სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მივდივარ GEM fest-ზე ბახვა ბრეგვაძე: „ზუსტად ვიცი, რომ კარგ დროს გავატარებ...“
რატომ მივდივარ GEM fest-ზე ბახვა ბრეგვაძე: „ზუსტად ვიცი, რომ კარგ დროს გავატარებ...“

ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობს, თუმ­ცა არ გახ­ლავთ მსა­ხი­ო­ბი. აქვს რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლო­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის გან­ხრით უცხო­ეთ­ში და­ამ­თავ­რა სწავ­ლა, ამ­ჟა­მად ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის პი­ა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ჟურ­ნა­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი რე­დაქ­ტო­რიც.

მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი საქ­მი­სა, ბახ­ვა იმა­საც ახერ­ხებს, რომ არც ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ივენთს არ გა­მო­აკ­ლდეს, ჰყავს დიდი სა­მე­გობ­რო წრე. წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლიც ნა­წი­ლობ­რივ და­გეგ­მა და მისი ერთ-ერთი "გა­ჩე­რე­ბა" ანაკ­ლი­აა, სა­დაც ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი 30 ივ­ლი­სი­დან 7 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იმარ­თე­ბა.

ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე:

- მუ­სი­კა ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია. ფე­ხი­თაც რომ ვსე­ირ­ნობ ქუ­ჩა­ში, ყო­ველ­თვის ვუს­მენ რა­მეს ყურ­სას­მე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. თუ ყურ­სას­მე­ნე­ბი არ მაქვს, მა­შინ პირ­და­პირ ხმა­მაღ­ლა ვრთავ და ისე ვუს­მენ (იცი­ნის). ან თა­ვად ვღი­ღი­ნებ.

ვერ გე­ტყვი, რომ მხო­ლოდ ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა მომ­წონს, ყვე­ლა ჟანრს ვუს­მენ და სა­ინ­ტე­რე­სოს ყველ­გან ვპო­უ­ლობ. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად როკი მომ­წონს, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ზი­ცია.

ანაკ­ლი­ა­ში რა­ტომ მივ­დი­ვარ? მუ­სი­კა და ზღვა შე­სა­ნიშ­ნა­ვი დუ­ე­ტია. მსმე­ნია, რომ წინა წელს სხვა ფეს­ტი­ვალ­ზე კარ­გი გა­რე­მო შე­იქ­მნა და სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. ვიცი, რომ წელს ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ში ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი, ქარ­თვე­ლე­ბიც და უცხო­ე­ლე­ბიც, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ლო­დე­ბი ხა­რის­ხი­ან ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვეს­წრე­ბი. ზუს­ტად ვიცი, რომ კარგ დროს გა­ვა­ტა­რებ. მო­ლო­დი­ნი დი­დია. ანაკ­ლი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბას მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვა­პი­რებ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფეს­ტი­ვა­ლის 9-დღი­ა­ნი მულ­ტი-პასი, რომ­ლი­თაც ნე­ბის­მი­ერ ივენთს და­ეს­წრე­ბით, eventer.ge-ზე იყი­დე­ბა, ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ GEM fest-ის ოფის­შიც და ასე­ვე TBC-ს სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი­და­ნაც.

GEM fest-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხარ­დამ­ჭე­რია ამ­ბე­ბი.ჯი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რატომ მივდივარ GEM fest-ზე ბახვა ბრეგვაძე: „ზუსტად ვიცი, რომ კარგ დროს გავატარებ...“

რატომ მივდივარ GEM fest-ზე ბახვა ბრეგვაძე: „ზუსტად ვიცი, რომ კარგ დროს გავატარებ...“

ბახვა ბრეგვაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობს, თუმცა არ გახლავთ მსახიობი. აქვს რამდენიმე სპეციალობა, საერთაშორისო სამართლის განხრით უცხოეთში დაამთავრა სწავლა, ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის პიარის მიმართულების ხელმძღვანელია და კულინარიული ჟურნალის კრეატიული რედაქტორიც.

მიუხედავად ბევრი საქმისა, ბახვა იმასაც ახერხებს, რომ არც ერთ საინტერესო ივენთს არ გამოაკლდეს, ჰყავს დიდი სამეგობრო წრე. წლევანდელი ზაფხულიც ნაწილობრივ დაგეგმა და მისი ერთ-ერთი „გაჩერება“ ანაკლიაა, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით იმართება.

ბახვა ბრეგვაძე:

- მუსიკა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ფეხითაც რომ ვსეირნობ ქუჩაში, ყოველთვის ვუსმენ რამეს ყურსასმენების საშუალებით. თუ ყურსასმენები არ მაქვს, მაშინ პირდაპირ ხმამაღლა ვრთავ და ისე ვუსმენ (იცინის). ან თავად ვღიღინებ.

ვერ გეტყვი, რომ მხოლოდ ელექტრონული მუსიკა მომწონს, ყველა ჟანრს ვუსმენ და საინტერესოს ყველგან ვპოულობ. ყველაზე ნაკლებად როკი მომწონს, მხოლოდ რამდენიმე კომპოზიცია.

ანაკლიაში რატომ მივდივარ? მუსიკა და ზღვა შესანიშნავი დუეტია. მსმენია, რომ წინა წელს სხვა ფესტივალზე კარგი გარემო შეიქმნა და სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. ვიცი, რომ წელს ელექტრონული მუსიკის ფესტივალში ძალიან კომპეტენტური ადამიანები არიან ჩართულნი, ქართველებიც და უცხოელებიც, შესაბამისად, ველოდები ხარისხიან ღონისძიებას, რომელსაც სიამოვნებით დავესწრები. ზუსტად ვიცი, რომ კარგ დროს გავატარებ. მოლოდინი დიდია. ანაკლიაში გამგზავრებას მეგობრებთან ერთად ვაპირებ.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის 9-დღიანი მულტი-პასი, რომლითაც ნებისმიერ ივენთს დაესწრებით, eventer.ge-ზე იყიდება, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ GEM fest-ის ოფისშიც და ასევე TBC-ს სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც.

GEM fest-ის ოფიციალური მხარდამჭერია ამბები.ჯი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია