მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში მიიწვია
გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში მიიწვია

თურ­ქმე­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დოვ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი თურ­ქმე­ნე­თის ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის ცნო­ბის 20 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად მი­იწ­ვია.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა­ზე გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დოვ­მა ხაზი გა­უს­ვა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლურ როლს სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქმე­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ში. მისი თქმით, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ისე სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ სფე­რო­ებ­ში, თუმ­ცა კი­დევ არ­სე­ბობს სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვის გაზ­რდის პო­ტენ­ცი­ა­ლი.

"რაც შე­ე­ხე­ბა კულ­ტუ­რულ და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კავ­ში­რებს, თურ­ქმე­ნებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის დიდი ის­ტო­რი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია, ჩვენ ბევ­რი სა­ერ­თო ტრა­დი­ცია გვაქვს – პა­ტივს ვცემთ უფ­რო­სებს, გვაქვს მდი­და­რი კულ­ტუ­რა და ა.შ. ვფიქ­რობ, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­მო­მა­ვა­ლოდ კონ­ტაქ­ტე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს მუ­შა­კებს შო­რის და იმე­დი მაქვს, ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ამ პო­ტენ­ცი­ალს", - გა­ნა­ცხა­და გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დოვ­მა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა, თა­ვის მხრივ, თურ­ქმე­ნე­თის პრე­ზი­დენტს კი­დევ ერთხელ მი­უ­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"კი­დევ ერთხელ მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გი­ლო­ცოთ და­ა­ბა­დე­ბის დღე და გა­ვიხ­სე­ნო ის და­უ­ვი­წყა­რი წუ­თე­ბი, რაც ჩვენ გვქონ­და თქვენ­თან ვი­ზი­ტი­სას სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ და ის სა­ინ­ტე­რე­სო ხედ­ვე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს, თურ­ქმე­ნე­თი­სა და მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვქონ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი ვი­ზი­ტე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქმე­ნეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას ახალ იმ­პულს მის­ცემს, ხოლო რე­გი­ონს შთამ­ბეჭ­დავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში მიიწვია

გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში მიიწვია

თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის ნეიტრალიტეტის ცნობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე და საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად მიიწვია.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ხაზი გაუსვა გიორგი მარგველაშვილის პერსონალურ როლს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავებაში. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობებია როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, თუმცა კიდევ არსებობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის პოტენციალი.

"რაც შეეხება კულტურულ და ჰუმანიტარულ კავშირებს, თურქმენებსა და ქართველებს შორის დიდი ისტორიული ურთიერთობებია, ჩვენ ბევრი საერთო ტრადიცია გვაქვს – პატივს ვცემთ უფროსებს, გვაქვს მდიდარი კულტურა და ა.შ. ვფიქრობ, შესაძლებელია სამომავალოდ კონტაქტების გაღრმავება კულტურისა და ხელოვნების სფეროს მუშაკებს შორის და იმედი მაქვს, ისინი გამოიყენებენ ამ პოტენციალს", - განაცხადა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა.

გიორგი მარგველაშვილმა, თავის მხრივ, თურქმენეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიულოცა დაბადების დღე და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

"კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა მოგილოცოთ დააბადების დღე და გავიხსენო ის დაუვიწყარი წუთები, რაც ჩვენ გვქონდა თქვენთან ვიზიტისას სულ რამდენიმე თვის წინ და ის საინტერესო ხედვები, საქართველოს, თურქმენეთისა და მთლიანად რეგიონის განვითარების შესახებ, რომელზეც საუბრის შესაძლებლობა გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ვიზიტების ინტენსივობა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობას ახალ იმპულს მისცემს, ხოლო რეგიონს შთამბეჭდავ შესაძლებლობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."