მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფსიქოლოგის ინსტიტუტი საქართველოში: რატომ უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს და რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს სეანსებმა
ფსიქოლოგის ინსტიტუტი საქართველოში: რატომ უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს და რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს სეანსებმა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ფსი­ქო­ლო­გის ინ­სტი­ტუტ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია. უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ ფსი­ქო­ლო­გი მხო­ლოდ პრობ­ლე­მე­ბის დროს გვჭირ­დე­ბა და მათ და­სახ­მა­რებ­ლად მხო­ლოდ უკი­დუ­რეს მო­მენ­ტში მი­მარ­თავს, თუმ­ცა რო­გორც Ambebi.ge-სთან თა­ვად ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, ფსი­ქო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია ადა­მი­ანს სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, აზ­რის, ემო­ცი­ის კონ­ტროლ­ში ეხ­მა­რე­ბა.

ფსი­ქო­ლოგ ნა­თია ფან­ჯი­კი­ძის თქმით, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ფსი­ქო­ლო­გის ინ­სტი­ტუტს უნ­დობ­ლად არ უყუ­რე­ბენ და დახ­მა­რე­ბის­თვის ხში­რად მი­მარ­თა­ვენ.

- ზოგს ჰგო­ნია, რომ რა­ღაც პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად მე­გობ­რის ინ­სტი­ტუ­ტი საკ­მა­რი­სია, ზოგს ჰგო­ნია, რომ მო­ძღვარ­თან აღ­სა­რე­ბის თქმა და ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი ერთი და იგი­ვეა, მაგ­რამ უკვე და­ი­წყეს იმის გარ­ჩე­ვა, რომ ფსი­ქო­ლო­გი არის ფსი­ქო­ლო­გი, მე­გო­ბარს რა თქმა უნდა, სულ სხვა ფუნ­ქცია აქვს, მაგ­რამ მე­გო­ბარს არ შე­უძ­ლია მოხ­სნას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დეპ­რე­სია თუ გამ­წვავ­და, ის უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და მხო­ლოდ უხა­სი­ა­თო ცხოვ­რე­ბას და ცხოვ­რე­ბა­ში მცი­რე პრობ­ლე­მის ქო­ნას არ ნიშ­ნავს.

- ბევ­რი ზუს­ტად ამას ამ­ბობს, რომ რა სა­ჭი­როა ფსი­ქო­ლო­გი, რაში გვეხ­მა­რე­ბაო...

- პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნის ფსი­ქი­ატ­რი­ას, ფსი­ქო­ლო­გი­ას, სი­ტყვე­ბის ეში­ნია და მი­დის ნევ­რო­პა­თო­ლოგ­თან, სი­ტყვა ნერ­ვე­ბი მის­თვის უფრო უსაფრ­თხოა და ასე იმი­ტომ იქ­ცე­ვა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ნევ­რო­პა­თო­ლოგს ტვი­ნის ორ­გა­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ეკუთ­ვნის, ეს არის მა­გა­ლი­თად ეპი­ლეფ­სია, პარ­კინ­სო­ნი, ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა ტვი­ნის პრო­ცესს –აზრს, ემო­ცი­ას, ფიქ­რს, ეს ფსი­ქი­ატ­რი­ას და ფსი­ქო­ლო­გი­ას ეკუთ­ვნის, ასე რომ, ამა­ში სა­ში­ში არა­ფე­რია და ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი სუ­ლაც არ ნიშ­ნავს სი­გი­ჟეს. ზო­გა­დად, ეს სი­ტყვა სა­ერ­თოდ არ მიყ­ვარს, ძა­ლი­ან არას­წო­რია. ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ შენ რა­ღაც პრობ­ლე­მა გაქვს და თუნ­დაც ადა­მი­ანს ჰქონ­დეს პრობ­ლე­მა, ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მას აღიქ­ვამს და მის მოგ­ვა­რე­ბას ცდი­ლობს, არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს უკ­რი­ტი­კო და ისეთ ადა­მი­ა­ნად, რომ­ლის­თვი­საც თა­ვის მოვ­ლა უხერ­ხუ­ლია.

- ფსი­ქო­ლოგ­თან გარ­კვე­უ­ლი კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ შე­დე­გი რო­გო­რია?

- დღეს ფსი­ქი­ატ­რი­ა­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლია, მი­ზანს მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­წევს და გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ფსი­ქო­თე­რა­პი­ის არსი არის ის, რომ შენ რო­გო­რი წა­მა­ლიც არ უნდა და­ლიო, შენი ცხოვ­რე­ბის რე­ა­ლო­ბის აღ­ქმას წა­მა­ლი ვერ შვე­ლის. წა­მა­ლი სიმპტო­მებს მოხ­სნის, ტკი­ვილს გა­ა­ყუ­ჩებს, ხოლო ფსი­ქო­თე­რა­პია ეს არის ფეს­ვი­დან გა­დას­ხვა­ფე­რე­ბა, სამ­ყა­როს ხედ­ვა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვლა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მი­მართ; სა­კუ­თა­რი და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა, თუკი ასე­თი და­ა­ვა­დე­ბა არ­სე­ბობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ვე­ლი ასე­თი მკურ­ნა­ლო­ბა ძა­ლი­ან შე­დე­გი­ა­ნია. ხოლო ხან­გრძლი­ვო­ბა, ვი­ზი­ტის რა­ოდ­ნე­ო­ბა, უკვე პრობ­ლე­მის სიმ­ძი­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თა­ვად ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი გუ­ლის­ხმობს სა­უბ­რის პრო­ცესს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი წე­სე­ბით წა­რი­მარ­თე­ბა, უბ­რა­ლოდ, ფსი­ქო­ლო­გი რაც უფრო გა­მოც­დი­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, სა­უ­ბა­რი მით უფრო წა­ა­გავს სა­უ­ბარს, ვიდ­რე რა­ღაც სა­ვარ­ჯი­შო­ებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ თე­რა­პი­ას უფრო ირ­ჩე­ვენ, ვიდ­რე ჯგუ­ფურს. ჯგუ­ფურ თე­რა­პი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ხალ­ხს ნაკ­ლე­ბად უყ­ვარს, მაგ­რამ ამ დროს გუ­ლახ­დი­ლო­ბა სულ არ არის მო­თხოვ­ნა. პირ­და­პი­რი გზით ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვის ამ­ბავს არ ჰყვე­ბი­ან, ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა, რი­თიც სიმ­ბო­ლურ ენა­ზე გან­კურ­ნე­ბა ხდე­ბა, თუმ­ცა ზოგ­ჯერ არის, რომ ადა­მი­ანს მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თე­რა­პი­ის მი­ღე­ბა ურ­ჩევ­ნია. ხალ­ხს ვე­ტყვი, რომ ფსი­ქო­ლოგ­თან მის­ვლის არ უნდა ეში­ნო­დეთ, ეს მხო­ლოდ მცი­რედ დახ­მა­რე­ბას არ გუ­ლის­ხმობს და თე­რა­პია მარ­თლა შე­დე­გი­ა­ნია. მთა­ვა­რია ადა­მი­ანს უნ­დო­დეს გან­კურ­ნე­ბა, მო­უ­ა­როს თა­ვის თავს და მერე უკვე სხვა და­ნარ­ჩე­ნი პრობ­ლე­მად არ მე­სა­ხე­ბა.

ფსი­ქო­ლოგ მა­რი­ნა კა­ჭა­რა­ვას თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს დღე­საც ერ­თმა­ნეთ­ში ერე­ვათ ფსი­ქო­ლო­გი და ფსი­ქი­ატ­რი:

"ფსი­ქო­ლოგ­თან მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა მა­ინც გაზ­რდი­ლია. რამ­დე­ნი­მე ჯგუფ­ში ვმუ­შა­ობ, სა­დაც არი­ან ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, მო­თა­მა­შე­ე­ე­ბი, კა­ზი­ნო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი, ვმუ­შა­ობ მო­ზარ­დებ­თან, რო­მელ­თაც აქვთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ტე­ლე­ფონ­ზე და კომ­პი­უ­ტერ­ზე, მშობ­ლე­ბის გაყ­რის გამო გა­ჩე­ნი­ლი პრობ­ლე­მა და ა.შ.

ზო­გა­დად, ფსი­ქო­ლო­გი სარ­კეს ჰგავს, რო­მელ­შიც იხე­დე­ბი და პრობ­ლე­მას ხე­დავ. სარ­კე გე­უბ­ნე­ბა, რო­გორ გა­ი­კე­თო თმა, სა­ხე­ზე რა წა­ის­ვა... ფსი­ქო­ლო­გის ფუნ­ქცი­აც ეს არის, რომ ადა­მი­ა­ნი პრობ­ლე­მა­ში ჩა­ა­ხე­დოს და ადა­მი­ან­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღოს, არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სამ­ყა­რო­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად უნდა მო­ინ­დო­მოს", - ამ­ბობს მა­რი­ნა კა­ჭა­რა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ფსი­ქო­ლოგს ინ­სტი­ტუ­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში დიდ ნა­წილს იკა­ვებს და ეს სუ­ლაც არ არის ცუდი:

"ჩვენ­თან იმ­დე­ნად დი­დია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის როლი, სუფ­რის როლი, კო­მუ­ნი­კა­ცია, მე­გობ­რო­ბა, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ფსი­ქო­ლოგს "ენაც­ვლე­ბა". რა თქმა უნდა, ფსი­ქო­ლო­გი მე­გო­ბარს და ახ­ლო­ბელს ვერ ჩა­ე­ნაც­ვლე­ბა, მაგ­რამ ფსი­ქო­ლოგ­სა და პა­ცი­ენტს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან თე­რა­პი­უ­ლია, და­სავ­ლეთ­ში ფსი­ქო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია, რო­გორც წესი, რე­კო­მენ­და­ცი­აა.

ჩვენ­თან ძა­ლი­ან თე­რა­პი­უ­ლია სუფ­რა, თუ, რა თქმა უნდა, ის სავ­სეა სიმ­ღე­რით, ლექ­სე­ბით, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­უბ­რე­ბით, სა­დაც გა­მო­ხა­ტუ­ლია ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა, ამი­ტომ ამ მხრივ ბევ­რი პლი­უ­სი გვაქვს, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის დახ­მა­რე­ბა დღეს უკვე ძა­ლი­ან ბევ­რს სჭირ­დე­ბა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა გა­მოკ­ვე­თი­ლი არ იყოს, მაგ­რამ პი­როვ­ნუ­ლი ზრდის­თვის, სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის­თვის, ემო­ცი­ის მარ­თვის­თვის, ფსი­ქო­ლოგ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ფსიქოლოგის ინსტიტუტი საქართველოში: რატომ უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს და რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს სეანსებმა

ფსიქოლოგის ინსტიტუტი საქართველოში: რატომ უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს და რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს სეანსებმა

საქართველოში ფსიქოლოგის ინსტიტუტთან დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. უმეტესობა ფიქრობს, რომ ფსიქოლოგი მხოლოდ პრობლემების დროს გვჭირდება და მათ დასახმარებლად მხოლოდ უკიდურეს მომენტში მიმართავს, თუმცა როგორც Ambebi.ge-სთან თავად ფსიქოლოგები ამბობენ, ფსიქოლოგთან კონსულტაცია ადამიანს სულიერ განვითარებაში, აზრის, ემოციის კონტროლში ეხმარება.

ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის თქმით, წინა წლებთან შედარებით, ბოლო პერიოდში ადამიანები ფსიქოლოგის ინსტიტუტს უნდობლად არ უყურებენ და დახმარებისთვის ხშირად მიმართავენ.

- ზოგს ჰგონია, რომ რაღაც პრობლემის გადასაჭრელად მეგობრის ინსტიტუტი საკმარისია, ზოგს ჰგონია, რომ მოძღვართან აღსარების თქმა და ფსიქოლოგთან ვიზიტი ერთი და იგივეა, მაგრამ უკვე დაიწყეს იმის გარჩევა, რომ ფსიქოლოგი არის ფსიქოლოგი, მეგობარს რა თქმა უნდა, სულ სხვა ფუნქცია აქვს, მაგრამ მეგობარს არ შეუძლია მოხსნას სერიოზული პრობლემა, აქედან გამომდინარე, დეპრესია თუ გამწვავდა, ის უკვე სერიოზული დაავადებაა და მხოლოდ უხასიათო ცხოვრებას და ცხოვრებაში მცირე პრობლემის ქონას არ ნიშნავს.

- ბევრი ზუსტად ამას ამბობს, რომ რა საჭიროა ფსიქოლოგი, რაში გვეხმარებაო...

- პაციენტი, რომელიც ეკუთვნის ფსიქიატრიას, ფსიქოლოგიას, სიტყვების ეშინია და მიდის ნევროპათოლოგთან, სიტყვა ნერვები მისთვის უფრო უსაფრთხოა და ასე იმიტომ იქცევა. სინამდვილეში, ნევროპათოლოგს ტვინის ორგანული პრობლემები ეკუთვნის, ეს არის მაგალითად ეპილეფსია, პარკინსონი, ცერებრალური დამბლა და ა.შ. რაც შეეხება ტვინის პროცესს –აზრს, ემოციას, ფიქრს, ეს ფსიქიატრიას და ფსიქოლოგიას ეკუთვნის, ასე რომ, ამაში საშიში არაფერია და ფსიქოლოგთან ვიზიტი სულაც არ ნიშნავს სიგიჟეს. ზოგადად, ეს სიტყვა საერთოდ არ მიყვარს, ძალიან არასწორია. ფსიქოლოგთან ვიზიტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენ რაღაც პრობლემა გაქვს და თუნდაც ადამიანს ჰქონდეს პრობლემა, ეს ადამიანი, რომელიც პრობლემას აღიქვამს და მის მოგვარებას ცდილობს, არაფრით არ შეიძლება ჩაითვალოს უკრიტიკო და ისეთ ადამიანად, რომლისთვისაც თავის მოვლა უხერხულია.

- ფსიქოლოგთან გარკვეული კურსის გავლის შემდეგ შედეგი როგორია?

- დღეს ფსიქიატრიაში მედიკამენტები ძალიან დახვეწილია, მიზანს მაქსიმალურად აღწევს და გვერდითი მოვლენები მაქსიმალურად შემცირებულია. ფსიქოთერაპიის არსი არის ის, რომ შენ როგორი წამალიც არ უნდა დალიო, შენი ცხოვრების რეალობის აღქმას წამალი ვერ შველის. წამალი სიმპტომებს მოხსნის, ტკივილს გააყუჩებს, ხოლო ფსიქოთერაპია ეს არის ფესვიდან გადასხვაფერება, სამყაროს ხედვა, დამოკიდებულების შეცვლა გარკვეული საკითხების მიმართ; საკუთარი დაავადების მართვა, თუკი ასეთი დაავადება არსებობს.  აქედან გამომდინარე, ყოველი ასეთი მკურნალობა ძალიან შედეგიანია. ხოლო ხანგრძლივობა, ვიზიტის რაოდნეობა, უკვე პრობლემის სიმძიმეზეა დამოკიდებული. თავად ფსიქოლოგთან ვიზიტი გულისხმობს საუბრის პროცესს, რომელიც თავისი წესებით წარიმართება, უბრალოდ, ფსიქოლოგი რაც უფრო გამოცდილი და პროფესიონალია, საუბარი მით უფრო წააგავს საუბარს, ვიდრე რაღაც სავარჯიშოებს.

საქართველოში ინდივიდუალურ თერაპიას უფრო ირჩევენ, ვიდრე ჯგუფურს. ჯგუფურ თერაპიაში მონაწილეობა ხალხს ნაკლებად უყვარს, მაგრამ ამ დროს გულახდილობა სულ არ არის მოთხოვნა. პირდაპირი გზით ადამიანები თავის ამბავს არ ჰყვებიან, ეს არის სპეციალურად დამუშავებული ტექნიკა, რითიც სიმბოლურ ენაზე განკურნება ხდება, თუმცა ზოგჯერ არის, რომ ადამიანს მხოლოდ ინდივიდუალური თერაპიის მიღება ურჩევნია. ხალხს ვეტყვი, რომ ფსიქოლოგთან მისვლის არ უნდა ეშინოდეთ, ეს მხოლოდ მცირედ დახმარებას არ გულისხმობს და თერაპია მართლა შედეგიანია. მთავარია ადამიანს უნდოდეს განკურნება, მოუაროს თავის თავს და მერე უკვე სხვა დანარჩენი პრობლემად არ მესახება.

ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას თქმით, ადამიანების ნაწილს დღესაც ერთმანეთში ერევათ ფსიქოლოგი და ფსიქიატრი:

"ფსიქოლოგთან მომართვიანობა მაინც გაზრდილია. რამდენიმე ჯგუფში ვმუშაობ, სადაც არიან ნარკომომხმარებლები, მოთამაშეეები, კაზინოდამოკიდებულები, ვმუშაობ მოზარდებთან, რომელთაც აქვთ კომუნიკაციის პრობლემა, დამოკიდებულები არიან ტელეფონზე და კომპიუტერზე, მშობლების გაყრის გამო გაჩენილი პრობლემა და ა.შ.

ზოგადად, ფსიქოლოგი სარკეს ჰგავს, რომელშიც იხედები და პრობლემას ხედავ. სარკე გეუბნება, როგორ გაიკეთო თმა, სახეზე რა წაისვა... ფსიქოლოგის ფუნქციაც ეს არის, რომ ადამიანი პრობლემაში ჩაახედოს და ადამიანმა გადაწყვეტილება თავად მიიღოს, არჩევანი გააკეთოს და ხშირ შემთხვევაში სამყაროსადმი დამოკიდებულება შეიცვალოს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი თავად უნდა მოინდომოს", - ამბობს მარინა კაჭარავა.

მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნებში ფსიქოლოგს ინსტიტუტი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ ნაწილს იკავებს და ეს სულაც არ არის ცუდი:

"ჩვენთან იმდენად დიდია ურთიერთობების როლი, სუფრის როლი, კომუნიკაცია, მეგობრობა, რომ ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგს "ენაცვლება". რა თქმა უნდა, ფსიქოლოგი მეგობარს და ახლობელს ვერ ჩაენაცვლება, მაგრამ ფსიქოლოგსა და პაციენტს შორის ურთიერთობა ძალიან თერაპიულია, დასავლეთში ფსიქოლოგთან კონსულტაცია, როგორც წესი, რეკომენდაციაა.

ჩვენთან ძალიან თერაპიულია სუფრა, თუ, რა თქმა უნდა, ის სავსეა სიმღერით, ლექსებით, სასიამოვნო საუბრებით, სადაც გამოხატულია ურთიერთპატივისცემა, ამიტომ ამ მხრივ ბევრი პლიუსი გვაქვს, მაგრამ პროფესიონალის დახმარება დღეს უკვე ძალიან ბევრს სჭირდება. ხშირ შემთხვევაში შეიძლება პრობლემა გამოკვეთილი არ იყოს, მაგრამ პიროვნული ზრდისთვის, საკუთარი თავის შეცნობისთვის, ემოციის მართვისთვის, ფსიქოლოგთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია