მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა მახარაძის დედა პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეეებს ოფიციალურად დღეს მიმართავს
ლაშა მახარაძის დედა პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეეებს ოფიციალურად დღეს მიმართავს

ლაშა მა­ხა­რა­ძის დედა, ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძე შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს , პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, პარ­ლა­მენ­ტსა და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თავს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძე გა­ნუ­ცხა­და, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გროვ­დე­ბო­და ხელ­მო­წე­რე­ბი, რო­მელ­საც მი­მარ­თვას­თან ერ­თად ოთხ ინ­სტან­ცი­ა­ში შე­ი­ტანს. "თუ მოხ­და ისე, რომ ოქ­რო­პი­რი­ძე და­ტო­ვებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, ეს იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს სირ­ცხვი­ლი და სა­ხელ­მწი­ფო ჩა­ვარ­დე­ბა ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ჩემ­თან ახლა რომ მო­ვი­დეს და მომ­კლას კი­დე­ვაც, არ მე­ში­ნია. მე ვფიქ­რობ, რომ მისი გა­მოს­ვლის შემ­დეგ პო­ლი­ცია მე­ტად უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა იყოს. ძა­ლი­ან სა­ში­ში დამ­ნა­შა­ვე თუ გა­რეთ გა­მო­ვა, დიდი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა პირ­ველ რიგ­ში სა­ხელ­მწი­ფოს­თვის", - გა­ნა­ცხა­და ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძემ.

ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში თით­ქმის 12-სა­ა­თი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ვერ­დიქ­ტი ვერ გა­მო­ი­ტა­ნეს.

მო­სა­მარ­თლემ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ასარ­ჩე­ვად სხდო­მა 10 ივ­ნისს 12:00 სა­ათ­ზე ჩა­ნიშ­ნა და აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გან­ხილ­ვა ხე­ლახ­ლა და­ი­წყე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა კვლავ ვერ მო­ა­ხერ­ხებს ვერ­დიქ­ტის მი­ღე­ბას, მა­შინ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე გა­მარ­თლე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა. თუმ­ცა, გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძემ შე­საძ­ლოა, სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მა­ნამ­დე და­ტო­ვოს, რად­გან პა­ტიმ­რო­ბის 9-თვი­ა­ნი ვადა 12 ივ­ნისს ეწუ­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ლაშა მახარაძის დედა პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეეებს ოფიციალურად დღეს მიმართავს

ლაშა მახარაძის დედა პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეეებს ოფიციალურად დღეს მიმართავს

ლაშა მახარაძის დედა, ნინო დიდებულიძე შვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით დღეს საქართველოს პრეზიდენტს , პრემიერ-მინისტრს, პარლამენტსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო დიდებულიძე განუცხადა, ორი დღის განმავლობაში გროვდებოდა ხელმოწერები, რომელსაც მიმართვასთან ერთად ოთხ ინსტანციაში შეიტანს. "თუ მოხდა ისე, რომ ოქროპირიძე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ეს იქნება სახელმწიფოს სირცხვილი და სახელმწიფო ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში. ჩემთან ახლა რომ მოვიდეს და მომკლას კიდევაც, არ მეშინია. მე ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლის შემდეგ პოლიცია მეტად უფრო მობილიზებული უნდა იყოს. ძალიან საშიში დამნაშავე თუ გარეთ გამოვა, დიდი პრობლემა იქნება პირველ რიგში სახელმწიფოსთვის", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ