მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის რელიეფში ჩადებული ნაღმები - მტკვარი, რომელიც მამა დავითისა და მახათას მთების სიმაღლეზე მიედინებოდა და საფრთხე, რასაც მაღალსართულიანი შენობები ქმნის
თბილისის რელიეფში ჩადებული ნაღმები - მტკვარი, რომელიც მამა დავითისა და მახათას მთების სიმაღლეზე მიედინებოდა და საფრთხე, რასაც მაღალსართულიანი შენობები ქმნის

თბი­ლის­ში უამ­რა­ვი მე­წყერ­სა­ში­ში ად­გი­ლია, სწო­რედ მე­წყერ­მა გა­მო­იწ­ვია 13 ივ­ნისს ის კა­ტას­ტრო­ფა, რაც ჩვენ­თან დატ­რი­ალ­და. ვი­ნა­ი­დან თემა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ამი­ტომ კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზებ­ზე, შე­დე­გებ­სა და პრე­ვენ­ცი­ა­ზე ვე­სა­უბ­რეთ გე­ო­ლო­გია-მი­ნე­რა­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორს, ეკო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ნამ­დვილ წევ­რს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტროს და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტს ირაკ­ლი მი­ქა­ძეს:

- თბი­ლი­სი გე­ო­ლო­გი­უ­რად სუსტ ქა­ნებ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ეს არის პირ­ვე­ლი დიდი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ასე­თი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც 13 ივ­ნისს მოხ­და... ადრე მდი­ნა­რე მტკვა­რი მა­ხა­თი­სა და მამა და­ვი­თის მთე­ბის სი­მაღ­ლე­ზე (620 მეტრზე) მი­ე­დი­ნე­ბო­და. მდი­ნა­რემ და­ი­წყო ხე­ო­ბის სწრა­ფად ჩაჭ­რა. დღეს 420 მეტ­რის ნიშ­ნულ­ზე მი­ე­დი­ნე­ბა... მოკ­ლედ, მტკვა­რი და­სე­ირ­ნობ­და და თა­ვის ჭა­ლას ქმნი­და, ნა­ლე­ქებს ლე­ქავ­და. ამ ყვე­ლაფ­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი და მა­სა­ლა გე­ო­ლო­გებს გვაქვს, რად­გა­ნაც მა­ხ­ა­თას, მამა და­ვი­თის, ყე­ე­ნო­ბის მთებ­ზე, კუ­კი­ა­ზე სულ ტე­რა­სე­ბია, რაც მტკვრის ნამ­დი­ნა­რე­ვი გახ­ლავთ...

- ე.ი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბია?

- რა თქმა უნდა, და სა­ერ­თოდ, რაც კი თბი­ლის­ში და­სავ­ლე­თი­დან აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ ცენ­ტრა­ლუ­რი ქუჩა, მა­გის­ტრა­ლი თუ პროს­პექ­ტია, ყვე­ლა მდი­ნა­რის ტე­რა­სებს წარ­მო­ად­გენ­და. მდი­ნა­რე ჭრი­და და ჩა­დი­ო­და ქვე­და სა­ფე­ხუ­რებ­ზე, სა­დაც თა­ვის ნა­ლე­ქებს ლე­ქავ­და. მტკვრის ხე­ო­ბა­ში ასე­თი 6 სა­ფე­ხუ­რია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

- ამ კალ­თებ­ზე კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მე­ბის დროს, რად­გა­ნაც თი­ხი­ა­ნი ქა­ნე­ბია, ად­ვი­ლად წარ­მო­იქ­მნე­ბა ისე­თი ტა­ლა­ხი­ა­ნი ნა­კა­დე­ბი, რო­გო­რიც 13 ივ­ნისს მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში და­იძ­რა?

- დიახ, ჩვენ ამას ღვარ­ცოფს ვე­ძა­ხით, რაც მერე ხე­ვებს წარ­მოქ­მნის და ყო­ვე­ლი ასე­თი ხევი ღვარ­ცო­ფუ­ლია. რო­დე­საც შევ­კრი­ბეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხე­ვე­ბის სიგ­რძე და გავ­ზო­მეთ, 230 კი­ლო­მეტ­რი აღ­მოჩ­ნდა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბაა, - 45 კი­ლო­მეტ­რი. ამ ხე­ო­ბა­ში ფერ­დო­ბე­ბი არამ­დგრა­დი ქა­ნე­ბი­სა და ასე­თი წვი­მე­ბის შე­დე­გა­დაა დახ­რა­მუ­ლი, სა­დაც მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნებ­ში და ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 60-მდე მე­წყე­რია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი კრი­ტი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით სხვა­დას­ხვა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ეს კრი­ტი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცია თან­და­თან მძიმ­დე­ბა.

- რო­გორ?

- მი­დის ურ­ბა­ნი­ზა­ცია, ხდე­ბა მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბა. თან, ყვე­ლა ცდი­ლობს სახ­ლი ცენ­ტრში აი­შე­ნოს, გა­რე­უ­ბან­ში ნაკ­ლე­ბად მი­დი­ან. არა­და, ცენ­ტრი ამ­დენ სახ­ლს ვე­ღარ იტანს. ადრე თბი­ლის­ში 4-5-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი იყო, მერე აშენ­და პირ­ვე­ლი 11-სარ­თუ­ლი­ა­ნი, რა­საც 20-სარ­თუ­ლი­ა­ნი მოჰ­ყვა და ახლა უკვე 32-სარ­თუ­ლი­ა­ნებს აშე­ნე­ბენ.

- ე.ი. ქა­ლა­ქი სი­მაღ­ლე­ში მი­დის...

- დიახ და ეს მის კლი­მატ­ზეც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს... ამ თე­მას ისევ მი­ვუბ­რუნ­დე­ბი, მა­ნამ­დე გე­ტყვით, თუ რო­გორ მძიმ­დე­ბა ტე­რა­სე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ძირ­კვლე­ბით. იღე­ბენ ტე­რა­სის ძი­რებს, თხრი­ან საყ­რდენს, რო­მე­ლიც ისე­დაც არ არის მყა­რი, მე­წყერს ფუ­ძეს აც­ლი­ან, რაც შემ­დეგ შე­ნო­ბე­ბის დაბ­ზარ­ვა­საც იწ­ვევს. ავი­ღოთ მდი­ნა­რე ვე­რეს მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო ზოლი, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან გმირ­თა მო­ედ­ნამ­დე სულ და­მე­წყრი­ლია, მას ვა­კის მე­წყრებს უწო­დე­ბენ. ამი­ტო­მაც იყო, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს "მზი­უ­რის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აკ­რძა­ლეს სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, ახლა ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რად­გა­ნაც უსა­ფუძ­ვლოდ გას­ცე­მენ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვებს.

რე­დაქ­ცია: გა­მო­ი­ყე­ნეთ თეგი #13 ივ­ნი­სი

- რო­გორც გა­ვი­გე, ატე­ნის ქუ­ჩაც მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნაა...

- დიახ, მის ქვე­და ნა­წი­ლებ­ში არ შე­იძ­ლე­ბო­და მშე­ნებ­ლო­ბა, სულ და­მე­წყრი­ლია, არა­და, ქვე­მოთ და ქვე­მოთ ჩა­დი­ან და ასე ამ­ძი­მე­ბენ მე­წყრებს. ასე რომ, ურ­ბა­ნი­ზა­ცია მე­წყრის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია.

ახლა იმ თე­მას მინ­და მი­ვუბ­რუნ­დე, თუ მაღ­ლი­ვი სახ­ლე­ბი რო­გორ ცვლი­ან ამ ქა­ლაქ­ში კლი­მატს ისე­დაც გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში. თბი­ლის­ში წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლოდ 540 მი­ლი­მეტ­რი წვი­მა მო­დის, მაგ­რამ გა­ი­ზარ­და პი­კე­ბი, ანუ პი­კე­ბი ზამ­თარ­ში და ზა­ფხულ­ში. მოკ­ლედ, გაზ­რდი­ლია ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის მო­დი­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა. ადრე ჟუ­ჟუ­ნა წვი­მე­ბი იყო, დღეს უკვე კო­კის­პი­რუ­ლი მო­დის, თუმ­ცა ად­რეც იყო კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მე­ბი, მაგ­რამ 15-წუ­თი­ა­ნი. რო­დე­საც ვე­რეს ხე­ო­ბა­ში კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და, სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბით 6-სა­ა­თი­ა­ნი წვი­მა იყო, აქე­დან 4 სა­ა­თი - კო­კის­პი­რუ­ლი ნა­კა­დი. ასე­თი რამ ადრე თბი­ლის­ში არ ყო­ფი­ლა.

- რითი აიხ­სნე­ბა, რისი ბრა­ლია?

- კლი­მა­ტო­ლო­გებ­მა ასე ახ­სენს, რომ 13 ივ­ნი­სის წვი­მა თბი­ლი­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მის ოთხმა­გი პიკი იყო. ამა­ში მაღ­ლი­ვი სახ­ლე­ბი დიდ როლს თა­მა­შო­ბენ, ისი­ნი კონ­ვენ­ცი­ურ დი­ნე­ბებს ხელს უწყობს. არის ასე­თი წრი­უ­ლი დი­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც იქ­მნე­ბა მაღ­ლი­ვი სახ­ლე­ბის გარ­შე­მო, რის შე­დე­გა­დაც სით­ბუ­რი კუნ­ძუ­ლე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა. ამას ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვიც ემა­ტე­ბა, რაც ჰა­ერს, ღრუბ­ლებს ამ­ძი­მებს და მაღ­ლი­ვი სახ­ლე­ბის თავ­ზე ამ ყვე­ლაფ­რის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ახ­დენს, შე­დე­გად მო­დის კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მა. აი, რო­გო­რი მძი­მე გავ­ლე­ნა აქვს ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ას კლი­მატ­ზე.

- მე­წყე­რის გა­მომ­წვე­ვია ასე­ვე ხე­ე­ბის ჭრა. ამა­ზე რას იტყვით?

- გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი­დან 2000 წლამ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით იჭ­რე­ბო­და ხე-ტყე. ადა­მი­ა­ნე­ბი შორს არ მი­დი­ოდ­ნენ, იქვე ფერ­დო­ბებ­ზე ჭრიდ­ნენ, რაც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა. ეს ერო­ზი­ულ პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას იწ­ვევს. ჩა­ჟონ­ვა აღარ ხდე­ბა და ღვარ­ცო­ფის პრო­ცე­სე­ბი იწყე­ბა. მი­წას არ­ღვევს წყა­ლი და მი­წას­თან ერ­თად მი­აქვს. ჯამ­ში გე­ო­ლო­გი­უ­რი მე­წყე­რე­ბი, კლი­მა­ტუ­რი პრო­ცე­სე­ბი ყვე­ლა­ფე­რი ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ძა­ლი­ან ამ­ძი­მებს. ის მე­წყე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში არ­სე­ბობს, დღეს სტა­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა ამ თუ იმ მი­ზე­ზით გა­აქ­ტი­ურ­დეს.

- ახლა გან­ვი­ხი­ლოთ მე­წყე­რი, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა ახალ­და­ბა-ბე­თა­ნი­ის გზა­ზე, ანუ რამ გა­მო­იწ­ვია ის?

- ის მე­წყე­რი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, თბი­ლი­სის დატ­ბორ­ვა არ მოხ­დე­ბო­და. იმ კო­კის­პი­რულ წვი­მას ხევი გა­ა­ტა­რებ­და და სა­გან­გა­შო არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. მაგ­რამ ბოლო წლებ­ში ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ო­და იმას, რომ ახალ­და­ბა-ბე­თა­ნი­ის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა ზედ მე­წყერ­ზე გა­დი­ო­და, მის­თვის ამ­ხე­ლა ტვირთგა­მავ­ლო­ბა, ვიბ­რა­ცია უდი­დე­სი დატ­ვირ­თვა იყო. ამან გა­ა­აქ­ტი­უ­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­წყე­რი. მერე რო­გორც კი მო­ვი­და კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მა, და­ალ­ბო ფერ­დი, მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­მა მაღ­ლა აი­წია, ძირი გა­მო­რე­ცხა და მე­წყერ­მა მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო. მე­წყე­რი რომ და­იძ­რა და წა­მო­ვი­და, ნი­ა­და­გი, ხე­ე­ბი, თიხ­ნა­რი, ქვი­შაქ­ვის ლო­დე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი წა­მო­ი­ღო და მდი­ნა­რე­ში ჩა­მო­ი­ტა­ნა. ღვარ­ცოფს სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე გვი­რა­ბი დახ­ვდა, რო­მე­ლიც კო­კის­პი­რულ წვი­მებს და მა­ღალ დი­ნე­ბას ატა­რებს, მაგ­რამ არა მე­წყერს. მე­წყე­რის წა­მო­სულ სხე­ულს და­ე­მა­ტა ის, რომ სვა­ნი­ძის ქუ­ჩას­თან რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნაც წა­მო­ი­ღო და გვი­რაბ­ში გა­ჭე­და. 10 წუთ­ში 7-8 მეტ­რით აი­წია წყა­ლის დო­ნემ, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო. ყვე­ლა­ფე­რი დატ­ბო­რა.

- აღ­ნიშ­ნუ­ლი გვი­რა­ბი რო­დის არის გა­კე­თე­ბუ­ლი?

- გვი­რა­ბი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ოდ­ში გა­კეთ­და. მა­შინ არც ასე­თი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი იყო, არც ასე­თი ურ­ბა­ნი­ზა­ცია და არც გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი მე­წყე­რი. თა­ვად გვი­რა­ბი მა­ღალ ინ­ჟინ­რულ დო­ნე­ზე აიგო. ის ყო­ველ­თვის მდი­ნა­რე ვე­რეს მაქ­სი­მა­ლურ ხარ­ჯებს ატა­რებ­და. თუმ­ცა დღე­ვან­დელ დღე­ზე არ იყო გათ­ვლი­ლი. მან თა­ვი­სი როლი შე­ას­რუ­ლა, ამო­წუ­რა და მისი და­ტო­ვე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და იმი­ტომ, რომ ამ ფაქ­ტო­რე­ბის გამო, ვე­ღარ ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას. ამი­ტომ შევ­დი­ვარ წი­ნა­და­დე­ბით იმ კო­მი­სის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც სტი­ქი­ის შემ­დეგ შე­იქ­მნა, ასე­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, მე­რი­ის წი­ნა­შე იმის­თვის, რომ მო­მა­ვალ­ში ასე­თი პრო­ცე­სე­ბი და კა­ტას­ტრო­ფე­ბი არ გან­მე­ორ­დეს, გვი­რა­ბი ლიკ­ვი­დი­რე­ბულ იქ­ნას! უნდა გა­იხ­სნა ეს ხე­ო­ბა და გა­კეთ­დეს ხი­დის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ჟინ­რუ­ლი კონ­სტრუქ­ცია. ამით ეკო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი აღ­დგე­ბა და ეს ად­გი­ლი შემ­დგომ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ტუ­რის­ტულ-რეკ­რი­ა­ცი­ულ ზო­ნა­დაც.

პ.ს. ჩვენ ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბას ვაგ­რძე­ლებთ და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ბა­ტონ ირაკ­ლის­თან სა­უ­ბარს ისევ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

თბილისის რელიეფში ჩადებული ნაღმები - მტკვარი, რომელიც მამა დავითისა და მახათას მთების სიმაღლეზე მიედინებოდა და საფრთხე, რასაც მაღალსართულიანი შენობები ქმნის

თბილისის რელიეფში ჩადებული ნაღმები - მტკვარი, რომელიც მამა დავითისა და მახათას მთების სიმაღლეზე მიედინებოდა და საფრთხე, რასაც მაღალსართულიანი შენობები ქმნის

თბილისში უამრავი მეწყერსაშიში ადგილია, სწორედ მეწყერმა გამოიწვია 13 ივნისს ის კატასტროფა, რაც ჩვენთან დატრიალდა. ვინაიდან თემა ძალიან აქტუალურია, ამიტომ კატასტროფის მიზეზებზე, შედეგებსა და პრევენციაზე ვესაუბრეთ გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელ ექსპერტს ირაკლი მიქაძეს:

- თბილისი გეოლოგიურად სუსტ ქანებზე მდებარეობს. ეს არის პირველი დიდი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი პროცესების განვითარებას, რაც 13 ივნისს მოხდა... ადრე მდინარე მტკვარი მახათისა და მამა დავითის მთების სიმაღლეზე (620 მეტრზე) მიედინებოდა. მდინარემ დაიწყო ხეობის სწრაფად ჩაჭრა. დღეს 420 მეტრის ნიშნულზე მიედინება... მოკლედ, მტკვარი დასეირნობდა და თავის ჭალას ქმნიდა, ნალექებს ლექავდა. ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფაქტები და მასალა გეოლოგებს გვაქვს, რადგანაც მახათას, მამა დავითის, ყეენობის მთებზე, კუკიაზე სულ ტერასებია, რაც მტკვრის ნამდინარევი გახლავთ...

- ე.ი. აღნიშნული ტერიტორიები მეწყერსაშიში ზონებია?

- რა თქმა უნდა, და საერთოდ, რაც კი თბილისში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ცენტრალური ქუჩა, მაგისტრალი თუ პროსპექტია, ყველა მდინარის ტერასებს წარმოადგენდა. მდინარე ჭრიდა და ჩადიოდა ქვედა საფეხურებზე, სადაც თავის ნალექებს ლექავდა. მტკვრის ხეობაში ასეთი 6 საფეხურია დაფიქსირებული.

- ამ კალთებზე კოკისპირული წვიმების დროს, რადგანაც თიხიანი ქანებია, ადვილად წარმოიქმნება ისეთი ტალახიანი ნაკადები, როგორიც 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დაიძრა?

- დიახ, ჩვენ ამას ღვარცოფს ვეძახით, რაც მერე ხევებს წარმოქმნის და ყოველი ასეთი ხევი ღვარცოფულია. როდესაც შევკრიბეთ აღნიშნული ხევების სიგრძე და გავზომეთ, 230 კილომეტრი აღმოჩნდა. მათ შორის ყველაზე გრძელი მდინარე ვერეს ხეობაა, - 45 კილომეტრი. ამ ხეობაში ფერდობები არამდგრადი ქანებისა და ასეთი წვიმების შედეგადაა დახრამული, სადაც მეწყრული პროცესებია განვითარებული.

თბილისის გარეუბნებში და ქალაქის ტერიტორიაზე 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული, რომლებიც თავისი კრიტიკული სიტუაციით სხვადასხვა მდგომარეობაშია და ეს კრიტიკული სიტუაცია თანდათან მძიმდება.

- როგორ?

- მიდის ურბანიზაცია, ხდება მაღალსართულიანი სახლების აშენება. თან, ყველა ცდილობს სახლი ცენტრში აიშენოს, გარეუბანში ნაკლებად მიდიან. არადა, ცენტრი ამდენ სახლს ვეღარ იტანს. ადრე თბილისში 4-5-სართულიანი შენობები იყო, მერე აშენდა პირველი 11-სართულიანი, რასაც 20-სართულიანი მოჰყვა და ახლა უკვე 32-სართულიანებს აშენებენ.

- ე.ი. ქალაქი სიმაღლეში მიდის...

- დიახ და ეს მის კლიმატზეც უარყოფითად მოქმედებს... ამ თემას ისევ მივუბრუნდები, მანამდე გეტყვით, თუ როგორ მძიმდება ტერასები აღნიშნული საძირკვლებით. იღებენ ტერასის ძირებს, თხრიან საყრდენს, რომელიც ისედაც არ არის მყარი, მეწყერს ფუძეს აცლიან, რაც შემდეგ შენობების დაბზარვასაც იწვევს. ავიღოთ მდინარე ვერეს მარჯვენა სანაპირო ზოლი, თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე სულ დამეწყრილია, მას ვაკის მეწყრებს უწოდებენ. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირის დროს "მზიურის" ტერიტორიაზე აკრძალეს სახლების მშენებლობა, ახლა ისევ მიმდინარეობს, რადგანაც უსაფუძვლოდ გასცემენ მშენებლობის ნებართვებს.

რედაქცია: გამოიყენეთ თეგი #13 ივნისი

- როგორც გავიგე, ატენის ქუჩაც მეწყერსაშიში ზონაა...

- დიახ, მის ქვედა ნაწილებში არ შეიძლებოდა მშენებლობა, სულ დამეწყრილია, არადა, ქვემოთ და ქვემოთ ჩადიან და ასე ამძიმებენ მეწყრებს. ასე რომ, ურბანიზაცია მეწყრის გააქტიურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ახლა იმ თემას მინდა მივუბრუნდე, თუ მაღლივი სახლები როგორ ცვლიან ამ ქალაქში კლიმატს ისედაც გლობალური დათბობის პერიოდში. თბილისში წლის განმავლობაში საშუალოდ 540 მილიმეტრი წვიმა მოდის, მაგრამ გაიზარდა პიკები, ანუ პიკები ზამთარში და ზაფხულში. მოკლედ, გაზრდილია ატმოსფერული ნალექების მოდინების ინტენსივობა. ადრე ჟუჟუნა წვიმები იყო, დღეს უკვე კოკისპირული მოდის, თუმცა ადრეც იყო კოკისპირული წვიმები, მაგრამ 15-წუთიანი. როდესაც ვერეს ხეობაში კატასტროფა მოხდა, სხვადასხვა ინტენსივობით 6-საათიანი წვიმა იყო, აქედან 4 საათი - კოკისპირული ნაკადი. ასეთი რამ ადრე თბილისში არ ყოფილა.

- რითი აიხსნება, რისი ბრალია?

- კლიმატოლოგებმა ასე ახსენს, რომ 13 ივნისის წვიმა თბილისისთვის დამახასიათებელი კოკისპირული წვიმის ოთხმაგი პიკი იყო. ამაში მაღლივი სახლები დიდ როლს თამაშობენ, ისინი კონვენციურ დინებებს ხელს უწყობს. არის ასეთი წრიული დინებები, რომელიც იქმნება მაღლივი სახლების გარშემო, რის შედეგადაც სითბური კუნძულები წარმოიქმნება. ამას ავტომობილების გამონაბოლქვიც ემატება, რაც ჰაერს, ღრუბლებს ამძიმებს და მაღლივი სახლების თავზე ამ ყველაფრის კონცენტრაციას ახდენს, შედეგად მოდის კოკისპირული წვიმა. აი, როგორი მძიმე გავლენა აქვს ურბანიზაციას კლიმატზე.

- მეწყერის გამომწვევია ასევე ხეების ჭრა. ამაზე რას იტყვით?

- გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან 2000 წლამდე განსაკუთრებული ინტენსივობით იჭრებოდა ხე-ტყე. ადამიანები შორს არ მიდიოდნენ, იქვე ფერდობებზე ჭრიდნენ, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს ეროზიულ პროცესების გააქტიურებას იწვევს. ჩაჟონვა აღარ ხდება და ღვარცოფის პროცესები იწყება. მიწას  არღვევს წყალი და მიწასთან ერთად მიაქვს. ჯამში გეოლოგიური მეწყერები, კლიმატური პროცესები ყველაფერი ამ მდგომარეობას ძალიან ამძიმებს. ის მეწყერები, რომლებიც თბილისში არსებობს, დღეს სტაბილიზებულია, მაგრამ მომავალში შეიძლება ამ თუ იმ მიზეზით გააქტიურდეს.

- ახლა განვიხილოთ მეწყერი, რომელიც წარმოიშვა ახალდაბა-ბეთანიის გზაზე, ანუ რამ გამოიწვია ის?

- ის მეწყერი რომ არ ყოფილიყო, თბილისის დატბორვა არ მოხდებოდა. იმ კოკისპირულ წვიმას ხევი გაატარებდა და საგანგაშო არაფერი მოხდებოდა. მაგრამ ბოლო წლებში ყურადღება არ ექცეოდა იმას, რომ ახალდაბა-ბეთანიის საავტომობილო გზა ზედ მეწყერზე გადიოდა, მისთვის ამხელა ტვირთგამავლობა, ვიბრაცია უდიდესი დატვირთვა იყო. ამან გაააქტიურა აღნიშნული მეწყერი. მერე როგორც კი მოვიდა კოკისპირული წვიმა, დაალბო ფერდი, მდინარის კალაპოტმა მაღლა აიწია, ძირი გამორეცხა და მეწყერმა მოძრაობა დაიწყო. მეწყერი რომ დაიძრა და წამოვიდა, ნიადაგი, ხეები, თიხნარი, ქვიშაქვის ლოდები - ყველაფერი წამოიღო და მდინარეში ჩამოიტანა. ღვარცოფს სვანიძის ქუჩაზე გვირაბი დახვდა, რომელიც კოკისპირულ წვიმებს და მაღალ დინებას ატარებს, მაგრამ არა მეწყერს. მეწყერის წამოსულ სხეულს დაემატა ის, რომ სვანიძის ქუჩასთან რამდენიმე მანქანაც წამოიღო და გვირაბში გაჭედა. 10 წუთში 7-8 მეტრით აიწია წყალის დონემ, რამაც მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ყველაფერი დატბორა.

- აღნიშნული გვირაბი როდის არის გაკეთებული?

- გვირაბი გასული საუკუნის შუა პერიოდში გაკეთდა. მაშინ არც ასეთი კლიმატური პირობები იყო, არც ასეთი ურბანიზაცია და არც გააქტიურებული მეწყერი. თავად გვირაბი მაღალ ინჟინრულ დონეზე აიგო. ის ყოველთვის მდინარე ვერეს მაქსიმალურ ხარჯებს ატარებდა. თუმცა დღევანდელ დღეზე არ იყო გათვლილი. მან თავისი როლი შეასრულა, ამოწურა და მისი დატოვება აღარ შეიძლებოდა იმიტომ, რომ ამ ფაქტორების გამო, ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას. ამიტომ შევდივარ წინადადებით იმ კომისის წინაშე, რომელიც სტიქიის შემდეგ შეიქმნა, ასევე ხელისუფლების, მერიის წინაშე იმისთვის, რომ მომავალში ასეთი პროცესები და კატასტროფები არ განმეორდეს, გვირაბი ლიკვიდირებულ იქნას! უნდა გაიხსნა ეს ხეობა და გაკეთდეს ხიდის ჩვეულებრივი ინჟინრული კონსტრუქცია. ამით ეკოლოგიური სურათი აღდგება და ეს ადგილი შემდგომ შეიძლება გამოვიყენოთ ტურისტულ-რეკრიაციულ ზონადაც.

პ.ს. ჩვენ ამ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ და რამდენიმე დღეში ბატონ ირაკლისთან საუბარს ისევ შემოგთავაზებთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია