კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიზისების საბჭო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ბოლო მონაცემებს აქვეყნებს
კრიზისების საბჭო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლის და­ფიქ­სი­რე­ბის შე­სა­ხებ 22 ივ­ნი­სის 19:00 სა­ა­თი­დან დღემ­დე შსს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრში 21 გა­მო­ძა­ხე­ბა შე­ვი­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო­დან აც­ნო­ბეს, 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა და და­კარ­გულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა უც­ვლე­ლია. გარ­დაც­ვლი­ლია - 19, ხოლო უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლია 3 ადა­მი­ა­ნი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის, ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, კვლავ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა ერთი ვე­ფხვი და ერთი ზო­ლი­ა­ნი აფ­თა­რი.

შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ქი­მი­ურ, ბი­ო­ლო­გი­ურ, რა­დი­ა­ცი­ულ და ბირ­თვულ (ქბრბ) ინ­ცი­დენ­ტებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ჯგუ­ფის მიერ "ლა­გუ­ნა ვე­რეს" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ორი ერ­თე­უ­ლი თხე­ვა­დი ქლო­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტე­ი­ნე­რი და შემ­დგო­მი უტი­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით გა­და­ტა­ნი­ლია უსაფრ­თხო ად­გი­ლას.

შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რე მტკვრი­სა და მდი­ნა­რე ვე­რეს შე­სარ­თავ­თან არ­სე­ბულ გვი­რაბ­ში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ურ­თუ­ლეს სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და 900-მეტ­რი­ა­ნი გვი­რა­ბის დე­ტა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მაშ­ვე­ლებ­მა გვი­რაბ­ში ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რო­გორც საბ­ჭო­ში აცხა­დე­ბენ, 22 ივ­ნი­სის 19:00 სა­ა­თი­დან ამ დრომ­დე შსს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრში შე­ვი­და 21 გა­მო­ძა­ხე­ბა სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლის და­ფიქ­სი­რე­ბის შე­სა­ხებ. ყვე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე მოხ­და სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა, თუმ­ცა, არც ერთი არ და­დას­ტურ­და.

"მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ფხიზ­ლი­სა და ყუ­რა­დღე­ბის­კენ, ასე­ვე შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დნენ 112-ს. აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ ყვე­ლა ლო­კა­ცი­ა­ზე. მზი­უ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ობს: თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი 11 თვითმცლე­ლი, 4 ექ­სკა­ვა­ტო­რი, 1 დამ­ტვირ­თვე­ლი, 1 დამ­ტკეპ­ნი მან­ქა­ნა, 1 წყალმზი­დი; "კომ­პა­ნია Caucasus road Project ჯგუ­ფის" კუთ­ვნი­ლი 3 ექ­სკა­ვა­ტო­რი, 8 თვითმცლე­ლი; მე­ლი­ო­რა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის 4 ექ­სკა­ვა­ტო­რი, 11 თვითმცლე­ლი; შპს "აკორ­დის" 10 თვითმცლე­ლი; "სა­ქე­ნერ­გოპ­როს" - 1 თვითმცლე­ლი და შპს "მშე­ნე­ბე­ლის" 1 თვითმცლე­ლი; ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ობს: 1 ექ­სკა­ვა­ტო­რი, 7 თვითმცლე­ლი, 1 წყალმზი­დი, 1 ამწე; სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მუ­შა­ობს: 6 თვითმცლე­ლი, 1 ექ­სკა­ვა­ტო­რი; წყნე­თის ქუ­ჩა­ზე გრძელ­დე­ბა 120 მეტ­რის სიგ­რძი­სა და 8 მეტ­რის სი­მაღ­ლის საყ­რდე­ნი კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. საყ­რდე­ნი კე­დე­ლის­თვის სა­ჭი­როა 140 ხი­მინ­ჯის აგე­ბა - ამ დრო­ის­თვის მზა­დაა 24 ხი­მინ­ჯი. სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­ყო­ფი­ლია ორ ნა­წი­ლად: 1. ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის და სა­წარ­მოო ტრავ­მის რის­კე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნა (მო­ხა­ლი­სე­ე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბულ­ნი არი­ან იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, სა­დაც ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის და სა­წარ­მოო ტრავ­მის რის­კე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რია). 2. ვაქ­ცი­ნა­ცია. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ტე­ტა­ნუ­სის აცრა სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თულ­მა 2 000-მდე პირ­მა გა­ი­კე­თა. "თბილ­წყალ­კა­ნა­ლის" და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი. 13 ივ­ნი­სის შემ­დეგ სას­მე­ლი წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ამ დრო­ის­თვის კლი­ნი­კებს მი­მარ­თა სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ­მა 50 პა­ცი­ენ­ტმა. მათ­გან 4-ჯერ კი­დევ გა­დის სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას. პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია", - ნათ­ქვა­მია კრი­ზი­სე­ბის საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

კრიზისების საბჭო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

კრიზისების საბჭო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ 22 ივნისის 19:00 საათიდან დღემდე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში 21 გამოძახება შევიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა უცვლელია. გარდაცვლილია - 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების ჯგუფის მიერ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია ორი ერთეული თხევადი ქლორის სპეციალური კონტეინერი და შემდგომი უტილიზაციის მიზნით გადატანილია უსაფრთხო ადგილას.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებულ გვირაბში სამძებრო სამუშაოები განახორციელეს. ურთულეს სამუშაო პირობებში განხორციელდა 900-მეტრიანი გვირაბის დეტალური დათვალიერება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მაშველებმა გვირაბში ორი ავტომობილი აღმოაჩინეს.

როგორც საბჭოში აცხადებენ, 22 ივნისის 19:00 საათიდან ამ დრომდე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში შევიდა 21 გამოძახება სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ. ყველა შეტყობინებაზე მოხდა სათანადო რეაგირება, თუმცა, არც ერთი არ დადასტურდა.

"მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ლოკაციაზე. მზიურის ტერიტორიაზე მუშაობს: თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 11 თვითმცლელი, 4 ექსკავატორი, 1 დამტვირთველი, 1 დამტკეპნი მანქანა, 1 წყალმზიდი; "კომპანია Caucasus road Project ჯგუფის" კუთვნილი 3 ექსკავატორი, 8 თვითმცლელი; მელიორაციის სამსახურის 4 ექსკავატორი, 11 თვითმცლელი; შპს "აკორდის" 10 თვითმცლელი; "საქენერგოპროს" - 1 თვითმცლელი და შპს "მშენებელის" 1 თვითმცლელი; ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობს: 1 ექსკავატორი, 7 თვითმცლელი, 1 წყალმზიდი, 1 ამწე; სვანიძის ქუჩაზე მუშაობს: 6 თვითმცლელი, 1 ექსკავატორი; წყნეთის ქუჩაზე გრძელდება 120 მეტრის სიგრძისა და 8 მეტრის სიმაღლის საყრდენი კედლის მშენებლობა. საყრდენი კედელისთვის საჭიროა 140 ხიმინჯის აგება - ამ დროისთვის მზადაა 24 ხიმინჯი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად: 1. ინფექციის გავრცელების და საწარმოო ტრავმის რისკების მინიმუმამდე დაყვანა (მოხალისეები გადანაწილებულნი არიან იმ ტერიტორიებზე, სადაც ინფექციის გავრცელების და საწარმოო ტრავმის რისკები მინიმალურია). 2. ვაქცინაცია. დღევანდელი მონაცემებით, ტეტანუსის აცრა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულმა 2 000-მდე პირმა გაიკეთა. "თბილწყალკანალის" და სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ მკაცრად კონტროლდება სასმელი წყლის ხარისხი. 13 ივნისის შემდეგ სასმელი წყლის დაბინძურების არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ამ დროისთვის კლინიკებს მიმართა სტიქიით დაზარალებულმა 50 პაციენტმა. მათგან 4-ჯერ კიდევ გადის სტაციონარულ მკურნალობას. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ნათქვამია კრიზისების საბჭოს განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია