სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი წლის განმავლობაში სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე საქართველოში 14 ადამიანი დაიღუპა, 11 მძიმედ დაშავდა"
"ერთი წლის განმავლობაში სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე საქართველოში 14 ადამიანი დაიღუპა, 11 მძიმედ დაშავდა"

გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ სამ­შე­ნებ­ლო და სა­დე­მონ­ტა­ჟო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში 14 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 11 კი მძი­მედ და­შავ­და, 2014 წელს სა­მუ­შაო ად­გილ­ზე 41 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 66-მა კი სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის ტრავ­მა მი­ი­ღო, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მშე­ნე­ბელ­თა და ტყის მუ­შაკ­თა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, იმის დად­გე­ნას, თუ რამ გა­მო­იწ­ვია მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნგრე­ვა დღეს აფა­ქი­ძის ქუ­ჩა­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი მოკ­ვლე­ვა სჭირ­დე­ბა.

"თუმ­ცა ფაქ­ტია, სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბით ხდე­ბა. ამ­გვა­რი ფაქ­ტე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ძი­რი­თა­დად არას­წო­რად წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­დე­მონ­ტა­ჟო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხდე­ბა ან თა­ვის დრო­ზე უხა­რის­ხოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა, დე­მონ­ტა­ჟის პე­რი­ო­დის­თვის კი შე­უს­წავ­ლე­ლი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მშე­ნე­ბელ­თა და ტყის მუ­შაკ­თა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს პრე­ვენ­ცი­უ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას იმ სა­ში­ში დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში და კერ­ძოდ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში არ­სე­ბობს.

მშე­ნე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სრულ­ყო­ფის­კენ მო­უ­წო­დებს, რო­მელ­მაც სწო­რედ ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბას, რათა თვი­დან ავი­ცი­ლოთ ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი და უმ­ძი­მე­სი ტრამ­ვე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს მშე­ნე­ბელ­თა და ტყის მუ­შაკ­თა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი იზი­ა­რებს იმ ტკი­ვილს, რა­საც და­ღუ­პუ­ლი მშე­ნებ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბი გა­ნიც­დი­ან", -ნათ­ქვა­მია ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ერთი წლის განმავლობაში სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე საქართველოში 14 ადამიანი დაიღუპა, 11 მძიმედ დაშავდა"

"ერთი წლის განმავლობაში სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე საქართველოში 14 ადამიანი დაიღუპა, 11 მძიმედ დაშავდა"

გასული ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე საქართველოში 14 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი მძიმედ დაშავდა, 2014 წელს სამუშაო ადგილზე 41 ადამიანი დაიღუპა, 66-მა კი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ერთობლივ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმის დადგენას, თუ რამ გამოიწვია მოულოდნელი ნგრევა დღეს აფაქიძის ქუჩაზე, სპეციალური მოკვლევა სჭირდება.

"თუმცა ფაქტია, სამშენებლო სექტორში სამუშაოს წარმოება ხშირ შემთხვევებში შრომის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევებით ხდება. ამგვარი ფაქტების გამომწვევი მიზეზი ძირითადად არასწორად წარმოებული სადემონტაჟო სამუშაოები ხდება ან თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული მშენებლობა, დემონტაჟის პერიოდისთვის კი შეუსწავლელი კონსტრუქციული მდგრადობა.

საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აუცილებლად მიიჩნევს პრევენციული კომპლექსური ზომების მიღებას იმ საშიში დარღვევების აღმოსაფხვრელად, რაც საქართველოში და კერძოდ სამშენებლო სექტორში არსებობს.

მშენებელთა პროფესიული კავშირი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ხელისუფლებას შრომის ინსპექციის სრულყოფისკენ მოუწოდებს, რომელმაც სწორედ ამგვარი შემთხვევების პრევენციაზე უნდა იზრუნოს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შრომის უსაფრთხოებას, რათა თვიდან ავიცილოთ ლეტალური შედეგები და უმძიმესი ტრამვები.

საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი იზიარებს იმ ტკივილს, რასაც დაღუპული მშენებლების ოჯახები განიცდიან", -ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია