სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პასუხი გიგოს მისამართით უტაქტო და უაზრო შეფასებას და თათუკა ნარტყოშვილის გზა "ყურიდან" წამყვანობამდე
პასუხი გიგოს მისამართით უტაქტო და უაზრო შეფასებას და თათუკა ნარტყოშვილის გზა "ყურიდან" წამყვანობამდე

თა­თუ­კა ნარ­ტყოშ­ვი­ლი "X ფაქ­ტორს", რო­გორც წამ­ყვა­ნი, გიგო ში­უ­კაშ­ვილ­თან ერ­თად, ცოტა ხნის წინ შე­უ­ერ­თდა, თუმ­ცა ის ამ შოუს პრო­დი­უ­სე­რი და სცე­ნა­რის­ტია:

- დიდი ხა­ნია აქ ვმუ­შა­ობ. 2007 წელს სტა­ჟი­ორ ჟურ­ნა­ლის­ტად მო­ვე­დი და ჩემი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი "ყა­ზარ­მა" იყო. მერე "ბარი 4"-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, ასე­ვე "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია 1"-ს ჟურ­ნა­ლის­ტიც. "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია 2"-ში კი უკვე რე­დაქ­ტო­რი გავ­ხდი, რა­საც სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი მოჰ­ყვა.

"ნი­ჭი­ერ­ში" კი წამ­ყვა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა და­მე­ვა­ლა, ე.წ. "ყური" გავ­ხდი, ანუ მათ ყურ­ში ვე­ჯე­ქი, ასე­ვე ტექ­სტებ­სა და სცე­ნარს ვუ­წერ­დი. ახლა, რად­გა­ნაც გი­გოს­თან ერ­თად წამ­ყვა­ნი ვარ, "ყურ­ში" აღარ ვუ­ზი­ვარ ადა­მი­ა­ნებს (იცი­ნის).

- შენი წამ­ყვა­ნობა რო­გორ მოხ­და?

- მოკ­ლედ, ცოტა ხნის წინ გა­და­წყდა, რომ ამ პრო­ექ­ტში კადრშიც გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. ოღონდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი შემ­თხვე­ვით მოხ­და. გი­გოს ქას­ტინ­გი გვქონ­და, თა­ვი­დან მარ­ტო ჩავ­წე­რეთ. მერე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ვინ­მეს­თან ერ­თად ჩაგ­ვე­წე­რა. იმ წუ­თის­თვის იქ არა­ვინ იყო, რად­გან გი­გოს ტექ­სტე­ბი ვი­ცო­დი, და­ვეხ­მა­რე, როლი გა­ვი­თა­მა­შე და მერე ისე აღ­მოჩ­ნდა, რომ მის გვერ­დით მე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- გი­გომ სა­ყო­ველ­თაო მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და შე­სა­ბა­მი­სად, თქვენმა - დუ­ეტ­მაც...

- გიგო ყვე­ლას შე­უყ­ვარ­და და მაგ ადა­მი­ან­ზე მარ­თლა ვგიჟ­დე­ბი. რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა.

- მი­მაჩ­ნია, რომ გი­გოს დედა საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნია, რომ შვი­ლის­თვის ამ­დე­ნი რამ შეძ­ლო...

- შვილ­თან ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობს, პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებ­შია გიგო მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით ჩარ­თუ­ლი და მო­ნა­წი­ლე­ობს. ამ ქალ­ბა­ტონ­მა ცხოვ­რე­ბა შვილს მი­უ­ძღვნა და მას დიდ დროს უთ­მობს. იცით, რომ გიგო თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ა­ში და­დის, მუ­სი­კით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და გა­ტა­ცე­ბუ­ლი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ჰყავს და სულ ამა­ზე ლა­პა­რა­კობს.

- პირ­და­პირ ეთერ­ში მუ­შა­ო­ბა არ არის ად­ვი­ლი, არა­და, ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მოგ­ყვე­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ კარ­გი პარტნი­ო­რიცაა.

- კარ­გი პარტნი­ო­რია. თუ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე რა­ღაც პა­ტარ-პა­ტა­რა ე.წ. "ჩე­პე­ე­ბი" გვქო­ნია და მის­თვის მით­ქვამს, მოდი, ეს აღარ გვინ­და, პირ­და­პირ ეთერ­ში აღარ გა­უ­მე­ო­რე­ბია. ძა­ლი­ან თან­მიმ­დევ­რუ­ლია და ყვე­ლა­ფერ­ში მომ­ყვე­ბა. ბოლო დროს ვა­ტყობ, რომ მალე არა­ვის დახ­მა­რე­ბაც აღარ დას­ჭირ­დე­ბა და შე­საძ­ლოა, მარ­ტო­მაც იმუ­შა­ვოს ეთერ­ში. მგო­ნია, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ეს ეტა­პიც მალე დად­გე­ბა.

- თუმ­ცა, ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერ­თმა ადა­მი­ან­მა ყოვ­ლად უტაქ­ტო შე­ფა­სე­ბა მის­ცა მის სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტარს მა­შინ, ოდე­საც "X ფაქ­ტო­რის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მო­ხა­ლი­სე­ე­ბად გა­ვიდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ: ეს ვის უნდა და­ეხ­მა­როს, თვი­თონ და­სახ­მა­რე­ბე­ლი­აო. რას იტყვი ამა­ზე?

- მგო­ნი, ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტორს, ამის შემ­დეგ თა­ვად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. ასე­თი შე­ფა­სე­ბა გი­გო­ზე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცოტა შოკ­ში ჩავ­ვარ­დი...

რო­დე­საც ყვე­ლა­ნი ერ­თად მო­ხა­ლი­სე­ე­ბად ვმუ­შა­ობ­დით, ვნა­ხეთ, რომ გი­გოს ნამ­დვი­ლად არ სჭირ­დე­ბა ვინ­მეს დახ­მა­რე­ბა და პი­რი­ქით. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად იყო ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი, რაც შეძ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა და შეძ­ლო იმა­ზე მეტი, ვიდ­რე წარ­მოგ­ვედ­გი­ნა. იმ გო­გოს კი, ვინც ის უაზ­რო­ბა და­წე­რა, აშ­კა­რად პრობ­ლე­მე­ბი აქვს... 

- გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ევ­რო­პის და­უ­ნის სინ­დრო­მის ასო­ცი­ა­ცი­ამ თა­ვის მთა­ვარ გვერ­დზე გი­გოს შე­სა­ხებ გა­ნა­თავ­სა ინ­ფორ­მა­ცია...

- კი, და­უ­ნის სინ­დრო­მის ასო­ცი­ა­ცი­ამ და­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შედ­გა ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი, რომ და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი არის მე­გა­შო­უს წამ­ყვა­ნი და და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა ეს ფაქ­ტი, რაც ჩვენ ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და. ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა აქვს, უდი­დე­სი სტი­მუ­ლია, რომ ყუ­რე­ბი არ ჩა­მო­ყა­რონ და ყო­ველ­თვის იბ­რძო­ლონ. ეს მა­გა­ლი­თია მათი მშობ­ლე­ბის­თვი­საც.

- ამ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა რას ნიშ­ნავს შენ­თვის?

- იმ­დე­ნი ხა­ნია ამა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, რომ სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იყოს. ბავ­შვო­ბი­დან სულ იმა­ზე ვი­ყა­ვი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მე­მუ­შა­ვა. არ ვიცი, ალ­ბათ გა­მი­მარ­თლა, რომ აქ მოვ­ხვდი. რა­ღაც მო­მენ­ტში ვიღ­ლე­ბი კი­დეც, რაც იმის ბრა­ლია, რომ და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კი გვაქვს, ხში­რად ღა­მის თე­ნე­ბაც გვი­წევს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა მონ­ტა­ჟის პე­რი­ო­დია, მაგ­რამ ჩემი თავი სხვა რე­ჟიმ­სა და სხვა ამ­პლუ­ა­ში ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რად­გნაც დიდი ად­რე­ნა­ლი­ნი ახ­ლავს ამ ყვე­ლა­ფერს. როცა ეთერ­ში გა­დი­ხარ, როცა გა­და­ცე­მა რე­ი­ტინგს წერს. ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო გეხ­მა­რე­ბა. მოკ­ლედ, მომ­წონს ასეთ დიდ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა.

- ალ­ბათ პო­პუ­ლა­რუ­ლიც გახ­დი და ქუ­ჩა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გცნობს.

- ნამ­დვი­ლად, მე­სალ­მე­ბი­ან სუ­რათს იღე­ბენ, რაც სუ­ლაც არ არის შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი, პი­რი­ქით, სა­სი­ა­მოვ­ნოა. თბი­ლად მი­ღი­მი­ან, მო­მი­კი­თხა­ვენ, გი­გოს მო­კი­თხვა არა­ვის ავი­წყდე­ბა. რა თქმა უნდა, ეს სა­სი­ა­მოვ­ნოა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ამ­დე­ნი წე­ლია ვმუ­შა­ობ, წამ­ყვა­ნო­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია. ჩემ ხელ­ში და­ი­წყო ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვილ­მა ("ნი­ჭი­ერ­ში") და კი­დევ ბევ­რმა წამ­ყვა­ნო­ბა. თუმ­ცა მე და ვა­ნი­კომ კი სულ ერ­თად და­ვი­წყეთ - მან რო­გორც წამ­ყვან­მა და მე - რო­გორც სცე­ნა­რის­ტმა და პრო­დი­უ­სერ­მა. დღეს­დღე­ო­ბით კადრშიც ვჩან­ვარ.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხარ?

- გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვარ და მყავს 3 წლის ელი­სა­ბე­დი, რო­მელ­საც დე­დი­კოს ყუ­რე­ბა ეკ­რან­ზე უხა­რია. რო­გორც წესი, 10 სა­ა­თის­თვის იძი­ნებს, მაგ­რამ ორ­შა­ბა­თო­ბით ვე­რა­ვინ აძი­ნებს, უნდა რომ "X ფაქ­ტორს" უყუ­როს. ამ ეტაპ­ზე ისე­თი და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, მხო­ლოდ ელი­სა­ბედს ეთ­მო­ბა, რად­გა­ნაც სამ­სა­ხუ­რის გამო მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ფი­ცი­ტი მაქვს...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

პასუხი გიგოს მისამართით უტაქტო და უაზრო შეფასებას და თათუკა ნარტყოშვილის გზა "ყურიდან" წამყვანობამდე

პასუხი გიგოს მისამართით უტაქტო და უაზრო შეფასებას და თათუკა ნარტყოშვილის გზა "ყურიდან" წამყვანობამდე

თათუკა ნარტყოშვილი "X ფაქტორს", როგორც წამყვანი, გიგო შიუკაშვილთან ერთად, ცოტა ხნის წინ შეუერთდა, თუმცა ის ამ შოუს პროდიუსერი და სცენარისტია:

- დიდი ხანია აქ ვმუშაობ. 2007 წელს სტაჟიორ ჟურნალისტად მოვედი და ჩემი პირველი პროექტი "ყაზარმა" იყო. მერე "ბარი 4"-ის ჟურნალისტი ვიყავი, ასევე "ვარსკვლავების აკადემია 1"-ს ჟურნალისტიც. "ვარსკვლავების აკადემია 2"-ში კი უკვე რედაქტორი გავხდი, რასაც სხვადასხვა პროექტი მოჰყვა.

"ნიჭიერში" კი წამყვანებთან მუშაობა დამევალა, ე.წ. "ყური" გავხდი, ანუ მათ ყურში ვეჯექი, ასევე ტექსტებსა და სცენარს ვუწერდი. ახლა, რადგანაც გიგოსთან ერთად წამყვანი ვარ, "ყურში" აღარ ვუზივარ ადამიანებს (იცინის).

- შენი წამყვანობა როგორ მოხდა?

- მოკლედ, ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ ამ პროექტში კადრშიც გამოვჩენილიყავი. ოღონდ, ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. გიგოს ქასტინგი გვქონდა, თავიდან მარტო ჩავწერეთ. მერე გადავწყვიტეთ, რომ ვინმესთან ერთად ჩაგვეწერა. იმ წუთისთვის იქ არავინ იყო, რადგან გიგოს ტექსტები ვიცოდი, დავეხმარე, როლი გავითამაშე და მერე ისე აღმოჩნდა, რომ მის გვერდით მე უნდა ვყოფილიყავი.

- გიგომ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და შესაბამისად, თქვენმა - დუეტმაც...

- გიგო ყველას შეუყვარდა და მაგ ადამიანზე მართლა ვგიჟდები. რომ ვაკვირდები, მისი დამსახურებაა, რომ ჩემს ცხოვრებაში მასთან ურთიერთობით რაღაცები შეიცვალა.

- მიმაჩნია, რომ გიგოს დედა საკმაოდ ძლიერი ქალბატონია, რომ შვილისთვის ამდენი რამ შეძლო...

- შვილთან ძალიან ბევრს მუშაობს, პატარაობიდანვე სხვადასხვა აქტივობებშია გიგო მისი დამსახურებით ჩართული და მონაწილეობს. ამ ქალბატონმა ცხოვრება შვილს მიუძღვნა და მას დიდ დროს უთმობს. იცით, რომ გიგო თეატრალურ სტუდიაში დადის, მუსიკით არის დაინტერესებული და გატაცებული, შეყვარებულიც ჰყავს და სულ ამაზე ლაპარაკობს.

- პირდაპირ ეთერში მუშაობა არ არის ადვილი, არადა, ის აბსოლუტურად მოგყვება. აღმოჩნდა, რომ კარგი პარტნიორიცაა.

- კარგი პარტნიორია. თუ რეპეტიციაზე რაღაც პატარ-პატარა ე.წ. "ჩეპეები" გვქონია და მისთვის მითქვამს, მოდი, ეს აღარ გვინდა, პირდაპირ ეთერში აღარ გაუმეორებია. ძალიან თანმიმდევრულია და ყველაფერში მომყვება. ბოლო დროს ვატყობ, რომ მალე არავის დახმარებაც აღარ დასჭირდება და შესაძლოა, მარტომაც იმუშავოს ეთერში. მგონია, რომ მის ცხოვრებაში ეს ეტაპიც მალე დადგება.

- თუმცა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადამიანმა ყოვლად უტაქტო შეფასება მისცა მის სატელევიზიო კომენტარს მაშინ, ოდესაც "X ფაქტორის" მონაწილეები მოხალისეებად გავიდნენ სამუშაოდ: ეს ვის უნდა დაეხმაროს, თვითონ დასახმარებელიაო. რას იტყვი ამაზე?

- მგონი, ამ სიტყვების ავტორს, ამის შემდეგ თავად სჭირდება დახმარება. ასეთი შეფასება გიგოზე წარმოუდგენელია. სიმართლე გითხრათ, ცოტა შოკში ჩავვარდი...

როდესაც ყველანი ერთად მოხალისეებად ვმუშაობდით, ვნახეთ, რომ გიგოს ნამდვილად არ სჭირდება ვინმეს დახმარება და პირიქით. ძალიან აქტიურად იყო ყველაფერში ჩართული, რაც შეძლო, ყველაფერი გააკეთა და შეძლო იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა. იმ გოგოს კი, ვინც ის უაზრობა დაწერა, აშკარად პრობლემები აქვს... 

- გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროპის დაუნის სინდრომის ასოციაციამ თავის მთავარ გვერდზე გიგოს შესახებ განათავსა ინფორმაცია...

- კი, დაუნის სინდრომის ასოციაციამ დაწერა, რომ საქართველოში შედგა ასეთი პრეცედენტი, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი არის მეგაშოუს წამყვანი და დადებითად შეაფასა ეს ფაქტი, რაც ჩვენ ძალიან გაგვიხარდა. ადამიანებისთვის, ვისაც ეს დაავადება აქვს, უდიდესი სტიმულია, რომ ყურები არ ჩამოყარონ და ყოველთვის იბრძოლონ. ეს მაგალითია მათი მშობლებისთვისაც.

- ამ პროექტებზე მუშაობა რას ნიშნავს შენთვის?

- იმდენი ხანია ამაზე ვმუშაობდი, რომ სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად იყოს. ბავშვობიდან სულ იმაზე ვიყავი ორიენტირებული, რომ ტელევიზიაში მემუშავა. არ ვიცი, ალბათ გამიმართლა, რომ აქ მოვხვდი. რაღაც მომენტში ვიღლები კიდეც, რაც იმის ბრალია, რომ დაძაბული გრაფიკი გვაქვს, ხშირად ღამის თენებაც გვიწევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მონტაჟის პერიოდია, მაგრამ ჩემი თავი სხვა რეჟიმსა და სხვა ამპლუაში ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, რადგნაც დიდი ადრენალინი ახლავს ამ ყველაფერს. როცა ეთერში გადიხარ, როცა გადაცემა რეიტინგს წერს. ეს ყველაფერი უფრო გეხმარება. მოკლედ, მომწონს ასეთ დიდ პროექტებზე მუშაობა.

- ალბათ პოპულარულიც გახდი და ქუჩაში ბევრი ადამიანი გცნობს.

- ნამდვილად, მესალმებიან სურათს იღებენ, რაც სულაც არ არის შემაწუხებელი, პირიქით, სასიამოვნოა. თბილად მიღიმიან, მომიკითხავენ, გიგოს მოკითხვა არავის ავიწყდება. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიაში ამდენი წელია ვმუშაობ, წამყვანობაზე არასდროს მიფიქრია. ჩემ ხელში დაიწყო ვანიკო თარხნიშვილმა ("ნიჭიერში") და კიდევ ბევრმა წამყვანობა. თუმცა მე და ვანიკომ კი სულ ერთად დავიწყეთ - მან როგორც წამყვანმა და მე - როგორც სცენარისტმა და პროდიუსერმა. დღესდღეობით კადრშიც ვჩანვარ.

- დაოჯახებული ხარ?

- განქორწინებული ვარ და მყავს 3 წლის ელისაბედი, რომელსაც დედიკოს ყურება ეკრანზე უხარია. როგორც წესი, 10 საათისთვის იძინებს, მაგრამ ორშაბათობით ვერავინ აძინებს, უნდა რომ "X ფაქტორს" უყუროს. ამ ეტაპზე ისეთი დაკავებული ვარ, თუ თავისუფალი დრო მაქვს, მხოლოდ ელისაბედს ეთმობა, რადგანაც სამსახურის გამო მასთან ურთიერთობის დეფიციტი მაქვს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია