სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება სამხედრო ხელმძღვანელი "X ფაქტორის" რიგით ნაკაშიძეზე - "ჯარისკაცია და ვალდებულია, შემართებით იბრძოლოს გამარჯვებისთვის!"
რას ყვება სამხედრო ხელმძღვანელი "X ფაქტორის" რიგით ნაკაშიძეზე - "ჯარისკაცია და ვალდებულია, შემართებით იბრძოლოს გამარჯვებისთვის!"

მე­გა­შოუ "X ფაქ­ტო­რის" ბოლო ლაივ-კონ­ცერ­ტის მა­ყუ­რებ­ლის რჩე­უ­ლი უკვე მე­სა­მედ, გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე გახ­და. გი­ორ­გი აჭა­რი­დან არის, ბა­თუ­მე­ლია და მისი პორ­ტრე­ტუ­ლი ინ­ტერ­ვიუ AMBEBI.GE-მ ცოტა ხნის წინ შე­მოგ­თა­ვა­ზათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მით არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, ამ ეტა­პის­თვის ჯა­რის­კა­ცო­ბა უწევს და სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს იხ­დის.

ამ­ჯე­რად მის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნელს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის აჭა­რის ა/რ მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს ჯუმ­ბერ ბა­თა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ. ის გი­ორ­გი­ზე, რო­გორც ჯა­რის­კაც­ზე, ისე სა­უბ­რობს.

- რი­გით გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძეს, რო­გორც ჯა­რის­კაცს რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ? რა და­ნა­ყოფ­ში უწევს მას სამ­სა­ხუ­რი?

- გი­ორ­გიმ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ერ­თთვი­ა­ნი სა­დღე­ღა­მი­სო სამ­ხედ­რო შეკ­რე­ბა. სამ­სა­ხუ­რის პე­რი­ოდ­ში არ მი­უ­ღია რა­ი­მე სა­ხის შე­ნიშ­ვნა. არის ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი ადა­მი­ა­ნი.

- ძა­ლი­ან მუ­სი­კა­ლუ­რია. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი თა­ვი­დან­ვე შე­ა­ტყვეთ მას?

- გი­ორ­გის მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭის შე­სა­ხებ თა­ვი­დან­ვე იყო ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ ახალ­გაზ­რდა ყმაწ­ვი­ლი არ შე­უ­შინ­და კონ­კუ­რენ­ცი­ას და აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბა ამ პრო­ექ­ტში.

- რამ­დე­ნად ჰქონ­და ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა? რა­ი­მე წესი და კა­ნო­ნი ხომ არ და­ირ­ღვა და გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით ხომ არ მი­ე­ცა ნე­ბარ­თვა?

-მი­მაჩ­ნია, რომ გი­ორ­გის მსგავ­სი ნი­ჭი­სა და პერ­სპექ­ტი­ვის მქო­ნე ახალ­გაზ­რდის ხელ­შე­წყო­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს. ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მკა­ფიო პო­ზი­ცი­აა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რა, მათ­თვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი­სა და გა­რე­მოს შექ­მნა. ამ ტი­პის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ შე­დის იმ საქ­მი­ა­ნო­ბა­თა რი­ცხვში, რო­მე­ლიც ეკ­რძა­ლე­ბა სდსს-ს თა­ნამ­შრო­მელს. შე­სა­ბა­მი­სად, რა­ი­მე სა­ხის ნე­ბარ­თვა, მით უფრო გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, სა­ჭი­რო არ ყო­ფი­ლა.

- მას ხან­გრძლი­ვი და და­ძა­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა უწევს, ვი­ნა­ი­დან რე­პე­ტი­ცი­ებს გა­დის. ამ პე­რი­ოდ­ში ჯარს მო­ცი­ლე­ბუ­ლია. ეს დრო მა­ინც ეთ­ვლე­ბა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში?

- გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე გა­დის სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურს, რომ­ლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი იძ­ლე­ვა მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. სდსს-ში სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხუ­რის გავ­ლა სამ­ხედ­რო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მოხ­დად ით­ვლე­ბა.

- რო­დის ას­რუ­ლებს თქვენ­თან სამ­სა­ხურს?

- სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხუ­რი ერ­თწ­ლი­ა­ნია. გი­ორ­გიმ სამ­ხედ­რო ფიცი 2014 წლის 28 დე­კემ­ბერს დადო და შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს 2015 წლის 28 დე­კემ­ბერს და­ას­რუ­ლებს.

- წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია?

- გი­ორ­გი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცია. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და მონ­დო­მე­ბით ას­რუ­ლებს და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს.

- ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭიც არის და შო­უ­ში მის ჯა­რის­კა­ცო­ბას რომ ეს­მე­ვა ხაზი, ამით კი­დევ მე­ტად მოს­წონს მა­ყუ­რე­ბელს. მგო­ნი, ქარ­თულ ჯარს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევს კი­დეც. რას იტყვით?

- გე­თან­ხმე­ბით, რომ გი­ორ­გის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ შო­უ­ში გარ­კვე­უ­ლი დო­ზით და ფორ­მით ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენც გვიძ­ლი­ე­რებს გი­ორ­გის მხარ­და­ჭე­რის სურ­ვილს.

- თუ მოგ­წონთ მუ­სი­კის ჟან­რი, რო­მელ­შიც ის მუ­შა­ობს?

- მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რის მო­წო­ნე­ბა თუ არ­მო­წო­ნე­ბა გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია, თუმ­ცა გი­ორ­გის მიერ ბრწყინ­ვა­ლედ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ჰი­ტე­ბი არა მგო­ნია, გულ­გრილს ტო­ვებ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის მსმე­ნელს.

- თუ ეს­წრე­ბით მის კონ­ცერ­ტებს და რა რჩე­ვებს აძ­ლევთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვა­ხერ­ხებ კონ­ცერ­ტებ­ზე დას­წრე­ბას, თუმ­ცა ტე­ლე­ეკ­რან­თან ყო­ველ­თვის ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. მუ­სი­კა­ლუ­რი კუ­თხით, მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი რჩე­ვე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ იქ­ნე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია ვურ­ჩიო, ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯოს და არ და­კარ­გოს სუ­ლის­კვე­თე­ბა.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, გა­ი­მარ­ჯვებს? და რას უსურ­ვებთ?

- გი­ორ­გი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცია და ვალ­დე­ბუ­ლია, შე­მარ­თე­ბით იბ­რძო­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასეც იქ­ნე­ბა. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ მას, რო­გორც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რე­თაც.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: ჯა­რის­კა­ცი რჩე­უ­ლია! - გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გი­ით "X ფაქ­ტო­რის" სცე­ნა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

რას ყვება სამხედრო ხელმძღვანელი "X ფაქტორის" რიგით ნაკაშიძეზე - "ჯარისკაცია და ვალდებულია, შემართებით იბრძოლოს გამარჯვებისთვის!"

რას ყვება სამხედრო ხელმძღვანელი "X ფაქტორის" რიგით ნაკაშიძეზე - "ჯარისკაცია და ვალდებულია, შემართებით იბრძოლოს გამარჯვებისთვის!"

მეგაშოუ "X ფაქტორის" ბოლო ლაივ-კონცერტის მაყურებლის რჩეული უკვე მესამედ, გიორგი ნაკაშიძე გახდა. გიორგი აჭარიდან არის, ბათუმელია და მისი პორტრეტული ინტერვიუ AMBEBI.GE-მ ცოტა ხნის წინ შემოგთავაზათ. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემით არის დაჯილდოებული, ამ ეტაპისთვის ჯარისკაცობა უწევს და სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდის.

ამჯერად მის სამხედრო ხელმძღვანელს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობების დაცვის სამმართველოს უფროსს ჯუმბერ ბათაძეს ვესაუბრეთ. ის გიორგიზე, როგორც ჯარისკაცზე, ისე საუბრობს.

- რიგით გიორგი ნაკაშიძეს, როგორც ჯარისკაცს როგორ დაახასიათებთ? რა დანაყოფში უწევს მას სამსახური?

- გიორგიმ წარმატებით გაიარა ერთთვიანი სადღეღამისო სამხედრო შეკრება. სამსახურის პერიოდში არ მიუღია რაიმე სახის შენიშვნა. არის ძალიან თავმდაბალი, შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული ადამიანი.

- ძალიან მუსიკალურია. ეს მონაცემები თავიდანვე შეატყვეთ მას?

- გიორგის მუსიკალური ნიჭის შესახებ თავიდანვე იყო ჩვენთვის ცნობილი. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდა ყმაწვილი არ შეუშინდა კონკურენციას და აქტიურად ჩაება ამ პროექტში.

- რამდენად ჰქონდა ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება? რაიმე წესი და კანონი ხომ არ დაირღვა და გამონაკლისის სახით ხომ არ მიეცა ნებართვა?

-მიმაჩნია, რომ გიორგის მსგავსი ნიჭისა და პერსპექტივის მქონე ახალგაზრდის ხელშეწყობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელობის მკაფიო პოზიციაა, განსაკუთრებული ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათთვის შესაბამისი პირობებისა და გარემოს შექმნა. ამ ტიპის კონკურსში მონაწილეობა არ შედის იმ საქმიანობათა რიცხვში, რომელიც ეკრძალება სდსს-ს თანამშრომელს. შესაბამისად, რაიმე სახის ნებართვა, მით უფრო გამონაკლისის სახით, საჭირო არ ყოფილა.

- მას ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობა უწევს, ვინაიდან რეპეტიციებს გადის. ამ პერიოდში ჯარს მოცილებულია. ეს დრო მაინც ეთვლება სამხედრო სამსახურში?

- გიორგი ნაკაშიძე გადის საკონტრაქტო სამსახურს, რომლის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი იძლევა მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალებას. სდსს-ში საკონტრაქტო სამსახურის გავლა სამხედრო ვალდებულების მოხდად ითვლება.

- როდის ასრულებს თქვენთან სამსახურს?

- სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახური ერთწლიანია. გიორგიმ სამხედრო ფიცი 2014 წლის 28 დეკემბერს დადო და შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურს 2015 წლის 28 დეკემბერს დაასრულებს.

- წესრიგის მოყვარული ადამიანია?

- გიორგი მოწესრიგებული ჯარისკაცია. პასუხისმგებლობით და მონდომებით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

- ნიჭიერი ბიჭიც არის და შოუში მის ჯარისკაცობას რომ ესმევა ხაზი, ამით კიდევ მეტად მოსწონს მაყურებელს. მგონი, ქართულ ჯარს პოპულარიზაციას უწევს კიდეც. რას იტყვით?

- გეთანხმებით, რომ გიორგის მონაწილეობა ქართულ ტელესივრცეში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუში გარკვეული დოზით და ფორმით ჩვენი სამსახურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენც გვიძლიერებს გიორგის მხარდაჭერის სურვილს.

- თუ მოგწონთ მუსიკის ჟანრი, რომელშიც ის მუშაობს?

- მუსიკალური ჟანრის მოწონება თუ არმოწონება გემოვნების საკითხია, თუმცა გიორგის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული მსოფლიო ჰიტები არა მგონია, გულგრილს ტოვებდეს ნებისმიერი გემოვნების მსმენელს.

- თუ ესწრებით მის კონცერტებს და რა რჩევებს აძლევთ?

- სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ კონცერტებზე დასწრებას, თუმცა ტელეეკრანთან ყოველთვის ვგულშემატკივრობ. მუსიკალური კუთხით, მიმაჩნია, რომ ჩემი რჩევები ამ მიმართულებით არ იქნება გამართლებული. ერთადერთი, რაც შემიძლია ვურჩიო, ბოლომდე დაიხარჯოს და არ დაკარგოს სულისკვეთება.

- როგორ გგონიათ, გაიმარჯვებს? და რას უსურვებთ?

- გიორგი ქართველი ჯარისკაცია და ვალდებულია, შემართებით იბრძოლოს გამარჯვებისთვის. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. წარმატებებს ვუსურვებ მას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: ჯარისკაცი რჩეულია! - გიორგი ნაკაშიძე პოზიტიური ენერგიით "X ფაქტორის" სცენაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია