კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარტინ ფრენკელი - მეოცე საუკუნის უდიდესი თაღლითი მილიარდერი
მარტინ ფრენკელი - მეოცე საუკუნის უდიდესი თაღლითი მილიარდერი

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ბრი­ჯპორ­ტის (აშშ-ის კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტა­ტი) სა­სა­მარ­თლომ იმ საქ­მის მოწ­მე­თა და­კი­თხვა და­ას­რუ­ლა, რომ­ლის­თვი­საც სულ თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და, სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი თაღ­ლი­თო­ბა გე­წო­დე­ბი­ნათ.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი - 44 წლის მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რი ფი­ნან­სის­ტი მარ­ტინ ფრენ­კე­ლი, რო­მელ­მაც თით­ქმის 3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი მი­ით­ვი­სა, იმ­ხა­ნად უკ­ვა­ლოდ გამ­ქრა­ლი­ყო. ძებ­ნას, რო­მელ­საც შტა­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო, ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი ინ­ტერ­პო­ლი აწარ­მო­ებ­დნენ, შე­დე­გი ჯერ არ გა­მო­ე­ღო. უფრო მე­ტიც, მა­ძებ­რე­ბი უკვე იმა­საც აღი­ა­რებ­დნენ, ფრენ­კელს ალ­ბათ ვერც ვე­რა­სო­დეს ვი­პო­ვი­თო, მაგ­რამ გან­გე­ბამ სხვაგ­ვა­რად ინე­ბა და XX სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი თაღ­ლი­თი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე მა­ინც წარ­დგა. მივ­ყვეთ თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით...

ყვე­ლა, ვი­საც მარ­ტინ ფრენ­კელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნია, თით­ქმის ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ის ძალ­ზე უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნი იყო. გრინ­ვიჩ­ში (კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტა­ტი) მან ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლად მდგა­რი ორი სახ­ლი იყი­და. ერ­თში, რო­მე­ლიც 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­და, რკი­ნის­მავ­თუ­ლი­ა­ნი მა­ღა­ლი ღობე ჰქონ­და შე­მოვ­ლე­ბუ­ლი და სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით იყო აღ­ჭურ­ვი­ლი, თვი­თონ ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და, მე­ო­რე­ში კი - შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად მო­წყო­ბილ­ში - ფეხი არას­დროს შე­უდ­გამს.

მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მსა­ხუ­რე­ბი­თა და საყ­ვარ­ლე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ფრენ­კე­ლი თით­ქმის მთელ დროს სახ­ლში ატა­რებ­და და ძა­ლი­ა­ნაც კმა­ყო­ფი­ლი იყო იმ "გი­ჟუ­რი ცხოვ­რე­ბით", რო­მე­ლიც მის გარ­შე­მო ჩქეფ­და. აი, რას იხ­სე­ნებს მისი პი­რა­დი მზა­რე­უ­ლი, რო­ბერტ რენ­დოლ­ფი: "ბოსს რამ­დე­ნი­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნა ჰქონ­და: 1) ჭი­ქე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მათი არ­ში­ე­ბი, სუფ­რა­ზე ყო­ველ მი­ტა­ნამ­დე უთუ­ოდ უნდა გა­მეს­ტე­რი­ლე­ბი­ნა; 2) ხი­ლის წვე­ნე­ბი დღე­ში ორ­ჯერ მა­ინც უნდა გა­მე­ფილტრა: 3) თევ­ზი და ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი შე­ძე­ნის დღეს­ვე უნდა მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა ანდა გა­და­მე­ყა­რა. ბო­სის საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლი უცხი­მო მო­ცა­რე­ლას პიცა იყო, თუმ­ცა, ეს სიყ­ვა­რულ­ზე მე­ტად, თა­ვის და­ზღვე­ვას ჰგავ­და, რად­გან სჯე­რო­და, რომ ამ პი­ცით მო­წამ­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო".

რენ­დოლ­ფი თა­ვის სა­მუ­შა­ოს ცოტა უც­ნა­უ­რად კი თვლი­და, მაგ­რამ მას­ზე უა­რის თქმა არც უფიქ­რია, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად უნა­ზღა­ურ­დე­ბო­და: ბოსი და მისი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი საყ­ვარ­ლე­ბი ხომ ფულს არას­დროს ით­ვლიდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, ერთხელ სა­ყიდ­ლებ­ზე წა­სას­ვლე­ლად გამ­ზა­დე­ბულ­მა მზა­რე­ულ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მან­ქა­ნა­ში ბენ­ზი­ნი აღარ ჰქონ­და და ბაზ­რამ­დე ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­ზე შევ­ლა მო­უ­წევ­და. ფრენ­კელ­მა მას 800 დო­ლა­რი მის­ცა, თან, არ­ხე­ი­ნად ჰკი­თხა, - ავ­ზის ბო­ლომ­დე ასავ­სე­ბად ხომ გე­ყო­ფაო? მე­ო­რედ, წვე­უ­ლე­ბის­თვის პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად, ბო­სის ერთ-ერთ "მე­გო­ბარ გო­გო­ნას" 1.200 დო­ლა­რი სთხო­ვა, მან კი 1 800 მის­ცა და თან და­ა­ყო­ლა: ხურ­და და­ი­ტო­ვეო.

მარ­ტინ ფრენ­კელს რამ­დე­ნი­მე პი­რა­დი მძღო­ლი და პი­რა­დი ლი­მუ­ზი­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. თუმ­ცა, საყ­ვარ­ლე­ბი (ბო­სის ლი­მუ­ზი­ნე­ბით ძი­რი­თა­დად ისი­ნი სარ­გებ­ლობ­დნენ) ყო­ველ­თვის მან­ქა­ნებ­ზე მეტი ჰყავ­და და ამი­ტო­მაც, ლა­მის ყო­ვე­ლი დღე მათი ჩხუ­ბით იწყე­ბო­და და მთავ­რდე­ბო­და, რა­საც ერთ-ერ­თმა ენაკ­ვი­მატ­მა მძღოლ­მა "ლი­მუ­ზი­ნე­ბის ომიც" კი უწო­და. თა­ვად ფრენ­კე­ლი მხო­ლოდ სპეც­შეკ­ვე­თით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით (ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლი­მუ­ზი­ნი ორად გა­აჭ­რე­ვი­ნა და სიგ­რძის მო­სა­მა­ტებ­ლად, შუ­ა­ში ლი­თო­ნის 10-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ნა­ჭე­რი ჩა­ას­მე­ვი­ნა), თა­ნაც, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად თუ სარ­გებ­ლობ­და, რად­გან კარ­ჩა­კე­ტილ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და და სახ­ლშიც ყოფ­ნი­სა­საც მხო­ლოდ ორ ოთახ­ში - სა­ძი­ნე­ბელ­სა და კა­ბი­ნეტ­ში შე­დი­ო­და. "დაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ლი­მუ­ზი­ნის" მძღო­ლის თქმით, "ბოსი სახ­ლი­დან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად, მარ­ტო ექიმ­თან ან პა­რიკ­მა­ხერ­თან თუ გა­დი­ო­და. რეს­ტო­რან­ში სა­ვახ­შმოდ კი სულ ორ­ჯერ

ყო­ფი­ლა".

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

მარტინ ფრენკელი - მეოცე საუკუნის უდიდესი თაღლითი მილიარდერი

მარტინ ფრენკელი - მეოცე საუკუნის უდიდესი თაღლითი მილიარდერი

გასული საუკუნის მიწურულს ბრიჯპორტის (აშშ-ის კონექტიკუტის შტატი) სასამართლომ იმ საქმის მოწმეთა დაკითხვა დაასრულა, რომლისთვისაც სულ თავისუფლად შეიძლებოდა, საუკუნის უდიდესი თაღლითობა გეწოდებინათ.

ეჭვმიტანილი - 44 წლის მულტიმილიონერი ფინანსისტი მარტინ ფრენკელი, რომელმაც თითქმის 3 მილიარდი დოლარი მიითვისა, იმხანად უკვალოდ გამქრალიყო. ძებნას, რომელსაც შტატების ტერიტორიაზე გამოძიების ფედერალური ბიურო, ევროპის ტერიტორიაზე კი ინტერპოლი აწარმოებდნენ, შედეგი ჯერ არ გამოეღო. უფრო მეტიც, მაძებრები უკვე იმასაც აღიარებდნენ, ფრენკელს ალბათ ვერც ვერასოდეს ვიპოვითო, მაგრამ განგებამ სხვაგვარად ინება და XX საუკუნის ყველაზე დიდი თაღლითი სასამართლოს წინაშე მაინც წარდგა. მივყვეთ თანამიმდევრობით...

ყველა, ვისაც მარტინ ფრენკელთან ურთიერთობა ჰქონია, თითქმის ერთხმად აღნიშნავდა, რომ ის ძალზე უცნაური ადამიანი იყო. გრინვიჩში (კონექტიკუტის შტატი) მან ერთმანეთის მეზობლად მდგარი ორი სახლი იყიდა. ერთში, რომელიც 3 მილიონი დოლარი დაუჯდა, რკინისმავთულიანი მაღალი ღობე ჰქონდა შემოვლებული და სათვალთვალო კამერებით იყო აღჭურვილი, თვითონ ცხოვრობდა და მუშაობდა, მეორეში კი - შედარებით მოკრძალებულად მოწყობილში - ფეხი არასდროს შეუდგამს.

მრავალრიცხოვანი მსახურებითა და საყვარლებით გარშემორტყმული ფრენკელი თითქმის მთელ დროს სახლში ატარებდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო იმ "გიჟური ცხოვრებით", რომელიც მის გარშემო ჩქეფდა. აი, რას იხსენებს მისი პირადი მზარეული, რობერტ რენდოლფი: "ბოსს რამდენიმე სავალდებულო მოთხოვნა ჰქონდა: 1) ჭიქები, განსაკუთრებით კი მათი არშიები, სუფრაზე ყოველ მიტანამდე უთუოდ უნდა გამესტერილებინა; 2) ხილის წვენები დღეში ორჯერ მაინც უნდა გამეფილტრა: 3) თევზი და ზღვის პროდუქტები შეძენის დღესვე უნდა მომემზადებინა ანდა გადამეყარა. ბოსის საყვარელი საჭმელი უცხიმო მოცარელას პიცა იყო, თუმცა, ეს სიყვარულზე მეტად, თავის დაზღვევას ჰგავდა, რადგან სჯეროდა, რომ ამ პიცით მოწამვლა შეუძლებელი იყო".

რენდოლფი თავის სამუშაოს ცოტა უცნაურად კი თვლიდა, მაგრამ მასზე უარის თქმა არც უფიქრია, რადგან ძალიან კარგად უნაზღაურდებოდა: ბოსი და მისი მრავალრიცხოვანი საყვარლები ხომ ფულს არასდროს ითვლიდნენ. მაგალითად, ერთხელ საყიდლებზე წასასვლელად გამზადებულმა მზარეულმა აღმოაჩინა, რომ მანქანაში ბენზინი აღარ ჰქონდა და ბაზრამდე ავტოგასამართ სადგურზე შევლა მოუწევდა. ფრენკელმა მას 800 დოლარი მისცა, თან, არხეინად ჰკითხა, - ავზის ბოლომდე ასავსებად ხომ გეყოფაო? მეორედ, წვეულებისთვის პროდუქტების საყიდლად, ბოსის ერთ-ერთ "მეგობარ გოგონას" 1.200 დოლარი სთხოვა, მან კი 1 800 მისცა და თან დააყოლა: ხურდა დაიტოვეო.

მარტინ ფრენკელს რამდენიმე პირადი მძღოლი და პირადი ლიმუზინი ემსახურებოდა. თუმცა, საყვარლები (ბოსის ლიმუზინებით ძირითადად ისინი სარგებლობდნენ) ყოველთვის მანქანებზე მეტი ჰყავდა და ამიტომაც, ლამის ყოველი დღე მათი ჩხუბით იწყებოდა და მთავრდებოდა, რასაც ერთ-ერთმა ენაკვიმატმა მძღოლმა "ლიმუზინების ომიც" კი უწოდა. თავად ფრენკელი მხოლოდ სპეცშეკვეთით დამზადებული ავტომობილით (ჩვეულებრივი ლიმუზინი ორად გააჭრევინა და სიგრძის მოსამატებლად, შუაში ლითონის 10-სანტიმეტრიანი ნაჭერი ჩაასმევინა), თანაც, ძალზე იშვიათად თუ სარგებლობდა, რადგან კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და სახლშიც ყოფნისასაც მხოლოდ ორ ოთახში - საძინებელსა და კაბინეტში შედიოდა. "დაგრძელებული ლიმუზინის" მძღოლის თქმით, "ბოსი სახლიდან ძალიან იშვიათად, მარტო ექიმთან ან პარიკმახერთან თუ გადიოდა. რესტორანში სავახშმოდ კი სულ ორჯერ

ყოფილა".

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია