მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდება სტიქიის ზონის "მანჰეტენიზაციის" შემთხვევაში და რა ინტერესი შეიძლება იდგეს პროექტის მიღმა: "ფული ჯოჯოხეთს ანათებს"
რა მოხდება სტიქიის ზონის "მანჰეტენიზაციის" შემთხვევაში და რა ინტერესი შეიძლება იდგეს პროექტის მიღმა: "ფული ჯოჯოხეთს ანათებს"

რო­გორც დაგ­პირ­დით, ვაგ­რძე­ლებთ სა­უ­ბარს 13 ივ­ნი­სის კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­ზე, პრე­ვენ­ცი­ა­ზე, იმა­ზე, თუ რა უნდა გა­კეთ­დეს, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ისე­თი მას­შტა­ბის კა­ტას­ტრო­ფა, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში მოხ­და.

გვე­სა­უბ­რე­ბა გე­ო­ლო­გია-მი­ნე­რა­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ეკო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ნამ­დვი­ლი წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტროს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი მი­ქა­ძე.

და­სა­წყი­სი| თბი­ლი­სის რე­ლი­ეფ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ნაღ­მე­ბი - მტკვა­რი, რო­მე­ლიც მამა და­ვით­სა და მა­ხ­ა­თას ფა­რავ­და და საფრ­თხე, რა­საც მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი ქმნის

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, სვა­ნი­ძის ქუ­ჩას­თან, მდი­ნა­რე ვერე უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს გვი­რა­ბის­გან, თა­ვის კა­ლა­პოტს და­უბ­რუნ­დეს და ამა­ვე წი­ნა­და­დე­ბით შე­დი­ხართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და იმ კო­მი­სის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც 13 ივ­ნი­სის შემ­დეგ შე­იქ­მნა. რო­გორც ვიცი, დღეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სუ­ლაც არ მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. რო­გორ გგო­ნი­ათ, თქვენს წი­ნა­და­დე­ბას რამ­დე­ნად გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და აქვს თუ არა მას პერ­სპექ­ტი­ვა?

- კო­მი­სია შე­იქ­მნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით. ამ კო­მი­სის ერთ-ერთი წევ­რი გა­მო­ვი­და და თქვა, რომ სა­ჭი­როა, მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბის წყლის და­რე­გუ­ლი­რე­ბა. თქვეს, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს დამ­ბე­ბი და წყალ­სა­ცა­ვი, რო­მე­ლიც ამ ნა­კა­დებს შე­ა­ჩე­რებს და არ მის­ცემს სწრა­ფად დაშ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, მაგ­რამ ამ სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბე­ბის ვე­რეს ხე­ო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა შუძ­ლე­ბე­ლია.

- რა­ტომ?

- იმ ფაქ­ტო­რის გამო, რომ რო­გორც წინა დი­ა­ლოგ­ში აღ­ვნიშ­ნე, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში ძა­ლი­ან სუს­ტი და ერო­ზი­რე­ბა­დი ქა­ნე­ბია, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად იშ­ლე­ბა. ამის გამო დამ­ბა და წყალ­სა­ცა­ვი ამ ხე­ო­ბის­თვის ზედ­მე­ტი დატ­ვირ­თვა იქ­ნე­ბა. წყალ­სა­ცავ­ში, ცხა­დია, გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი იქ­ნე­ბა, რომ­ლის დო­ნის ცვა­ლე­ბა­დო­ბა (6-8 მეტ­რის სი­მაღ­ლის ცვა­ლე­ბა­დო­ბა ხდე­ბა) ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბულ ისე­დაც მყი­ფე, ერო­ზი­რე­ბად თი­ხებ­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს. ასე რომ, წყალ­სა­ცა­ვი მო­მა­ვალ­ში თვი­თონ აღ­მოჩ­ნდე­ბა დატ­ბორ­ვის ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი. ამი­ტომ გა­მოვ­რი­ცხავ მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. 

- მოკ­ლედ, არამ­დგრა­დი ქა­ნე­ბის გამო იქ დამ­ბე­ბის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მგო­ნი, 5 წელი დას­ჭირ­დე­ბა იმ დამ­ბის აშე­ნე­ბა­სო.

- დიახ, არა­და, თუ და­ი­წყეს, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, მშე­ნებ­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 5 წელი. მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში უნდა მოხ­დეს გზე­ბის გაყ­ვა­ნა და ისე­დაც სუს­ტი ქა­ნე­ბის ზედ­მე­ტად დატ­ვირ­თვა ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის, თვითმცლე­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბით. ეს არა­სა­სურ­ვე­ლი დატ­ვირ­თვა იქ­ნე­ბა კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მე­ბის ფონ­ზე და ფერ­დო­ბე­ბის და­მე­წყვრის ალ­ბა­თო­ბა ისევ იარ­სე­ბებს. თუ გვი­რა­ბიც ისევ დარ­ჩე­ბა, კა­ტას­ტრო­ფის გა­მე­ო­რე­ბის რის­კი გა­იზ­რდე­ბა.

- და­ვუშ­ვათ, სვა­ნი­ძის ქუ­ჩას­თან არ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბის ლიკ­ვი­და­ცია მოხ­და, გმირ­თა მო­ედ­ნის გვი­რაბს რა ვუ­ყოთ?

- გმირ­თა მო­ედ­ნის გვი­რა­ბი დატ­ბორ­ვა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბის ჩა­ხერგვის გამო მოხ­და წყლის შე­გუ­ბე­ბა, ამის გამო, წყლის დო­ნემ 7-8 მეტ­რით აი­წია, ხე­ო­ბის წა­ლეკ­ვა წყლის შგუ­ბე­ბამ გა­მო­იწ­ვია. სხვა­თა შო­რის, იქ სხვა გვი­რა­ბე­ბი­ცაა, ვა­რა­ზი­ხე­ვიც გა­და­ხუ­რუ­ლია და გვი­რაბ­შია მოქ­ცე­უ­ლი, გმირ­თა მო­ედ­ნის ძი­რიც გვი­რაბ­შია და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ახა­ლი გზა რომ გა­ა­კეთ­და, იქაც გვი­რა­ბე­ბი და­ე­მა­ტა. ხე­დავთ, რო­გორ არის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი და არას­წორ არ­ტა­ხებ­ში მოქ­ცე­უ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი, ცო­ცხა­ლი და დი­ნა­მი­კუ­რი მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც კა­ტას­ტრო­ფის საფრ­თხის ქვეშ სწო­რედ ამის გამო აღ­მოჩ­ნდა.

- რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში "მა­ნ­ჰე­ტე­ნი­ზა­ცი­ის" იდეა გაჩ­ნდა. რას იტყვით ამა­ზე?

- ეს თბი­ლი­სის ცენ­ტრის კი­დევ ერთი, დიდი ურ­ბა­ნუ­ლი და არას­წო­რი დატ­ვირ­თვაა. ჯერ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გმირ­თა მო­ე­და­ნი რამ­დე­ნად დამ­ძი­მე­ბუ­ლია გზე­ბი­თა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნა­კა­დე­ბით. ახა­ლი გზის მი­უ­ხე­და­ვად, გმირ­თა მო­ე­დან­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას, ყო­ველ­თვის სა­ცო­ბი იყო იმი­ტომ, რომ გმირ­თა მო­ე­და­ნი ამ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნა­კა­დებს ვე­ღარ იღებს - 5 გზა შე­დის და გა­დის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ პა­ტა­რა მო­ედ­ნის­თვის რამ­დე­ნად დიდი დატ­ვირ­თვაა, მო­ედ­ნის ქვე­ვით კი­დევ გვი­რა­ბი.

ახლა მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია გან­ვი­ხი­ლოთ, ზო­ო­პარ­კი. მას დიდი ტე­რი­ტო­რია არ აქვს, ისიც მდი­ნა­რე ვე­რეს ჭა­ლის ნა­წი­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი უდი­დეს საფრ­თხეს ქმნის (ამი­ტომ მი­ვე­სალ­მე­ბი ზო­ო­პარ­კის გა­და­ტა­ნას იქი­დან), მაგ­რამ ახლა შე­მო­აგ­დეს კი­დევ ახა­ლი და­მამ­ძი­მე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი - პა­ტა­რა მა­ნ­ჰე­ტე­ნი. რა არის ეს? თუ არა მაღ­ლი­ვი სახ­ლე­ბი, რო­მე­ლიც უნდა აშენ­დეს ამ მცი­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გა­ა­კე­თე­ბენ დამ­ბებს, დამ­ცავ ნა­გე­ბო­ბებს და ეს სახ­ლე­ბი იქ­ნე­ბა წყალ­დი­დო­ბის­გან და­ცუ­ლი, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, "მა­ნ­ჰე­ტენს" ხომ სჭირ­დე­ბა თა­ვი­სი გზე­ბი, ავ­ტო­სად­გო­მე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი არ გა­ა­ჯან­სა­რებს, არა­მედ უფრო და­ამ­ძი­მებს იქუ­რო­ბას, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის ნაც­ვლად თბი­ლი­სის ცენ­ტრში კი­დევ ერთი მძი­მე ურ­ბა­ნუ­ლი ობი­ექ­ტი გაჩ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც იქ მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვი­საც სა­ში­ნე­ლე­ბა იქ­ნე­ბა. გმირ­თა მო­ე­და­ნი და­ბალ ნიშ­ნულ­ზეა, თან, სი­ცხეც არის, ატ­მოს­ფე­რო ძლი­ერ დამ­ძი­მე­ბუ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვით, თან, იქ ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სა­ო­ცა­რი შეკ­რე­ბა ხდე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ფან­ჯრებს ვე­ღარ გახ­სნი­ან. იქ ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი და არა­ჯან­სა­ღი გა­რე­მო შე­იქ­ნე­ბა...

- "პა­ტა­რა მა­ნ­ჰე­ტე­ნის" იდეა ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ი­ამ შე­მო­ი­ტა­ნა, არა­და, ის ხომ ეკო­ნო­მის­ტია. ცოტა უც­ნა­უ­რია...

- დიახ, ეკო­ნო­მის­ტია, რა თქმა უნდა, მას ამის­თვის არც თან­ხე­ბი აქვს და არც შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ფაქ­ტია, რომ მის უკან რო­მე­ლი­ღაც, ძა­ლი­ან დიდი ფი­ნან­სუ­რი ჯგუ­ფი დგას და ეს სა­კი­თხი მას გა­აჟ­ღე­რე­ბი­ნეს. ამას­თან, უნ­დათ, რომ ქა­ლაქს თავს მო­ახ­ვი­ონ. არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა: "ოქრო ჯო­ჯო­ხეთს ანა­თებს" და მათ აქვთ იმე­დი, რომ ამ თან­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­დე­ბა ამ პრო­ექ­ტის გა­ტა­ნა. ისიც გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ეს პრო­ექ­ტი მი­ლი­არდ-ნა­ხე­ვა­რი დო­ლა­რი დაჯ­დე­ბა. არა­და, ეს თან­ხა თბი­ლისს სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ მოხ­მარ­დეს, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ წა­ად­გე­ბა.

- ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, მგო­ნია, რომ თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა მარ­თლა არ არ­სე­ბობს...

- ეს კი­დევ ერთი მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა: არ არ­სე­ბობს ქა­ლა­ქის გან­ვით­რე­ბის გეგ­მა, იმი­ტო­მაც შე­მო­აგ­დეს ასე სპონ­ტა­ნუ­რად "მა­ნ­ჰე­ტე­ნის" პრო­ექ­ტი, თო­რემ ასე­თი გეგ­მა რომ იყოს, იქ არა­ვი­თა­რი მშე­ნებ­ლო­ბა და პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა არ მოხ­დე­ბო­და.

ქა­ლა­ქი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მამა და­ვი­თი­სა და მა­ხ­ა­თას მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ერთ-ერთი პერ­სპექ­ტი­ვა თბი­ლი­სის ზღვის გარ­შე­მოა. ადრე იყო პრო­ექ­ტი - თბი­ლი­სის ზღვა უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, მაგ­რამ ეს პრო­ექ­ტი შე­ჩერ­და. თბი­ლი­სის მე­რია და მისი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რი თა­ვის ნამ­დვილ ფუნ­ქცი­ას მა­შინ შე­ას­რუ­ლებს, როცა და­ამ­ტკი­ცებს თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ულ გეგ­მას.

მოკ­ლედ, ჩემი მე­ო­რე წი­ნა­და­დე­ბა თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ის არის, რომ მისი პერ­სპექ­ტი­უ­ლი გეგ­მა შედ­გეს და დამ­ტკიც­დეს, რო­მე­ლიც ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი და ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი კა­ნო­ნი იქ­ნე­ბა. 

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ვე­რეს ხე­ო­ბა სა­მო­მავ­ლოდ ისე, რომ ქა­ლაქს საფრ­თხე არ შე­უქ­მნას.

- პირ­ვე­ლი, რაც წინა სა­უბ­რი­სას აღ­ვნიშ­ნე, გვი­რა­ბე­ბის სის­ტე­მა უნდა მო­ი­შა­ლოს. გზა, რო­მე­ლიც გაყ­ვა­ნი­ლია, რომ­ლის დაპ­რო­ექ­ტე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა ერ­თად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სა­დაც გე­ო­ლო­გი­ას ეტყო­ბა, არა­ვი­თა­რი ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ექ­ცა, კი არ უნდა აღ­დგეს, თა­ვი­დან უნდა აშენ­დეს. ის წერ­ტი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღალ ნიშ­ნუ­ლებ­ზეა (ხი­დე­ბი, ეს­ტა­კა­დე­ბი), იქ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. გზა მდი­ნა­რე ვე­რემ სად წა­ლე­კა? იქ, სა­დაც ჭა­ლა­ში იყო პირ­და­პირ და­გე­ბუ­ლი ას­ფალ­ტი. ეს არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა. გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნე­ბის გა­რე­შე ჭა­ლა­ში და­უშ­ვე­ბე­ლია მშე­ნებ­ლო­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მდი­ნა­რე თა­ვის ად­გი­ლებს მა­ინც და­იბ­რუ­ნებს, წი­თელ ხაზს გა­ავ­ლებს და გვე­ტყვის, რომ ამ წი­თე­ლი ხა­ზის ფარ­გლებ­ში ნუ გად­მო­დი­ხართ - ჩე­მია! რაც მთა­ვა­რია, ეს ტე­რი­ტო­რია არ უნდა დამ­ძიმ­დეს მაღ­ლი­ვი შე­ნო­ბე­ბით. არ უნდა მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მე­წყე­რი მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ვი­დეს და პი­რი­ქით, მისი გა­მაგ­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ტას­ტრო­ფე­ბი აღარ მოხ­დე­ბა.

- ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სტი­ქი­ის წი­ნა­შე უძ­ლუ­რე­ბი ვართ. შე­იძ­ლე­ბა თუ არა მარ­თლაც სტი­ქი­ის მარ­თვა?

- სტი­ქი­ის წი­ნა­შე რომ უძ­ლუ­რე­ბი ვართ, ეს არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. 3 ივ­ნისს ბუ­ნე­ბამ პირ­ვე­ლი სიგ­ნა­ლი მოგ­ვცა, მო­ვი­და კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მა და და­იტ­ბო­რა ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი. ამის გამო, გა­მო­ი­ძა­ხეს გე­ო­ლო­გე­ბი და მათ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ხე­ო­ბა, ე.ი. იცოდ­ნენ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო იქა­უ­რო­ბა. მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, თუ 3 ივ­ნისს მოხ­და ძაღ­ლე­ბის თავ­შე­საფ­რის დატ­ბორ­ვა, არ შე­იძ­ლე­ბო­და 13-ში გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო? ხომ ვი­ცო­დით, რა გვე­ლო­და. რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იქნა 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი? სრუ­ლი­ად არა­ფე­რი, სი­რე­ნაც კი არ და­მო­ნა­ტა­ჟე­ბუ­ლა.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა რა შე­დეგს გა­მო­ი­ღებს?

- ზო­გა­დად, კო­მი­სი­ე­ბის არ მჯე­რა. კო­მი­სი­ე­ბი იმის­თვის იქ­მნე­ბა, რომ სი­ტუ­ა­ცია გა­ი­წე­ლოს. ამა­სო­ბა­ში, ხალ­ხს თან­და­თან და­ა­ვი­წყდე­ბა ეს კა­ტას­ტრო­ფა და შემ­დეგ კა­ტას­ტრო­ფამ­დე ეს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ამ კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის ვა­დე­ბი შე­ი­ზღუ­დოს, ძა­ლი­ან სწრა­ფად უნდა იქ­ნას შე­დე­გი და­დე­ბუ­ლი. მე რომ ამ კო­მი­სი­ა­ში ვიყო, ჩემს წი­ნა­და­დე­ბებს და­ვა­ყე­ნებ­დი. მო­ვი­თხოვ­დი, რომ სვა­ნი­ძის ქუ­ჩას­თან, გვი­რა­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სას­წრა­ფოდ და­ი­წყოს. თუ ეს გვი­რა­ბი გა­უქ­მდე­ბა, კა­ტას­ტრო­ფაც არ იქ­ნე­ბა, თუ არა­და, ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბით კა­ტას­ტრო­ფის გა­მე­ო­რე­ბის რის­კის ქვეშ. მე­რი­ამ უნდა მი­ი­ღოს სას­წრა­ფო და ქმე­დი­თი ზო­მე­ბი. ეს არის მე­რი­ის ყვე­ლა­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი, პირ­ვე­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რა მოხდება სტიქიის ზონის "მანჰეტენიზაციის" შემთხვევაში და რა ინტერესი შეიძლება იდგეს პროექტის მიღმა: "ფული ჯოჯოხეთს ანათებს"

რა მოხდება სტიქიის ზონის "მანჰეტენიზაციის" შემთხვევაში და რა ინტერესი შეიძლება იდგეს პროექტის მიღმა: "ფული ჯოჯოხეთს ანათებს"

როგორც დაგპირდით, ვაგრძელებთ საუბარს 13 ივნისის კატასტროფის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე, პრევენციაზე, იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი მასშტაბის კატასტროფა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენს დედაქალაქში მოხდა.

გვესაუბრება გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტი ირაკლი მიქაძე.

დასაწყისი| თბილისის რელიეფში ჩადებული ნაღმები - მტკვარი, რომელიც მამა დავითსა და მახათას ფარავდა და საფრთხე, რასაც მაღალსართულიანი შენობები ქმნის

- როგორც აღნიშნეთ, სვანიძის ქუჩასთან, მდინარე ვერე უნდა გათავისუფლდეს გვირაბისგან, თავის კალაპოტს დაუბრუნდეს და ამავე წინადადებით შედიხართ ხელისუფლებისა და იმ კომისის წინაშე, რომელიც 13 ივნისის შემდეგ შეიქმნა. როგორც ვიცი, დღეს ამ მიმართულებით სულაც არ მიმდინარეობს მუშაობა. როგორ გგონიათ, თქვენს წინადადებას რამდენად გაითვალისწინებენ და აქვს თუ არა მას პერსპექტივა?

- კომისია შეიქმნა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით. ამ კომისის ერთ-ერთი წევრი გამოვიდა და თქვა, რომ საჭიროა, მდინარე ვერეს ხეობის წყლის დარეგულირება. თქვეს, რომ შეიძლება გაკეთდეს დამბები და წყალსაცავი, რომელიც ამ ნაკადებს შეაჩერებს და არ მისცემს სწრაფად დაშვების საშუალებას, მაგრამ ამ საინჟინრო ნაგებობების ვერეს ხეობაში გამოყენება შუძლებელია.

- რატომ?

- იმ ფაქტორის გამო, რომ როგორც წინა დიალოგში აღვნიშნე, ვერეს ხეობაში ძალიან სუსტი და ეროზირებადი ქანებია, რომელიც ადვილად იშლება. ამის გამო დამბა და წყალსაცავი ამ ხეობისთვის ზედმეტი დატვირთვა იქნება. წყალსაცავში, ცხადია, გარკვეული რაოდენობის წყალი იქნება, რომლის დონის ცვალებადობა (6-8 მეტრის სიმაღლის ცვალებადობა ხდება) ხეობაში არსებულ ისედაც მყიფე, ეროზირებად თიხებზე უარყოფითად იმოქმედებს. ასე რომ, წყალსაცავი მომავალში თვითონ აღმოჩნდება დატბორვის ერთ-ერთი ფაქტორი. ამიტომ გამოვრიცხავ მდინარე ვერეს ხეობაში საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას. 

- მოკლედ, არამდგრადი ქანების გამო იქ დამბების გაკეთება არ შეიძლება. მგონი, 5 წელი დასჭირდება იმ დამბის აშენებასო.

- დიახ, არადა, თუ დაიწყეს, როგორც აღვნიშნე, მშენებლობა გაგრძელდება დაახლოებით 5 წელი. მშენებლობის პროცესში უნდა მოხდეს გზების გაყვანა და ისედაც სუსტი ქანების ზედმეტად დატვირთვა ავტომანქანების, თვითმცლელების მოძრაობით. ეს არასასურველი დატვირთვა იქნება კოკისპირული წვიმების ფონზე და ფერდობების დამეწყვრის ალბათობა ისევ იარსებებს. თუ გვირაბიც ისევ დარჩება, კატასტროფის გამეორების რისკი გაიზრდება.  

- დავუშვათ, სვანიძის ქუჩასთან არსებული გვირაბის ლიკვიდაცია მოხდა, გმირთა მოედნის გვირაბს რა ვუყოთ?

- გმირთა მოედნის გვირაბი დატბორვაში არ მონაწილეობდა. თამარაშვილის ქუჩის ქვეშ არსებული გვირაბის ჩახერგვის გამო მოხდა წყლის შეგუბება, ამის გამო, წყლის დონემ 7-8 მეტრით აიწია, ხეობის წალეკვა წყლის შგუბებამ გამოიწვია. სხვათა შორის, იქ სხვა გვირაბებიცაა, ვარაზიხევიც გადახურულია და გვირაბშია მოქცეული, გმირთა მოედნის ძირიც გვირაბშია და წარმოიდგინეთ, ახალი გზა რომ გააკეთდა, იქაც გვირაბები დაემატა. ხედავთ, როგორ არის დამახინჯებული და არასწორ არტახებში მოქცეული ბუნებრივი, ცოცხალი და დინამიკური მდინარე ვერეს ხეობა, რომელიც კატასტროფის საფრთხის ქვეშ სწორედ ამის გამო აღმოჩნდა.

- როგორც ცნობილი გახდა, ვერეს ხეობაში "მანჰეტენიზაციის" იდეა გაჩნდა. რას იტყვით ამაზე?

- ეს თბილისის ცენტრის კიდევ ერთი, დიდი ურბანული და არასწორი დატვირთვაა. ჯერ წარმოიდგინეთ, გმირთა მოედანი რამდენად დამძიმებულია გზებითა და საავტომობილო ნაკადებით. ახალი გზის მიუხედავად, გმირთა მოედანთან მიახლოებისას, ყოველთვის საცობი იყო იმიტომ, რომ გმირთა მოედანი ამ საავტომობილო ნაკადებს ვეღარ იღებს - 5 გზა შედის და გადის. წარმოიდგინეთ, ამ პატარა მოედნისთვის რამდენად დიდი დატვირთვაა, მოედნის ქვევით კიდევ გვირაბი.

ახლა მისი მიმდებარე ტერიტორია განვიხილოთ, ზოოპარკი. მას დიდი ტერიტორია არ აქვს, ისიც მდინარე ვერეს ჭალის ნაწილია. ეს ყველაფერი უდიდეს საფრთხეს ქმნის (ამიტომ მივესალმები ზოოპარკის გადატანას იქიდან), მაგრამ ახლა შემოაგდეს კიდევ ახალი დამამძიმებელი ფაქტორი - პატარა მანჰეტენი. რა არის ეს? თუ არა მაღლივი სახლები, რომელიც უნდა აშენდეს ამ მცირე ტერიტორიაზე. გვეუბნებიან, რომ გააკეთებენ დამბებს, დამცავ ნაგებობებს და ეს სახლები იქნება წყალდიდობისგან დაცული, მაგრამ წარმოიდგინეთ, "მანჰეტენს" ხომ სჭირდება თავისი გზები, ავტოსადგომები, კომუნიკაციები, ეს ყველაფერი კი არ გააჯანსარებს, არამედ უფრო დაამძიმებს იქურობას, რეკრეაციული ზონის ნაცვლად თბილისის ცენტრში კიდევ ერთი მძიმე ურბანული ობიექტი გაჩნდება, რომელიც იქ მაცხოვრებლებისთვისაც საშინელება იქნება. გმირთა მოედანი დაბალ ნიშნულზეა, თან, სიცხეც არის, ატმოსფერო ძლიერ დამძიმებულია ავტომობილების გამონაბოლქვით, თან, იქ ავტომანქანების საოცარი შეკრება ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ფანჯრებს ვეღარ გახსნიან. იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი და არაჯანსაღი გარემო შეიქნება...

- "პატარა მანჰეტენის" იდეა ემზარ ჯგერენაიამ შემოიტანა, არადა, ის ხომ ეკონომისტია. ცოტა უცნაურია...

- დიახ, ეკონომისტია, რა თქმა უნდა, მას ამისთვის არც თანხები აქვს და არც შესაძლებლობა, ფაქტია, რომ მის უკან რომელიღაც, ძალიან დიდი ფინანსური ჯგუფი დგას და ეს საკითხი მას გააჟღერებინეს. ამასთან, უნდათ, რომ  ქალაქს თავს მოახვიონ. არსებობს გამოთქმა: "ოქრო ჯოჯოხეთს ანათებს" და მათ აქვთ იმედი, რომ ამ თანხების საშუალებით მოხდება ამ პროექტის გატანა. ისიც გამოაცხადეს, რომ ეს პროექტი მილიარდ-ნახევარი დოლარი დაჯდება. არადა, ეს თანხა თბილისს სულ სხვა მიმართულებით რომ მოხმარდეს, წარმოიდგინეთ, როგორ წაადგება.

- ამ ყველაფრის შემდეგ, მგონია, რომ თბილისის განვითარების გეგმა მართლა არ არსებობს...

- ეს კიდევ ერთი მტკივნეული თემაა: არ არსებობს ქალაქის განვითრების გეგმა, იმიტომაც შემოაგდეს ასე სპონტანურად "მანჰეტენის" პროექტი, თორემ ასეთი გეგმა რომ იყოს, იქ არავითარი მშენებლობა და პროექტის განხილვა არ მოხდებოდა.

ქალაქი განვითარების თვალსაზრისით, ცუდ მდგომარეობაშია. მამა დავითისა და მახათას მიმართულებით განვითარება არ შეიძლება, ერთ-ერთი პერსპექტივა თბილისის ზღვის გარშემოა. ადრე იყო პროექტი - თბილისის ზღვა უნდა მოქცეულიყო ქალაქის ცენტრში, მაგრამ ეს პროექტი შეჩერდა. თბილისის მერია და მისი არქიტექტურული სამსახური თავის ნამდვილ ფუნქციას მაშინ შეასრულებს, როცა დაამტკიცებს თბილისის განვითარების პერსპექტიულ გეგმას.

მოკლედ, ჩემი მეორე წინადადება თბილისის განვითარებისთვის ის არის, რომ მისი პერსპექტიული გეგმა შედგეს და დამტკიცდეს, რომელიც ხელშეუხებელი და ყველასთვის მისაღები კანონი იქნება. 

- როგორ წარმოგიდგენიათ ვერეს ხეობა სამომავლოდ ისე, რომ ქალაქს საფრთხე არ შეუქმნას.

- პირველი, რაც წინა საუბრისას აღვნიშნე, გვირაბების სისტემა უნდა მოიშალოს. გზა, რომელიც გაყვანილია, რომლის დაპროექტება და მშენებლობა ერთად მიმდინარეობდა და სადაც გეოლოგიას ეტყობა, არავითარი ყურადღება არ მიექცა, კი არ უნდა აღდგეს, თავიდან უნდა აშენდეს. ის წერტილები, რომლებიც მაღალ ნიშნულებზეა (ხიდები, ესტაკადები), იქ ყველაფერი წესრიგშია. გზა მდინარე ვერემ სად წალეკა? იქ, სადაც ჭალაში იყო პირდაპირ დაგებული ასფალტი. ეს არაფრით არ შეიძლება. გეოლოგიური დასკვნების გარეშე ჭალაში დაუშვებელია მშენებლობა, არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდინარე თავის ადგილებს მაინც დაიბრუნებს, წითელ ხაზს გაავლებს და გვეტყვის, რომ ამ წითელი ხაზის ფარგლებში ნუ გადმოდიხართ - ჩემია! რაც მთავარია, ეს ტერიტორია არ უნდა დამძიმდეს მაღლივი შენობებით. არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მეწყერი მოძრაობაში მოვიდეს და პირიქით, მისი გამაგრების ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. ასეთ შემთხვევაში, კატასტროფები აღარ მოხდება.

- ამბობენ, რომ ადამიანები სტიქიის წინაშე უძლურები ვართ. შეიძლება თუ არა მართლაც სტიქიის მართვა?

- სტიქიის წინაშე რომ უძლურები ვართ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. 3 ივნისს ბუნებამ პირველი სიგნალი მოგვცა, მოვიდა კოკისპირული წვიმა და დაიტბორა ძაღლების თავშესაფარი. ამის გამო, გამოიძახეს გეოლოგები და მათ დაათვალიერეს ხეობა, ე.ი. იცოდნენ, რა მდგომარეობაში იყო იქაურობა. მოულოდნელი არაფერი ყოფილა, თუ 3 ივნისს მოხდა ძაღლების თავშესაფრის დატბორვა, არ შეიძლებოდა 13-ში განმეორებულიყო? ხომ ვიცოდით, რა გველოდა. რა ღონისძიებები იქნა 10 დღის განმავლობაში მიღებული? სრულიად არაფერი, სირენაც კი არ დამონატაჟებულა.

- როგორ გგონიათ, კომისიის მუშაობა რა შედეგს გამოიღებს?

- ზოგადად, კომისიების არ მჯერა. კომისიები იმისთვის იქმნება, რომ სიტუაცია გაიწელოს. ამასობაში, ხალხს თანდათან დაავიწყდება ეს კატასტროფა და შემდეგ კატასტროფამდე ეს მდგომარეობა შენარჩუნდება. აუცილებელია, რომ ამ კომისიის მუშაობის ვადები შეიზღუდოს, ძალიან სწრაფად უნდა იქნას შედეგი დადებული. მე რომ ამ კომისიაში ვიყო, ჩემს წინადადებებს დავაყენებდი. მოვითხოვდი, რომ სვანიძის ქუჩასთან, გვირაბის სალიკვიდაციო სამუშაოები სასწრაფოდ დაიწყოს. თუ ეს გვირაბი გაუქმდება, კატასტროფაც არ იქნება, თუ არადა, ყოველთვის ვიქნებით კატასტროფის გამეორების რისკის ქვეშ. მერიამ უნდა მიიღოს სასწრაფო და ქმედითი ზომები. ეს არის მერიის ყველაზე გადაუდებელი, პირველი სამოქმედო გეგმა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია