სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალ "X ფაქტორი" არ გავა ეთერში" - პროექტის მონაწილეები გმირთა მოედანზე მოხალისეებს შეუერთდნენ
"ხვალ "X ფაქტორი" არ გავა ეთერში" - პროექტის მონაწილეები გმირთა მოედანზე მოხალისეებს შეუერთდნენ

"X ფაქ­ტო­რის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და წამ­ყვა­ნე­ბი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ჯგუფს შე­უ­ერ­თდნენ. "რუს­თა­ვი 2"-ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და სა­ხე­ებ­თან ერ­თად, პრო­ექ­ტის წევ­რე­ბი ჯერ გმირ­თა მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებ­ში იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, შემ­დეგ კი ვა­კის სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს. მო­ხა­ლი­სე­ებს გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი, თა­თუ­კა ნა­ტყროშ­ვი­ლი და გიგო ში­უ­კაშ­ვი­ლიც შე­უ­ერ­თდნენ.

გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია:

- სა­ნამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხად­დე­ბო­და 15 ივ­ნი­სი გლო­ვის დღედ, ჩვენ­მა გუნ­დმა გა­და­წყვი­ტა ხვალ "X ფაქ­ტო­რი" არ გა­ვი­დეს ეთერ­ში. ნა­ხავთ, რომ ბევ­რი რე­დაქ­ცია ჩა­ებ­მე­ბა ამა­ში, კუ­რი­ერ­მა ფაქ­ტი­უ­რად გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნა და მთე­ლი ღა­მის მან­ძილ­ზე აშუ­ქებ­და მოვ­ლე­ნებს. ახლა ადა­მი­ა­ნუ­რი სო­ლი­და­რო­ბის და თა­ნად­გო­მის დროა, თან ლა­ი­ვი არ გვაქვს ხვალ და ვინც დღეს რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მო­ვი­და გა­დავ­წყვი­ტეთ მო­სახ­ლე­ო­ბას დავ­ხმა­რე­ბო­დით. დღეს ვი­აზ­რებთ რე­ა­ლუ­რად გუ­შინ რაც მოხ­და. ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი "X ფაქ­ტორ­ში" არ არის, მაგ­რამ ვა­ნი­კოც წა­მო­ვი­და, გი­გო­მაც თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და. უკვე იმუ­შა­ვეს კონ­კურ­სა­ტებ­მა და ნა­წი­ლი დაბ­რუნ­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ხვალ "X ფაქტორი" არ გავა ეთერში" - პროექტის მონაწილეები გმირთა მოედანზე მოხალისეებს შეუერთდნენ

"ხვალ "X ფაქტორი" არ გავა ეთერში" - პროექტის მონაწილეები გმირთა მოედანზე მოხალისეებს შეუერთდნენ

"X ფაქტორის" მონაწილეები და წამყვანები მოხალისეების ჯგუფს შეუერთდნენ. "რუსთავი 2"-ის სხვა თანამშრომლებთან და სახეებთან ერთად, პროექტის წევრები ჯერ გმირთა მოედანზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში იღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ კი ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მოხალისეებს გიორგი ყიფშიძე, რუსკა მაყაშვილი, ვანიკო თარხნიშვილი, თათუკა ნატყროშვილი და გიგო შიუკაშვილიც შეუერთდნენ.

გიორგი ხაბურზანია:

- სანამ ოფიციალურად გამოცხადდებოდა 15 ივნისი გლოვის დღედ, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა ხვალ "X ფაქტორი" არ გავიდეს ეთერში. ნახავთ, რომ ბევრი რედაქცია ჩაებმება ამაში, კურიერმა ფაქტიურად გმირული საქციელი ჩაიდინა და მთელი ღამის მანძილზე აშუქებდა მოვლენებს. ახლა ადამიანური სოლიდარობის და თანადგომის დროა, თან ლაივი არ გვაქვს ხვალ და ვინც დღეს რეპეტიციაზე მოვიდა გადავწყვიტეთ მოსახლეობას დავხმარებოდით. დღეს ვიაზრებთ რეალურად გუშინ რაც მოხდა. ვანიკო თარხნიშვილი "X ფაქტორში" არ არის, მაგრამ ვანიკოც წამოვიდა, გიგომაც თანხმობა განაცხადა. უკვე იმუშავეს კონკურსატებმა და ნაწილი დაბრუნდა.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება