სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლო გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს
სასამართლო გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ახალ საქ­მე­ზე ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­სა­მარ­თლო ოქ­რო­პი­რი­ძის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლობს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ოქ­რო­პი­რი­ძის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს. გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძის ად­ვო­კა­ტის, და­ვით მო­დე­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის და­კა­ვე­ბის ინ­ტე­რეს­თა სურ­ვილს არ უნდა გა­დაყ­ვეს დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. მი­სი­ვე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­მარ­თლებ­რი­ვი სივ­რცი­დან გა­ვი­და.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა პრო­ცე­სი­დან გა­ვი­და. ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვე­შაა. ის გან­ცხა­დე­ბე­ბი რაც გა­კეთ­და, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. ოქ­რო­პი­რი­ძის და­კა­ვე­ბის ინ­ტე­რეს­თა სურ­ვილს არ უნდა გა­დაყ­ვეს დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით მო­დე­ბა­ძემ.

გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძი­სათ­ვის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბას ეს­წრე­ბი­ან ლაშა მა­ხა­რა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მა­ხა­რა­ძის დედა. რო­გორც პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ლაშა მა­ხა­რა­ძის დე­დამ, ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ოქ­რო­პი­რი­ძის ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბა არ უნდა მოხ­დეს. ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძე ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ ამ საქ­მეს­თან გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

"სა­ში­ში დამ­ნა­შა­ვის, მკვლე­ლის, ოქ­რო­პი­რი­ძის ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბა არ უნდა მოხ­დეს. ვიცი მე ეს მო­სა­მარ­თლე სა­მარ­თლი­ა­ნია და იმე­დი მაქვს, სა­მარ­თლი­ა­ნად გა­ნი­ხი­ლავს საქ­მეს და მი­უს­ჯის აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბას. აგ­რეთ­ვე, არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს მო­ვუ­წო­დებ თავი შე­ი­კა­ვონ ხალ­ხის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის­გან და ღა­რი­ბაშ­ვილს ბო­დი­ში მო­უ­ხა­დონ, რად­გან პრე­მი­ერს გვა­რი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ცია არ და­ურ­ღვე­ვია. მან ცალ­სა­ხად თქვა, რომ დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს და არა გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე. გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძის დას­ჯას მე მო­ვი­თხოვ და მე მი­ჩივ­ლონ", - გა­ნა­ცხა­და ლაშა მა­ხა­რა­ძის დე­დამ ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძემ. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ დას­მე­ნის ფაქ­ტზე, გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს ბრა­ლი გუ­შინ წა­რედ­გი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 373-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ოთხი­დან ექვს წლამ­დე ვა­დით.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ­მა გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძემ, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბულს გა­ნუ­ცხა­და, რომ მას სას­ჯე­ლაღ­სუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა.

მი­თი­თე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა ოქ­რო­პი­რი­ძემ და­ა­დას­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში, რა დრო­საც და­ა­სა­ხე­ლა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი და მი­უ­თი­თა, რომ სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა მას მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რის შე­დე­გა­დაც მი­ი­ღო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა.

"საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თბი­ლი­სის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ბა­თუ­მის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნი­სას გ. ოქ­რო­პი­რი­ძე ითხოვ­და თბი­ლი­სის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ტო­ვე­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი იმუქ­რე­ბო­და, რომ მი­ი­ყე­ნებ­და თვით­და­ზი­ა­ნე­ბებს და სა­ხალ­ხო დამ­ცველს და­არ­წმუ­ნებ­და მას­ში, რომ იგი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან წა­მე­ბის მსხვერ­პლი იყო, რი­თაც და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნი­და სის­ტე­მას. რე­ა­ლუ­რად კი რო­გორც მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით უტყუ­ა­რად დად­გინ­და, გ. ოქ­რო­პი­რი­ძე­ზე არა­ვი­თარ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვერ გა­მო­ი­ტა­ნეს; მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს. ამ საქ­მე­ზე 9-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ვადა 2015 წლის 12 ივ­ნისს ეწუ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სასამართლო გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

სასამართლო გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალ საქმეზე ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. გიორგი ოქროპირიძის ადვოკატის, დავით მოდებაძის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების ინტერესთა სურვილს არ უნდა გადაყვეს დღეს საქართველოში მართლმსაჯულების ინტერესები. მისივე თქმით, პროკურატურა სამართლებრივი სივრციდან გავიდა.

"პროკურატურა პროცესიდან გავიდა. ის მაღალჩინოსნების ზემოქმედების ქვეშაა. ის განცხადებები რაც გაკეთდა, მართლმსაჯულების ინტერესებს არ ემსახურება. ოქროპირიძის დაკავების ინტერესთა სურვილს არ უნდა გადაყვეს დღეს საქართველოში მართლმსაჯულების ინტერესები", - განაცხადა დავით მოდებაძემ.

გიორგი ოქროპირიძისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას ესწრებიან ლაშა მახარაძის ოჯახის წევრები და მახარაძის დედა. როგორც პროცესის დაწყებამდე ლაშა მახარაძის დედამ, ნინო დიდებულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოქროპირიძის ციხიდან გამოშვება არ უნდა მოხდეს. ნინო დიდებულიძე ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ამ საქმესთან გაკეთებულ განცხადებას.

"საშიში დამნაშავის, მკვლელის, ოქროპირიძის ციხიდან გამოშვება არ უნდა მოხდეს. ვიცი მე ეს მოსამართლე სამართლიანია და იმედი მაქვს, სამართლიანად განიხილავს საქმეს და მიუსჯის აღმკვეთ ღონისძიებას. აგრეთვე, არასამთავრობოებს მოვუწოდებ თავი შეიკავონ ხალხის შეცდომაში შეყვანისგან და ღარიბაშვილს ბოდიში მოუხადონ, რადგან პრემიერს გვარი არ დაუსახელებია და უდანაშაულობის პრეზუმცია არ დაურღვევია. მან ცალსახად თქვა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და არა გიორგი ოქროპირიძე. გიორგი ოქროპირიძის დასჯას მე მოვითხოვ და მე მიჩივლონ", - განაცხადა ლაშა მახარაძის დედამ ნინო დიდებულიძემ. საქართველოს პროკურატურის მიერ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი გუშინ წარედგინა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

გამოძიებით დადგინდა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ, სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ მას სასჯელაღსულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

მითითებული გარემოება ოქროპირიძემ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც დაასახელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის #8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ. ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის #8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა მასში, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას. რეალურად კი როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ. ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ გამოიტანეს; მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს. ამ საქმეზე 9-თვიანი პატიმრობის ვადა 2015 წლის 12 ივნისს ეწურება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ