კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა 1921 წელს ზოოპარკის ტერიტორიაზე: "ზარების გადადნობის" ისტორია, რომელზეც პატრიარქმა სტიქიის შემდეგ იქადაგა
რა მოხდა 1921 წელს ზოოპარკის ტერიტორიაზე: "ზარების გადადნობის" ისტორია, რომელზეც პატრიარქმა სტიქიის შემდეგ იქადაგა

"როცა კო­მუ­ნის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვიდ­ნენ და ქრის­ტი­ა­ნე­ბის და სამ­ღვდე­ლო­ე­ბის დევ­ნა, ასე­ვე ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის ნგრე­ვა და­ი­წყეს, და­ი­წე­რა ბრძა­ნე­ბა, რომ მო­ნას­ტრე­ბი­დან და ტაძ­რე­ბი­დან ჩა­მო­ე­ყა­რათ ზა­რე­ბი, გა­და­ედ­ნოთ და ამ ფუ­ლით, რა­საც მო­ი­პო­ვებ­დნენ, ზო­ო­პარ­კი და­არ­სე­ბუ­ლი­ყო. ასე რომ, ზო­ო­პარ­კი და­არ­სდა ტაძ­რე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის ზა­რე­ბის ფა­სად, ამი­ტომ ეს ზო­ო­პარ­კი ვერ გა­ი­ხა­რებს. ზო­ო­პარ­კი უნდა გა­უქ­მდეს და სხვა­გან ახა­ლი ზო­ო­პარ­კი და­არ­სდეს, რად­გან ეს ზო­ო­პარ­კი ცოდ­ვა­ზეა და­არ­სე­ბუ­ლი", - ეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის გან­ცხა­დე­ბაა თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შემ­დეგ, რო­მელ­საც, უახ­ლო­ე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, 19 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. 3 ადა­მი­ანს ამ დრომ­დე ეძე­ბენ.

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა მოხ­და თით­ქმის ერთი სა­უ­კუ­ნის წინ ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ის­ტო­რი­კოს სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

"ზო­ო­პარ­კის ად­გი­ლას ადრე წყლის კურ­თხე­ვა ტარ­დე­ბო­და, მდი­ნა­რე ვე­რეს აკურ­თხებ­დნენ", - ამ­ბობს სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძე.

ის­ტო­რი­კო­სის თქმით, 1921 წელს ბოლ­შე­ვი­კუ­რი ჯა­რე­ბის შე­მოს­ვლის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში 1450 ეკ­ლე­სია იყო, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ხუ­რეს, ზა­რე­ბი ჩა­მოხ­სნეს და გა­და­ად­ნეს, სა­ნაც­ვლოდ კი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი მო­ა­წყეს. მათ შო­რის არის ზო­ო­პარ­კიც, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ეკ­ლე­სი­ი­დან რო­მე­ლი ზარი ჩა­მოხ­სნეს, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო| წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დამ­თხვე­ვა: ადი­დე­ბულ­მა ვე­რემ ადა­მი­ა­ნე­ბი 1924 წლის 13 ივ­ნის­საც იმ­სხვერ­პლა - რას წერ­და "კო­მუ­ნის­ტი" ტრა­გე­დი­ა­ზე

"სა­დაც ზო­ო­პარ­კია, წყალ­კურ­თხე­ვის დღე­სას­წა­ულ­ზე მდი­ნა­რე ვე­რეს აკურ­თხებ­დნენ, რად­გან მტკვა­რი ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით შე­სა­ბა­მი­სი არ იყო, სწო­რედ ამი­ტომ აკურ­თხებ­დნენ მდი­ნა­რე ვე­რეს. მდი­ნა­რე უკა­ნას­კნე­ლად 1923 წელს იკურ­თხა.

არ ვიცი ზო­ო­პარ­კი რო­მელ წელს გა­შენ­და, მაგ­რამ ეს ტე­რი­ტო­რია 1921 წლის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლად გა­და­აქ­ცი­ეს, მა­ნამ­დე კი წყლის კურ­თხე­ვა ხდე­ბო­და, ზო­ო­პარ­კის ად­გი­ლას ეკ­ლე­სია არ იყო, მაგ­რამ მაგ ად­გილ­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლად წყლის კურ­თხე­ვა ხდე­ბო­და", - ამ­ბობს სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­სულ კვი­რას საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას პატ­რი­არ­ქმა გა­ნა­ცხა­და, რომ თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი თა­ვის დრო­ზე კო­მუ­ნის­ტე­ბის მიერ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის გა­დამ­დნა­რი ზა­რე­ბის ხარ­ჯზე და­არ­სდა და ის იმ ად­გი­ლას, სა­დაც არის, ვერ გა­ი­ხა­რებს.

"მოხ­და სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ღვარ­ცო­ფის, ნი­აღ­ვრის და წვი­მის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა ხალ­ხი. გა­ნად­გურ­და ზო­ო­პარ­კი. ცხო­ვე­ლე­ბი თა­ვი­სი ად­გი­ლე­ბი­დან გად­მო­ვიდ­ნენ და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ში­ში გახ­დნენ. თქვენ ალ­ბათ არც გახ­სოვთ, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია ზო­ო­პარ­კის შე­სა­ხებ. როცა კო­მუ­ნის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვიდ­ნენ და ქრის­ტი­ა­ნე­ბის და სამ­ღვდე­ლო­ე­ბის დევ­ნა, ასე­ვე ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის ნგრე­ვა და­ი­წყებს, და­ი­წე­რა ბრძა­ნე­ბა, რომ მო­ნას­ტრე­ბი­დან და ტაძ­რე­ბი­დან ჩა­მო­ე­ყა­რათ ზა­რე­ბი, გა­და­ედ­ნოთ და ამ ფუ­ლით, რა­საც მო­ი­პო­ვებ­დნენ, ზო­ო­პარ­კი და­არ­სე­ბუ­ლი­ყო. ასე რომ, ზო­ო­პარ­კი და­არ­სდა ტაძ­რე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის ზა­რე­ბის ფა­სად, ამი­ტომ ეს ზო­ო­პარ­კი ვერ გა­ი­ხა­რებს. ზო­ო­პარ­კი უნდა გა­უქ­მდეს და სხვა­გან ახა­ლი ზო­ო­პარ­კი და­არ­სდეს, რად­გან ეს ზო­ო­პარ­კი ცოდ­ვა­ზეა და­არ­სე­ბუ­ლი. ბევ­რს ეს არ ახ­სოვს და ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ჩვენს პრე­სა­ში არ­სე­ბობ­და. ცოდ­ვა და­უს­ჯე­ლი არ რჩე­ბა. ვწუხ­ვართ, რომ ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი იმ­დე­ნად და­ე­ცა, რომ სა­ეკ­ლე­სიო ზა­რე­ბის ხარ­ჯზე და მათ გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე ზო­ო­პარ­კი და­ა­არ­სეს. აი, ამის შე­დე­გი. და­ი­ღუპ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და გა­ნად­გურ­დნენ ცხო­ვე­ლე­ბი", - ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

ფო­ტო­ზე| წყლის მიერ მო­ტა­ნი­ლი სილა, ხრე­ში და სხვა "ვა­რა­ზის ხევ­ში", უნი­ვერ­სი­ტე­ტის გო­რას­თან. 04.08.1928

ფოტო "თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის" ფე­ის­ბუქ-გვერ­დი­დან

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "ქა­ლებს სი­შიშ­ვლის რცხვე­ნო­დათ და ბევ­რი სწო­რედ ამ სირ­ცხვი­ლის გამო და­იხ­რჩო, არ გა­მო­ვი­და აბა­ნო­დან"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

რა მოხდა 1921 წელს ზოოპარკის ტერიტორიაზე: "ზარების გადადნობის" ისტორია, რომელზეც პატრიარქმა სტიქიის შემდეგ იქადაგა

რა მოხდა 1921 წელს ზოოპარკის ტერიტორიაზე: "ზარების გადადნობის" ისტორია, რომელზეც პატრიარქმა სტიქიის შემდეგ იქადაგა

"როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანების და სამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყეს, დაიწერა ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო. ასე რომ, ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული", - ეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაა თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ, რომელსაც, უახლოესი მონაცემებით, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რა მოხდა თითქმის ერთი საუკუნის წინ ზოოპარკის ტერიტორიაზე. დეტალების გასარკვევად ისტორიკოს სერგო ვარდოსანიძეს ვესაუბრეთ.

"ზოოპარკის ადგილას ადრე წყლის კურთხევა ტარდებოდა, მდინარე ვერეს აკურთხებდნენ", - ამბობს სერგო ვარდოსანიძე.

ისტორიკოსის თქმით, 1921 წელს ბოლშევიკური ჯარების შემოსვლის დროს საქართველოში 1450 ეკლესია იყო, რომელთა უმრავლესობა დახურეს, ზარები ჩამოხსნეს და გადაადნეს, სანაცვლოდ კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები მოაწყეს. მათ შორის არის ზოოპარკიც, თუმცა კონკრეტულად რომელი ეკლესიიდან რომელი ზარი ჩამოხსნეს, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

ასევე საინტერესო| წარმოუდგენელი დამთხვევა: ადიდებულმა ვერემ ადამიანები 1924 წლის 13 ივნისსაც იმსხვერპლა - რას წერდა "კომუნისტი" ტრაგედიაზე

"სადაც ზოოპარკია, წყალკურთხევის დღესასწაულზე მდინარე ვერეს აკურთხებდნენ, რადგან მტკვარი ეკოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისი არ იყო, სწორედ ამიტომ აკურთხებდნენ მდინარე ვერეს. მდინარე უკანასკნელად 1923 წელს იკურთხა.

არ ვიცი ზოოპარკი რომელ წელს გაშენდა, მაგრამ ეს ტერიტორია 1921 წლის შემდეგ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად გადააქციეს, მანამდე კი წყლის კურთხევა ხდებოდა, ზოოპარკის ადგილას ეკლესია არ იყო, მაგრამ მაგ ადგილზე ტრადიციულად წყლის კურთხევა ხდებოდა", - ამბობს სერგო ვარდოსანიძე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა განაცხადა, რომ თბილისის ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესია-მონასტრების გადამდნარი ზარების ხარჯზე დაარსდა და ის იმ ადგილას, სადაც არის, ვერ გაიხარებს.

"მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში. ღვარცოფის, ნიაღვრის და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. ცხოველები თავისი ადგილებიდან გადმოვიდნენ და ადამიანებისთვის საშიში გახდნენ. თქვენ ალბათ არც გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მცირე ინფორმაცია ზოოპარკის შესახებ. როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანების და სამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყებს, დაიწერა ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო. ასე რომ, ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ბევრს ეს არ ახსოვს და ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს პრესაში არსებობდა. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები", - ბრძანა ილია მეორემ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ფოტოზე| წყლის მიერ მოტანილი სილა, ხრეში და სხვა "ვარაზის ხევში", უნივერსიტეტის გორასთან. 04.08.1928

ფოტო "თბილისის ზოოპარკის" ფეისბუქ-გვერდიდან

ასევე დაგაინტერესებთ| "ქალებს სიშიშვლის რცხვენოდათ და ბევრი სწორედ ამ სირცხვილის გამო დაიხრჩო, არ გამოვიდა აბანოდან"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია