მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოტემ განო ამ მძიმე ამბავთან გასამკლავებლად მარტო არ დატოვა..."
"კოტემ განო ამ მძიმე ამბავთან გასამკლავებლად მარტო არ დატოვა..."

ცოტა ხნის წინ, "არქი ჯგუფ­მა" უდი­დე­სი თა­ნად­გო­მა ახ­ლა­ხან გარ­დაც­ვლილ მსა­ხი­ობ კოტე თო­ლორ­და­ვას ოჯა­ხის მი­მართ და მე­გობ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი დახ­მა­რე­ბით, ბინა აჩუ­ქა. ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი კო­ტეს მე­უღ­ლის, განო მე­ლი­თა­უ­რის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია, რო­მე­ლიც ამ მძი­მე დღე­ებ­ში მე­გო­ბარს გვერ­დი­დან არ მო­შო­რე­ბია.

- ცოტა ხნის წინ ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­და, კოტე თო­ლორ­და­ვას ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვა შოკ­ში ჩაგ­ვაგ­დო ყვე­ლა. მერე კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მათ ოჯახს ძა­ლი­ან უჭირ­და, ბან­კის ვალი ჰქონ­და, რაც მათ პა­ტა­რებს უთავ­შე­საფ­როდ დარ­ჩე­ნის საფრ­თხეს უქ­მნი­და. მაგ­რამ გა­მოჩ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ოჯა­ხის თა­ნად­გო­მა შეძ­ლეს. ამ საქ­მე­ში მე­გობ­რებს სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი მი­გი­ძღვით...

- გა­ნოს და კო­ტეს სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ჰყავთ. ბი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემ­ზე აქ­ცენ­ტი არას­წო­რად გა­კეთ­და. მე­გობ­რებ­მა, ეს საქ­მე მხო­ლოდ იმის გამო ითა­ვეს, რომ

კოტე ყვე­ლას­თვის ასე­თი­ვე ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და თბი­ლი იყო. მთე­ლი 8 წელი პრობ­ლე­მე­ბი არ ელე­ო­და, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ არას­დროს ულა­პა­რა­კია. არას­დროს არა­ვინ შე­უ­წუ­ხე­ბია. მათი პრობ­ლე­მა კი იმის გამო შე­იქ­მნა, რომ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მელ­შიც თან­ხა ჰქონ­დათ შე­ტა­ნი­ლი, აღარ გაგ­რძელ­და და ის ფული და­ი­კარ­გა. არა­და, მა­ნამ­დე იმ მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ის ბინა გა­ყი­დეს, რომლშიც ცხოვ­რობ­დნენ. კოტე მას მერე 9 ად­გი­ლას, თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­და, რომ ოჯა­ხი ამ პრობ­ლე­მე­ბის­გან ეხ­სნა.

მოკ­ლედ, "არქი გჯუ­ფის" მიერ გა­და­ცე­მულ ბი­ნის სა­კი­თხში ყვე­ლა გვეხ­მა­რე­ბო­და. მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი გვეთ­ქმის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ასე­თი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს და ასე მი­ხე­დეს კო­ტეს ოჯახს.

ნამ­დვი­ლად დიდი საქ­მე გა­ა­კე­თეს და ამ საქ­მე­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვით ილია წუ­ლა­ი­ა­სა და ქეთი არე­ვე­ლა­ძის, ასე­ვე ნოე სუ­ლა­ბერ­ძი­სა და ეკა ხო­ფე­რი­ას. ყვე­ლა­ნი ჯა­რი­კა­ცე­ბი­ვით იბ­რძოდ­ნენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­სუ­ლი­ყო. ამი­ტომ ამ ყვე­ლაფ­რის გამო მად­ლო­ბას მე ვერ მი­ვი­ღებ. ეს იყო ჩვე­ნი ვალ­დებ­ლე­ბა... ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად კო­ტემ და­იმ­სა­ხუ­რა. პი­რა­დად მე კო­ტეს­გან დიდი სით­ბო მახ­სოვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა ჰქონ­და.

- რო­გორ გა­დის დღე­ე­ბი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის გა­რე­შე?

- სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის იმის გად­მო­სა­ცე­მად, ეს მდგო­მა­რე­ო­ბა რომ გა­მოვ­ხა­ტო. კო­ტეს დიდი იმე­დი მქონ­და, თუ რა­ი­მე გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, უპირ­ვე­ელ­სად მას ვე­ძახ­დი... როცა პრობ­ლე­მა ჩნდე­ბო­და, სა­მე­გობ­რო­ში პირ­ვე­ლი ფრა­ზა რაც ის­მო­და ეს იყო: - კოტე გვიშ­ვე­ლის.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"კოტემ განო ამ მძიმე ამბავთან გასამკლავებლად მარტო არ დატოვა..."

"კოტემ განო ამ მძიმე ამბავთან გასამკლავებლად მარტო არ დატოვა..."

ცოტა ხნის წინ, "არქი ჯგუფმა" უდიდესი თანადგომა ახლახან გარდაცვლილ მსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახის მიმართ და მეგობრების აქტიური დახმარებით, ბინა აჩუქა. ნინი დედალამაზიშვილი კოტეს მეუღლის, განო მელითაურის უახლოესი მეგობარია, რომელიც ამ მძიმე დღეებში მეგობარს გვერდიდან არ მოშორებია.

- ცოტა ხნის წინ ცუდი ამბავი მოხდა, კოტე თოლორდავას ტრაგიკულად დაღუპვა შოკში ჩაგვაგდო ყველა. მერე კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ ოჯახს ძალიან უჭირდა, ბანკის ვალი ჰქონდა, რაც მათ პატარებს უთავშესაფროდ დარჩენის საფრთხეს უქმნიდა. მაგრამ გამოჩდნენ ადამიანები, ვინც ოჯახის თანადგომა შეძლეს. ამ საქმეში მეგობრებს სერიოზული წვლილი მიგიძღვით...

- განოს და კოტეს საუკეთესო მეგობრები ჰყავთ. ბინასთან დაკავშირებით ჩემზე აქცენტი არასწორად გაკეთდა. მეგობრებმა, ეს საქმე მხოლოდ იმის გამო ითავეს, რომ

კოტე ყველასთვის ასეთივე ყურადღებიანი და თბილი იყო. მთელი 8 წელი პრობლემები არ ელეოდა, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არასდროს ულაპარაკია. არასდროს არავინ შეუწუხებია. მათი პრობლემა კი იმის გამო შეიქმნა, რომ მშენებლობა, რომელშიც თანხა ჰქონდათ შეტანილი, აღარ გაგრძელდა და ის ფული დაიკარგა. არადა, მანამდე იმ მშენებლობისთვის ის ბინა გაყიდეს, რომლშიც ცხოვრობდნენ. კოტე მას მერე 9 ადგილას, თავდაუზოგავად მუშაობდა, რომ ოჯახი ამ პრობლემებისგან ეხსნა.

მოკლედ, "არქი გჯუფის" მიერ გადაცემულ ბინის საკითხში ყველა გვეხმარებოდა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რომ ადამიანებმა ასეთი გულისხმიერება გამოიჩინეს და ასე მიხედეს კოტეს ოჯახს.

ნამდვილად დიდი საქმე გააკეთეს და ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვით ილია წულაიასა და ქეთი არეველაძის, ასევე ნოე სულაბერძისა და ეკა ხოფერიას. ყველანი ჯარიკაცებივით იბრძოდნენ, რომ ეს ყველაფერი გამოსულიყო. ამიტომ ამ ყველაფრის გამო მადლობას მე ვერ მივიღებ. ეს იყო ჩვენი ვალდებლება... ვიმეორებ, ყველაფერი თავად კოტემ დაიმსახურა. პირადად მე კოტესგან დიდი სითბო მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ თავად უამრავი პრობლემა ჰქონდა.

- როგორ გადის დღეები უახლოესი მეგობრის გარეშე?

- სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, ეს მდგომარეობა რომ გამოვხატო. კოტეს დიდი იმედი მქონდა, თუ რაიმე გამიჭირდებოდა, უპირვეელსად მას ვეძახდი... როცა პრობლემა ჩნდებოდა, სამეგობროში პირველი ფრაზა რაც ისმოდა ეს იყო: - კოტე გვიშველის.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია