­ტყვე­ბი არა­ფე­რია ამას­თან შე­და­რე­ბით.

- მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თობ?

- გვყავს შვი­ლი, 6 წლის ტატო, და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. მე­უღ­ლეს სხვა ოჯა­ხი აქვს, მგულ­შე­მატ­კივ­რობს, მი­რე­კავს და მი­ლო­ცავს შემ­დეგ ტურ­ში გა­დას­ვლას. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან.

- ჭო­რე­ბი გავ­რცელ­და, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე ძა­ლი­ან ხში­რად აქებს და რა ხდე­ბაო.

- გი­ორ­გის­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. რომ და­მი­ნა­ხავს ხოლ­მე, ისე­დაც იცის კომ­პლი­მენ­ტე­ბის თქმა, სცე­ნის გა­რე­თაც. აბ­სურ­დია იმის თქმა, რომ ჩვენ შო­რის რა­ი­მე ხდე­ბა (იღი­მის).

- მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ გქო­ნია სხვას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- მქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი, ხუ­თწ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ერთი წლის წინ დას­რულ­და. უკვე მორ­ჩა. ძა­ლი­ან მინ­და, და­ვის­ვე­ნო ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გან, აზ­რზე მო­ვიყ­ვა­ნო ჩემი ცხოვ­რე­ბა, რას მი­ვედ-მო­ვე­დე­ბო­დი, არ ვი­ცო­დი (იცი­ნის). აწყო­ბი­ლი ვი­ყა­ვი მხო­ლოდ ოჯა­ხურ ამ­ბებ­ზე, რა თქმა უნდა, შვილ­ზე, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მუ­დამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, და შეყ­ვა­რე­ბულ­ზე. ახლა მინ­და, ჩემს კა­რი­ე­რა­ზეც ვიზ­რუ­ნო და და­მო­უ­კი­დებ­ლად რა­ი­მე შევ­ქმნა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

გიორგი ყიფშიძე ''X ფაქტორის'' სექსსიმბოლოს კომპლიმენტებს კულისებშიც ეუბნება - ''გაშიშვლებას არ დავთანხმდები''

გიორგი ყიფშიძე ''X ფაქტორის'' სექსსიმბოლოს კომპლიმენტებს კულისებშიც ეუბნება - ''გაშიშვლებას არ დავთანხმდები''

თიკო მოსემღვდლიშვილი ''X ფაქტორის'' ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მონაწილეა. მისდამი კომპლი-მენტებს არც წამყვანები იშურებენ და არც მაყურე-ბლები, თუმცა კონკურსის სექსსიმბოლოს გარეგნობაზე განსაკუთრებული აქცენტი არ სიამოვნებს.

- საკმაოდ მობილიზებული უნდა ვიყო და ვარ კიდეც, მით უმეტეს, ფინალამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. ერთი საკითხია, მაყურებელს რა მოეწონება და რა - არა, მაგრამ ვცდილობ, მაქსიმალურად მრავალფეროვანი ვიყო როგორც რეპერტუარის, ასევე ვიზუალის კუთხით. რაც შეეხება გარეგნობას, საქართველოში რატომღაც გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუკი ვიზუალი ასე თუ ისე ხელს გიწყობს, ან ვერ მღერი, ან კარგი მსახიობი არ ხარ და გარეგნობის ხარჯზე გადიხარ ფონს. არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ, მაგრამ ვფიქრობ, ამდენი ტური მხოლოდ ვიზუალის ხარჯზე არ გამივლია.

მე ვიცი ჩემი ვოკალური შესაძლებლობები და ვიცი, რა კუთხით უნდა წავიდე ცხოვრებაში, რა ჟანრი შევასრულო. მეტ-ნაკლებად უკვე მაქვს გამოცდილება ამ სფეროში, საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მყავს და ნაკლებად მტკენს გულს ვიღაცის მიერ აკრეფილი სიტყვები, მაგრამ მონაწილე ბავშვებს ასაკის გამო ბევრი რამ გულზე ხვდებათ და ცოტა თავი შეიკავონ. ცხოვრებაში არცთუ ცოტა რამ გა-ვიარე, მეუღლეს დავშორდი, იმდენად მაქვს გული გაცივებული, რა უნდა მითხრან, რომ გული მეტკინოს, არც ვიცი. ცხოვრებაში ბევრად უარესი რაღაცებიც ხდება, სიტყვები არაფერია ამასთან შედარებით.

- მეუღლესთან ურთიერთობ?

- გვყავს შვილი, 6 წლის ტატო, და მისგან გამომდინარე გვაქვს ურთიერთობა. მეუღლეს სხვა ოჯახი აქვს, მგულშემატკივრობს, მირეკავს და მილოცავს შემდეგ ტურში გადასვლას. ჩვეულებრივი, კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.

- ჭორები გავრცელდა, გიორგი ყიფშიძე ძალიან ხშირად აქებს და რა ხდებაო.

- გიორგისთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. რომ დამინახავს ხოლმე, ისედაც იცის კომპლიმენტების თქმა, სცენის გარეთაც. აბსურდია იმის თქმა, რომ ჩვენ შორის რაიმე ხდება (იღიმის).

- მეუღლესთან დაშორების შემდეგ გქონია სხვასთან ურთიერთობა?

- მქონდა სერიოზული, ხუთწლიანი ურთიერთობა, რომელიც, სამწუხაროდ, ერთი წლის წინ დასრულდა. უკვე მორჩა. ძალიან მინდა, დავისვენო ასეთი ურთიერთობებისგან, აზრზე მოვიყვანო ჩემი ცხოვრება, რას მივედ-მოვედებოდი, არ ვიცოდი (იცინის). აწყობილი ვიყავი მხოლოდ ოჯახურ ამბებზე, რა თქმა უნდა, შვილზე, რომელიც ჩემთვის მუდამ ყველაზე მთავარია, და შეყვარებულზე. ახლა მინდა, ჩემს კარიერაზეც ვიზრუნო და დამოუკიდებლად რაიმე შევქმნა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება